გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება, მოშორებით ვზივარ და ვუყურებ, თუ როგორ ნელნელა მოცოცავს ჭრელი ტყავი, ნელნელა სცილდება გველის სხეულს. გველი წევს თვალებდანისლული. ხანდახან ნელა გაიკლაკნება ხოლმე, ჭრელი ტყავიც ადგილს ინაცვლებს, კვლავ გადაცოცდება სულ ცოტათი.

      მერე კი, ერთი ძლიერი გაკლაკვნა და გველი ამოსხლტება საკუთარი ტყავიდან. იქვე მის გვერდით მიწვება, თითქოს ორი გველიაო.

      ფრთხილად ვიღებ ხელში გველის ძველ ტყავს (გველი ჯერ ისევ ცუდ ხასიათზეა). აღარ ვცდილობ მასში ჩაძრომას, უკვე ვიცი, რომ ეს შეუძლებელია. არადა მომწონს, ლამაზია, ჭრელი. თანაც ეს სიჭრელე ხომ საოცარი ქარაგმებითაა მოქართული და შექმნილი. იქნებ ახლა მაინც შევძლო მათი ამოცნობა...

      ახლაც ამაოდ ვცდილობ ამ ქარაგმების ამოცნობას. ყოველთვის ამოუცნობია გველის ტყავზე დახატული ქარაგმები, ახლოს იქნებიან გველის სხეულთან თუ შორს...

კამათი

      მე და ადამი წავკამათდით.

      - მე ყოველთვის ვიყავი და ყოველთვის ვიქნები, - ვთქვი ერთ მშვენიერ დღეს. ასეთი აზრი პატარა დავიწყების შემდეგ გამიჩნდა. თუკი სამოთხის ბაღი დამავიწყდა, ხომ შეიძლება საკუთარი თავიც დამავიწყდეს-მეთქი, ვფიქრობდი. თანაც ისე დამავიწყდეს, აღარც კი გამახსენდეს. ამიტომ რაც შეიძლება ხშირად უნდა გავიხსენო საკუთარი თავი. უნდა გავიხსენო, რომ მე, ეს მე ვარ და სხვა არავინ.

      ადამი ყირაზე იდგა, საკუთარ მკლავებზე დანდობილი. თავდაყირა მიყურებდა და თითქოს არც კი მისმენდა. ეს ამბავი არც ისე დიდად მაწუხებდა, ჩემი სათქმელი ვთქვი და ამაზე ლაპარაკს მეტად აღარ ვაპირებდი.

      უცბად ადამმა თქვა:

      - არა, ეს მე ვიყავი ყოველთვის და ყოველთვის ვიქნები.

      ერთი უყურე, რა აზრები დაფათურობს ამის დაბღოტილ თავში. თმაც ერთიანად გაჩეჩილი აქვს, იმდენს დარბის ეკალბარდებში. ყოველთვის ყოფნა მოუნდომებია...

      - შენ კი არა, მე ვიყავი ყოველთვის და ვიქნები, - უფრო ხმამაღლა ვთქვი მე. არც ადამი ჩამომრჩა, ყირაზე დგომას შეეშვა, სწორად დადგა ორივე ფეხზე და რაც შეეძლო აყვირდა, ვიყავი და ვიქნები კიდევაცო. ასე კარგა ხანს გაგრძელდა, არცერთმა არ დავიხიეთ უკან.

      ბოლოს და ბოლოს, დავიღალეთ ამდენი ყვირილით და გავჩუმდით. სხვა გამოსავალი აღარ იყო, შევურიგდი სამოთხის ბაღში ადამის მუდმივად ყოფნას, და

      უცბად ერთმა აზრმა გამიელვა:

      - სულ პირველად მაინც მე ვიყავი, - ვთქვი ნიშნისმოგებით.

      არც ამაზე დამეთანხმა ადამი.

      - შენ კი არა, მე ვიყავი სულ პირველად, - თქვა თავდაჯერებულად.

      - როდესაც მე მზეს დამალობანას ვეთამაშებოდი, იქ შენი ჭაჭანებაც არ იყო, - ვუთხარი და თან ენა გამოვუყავი.

      - როდესაც კურდღელს პირველად გამოვეკიდე, იქ შენი გაბურძგნილი თავისთვის არ მომიკრავს თვალი, - თქვა ადამმა.

      ეს მართლაც მეტისმეტი თავხედობა იყო და ძალიან გავბრაზდი.

      - მე ვიყავი სულ პირველად, - ვიყვირე ხმამაღლა რაც შემეძლო, - ამაში მთელი სამოთხის ბაღი დამემოწმება.

      - შენ კი არა, მე ვიყავი სულ პირველად, ეს მთელმა სამოთხის ბაღმა იცის, - თავის მხრივ ადამმაც იყვირა.

      არც მე გავჩუმუბულვარ, ხმას კიდევ უფრო ავუწიე, არ მინდოდა პირველობა დამეთმო. არც ადამს მოსვლია აზრად გაჩუმება და პირველობის დათმობა. რაც კი შეგვეძლო, ხმას ვუწევდით, ვცდილობდით ერთმანეთისთვის ყვირილში გვეჯობნა: შენ კი არა, მე ვიყავი, მე, მე, მე... მთელი ხმით გავიძახოდით, თან ხის ირგვლივ დავრბოდით. ის სულელი ადამი ჩემი თმების მოქაჩვას ცდილობდა, მე კიდევ ფრჩხილებით ვემუქრებოდი, თან გავრბოდი. და უცბად:

      - მეეე... - გაისმა სულ ახლოდან.

      მოვიხედეთ, ბეკეკა შეგვრჩა ხელში, გვიყურებდა, კიკინებდა და წვერებს აცანცარებდა. იმ სულელმა ადამმა, არ ვიცი, როგორ გაიგო თხის კიკინი, რა იფიქრა. იქნებ ეგონა დამცინისო, მე თავი გამანება და ახლა იმას გამოუდგა. ბეკეკაც გაიქცა. მე ტბორისკენ გავემართე, ჩავიხედე კამკამა წყლის სარკეში, თმა თითებით მოვილამაზე. ადამი დიდი ტუტუცია, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა, გაჩეჩილი რომ დამიძახა.

      რა თქმა უნდა, მე ვიყავი პირველად, ბეკეკამაც მე შემაწია სიტყვა. ადამი? არ ვიცი, არ მახსოვს, სადმე დამენახოს იმ პირველ დღეებში. იქნებ ხეზე იყო ამძვრალი... აი კიდევ ერთი დავიწყება. ამას რაღა დავარქვა, კარგი თუ ცუდი? არც ეს ვიცი.

ტირიფის გულისნადები

      ყვავილებმა მითხრეს, ტირიფი ძალიან ნაღვლობსო. იმდენი იტირა, ლამის ცრემლებად დაიღვარაო.

      - რაზე ნაღვლობს ასე ძალიან? - გამიკვირდა მე.

      თურმე ნუ იტყვით, ნიავს მიუტანია მისთვის ჩემი სიტყვები, აუცილებლად ვნახავ ტირიფს და გავამხიარულებო.

      ვინახულე ტირიფი, მოვეფერე აბრეშუმივით რბილ, ნაზ ტოტებზე. მაინცდამაინც ვერ გავამხიარულე, თავის ცნობილ სევდიან იერს აბა როგორ შეელევა... მაგრამ შევატყე, ძალიან ნასიამოვნები დარჩა. თავისი რბილი ტოტები მხრებზე დალალებივით დამაფინა და შენი დიდად მადლიერი ვარო, ჩუმად ჩაიშრიალა. ხმაც ისეთივე ნაზი და სათუთი აქვს, როგორც იერი. ჩემი მხრით, მე თვითონვე ვიყავი მისი მადლიერი ასეთი გულთბილი დახვედრისთვის.

      რა კარგია, რომ სამოთხის ბაღში არცერთ სულდგმულს არ ავიწყდება მადლიერება. ამის წყალობით ყვავილობს აქ ყველაფერი ასე ცინცხლად და ლამაზად. ალბათ ყველაზე ცუდი დავიწყება სწორედ ის იქნება, თუ მადლიერება დაავიწყდათ.

ადამი და ცეცხლი

      ადამი კიდევ უფრო მოუსვენარი გახდა. გაგიკვირდება, ისეთ უცნაურ რამეებს გამოიგონებს ხოლმე. ამას წინათ დავინახე, ქვას ქვაზე ურტყამდა, ამის წყალობით ნაპერწკლები ჩნდებოდნენ და ადამს ეს რატომღაც ძალიან უხაროდა.

      - აღარ უნდა მოიშალო ქვებით თამაში? - ვუსაყვედურე მე. მინდოდა რაიმე სხვა გვეთამაშა, დამალობანა, ანდა თუნდაც დაჭერობანა.

      ყურიც არ მათხოვა. პირიქით, უფრო გამეტებით დასცხო ქვა ქვაზე, ნაპერწკლების ნამდვილი ნიაღვარი დააყენა. ჰოდა, გააჩინეს კიდეც ცეცხლი იმ ნაპერწკლებმა. ჯერ ძირს დაცვენილი ხმელი ფოთლები აბრიალდნენ, მერე ახლომყოფი ბუჩქიც აალდა.

      მე შემეშინდა, უკან დავიხიე. თავდაპირველად ადამიც შეკრთა, ისიც განზე გადგა, თვალდაჭყეტილი შეჰყურებდა ცეცხლს. ნელნელა შეაჩვია თვალი, ირგვლივ შემოუარა, სახეზე გაოცება ეწერა. უცბად უკან დაიხია, გამოქანდა და აბრიალებულ ცეცხლს გადაახტა.

      სახტად დავრჩი, ასეთ სისულელეს ადამისგანაც კი არ მოველოდი. ერთი ესღა აკლდა, ცეცხლთან თამაში დაეწყო.

      ის კი, ახლა შენ გადაახტი ცეცხლსო, მეუბნება.

      მე ვიუარე, ასეთი თამაში არ მომწონსმეთქი.

      - სულ ადვილია, აი შეხედე, - მეუბნება ადამი. ისევ გამოქანდა და გადაახტა ცეცხლს.

      მე ისევ უარზე ვიყავი. ადამი კი გადახტი, გადახტიო, არ მეშვებოდა. სჯობია აქაურობას გავეცალომეთქი, ვიფიქრე და გამოვტრიალდი წამოსასვლელად. ორი ნაბიჯიც არ გადამედგა, გამწარებული ყვირილი მომესმა. მოვიხედე, ადამი ტკივილისგან იკლაკნება; თურმე წონასწორობა დაკარგა და გამოქანებული ჩავარდნილიყო ცეცხლში. აბა რა ეგონა, ცეცხლს რომ ეთამაშებოდა...

      წარბები და თმები ერთიანად შეტრუსოდა, ძალიან სასაცილო იყო. თან მეცოდებოდა, თან მეცინებოდა. პირს ვარიდებდი და ისე ვიცინოდი, რათა არ გამებრაზებინა ტკივილისგან ისედაც შეწუხებული ადამი.

      ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ადამი ცეცხლთან აღარ ითამაშებდა... და რა გგონიათ? ჯერ თმები წესიერად არც კი ამოსვლოდა დამწვარზე, ისევ დავინახე ცეცხლთან მოთამაშე.

      მთელ სამოთხის ბაღში არავინ შემხვედრია ასეთი მოუსვენარი.

ნახვა: 95

ტეგები: Qwelly, ადამი, ბიბლია, ბლოგი, მოთხრობა, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Autographed by "University Blue" (University Blue) on Air Jordan 1 presented by Roy Williams, Michael Jordan

გამოაქვეყნა W Y_მ.
თარიღი: მაისი 7, 2021.
საათი: 8:39am 0 კომენტარი

2020 Cheap Jordans, Whether you entered the team locker room because you entered a video, or you met him for the fastest way to get 900 victories in Division 1 basketball, Roy Williams has left his mark on the world. To celebrate the upcoming retirement of the coach, Michael Jordan fired him a pair of autographed custom Air Jordan 1 "University Blue". The exquisite Air Jordan vintage jacket uses the appropriate color palette of the University…

გაგრძელება

Is Zion Williamson sweating his lawsuit or perspiration in NBA2K21 on PS5?

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: მაისი 7, 2021.
საათი: 7:08am 0 კომენტარი



Zion Williamson's name is all over the news because his former marketing representative, Gina Ford, attempts to take him to court, and …

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2021

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 2, 2021.
საათი: 1:50pm 0 კომენტარი

      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II - ისა

      ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,

ეპისტოლე, პატრიარქის ეპისტოლე, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე, სააღდგომო ეპისტოლე 2021,Qwelly, ბლოგი, qwellynews

ქრისტე…

გაგრძელება

ვნებული და გამარჯვებული

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2021.
საათი: 11:40pm 0 კომენტარი

      ვნების სახარებებს მედავითნის გვერდით ვუსმენდი. ცნობისმოყვარეობა მძლევდა და შიგადაშიგ თვალს ვაპირებდი მისი საკითხავებისკენ და ოდესღაც ნასწავლი ხუცური ასოების მოხაზულობებს ვიხსენებდი და სიტყვების ამოკითხვას ვცდილობდი. ბოლო სამი სახარება იყო დარჩენილი. ამ დროს უკვე ის ეპიზოდები იკითხება, როდესაც მაცხოვარი ჯვარზეა გაკრული, ნაცემი, ნაწამები წყალს ითხოვს... „შენი სხეულის თითოეულმა ნაწილმა ივნო ჩვენთვის“ - ამოიკითხა მედავითნემ.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters