ვეცადე სათაური დამემსგავსებინა ყვითელი პრესის გარეკანზე განთავსებულ სათაურს, რადგან ვხვდები, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ დიდი ხნის განმავლობაშ იქნება მომგებიანი, როცა მკითხველს არათუ აცნობ სიახლეს, არამედ ჯერ კითხვას უსვამ.

ახლა რაშია საქმე, როგორც ერთი ჯერარდაარსებული, მაგრამ უკვე პრესტიჟული ჟურნალი "მიზოგინია Times" იტყობინება, მალე საქართველოში ჯარში ქალების გაწვევა სავალდებულო გახდება. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს 20 დან 35 წლამდე კდემამოსილ, მანდილმოსილ, პირსინგმოსილ თუ ნებისმიერ სხვარამმოსილ ქალბატონების ჯარში გაწვევას, მთავარია როგორმე დადგინდეს რომ მათი სქესი ნამდვილად არის Female (მდედრობითი).

შესაძლოა ერთობ იუმორისტული და დეზინფორმაციული პოსტი მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც არგუმენტებს ჩამოვთვლი თუ რატომ უნდა დაუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი, ეგებ მართლაც დაფიქრდეს უცნაურ შენობას შეფარებული დეპუტატთა კოლექტივი და რომელიმემ პარლამენტის სხდომაზეც გაიტანოს ჩემი შეთავაზება.

რატომ ქალები ჯარში?

  • ჯარგამოვლილი ქალების დაჩაგვრა ქართველ "მამაკაცებს" გაუჭირდებათ, რადგან ერთს ისეთ უთაქებენ მეორე აღარ დასჭირდეთ. (მოგეხსენებათ ქალები უფრო შრომისმოყვარეები და "ამტანები" არიან, შესაბამისად მათი მომზადების დონე და "მუსკულებიც" უფრო მაღალი იქნება)
  • ჯარგამოვლილი ქალი გაცილებით შრომისმოყვარე, გამბედავი, მიზანდასახული და წარმატებული იქნება, ვიდრე ჯარგარეთ დარჩენილი ქალი.
  • ქალებსაც ექნებათ შესაძლებლობა "ვაინი ბილეთი" აიღონ და ესოდენ მომრავლებულ დაცვის სამსახურთაგან რომელიმეში იმუშაონ.
  • საბოლოოდ აღდგება გენდერული თანასწორობა და ქალი აღარ იქნება არც სუსტი სქესის წარმოამდგენელი, არც უნივერსიტეტში შესატან საბუთთა სიაში დააკლებენ ზემოხსენებულ "ვაინი ბილეთს" ან მასთან გათანაბრებულ საბუთს (სააღრიცხვოსაც მოსთხოვენ) და მასაც ექნება საშუალება ითხოვოს "ფორმა 26".
  • ამიერიდან ქალებსაც ეცოდინებათ იარაღის დაშლა-აწყობა!
  • ამიერიდან სუფრასთან ქალებიც მოიგონებენ ჯარის ამბების, ეყოლებათ ჯარის დაქალები, გაჩნდება ახალი მეტსახელები და სახლში ექნებათ ჯარიდან წამოღებული "ხებე".
  • ...

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ კანონპროექტში არის მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ქალს ათავისუფლებს ჯარისგან.

20-35 წლამდე ნებისმიერ ქალბატონს სახელმწიფოს წინაშე ჰმართებს, მოიხადოს მასზედ დაკისრებული სამხედრო ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქალბატონებს სახლში ჰყავთ 12 წლამდე ასაკის შვილი. დიახ ქალბატონებო, თუ თქვენ სახლში გყავთ 12 წლამდე ასაკის ადამიანი (საკუთარი შვილი, ნაშვილები ან ნებისმიერი) რომელზეც მეურვეობა გეკისრებათ, თქვენ ჯარისგან თავისუფალი ხართ.

ვფიქრობთ ეს დამატება ქვეყანაში დემოგრაფიულ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს და ცოტა სოციალურსაც, რადგან ჯარის შიშით ქალბატონები შვილებს გააჩენენ, ან ბავშვთა სახლებიდან აიყვანენ - ქვეყანას ორივე აწყობს.

დიდი სიამოვნებით მივიღებ დამატებით შემოთავაზებებს კანონპროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, ასევე შეგიძლიათ ჩემ მიერ ჩამოთვლილ არგუმენტებს შეჰმატოთ, ან კონტრარგუმენტები მომახსენოთ კომენტარებში.

• წინა კანონპროექტი თბილისის მერიისთვის - დაიბანე, თორემ დაგბანთ!

P.S. News განკუთვნილია იუმორშერჩენილი ადამიანებისთვის!

ნახვა: 3010

ტეგები: Qwelly, გენდერი, დეზინფორმაცია, კანონპროექტი

mariami: ოქტომბერი 29, 2014||5:19pm

არგუმენტები და პუნქტები როცა წავიკითხე, კინაღამ დავეთანხმე ამ იდეას :D მაგრამ რას ამბობ, არავინ გაიტანოთ ეს შემოთავაზება პარლამენტის სხდომაზე :D ეხლა კიდე ”ფორმა 26”-ზე მარბენინეთ :D:D

ლაშა: ოქტომბერი 29, 2014||5:41pm

არა Kakha, კაცების გაწვევა რომ სავალდებულოა??? მაშინ ისიც შევცვალოთ? :(( 

mariam არ გინდა სირბილი, ადვილად მოგცემენ :D

tamuna: ოქტომბერი 29, 2014||6:40pm

ეს ყველაფერი კარგი მაგრამ... არ გეშინია მერე მამაკაცები რომ აღმოჩდნენ ჩაგრულთა რიგებში??? 

ლაშა: ოქტომბერი 29, 2014||6:42pm

ოღონდ ფემინისტები გაჩუმდნენ და დაგვჩაგრეთ ბატონო, დაგვჩაგრეთ! :D :D :D 

BrOliKa: ოქტომბერი 29, 2014||7:56pm

მერე ყველაზე მაგარი რა იქნება იცით ? მამაკაცების ოცმეთაურები ქალები რომ გახდნენ :D :D :D 

sopia kikacheishvili: ოქტომბერი 29, 2014||9:19pm

Tamila Moshiashvili: ოქტომბერი 29, 2014||9:22pm

sopia kikacheishvili ეს რა ფოტოა, მართლა არიან ქალები საქართველოს ჯარში? :O 

ლაშა: ოქტომბერი 29, 2014||10:04pm

Kakha ძალიან პოლიტიკური ელფერი ჰქონდა :D 

თა _ მო: ოქტომბერი 29, 2014||10:37pm

ისა და მანდ როგორი კვებაა? :D :D

ლაშა: ოქტომბერი 29, 2014||10:44pm

თა _ მო შენთვის ჯარი არ შეიძლება!!! :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters