ქეთევან პოპიაშვილი

თომას ჰობსის აზრით ადამიანები ბუნებით თანასწორნი არიან. „ბუნებითი მდგომარეობა“-ეს არის მუდმივი ბრძოლის მდგომარეობა ერთთათვის-თავდაცვისთვის,მეორეთათვის-მოხვეჭისათვის,მესამეთათვის-პატივისა და დიდებისთვის.ეს არის თითოეული ინდივიდის ბრძოლა ყველა სხვა ინდივიდის წინააღმდეგ,ეგრეთწოდებული მუდმივი ომის მდგომარეობა,მიუხედავად იმისა,რომ არ არის აშკარად გამოხატული ბრძოლა,შერკინება თუმცა ადამიანთა ქვეცნობიერში არსებობს ამის ნება.

ბუნებით მდგომარეობაში ადამიანებს არ აქვთ უსაფრთხოების გარანტია.ისინი საკუთარი ძალისა და გამჭრიახობის იმედად არიან.ყველას თავისი თავი მიაჩნია სხვაზე ჭკვიანად და ძლიერად.ამ მდგომარეობაში ისინი ვერ შრომობენ,ვერ ქმნიან,მათი ცხოვრება არის მხოლოდ შიში,რომ გამოჩნდება უფრო ძლიერი და მოხერხებული და მოკლავს მას,წაართმევს ყველაფერს,რაც გააჩნია. ბუნებით მდგომარეობაში,ანუ „ყოველი ადამიანი ყველა სხვის წინააღმდეგ ომის მდგომარეობაში“,არ არსებობს სიკეთისა და ბოროტების ცნება,სამართლიანობისა და უსამართლობის განცდა.“არ არის საერთო ხელისუფლება,არ არის კანონიც.სადაც არ არის კანონი,ვერც უსამართლობა იქნება“.

ადამიანების ცხოვრება ცხოველურს ემსგავსება.ისინი მარტოები არიან,უქონელები და შეშინებულები. ყველას აქვს ის,რასაც თავისი ძალისა თუ ეშმაკობის წყალობით მოიპოვებს,და კიდევ შიში იმისა,რომ წაართმევენ ყველაფერს,რაც გააჩნია,მათ შორის სიცოცხლესაც.

ბუნების კანონებით ადამიანებს მინიჭებული აქვთ მხოლოდ უფლებები და თავისუფლება,მაგრამ არ აქვთ მოვალეობები სხვების მიმართ. ამიტომ არ არიან შეზღუდულები საკუთარ ქმედებებში,მაგრამ მათ ასევე ბუნებით აქვთ მინიჭებული უფლება უარი თქვან ძალადობრივ ცხოვრებაზე,ნებით გადასცენ უფლებების ნაწილი პიროვნებას ან ადამიანების ჯგუფს,რომლებიც იზრუნებენ მათ მშვიდობიან ყოფაზე,სიცოცხლისა და ქონების დაცვაზე.ამისთვის საჭიროა ერთიანი ხელისუფლება,რომელიც შექმნის წესრიგს,კანონებს,უსაფრთხოების გარანტიას,მისცემთ ადამიანებს შრომისა და შემოქმედების საშუალებას,აქედან გამომდინარე,ადამიანებს აქვთ ბუნებით მინიჭებული უფლება შექმნან სახელმწიფო-საერთო ძალაუფლება , რომელიც დაიცავს ადამიანებს ერთმანეთისაგან და მტრის შემოსევისგან.

„ადამიანებმა მათი სახელით სამოქმედოდ უნდა დანიშნონ ერთი კაცი ან საკრებულო და თითოეულმა ყოველი იმ მოქმედების მფლობელად და ავტორად უნდა გამოაცხადოს თავი ,რასაც ის ჩაიდენს ან სხვას ჩაადენინებს საერთო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად“.

პავლე მოციქულისგან განსხვავებით,რომელიც თვლიდა რომ მეფეები ღმერთის რჩეულნი არიან . ჰობსი თვლის,რომ სახელმწიფო ძალაუფლების არსებობა ღმერთისგან კი არ არის დაწესებული,არამედ ადამიანთა შორის მშვიდობიანი ყოფის მოწესრიგებისთვის არის შექმნილი.ის თვლის,რომ თუ არ არსებობს ძალა,რომელსაც ემორჩილება ყველა ( ე.ი სახელმწიფო) ,არ არსებობს წესრიგი.

ვიზიარებ ჰობსის იმ შეხედულებას,რომ ადამიანები ბუნებით თანასწორნი არიან და არ არსებობენ ზებუნებრივი ძალის რჩეული ადამიანები,რომლებსაც აქვთ უფლება განკარგონ დანარჩენი ადამიანების ბედი მათი ნების მიუხედავად. თუმცა ამასთანავე მიჭირს წარმოვიდგინო იდეალური საზოგადოება, სადაც პიროვნება სწორად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და კმაყოფილდება იმით, რისი შექმნის უნარიც თვითონ გააჩნია და საკუთარი შეგნება და მორალური ღირებულებები იმდენად მტკიცეა,რომ არასდროს ეცდება მიითვისოს სხვისი მონაპოვარი;საზოგადოება,სადაც ადამიანი იცავს არა მხოლოდ საკუთარ ,არამედ სხვების უფლებებს,გაცნობიერებული აქვს მოვალეობები გარშემომყოფთა მიმართ. სასურველად მიმაჩნია ადამიანის შეგნებამ მიაღწიოს იმ ზღვარს ,რომ უფლებებისა და მოვალეობების დაცვა დამოკიდებული იყოს ინდივიდთა თვითშეგნებასა და მორალურ ღირებულებებზე და მათ დასაცავად არ იყოს საჭირო თუნდაც ადამიანების ნებითვე შექმნილი,მაგრამ მაინც ძალადობრივი სისტემა-სახელმწიფო. თუმცა ეს დაუჯერებლად მიმაჩნია თანამედროვე ეპიქაში მაინც.

ბიბლიოგრაფია:

ჰობსი თომას, ლევიათანი, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში. მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017 წელი

ნახვა: 22

ტეგები: აზროვნებაში, თანამედროვე, თომას, ლევიათანი, შესავალი, ჰობსი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პრეზიდენტი ევროპაში, სასამართლო სისტემის ჩამოუყალიბებლობა, მოჭიდავეების გარჩევები და მოზარდის გარდაცვალება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2019.
საათი: 11:22pm 1 კომენტარი

      დღის მთავარი ამბავი დაიწყო პრეზიდენტის ევროპაში მოგზაურობით. სხვა მთავარ ამბებს შორის იყო სასამართლოს ნიუსები, მოჭიდავეების დაპირისპირებაც და კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი - მოზარდის გარდაცვალება,…

გაგრძელება

ცეცხლი და ყინული

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

ტყის პირას შეფენილი აკაციები გაეჩეხათ... ასეთი უცნაური ფორმის, ამ ზომამდე მიგრეხილ-მოგრეხილი და ღვლარჭნილი კუნძები ჯერ არ მენახა. ზღაპრულ ჯუჯებს ჰგავდნენ, ძველებური თქმულებებიდან გამოპარულებს. საერთოდ, შემიმჩნევია, მეტად ღვლარჭნილი ფორმის…

გაგრძელება

დაკარგული მეზღვაური, მოსამართლეების განცხადება, განათლების ინფრასტრუქტურა და ჟურნალისტის გარდაცვალება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყინვიანი ღამეებისა და მეტნაკლებად მზიანი იანვრის ფონზე, დღის მთავარი ამბები განსაკუთრებული სიჭრელი არ გამოირჩევიან. ორი ძირითადი მიმართულებით იყო დღეს მედია აქტიური - ერთი, ეს გახლავთ იუსტიციის…

გაგრძელება

ინტერიერი მარმარილოში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 20, 2019.
საათი: 11:15pm 2 კომენტარი

      მარმარილოს დიდოსტატები ყოველთვის ცდილობდნენ გაეცოცხლებინათ ყველაზე ცივი ქვა. მსოფლიო დიდოსტატობამდე ძალიან გრძელი გზა აქვს მეთიუ საიმონდს (Matthew Simmonds), მაგრამ მისი ნამუშევრები და…

გაგრძელება

Qwelly World

free counters