”შემოქმედება არს მუდმივი ლტოლვა ვერმიღწეულის.. ”

ვინ ვართ ჩვენ-ადამიანები, რა მოვალეობა გვაკისრია, რისთვის მოვედით ამქვეყნად? მარადიული კითხვები არ მასვენებენ... ფიქრები დაქრიან უმისამართოდ.. ისინი პაწაწუნა ჭინკები არიან ჩემში რომ ცხოვრობენ. ყველას კარგად ვიცნობ, სახელებიც კი შევარქვი მათ. ისინი ჩემი მეგობრები არიან, არასოდეს მტოვებენ, მუდამ ჩემში არიან, ჭირსაც და ლხინსაცჩემთან ერთად იზიარებენ... ჩემთან ეთად იზრდებიან, იფურჩქნებიან... ისინი ცხოვრებას მიადვილებენ, მეხმარებიან სწორი გზა ავირჩიო, რჩევებს მაძლევენ, შეცდომებსაც კი მპატიობენ. მართალია, ვერ ველაპარაკები, მაგრამ ჩემი ესმით, ჩემს აზრებს კითხულობენ და ექოსავით უკან მიბრუნებენ. ეს ჩემი გულის ხმაა, გულის ფიქრი, გულის ჩურჩული... ვერ გავიგებდი გულის ხმას რომ არა ისინი. ახლაც ისინი მკარნახობენ და მაწერინებენ. ერთმანეთს ეცილებიან ვინ მიკარნახებს. მე კი უსასრულოდ, უმისამართოდ ვწერ... ხან ერთს ვუგდებ ყურს, ხან მეორეს. ისინი ჩხუბობენ.

_ ასე როგორ დავწერ... ყველას ერთად როგორ მოგისმენთ? !
ჩემში ნამდვილი რევოლუცია ხდება. აზრები ერთმანეთში ირევიან, იფანტებიან... არა! უნდა დამშვიდდნენ, თორემ ასე როგორ დავწერ?
_ რაზე დავწერო?
ულამაზეს პრინცესაზე, ფერიებზე, თუ თავგადასავლების მოყვარულ პატარა ბიჭზე? ! თუ ღატაკ, მშიერ, მაგრამ ამაღლებული სულის მქონე ადამიანზე? ბუნების მშვებიერებაზე თუ... არა! მათზე ბევრჯერ დაიწერა... სათქმელი ბევრი აღარაფერი დარჩა... ეს უბრალოდ გამოგონილია.. ფანტაზიის ლტოლვა ვერმიღწეულისაკენ...
გულის ჩურჩულს ჭინკები უკან მიბრუნებენ და მე საკუთარი გილის ხმა მესმის ...
_ არა! ამჯერად ამ გზას არ ავირჩევ! ფიქრებო, ნუ მირჩევთ ზღაპარი შევთხზა... მე რაღაც სხვა მინდა! მინდა მშიდად ვიხეტიალო ადამიანთა გულებში, მათი აზრები ამოვიკითხო... მაშინ გავიგებდი ვის აქვს გულში ბოროტება და ვის არა.. მერე ბოროტ აზრებს ერთად ავკინძავდი და სადღაც შორას მოვისროდი. კიდევ, მინდა სამყაროს იდუმალება ამოვხსნა.. ღვთის საიდუმლოს ჩავწვდე... რა მოხდება ამის უნარი რომ შემწევდეს? _ პაწაწინა აზრის ჭინკა გაისუსა, ჩაფიქრდა... მეც გავირინდე, მხოლოდ გულის წიკწიკი მესმოდა... _ გული ფეთქავს, მაგრამ მისი მონოლოგი აღარ მესმის? რატომ გაყუჩდა ჭინკა? -ამას მეორე აზრი მეუბნება. მე კი გაფაციცებული ყურს ვუგდებ-ისიც გაჩუმდა...
მშიდად მივცურავ ფიქრების ზღვაში, ვინ იცის რომელი აზრი ჩამავლებს ხელს, ტალღებზე მივსრიალებ. აქედან, სულის უშორესი კუნჭულიდან სამყარო სულ სხვა ფერია... თვალები დახუჭული მაქვს, სულით დანახული სამყარო კი სულსხვანაირია, საოცარია.. აზრების ზღვა მშვიდია, მაგრამ უცებ აბობოქრება იცი ხოლმე... წყალი ფირუზისფეია, ანკარა.. ისეთ სუფთა, ისეთი ცისფერი, რომ ლამის ცას შეერწყას უნდა... ცა და ზღვა უნდა გაერთიანდეს.. საოცარია ამის ყურება... მზეც აიტაცა ამ თვალწარმტაცმა სანახაობამ, გაოცებული შესცქერის ამ სილამაზეს და ათას მცხუნვარე სხივს გზავნის.. მე კი მივცურავ.. სხივების სითბო ჩემს სულში იჭრება და მათბობს... ხელი ახლა სხვა ჭინკა-აზრმა ჩამავლო, ეს ისაა, რომელიც გზას მიჩვენებს, პაწაწინა, წითელი კომპასივითაა, ხან აღმოსავლეთისკენ მივყავარ, ხან- სამხრეთისკენ, ხანდახან ჩრდილოეთითაც, მაგრამ არასდროს წავუყვანივარ დასავლეთისკენ. სულ მაინტერესებს, რატომ? მაგრამ მხოლოდ ამას მეუბნება:
_ მოითმინე! შენთვის ჯერ ადრეა.. ეს დროც მალე მოვა... .
_ ჭინკავ! პაწია აზრო, ახლა საით მიაქანებ ჩემს სულს?
_ იქ, სადაც შენ გსურს იყო! – მიპასუხა და გამიღიმა.
_ სად მსურს ვიყო? ეს როგორ გაიგე ჭინკავ?
_ მე შენში ვცხოვრობ... . ამიტომ ყველაფერი მესმის.. შენ გინდა ჩვენნაირი იყო, არა?
_ ეს როგორ? არა, სულაც არ მინდა...
_ შენ ხომ ოცნებობ ადამიანთა სულებში შეაღწიო? მათი ფიქრი ამოიკითხო?
_ დიახ! ძალიან მინდა... .
_ მაშინ ჩვენნაირი უნდა გახდე!
საიდანღაც მოცვივდნენ ჩემი პატარა მეგობრები. ისეთი პატარები იყვნენ! ნამცეცები! ჭრელაჭრულა ტანსცმელში გამოწყობილნი. ერთი მეორეს არაფერით ჰგავდა. ამოდენა, ჭრელაჭრულა ბრბო მიყურებდა და ამას ჩამძახოდა. გაოცებული შევყურებდი მათ. მოხუცი, ბრძენი” აზრი-ჭინკა” მიხვდა ვერაფერს ვხვდებოდი, ბრბოს გამოეყო და მომიახლოვდა. ხელზე დავისვი. ეს სიბრძნე იყო, მხცოვანი, თეთრწვერა მოხუცი, ფაფუკი, ქათქათა წვერი გრძლად ეშვებოდა. მოხუცმა ალერსიანად გიმიღიმა და მითხრა:
_ მეგობარო., ჩვენ გვინდა სურვილი აგისრულოთ. ის რომ მოხდეს, რაც გინდა, ჩვენნაირი უნდა გახდე, ოღონდ ყველა უნდა გავერთიანდეთ და სიბრძნე გიბოძოთ... ჩვენ მხოლოდ შენში ვართ, სხვაგან ვფერ წავალთ.. შენ კი გინდა, ისეთი ჭინკა იყო ყველას აზრებს კითხულობდე.. ამისთვის შენ დასავლეთით უნდა გაეშურო.. იქ, საბერძნეთში, თესალიაში, ხელოვნების ღმერთი აპოლონი ცხოვრობს. ის უთუოდ დაგეხმარება.. შემოქმედ ადამიანებს მფარველობს...
აღტაცებულმა მადლობა გადავუხადე სიბრძნის ჭინკას და სათუთად დავსვი. ახლა დასავლეთით მივეშურები.. აზრები მიკვლევენ გზას, პაწაწინა მეგობრები..

გზა დაუსრულებელია და მტვრიანი.. ირგვლივ სულ ქვიშის უდაბნოებია, მზე ისე აცხუნებს, ლამის დავიწვა.. ქვიშა ნაღვერდალივით გახურებულა, თითქოს მიწას ცეცხლი უკიდიაო. ჩემი და აზრების გარდა აქ არავინაა. არა! მხოლოდ მე მივაბიჯებ ქვიშიან ბილიკზე, აზრები კი ჩემში არიან და ჯიუტად მიბიძგებენ უსასრულობისკენ... . ვჩერდები, ტერფები მტკივა, ქვიშა მწვავს. ფიქრის ჭინკები კი ისევ მაიძულებენ წავიდე.
– არა! არ უნდა გაჩერდე... არ უნდა ჩაიმუხლო, თორემ მიზანს ვერ მიაღწევ, ერთი თუ ჩაიმუხლე, ერთ წამს თუ თვალი დახუჭე, ცხოვრების ქვიშიან უდაბნოში ჩაინთქმები, გავარვარებული, ცხელი უდაბნო შენს დასაღუპავად დაიძვრის, სანამ თვალს გაახელ მასში ჩაინთქმები! არ გაჩერდე! არ ჩაიმუხლო!
_ სხვა გზა არ მაქვს, შეშინებული მივაბიჯებ ცხიოვრების უდაბნოში.. სიმხურვალესაც ვეგუები უკვე,, ყველაფერმა შეჩვევა იცისო”, - მართალი ყოფილა ვისაც ეს უთქვამს. ჩაფიქრებული მივაბიჯებ, დაბრკოლებებსაც ხშირად ვხვდები, მაგრამ ვუძლებ, მე ხომ ადამიანი ვარ! პატარა პაიკი დიდი მოჭადრაკის-ცხოვრების ხელში! მივილტვი ვერმიღწეულისაკენ, თუ ჩავიმუხლე, მეგობრები ამომიდგებიან მხარში და წამომაყენებენ. უნდა მივაღწიო მიზანს! ჩემი მიზანი კი დიდია... მინდა კასტილიის წმინდა წყაროს დავეწაფო და პარნასის პატარძლად ვიქცე ...
ჩემდაუნებურად ფიქრებს თავი დავაღწიე და მარტო დავრჩი. არა, მარტო არ დავრცენილვრ, მაგრამ შევძელი ცოტა ხნით ფიქრებისგან თავი დამეღწია. მტვრიან გზაზე მივდიოდი, ქვიშას ქარი პირდაპირ სახეში მაყრიდა. გარემოს მოვავლე თვალი და გავოცდი. ადამიანი დავინახე! გამიხარდა... ის ჩემნაირი იყო..
საუკუნეა ადამიანს არ შევხვედრივარ, სადაცაა მივუახლოვდები, აი, უკვე გარკვევით ვხედავ. ეს შუახნის კაცია. მოწყენილს ქვიშაში ჩაუმუხლავს, იდაყვდდაყრდნობილი ცას მისცერებია. ცა კი ისე მშვიდია, ისე ნაზი როგორც არასდროს... ჩავიმუხლე მასთან და ასე ვიყავით ერთხანს... სამარისებური სიჩუმე იყო... ფიქრებსაც კი აღარ ვახსოვდი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მეშინოდა...
_ რა უნდა ვუთხრა? -ვფიქრობდი ჩემთვის.. რას გარინდებულა? ნუთუ ვერ მხედავს? - რომ დავრწმუნებულიყავი, ხელი მხარზე შევახე. -იგრძნო? _ ვკითხე ჩემს თავს. _ დიახ, იგრძნო და შეკრთა.. თვალები, რომლებიც ცას მისჩერებოდნენ, ახლა მე მიცქეროდნენ, ლამობდნენ ჩემში შემოეღწიათ. მის თვალებში კითხვითი ნიშნები დავლანდე. ალბათ ასეთი კითხვითი ნიშნები ჩემ თვალებშიც იყო. მაინტერესებდა, მწყუროდა გამეგო, ვინ იყო, მინდოდა მის სულში შემეღწია. სურვილი მოსვენებას არ მაძლევდა.. დანახვისთანავე მივხვდი, რომ ის დიდი ადამიანი უნდა ყოფილიყო. სხვანაირი, უჩვეულო ელფერი დაჰკრავდა, თითქოს თავზე შარავანდედი ედგა. დიდხანს ვიყავით ასე.. გარინდებულები... და ერთურთის სულში ჩაჭვრეტა გვწყუროდა.. მე მას ვსწავლობდი, ის- მე... ვცდილობდით სულის კუნჭულში მფეთქავი, ჭრელი ფიქრები აგმოგვეჩინა. როცა სულები საუბრობენ, მათ სიტყვები აღარ ჭირდებათ, უსიტყვოდაც ყველაფერი გასაგებია. მასთან არ მისაუბრია, მაგრამ უკვე ვიცნობდი, ისიც ჩემნაირი იყო, მასშიც ცხოვრობდნენ პაწაწინა ჭინკები, ფიქრები მისი მეგობრებიც იყვნენ, მასაც ჰყავდა ბრძნული აზრი, ისიც” კომპას-აზრმა” მოიყვანა ფიქრთა უდაბნოში სახეტიალოდ, ისიც მიზნისკენ მიისწრაფოდა, უნდოდა სრულყოფილებისათვის მიეღწია, ილტვოდა ჯიუტად ვერმიღწეულისკენ.. ცდილობდა არ ჩაემუხლა, რომ არ გაეთალა ცხოვრებას, მაგრამ ჩაიმუხლა, არ დაინდო ულმობელმა უდაბნომ... არ მინდოდა ლაპარაკი, ისედაც ყველაფერი გასაგევბი იყო, მაგრამ ეს არ ისურვა, მომიახლოვდა, მხარზე ხელი დამადო და მითხრა:
_ რა პატარა ხარ! -გამიღიმა და განაგრძო _ მეც შენოდენა ვიყავი, როცა ვრცელი უდაბნოებისკენ გამოვეშურე.. ჯიუტად მივილტვოდი წინ, მშვიდად გადმოვცურე ფიქრთა ოკეანეები, ზღვენი, რომ ამ ცხელ ტრამალებამდე მომეღწია. მეც არ მასვენებდნენ პაწია ჭინკა-აზრები, მივილტვოდი ვერმირწეულისაკენ... ცხოვრებას გავურბოდი, მაგრამ მაინც ცხოვრებისკენ მივისწრაფოდი, მუხლჩაუხრელად წინ მივიწევდი.. ბევრი დაბრკოლება გადავლახე, მაგრამ გავუძელი... ვსწავლობდი, ვსწავლობდი, ვსწავლობდი, რადგან მსურდა სამყაროს იდუმალება გამომეცნო, მივისწრაფოდი ღვთის საიდუმლოს ჩავწვდომიოდი. ბევრი ჭინკა დაიბადა ჩემში, მათი დახმარებით შევძელი აქამდე მომეღწია, მართალია, მარიგებდნენ, არ ჩაიმუხლო, განაგრძე გზაო, მაგრამ ვერ შევძელი, მიზანს ვერ მივაღწიე, თუმცა ცოტაღა დამჩენოდა.. პარნასელი დების დახმარებით შევძელი მომეწყვიტა პარნასის ულამაზესი ყვავილები... ალბათ ეს იყო ჩემი ვალი, ეს დამაკისრა მამაზეციერმა აღსასრულებლად.. მეტი ვერ შევძელი... -ეს თქვა და გაირინდა.. თვალები სადღაც შორს იცქირებოდნენ...
_ იცით, მეც მინდა ამოვხსნა სამყაროს იდუმალება... _ დავიწყე გაუბედავად_ კიდევ მინდა პატარა ჭინკა-ფიქრია გავხდე და ადამიანთა სულებში შევიჭრა, სწორედ ამიტომ გამოვეშურე ქვიშიან ტრამალებში სახეტიალოდ, ამიტომაც მივილტვი დასავლეთისაკენ.. სადაც თურმე ხელოვნების ღმერთი აპოლონი ცხოვრობს. მივილტვი, თუმცა ვიცი, რომ ეს ფუჭი ლტოლვაა ვერმიღწეულისკენ...
_ არა! შენ ცდები! იარე, იარე და მიხვდები, რაც გსურს... იარე და შენს ვალს აღასრულებ! მთავარი არ არის პარნასზე ახვიდე, მეც ამას ვესწრაფოდი, მაგრამ გზაში, ფიქრთა ზღვაში არმოვაჩინე, რაც მსურდა, ჭინკად ვერ ვიქეცი, მაგრამ სამყაროს ერთი საიდუმლო ამოვხსენი, იმ საიდუმლოს კარი გავაღე, რომელიც მსურდა გამომეცნო, მე მივაღწიე ამას და შენც მიაღწევ, ოგონდ იარე, იარე და შენც აღასრულებ ვალს... აბა, შენ იცი, გასწიე.. მე კი მარადისობაში გადავინაცვლებ..
აქამდე გასუსული, სმენადქცეული ვიჯექი, ის მიდიოდა, მშორდებოდა, მე კი ხმასაც ვერ ვიღებდი. უცებ გონება გამინათდა. შიშის ნაპერწკლებმა სხეული დამწვა თითქოს..
_ არა! იქ არ წახვიდეთ! ! ! არ მიმატოვოთ! _ აღმომხდა უნებურად. მან მოიხედა, მომაჩერდა და მითხრა.
_ უნდა წავიდე.. სხვა გზა არ მაქვს...
ავტირდი... . მომიახლოვდა, შუბლზე მაკოცა და მითხრა:
_ სიამოვნებით ვიხეტიალებდი ამ უსასრულო, ქვიშიან ტრამალებში, მაგრამ აღარ შემიძლია.. მე იქ მიხმობენ.. სხვა გზა აღარ მაქვს... უნდა დაგემშვიდობო. გახსოვდეს რაც გითხარი, იარე, იარე და ვალს აგასრულებ... ადამიანთა სულებში ჩასაღწევად ”ჭინკა-ფიქრად” ქცევა აუცილებელი არაა, გზა გააგრძელე, იარე, იცხოვრე და მიხვდები, როგორ აისრულო ოცნება. თუ ადამიანთა სულებში ვერ ჩააღწევ, გამოიგონე საკუთარი ადამიანები, მასინ შეძლებ სული შთაბერო მათ, ისინი ისეთივე მარიონეტები იქნებიან შენს ხელში, როგორც ადამიანები ცხოვრების ხელში, ოღონდ ეს მარიონეტები ნამდვილი ადამიანები კი არა პერსონაჟები იქნებიან შენს სამყაროში. თუ სამყაროს საიდუმლოს ვერ გამოიცნობ შებ თვითონ შექმენი შენი სამაყარო! დაე, სხვამ სცადოს ამოხსნას.. თუ ქვიშიანი ტრამალი გაილევა, შენ თვითონ შექმენი შენი უდაბნო.. იწვალე.. ირომე და საწადელს მიაღწევ! მე მივდივარ, გზას შებ დაგითმობ.. მშვიდობით! ! _ მითხრა და წავიდა. ატირებული გავცქეროდი, აღარ ჩანდა, მაგრამ თითქოს ვხედავდი, ცრემლები მახრჩობდა, სული ამიფორიაქა მასთან შეხვედრამ...
_ არა ! არ უნდა ვიტირო! ეს ხომ არ მოეწონებოდა! უნდა ვიარო ამ უდაბნოში და მივხვდევი, რაც მინდა...
მართლაც მივხვდი რაც მინდოდა, რაცაც ვნატრობდი.. ჩემი სამყარო მინდოდა მქონოდა.. ეს მოვახერხე.. შევიქმენი საკუთარი სამყარო, დავიწყე წერა..

ახლა დავხეტიალობ ფიქრთა უდაბნოში და ადამიანთა სულებშიც კი ვიჭყიტები. ისინი ჩემი მარიონეტები არიან, როგორც ჩვენ_ ცხოვრების.. არ ვჩერდები, მივაბიჯებ ვერმიღწეულისაკენ ქვიშიან ტრამალებში... გზას პარნასისაკენ კი პაწაწინა ”ჭინკა-ფიქრია-კომპასი” მიჩვენებს...

რუსა აბუსელიძე

ნახვა: 1040

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ლტოლვა, მისწრაფება, პარნასი, შემოქმედება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters