2013  წლის 5 ოქტომბერი მთელი თბილისისთვის თბილისობის შაბათი იყო, ილიაუნისთვის კი მეცნიერების დღე.ვინმე იკითხავს, თქვე დალოცვილებო, მთელი ქალაქი რომ ჭამა–სმის ხასიათზე იყო თქვენ რაღა მაშინ მოგინდათ კატალიზატორების სუნით გაჟღენთილი პიკნიკობაო მაგრამ, საქმეც ეს არის...

       მართალია არც ამინდი იყო სახარბიელო ხასიათზე და არც ქართული პურ–მარილით დამშვენებული გარემო გვიწყობდა ხელს მაგრამ... გუშინ  გორგასალს რომ შემოეხედა მისივე სახელის ხეივანში ეჭვი მაქვს იქ სამეცნიერო ცენტრის მშენებლობას უფრო ჩაეყრებოდა საძირკველი ვიდრე რესტორანს. გორგასლის რა მოგახსენოთ, აი სტუმრები კი ნამდვილად არ დაგვკლებია. პიკნიკს ესწრებოდნენ როგორც მეცნიერების ქართველი მოყვარულ–გულშემატკივრები, ასევე ჩვენი მეგობრები სომხეთიდან,

 

 

       პოლონეთიდან (ვარშავის კოპერნიკის სახელობის  უნივერსიტეტი) თუ სხვა ქვეყნებიდან. საგანგებოდ მოწყობილ რინგზე გამართულ რობოტების ორთაბრძოლას ილიაუნის ლექტორთან – ბატონ გიგი თევზაძესთან ერთად, დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს   ქალაქის მერი – ბატონი გიგი უგულავაც.

 

       ილიაუნის საინჟნრო ფაკულტეტის სტუდენტების შექმნილი რობოტუნები ერთმანეთს ირლანდიის საგზურის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ. 

 

       მათ სცენიდან ამხნევებდა ბენდიც, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ზრუნავდა მოპიკნიკეების განწყობაზე.

 

       ორ რიგად მოწყობილი 50 კარავი სტუმრებს მეცნიერების სხვადასხვა დარგში სთავაზობდა საკუთარი თავის ძიებას და სახალისო თამაშებით ურევდა თავგზას.

 

       ვინმეს რომ გარედან   შემოეხედა ჩვენთვის ალბათ ბევრ ჩვენგანს ოფიციალური გიჟის სტატუსს უყუყმანოდ მიანიჭებდა, მე კი შიგნიდან ვადევნებდი პიკნიკს თვალს და მთელი გულით ვნატრობდი აინშტაინიც იქ ყოფილიყო. ალბათ იმასაც მკითხავთ რაღა იმის ნახვას ნატრობდიო თუმცა, იმდენი ადამიანი მახსენებდა მის თავს, ჩემს ადგილას ვერც თქვენ ინატრებდით ვინმე სხვის იქ ყოფნას. მოპიკნიკეთა ასაკი შეუზღუდავი იყო, მეცნიერებას ვინ დაუწესებს შეზღუდვებს და საზღვრებს. ამიტომაც ზოგი ქიმიური ცდების შედეგად შეცვლილი ვარცხნილობით დააბიჯებდა,ზოგი არქეოლოგიური გათხრების დროს დასვრილი ხელებით, ზოგი ბიოლოგიის კარავში შექმნილი გვირგვინით თავდამშვენებული, ზოგი ადამიანის ფსიქოლოგიისა და ქცევის შესახებ მიღებული ინფორმაციით გაოგნებული, ზოგი რობოტების მართვით აზარტში შესული...

       ზოგი არქიტექტურული მაკეტების შექმნით თვითკმაყოფილი...

       ...და ვინ მოსთვლის კიდევ როგორ ადამიანს არ შეხვდებოდით იქ. უდავოა, მხიარულება არავის დაკლებია.

       განწყობისთის კიდევ რამდენიმე ფოტო:

       და ესეც ბოლო ფოტო იმის ნიშნად რომ ჩვენც ვიყავით პიკნიკზე. ხომ კარგად გადაგვიღეს?

       იყო სიცივეც, იყო დაღლაც, იყო შიმშილიც, იყო თავის ტკივილიც, მაგრამ რაც მთავარია იყო ბევრი სიახლე, ბევრი სიცილი, ბევრი ჯანსაღი კონკურენცია და იყო ბევრი მეცნიერება.

       Science - მადლობა შენ შენი არსებობისთვის, ახალი შესაძლებლობებისთვის და მრავალფეროვნებისთვის. მინდა გისურვო ბევრი ასეთი დღე და ბევრი შენით დაინტერესებული ადამიანი.

       უფრო  დიდი მადლობა კი ჩემს ილიაუნის ჩემგან! სულ ასეთი საინტერესო, განმანათლებელი, მიმზიდველი და საყვარელი იყავი ჩვენთვის.

 

თამარ გაგნიაშვილი

 

ნახვა: 353

ტეგები: Iliauni, Qwelly, Science, არქიტექტურა, ბრძოლა, ილიაუნი, მეცნიერება, პიკნიკი, რიყე, რობოტები, მეტი...ფსიქოლოგია, ქიმია

ლაშა: ოქტომბერი 6, 2013||9:31pm

უუუუუუზარმაზარი მადლობა ამ "რეპორტაჟისთვის" თამარ! ძალიან დიდი მადლობა :) 

ახლა უკვე ვიცი რას დავაკლდი :D 

ცისია: ოქტომბერი 6, 2013||9:37pm

აჰააამ ^_^ აუუუ რა ზარმაცი ვართ :( მინდოოდა აქ

tamuna: ოქტომბერი 6, 2013||10:46pm

მომავალ წელს ნუღარ დააკლდებით მეგობრებო :)

nino usenashvili: თებერვალი 6, 2014||12:34am

კარგი იყო, განსაკუთრებით გველები მომეწონა ^_^ და კიდე პონებიიი : )))

ლაშა: თებერვალი 6, 2014||12:36am

teona sulashvli - ქიმიკოსობ ილიაში? :O აბა მათემატიკაო? 

ლაშა: თებერვალი 6, 2014||12:44am

nino usenashvili შენ იყავი პიკნიკობაზე? 

nino usenashvili: თებერვალი 6, 2014||12:46am

ლაშა კიიი : ))) მოიცა ვიდეოს დავდებ  : )

ლაშა: თებერვალი 6, 2014||12:55am

ვიდეოებს ნუ დაიშურებთ :) ველოდები ორ ვიდეოს :D 

teona sulashvli ამას წინად რომ ვსაუბრობდით პირველკურსელებზე, ახლა ვხვდები რატომ იცინოდი გულიანად მათზე :D :D :D :D :D :D :D :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტივისტი

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: აგვისტო 6, 2020.
საათი: 9:30pm 0 კომენტარი

   როცა ტემპი დამოუკიდებელია შენგან( ანუ ვექტორზე დადექი, რომელიც მხოლოდ წინ მიდის ისეთი სიჩქარით რომ შენი გონება ვერ ოპერირებს და ვერ ეწევა ტემპს, ასეთი მდგომარეობა ან დაგღუპავს ან ხელმოცარული დარჩები, ის გკარნახობს ნაბიჯებს და ასე უსასრულოდ, შენ კი შეგიძლია მხოლოდ იჯდე და რომანტიზმის ფოტოები ათვალიერო, (როცა უკვე ჩამორჩი) მყუდრო კოტეჯებზე, ზღვაზე დასვენებაზე, მოგზაურობაზე და ასე შემდეგ. ადამიანი შემგუებელი არსებაა, ის ეგუება და ყოველ ჯერზე მეტ "დოზას" ითხოვს…

გაგრძელება

ჟურნალისტური სტანდარტები შეყვარებულს, ბეირუთის აფეთქება და პირველი ტურისტები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 5, 2020.
საათი: 11:19pm 0 კომენტარი

      ცხელი აგვისტო ცხელი ამბებით დაიწყო - ოკუპაციის პრობლემაზე საზღვარგარეთული გამოხაურებები, კორონას ახალი შემთხვევები და კორონას ხანის მოსწავლეობა, სტუდენტობა და პოსტკორონული პირველი ტურისტები თბილისში, თბილისის ამბებში - ჭავჭავაძეზე გადაადგილების გაურკვევლობა ჭარბობდა. ცხადია სასამართლოები და გამოძიებები გაუჩინარება-დაკარგვა-გარდაცვალებაზე კვლავაც აქტუალურია. ბეირუთის ტერაქტშიც საქართველო გაჟღერდა - აფეთქებული ტანკერი ბათუმიდან…

გაგრძელება

დაისუგი - კედარის ახალი სიცოცხლე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2020.
საათი: 11:11pm 0 კომენტარი

      იაპონური გამოგონებები ყოველთვის იწვევს გაოცებასა და აღფრთოვანებას. ამჯერად, ხეების სწრაფი ზრდის ტექნიკა უნდა წარმოგიდგინოთ. მეთხუთმეტე საუკუნიდან მოყოლებული, ძველი სიცოცხლე ახალი სიცოცხლი მიზეზი ხდებოდა და კედარი კიდევ უფრო სწრაფად და მაღლა იზრდებოდა. კედარი აღმოსავლურ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ხეა (ცხადია, ბამბუკების შემდეგ). მისი რბილი მერქნიდან გამოდინარე, მას აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ნივთების დასამზადებლად, ამიტომ…

გაგრძელება

რაჭის სტიქია, 4 წელი პატიმრობა რურუას, კორონა და ანაკლიის საჩივარი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 30, 2020.
საათი: 9:30pm 4 კომენტარი

      ივლისის ბოლოა და სტიქიები უკვე დღის მთავარი ამბავია. ამჯერად რაჭა მოექცა დღის მეინსტრიმში. არჩევნების მოახლოება ჯერ თითქოს არ უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება სწორედ არჩევნებს მიწერება, მათ შორის რურუას 4 წლიანი პატიმრობა, ამერიკული წერილები და ანაკლიის კონსორციუმის სარჩელიც კი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 ივლისი, 2020

      ფეხმოკიდებული კორონა საქართველოს ტერიტორიაზე -…

გაგრძელება

Qwelly World

free counters