მგონი შეგეჩვიე.

      ათრთოლებული თვალების შემყურე ვხდები, როგორ მინდა შენთან სიახლოვე, წამითაც რომ არ მოგშორდე ისე და ჩემთან იყო, ვიცოდე რას აკეთებდე, რატომ და მახარებდეს ყოველი შენი ამოსუნთქვა.

მგონი შეგეჩვიე.

      ვუყურებ კინოს და ვხედავ, როგორ კარგად გრძნობს გოგო ბიჭთან თავს, როგორ შესციცინებენ თვალებში და ერთმანეთით ხარობენ, ვუყურებ როგორ დარბიან, ერთობიან და ათას სისულელეს აკეთებენ, მაგრამ ეს სისულელეც აზრს იძენს როცა ერთად აკეთებენ ამას. ვხედავ ცხოვრებისგან გაბედნიერებულ ორ ახალგაზრდას, როგორ ტკბებიან ღვთისგან ნაბოძები სიცოცხლით. ცდილობენ დაივიწყონ პრობლემები, დაივიწყონ თავიანთი ტრაგიკული, ან ზედმეტად კარგი წარსული, არ იფიქრონ რა იქნება მომავალში და ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებენ, რომ უფრო კარგად შეიგრძნონ ერთმანეთი, უფრო მეტი დრო გაატარონ ერთად და დაინახონ ცხოვრების სიკეთე, ღმერთის კალთა მათზე გადმოფარებული, უბრალოდ დატკბნენ იმ წუთებით, რაც გააჩნიათ იმ წუთს, იმ წამს. ვუყურებ და ვფიქრობ იმაზე, რომ მეც მჭირდება, სითბო, სიყვარული, ის გრძნობა, რომელიც მუდამ იარსებებს ჩემს გულში. შენ ჩემს გულში ხარ.

მგონი შეგეჩვიე.

      დავაბიჯებ ქუჩაში, ვაკვირდები სამყაროს. როგორ იცვლიან ფოთლები ფერს, როგორ გადადიან მწვანიდან წითელში, შემდეგ სერად იქცევიან და ხეს სწყდებიან. ეს იმდენად ლამაზი სანახაობაა, რომ საათობით შემიძლია ამის ყურება, მაგრამ თვალს სხვა რამეც ხვდება. თვალს გავაყოლებ ხოლმე წყვილს, ხელიხელჩაკიდებულები რომ მიდიან გოგოს თავი ბიჭის მხარზე რომ უდევს და ტკბილად, აუჩქარებლად რომ საუბრობენ. მიუყვებიან ქუჩას და გამვლელებს არ უყურებენ, ვერც კი ამჩნევენ. ხედავენ მხოლოდ მათ წინ მავალ სიყვარულს, რომელიც ხელს უქნევს და მათ გზას აჩვენებს საით უნდა წავიდნენ. სიყვარული ყოველთვის იმ დროს ჩნდება როცა არ ელი, შეიძლება ეს სიყვარული სულაც არაა და უბრალოდ შეჩვევა გგონია სიყვარული, მაგრამ შეჩვევაც სიყვარულია. სიყვარულია, როცა მის გარეშე ვერ იცოცხლებ, ვერ ისუნთქებ ერთ წამს, რადგან შენი სუნთქვა სწორედ ისაა, ვისაც ყოველდღე უყურებ, ყოველდღე სწერ წერილებს და ისე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია მისი ხმის გაგონების გარეშე. სიყვარული ენით აუწერელია, არ ლაპარაკობს, მაგრამ როცა მოდის შენ მკაფიოდ ხედავ მას. შემოიჭრება შენში დაუკითხავად, დაკაკუნების გარეშე, თავხედურად. შემოიჭრება და თან როგორ, ერთიანად მოგიცავს, მთელ არსებას შეგირყევს, შეგაჯანჯღარებს და გამოგაფხიზლებს. მოგწყვეტს იმ რეალობას, სადაც გეგონა რომ სიყვარული შენი საქმე არ იყო და გეგონა, რომ საერთოდ არ არსებობდა. ერთი შეჯანჯღარება და უკვე მზად ხარ, რომ ირწმუნო მისი არსებობის. ვუყურებ იმ წყვილს, თვალს ვაყოლებ და ვგრძნობ, როგორ მინდა ყოფნა შენთან. როგორ მიხაროდა შენთან სიახლოვე და მინდება, რომ ჩვენც ასე ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდეთ თბილისის ქუჩებში. სურვილი მიჩნდება ანალოგიურის და ვაცნობიერებ, რომ რაღაც მაკლია, ან ვიღაც არ ვიცი.

ვფიქრობ, შეგეჩვიე.

      მივირთმევ ჩემი ხელით მომზადებულ კარტოფილს, ან რამე ხორციანს, მაგრამ მას აკლია ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აკლია გრძნობა, სიყვარულით გაკეთებულს ხომ უფრო კარგი გემო აქვს, უფრო გემრიელია, როცა გრძნობ რომ ის შენთანაა და ზრუნავს შენზე. მახსენდება ფილმები, ან ჩემი მეგობრებისგან მონაყოლი. როცა ისინი თავიანთი გოგოს ხელიდან მიირთმევენ საჭმელს და როცა თავიანთ გოგოს უყურებენ და იციან, რომ რთულ პერიოდშიც კი არ დატოვებს, რადგან ერთი რამ აკავშირებთ მათ - სიყვარული, ძლიერი სიყვარული, რომელსაც დრო და სივრცე ვერ დაანგრევს. რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები ბევრად უფრო გემრიელად მიირთმევენ, გემრიელად მიირთმევენ არა მარტო საჭმელს, არამედ მის სიყვარულს თითებსაც ვნებიანად უკოცნიან. სერიალის ყურებისას მხოლოდ მოგონებები აღიძრება ჩემს გონებაში და სულს მთლიანად მიფორიაქებს. ერთ დროს ხომ ერთად ვუყურებდით, ერთ დროს ხომ შენთან ერთად ვუყურებდი, განვიცდიდი ოჯახებს შორის კონფლიქტს, მამამისის უარყოფილ შვილს, სახლიდან გაგდებულ დიასახლისებს, განვიცდიდი როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს შორდებოდა იმ მიზეზით, რომ სხვა შეუყვარდა ერთ-ერთს და სხვასთან უკეთ გრძნობს თავს. განვიცდიდი, მაგრამ ერთად ვიყავით, შენი ხელი მეჭირა, ჩემს წინ იჯექი და არ ვფიქრობდით არაფერზე, საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი შენთან მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი, ეს უბრალო შეჩვევა და შენთან კარგი ურთიერთობის გამო მეგონა ხდებოდა, ან რაიმე ამის მსგავსი. სულ შენთან ერთად ვიყავი, ერთად ვიცინოდით, უშენოდ ერთ წუთსაც ვერ ვძლებდი და ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენა მეგონა. ვფიქრობდი, კარგად შევეწყვე, ჩემი მეგობარია, საერთო ინტერესები გვაქვს ერთად კარგად ვგრძნობთ თავს ესაა და ეს. ერთად ვიყავით, მაგრამ ყველაფერი ზომიერების ფარგლებში ხდებოდა.

ვგრძნობ, რომ შეგეჩვიე.

      ვიწყებ იმაზე ფიქრს, როგორ დაიწყო ყველაფერი, რა თქმა უნდა გაცნობით, მაშინ დეპრესიაში ვიყავი და არავის თავი არ მქონდა, ვერავისთან ვერ ვლაპარაკობდი, არ მინდოდა არავის დანახვა, ჩემი უახლოესი მეგობრისაც კი. უბრალოდ მინდოდა ამ პლანეტიდან გავმქრალიყავი და ტრიალი უჩემოდ გაეგრძელებინა. გავმქრალიყავი მხოლოდ იმიტომ, რომ არავის არ შევემჩნიე. მაშინ დავკარგე რეალობის ფერებში აღქმის უნარი, ვიღაცამ ფერადი ფანქრები წამართვა რომ ფერებში დამენახა ყველაფერი: წითელი, თეთრი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე. ცისარტყელაც კი მხოლოდ შავ ფერში ჩანდა. აბსოლუტურად ყველაფერმა აზრი დაკარგა მაშინ, უბრალოდ მეგონა რომ აღარ ვიქნებოდი ისეთი მხიარული, ისეთი თავნება, თავაშვებული და ხალისიანი, როგორც ადრე. ვიღაცამ ფერადი ფანქრები წამართვა, რომ მეხატა სამყარო ისეთი, როგორიც მე მინდოდა. მეხატა და ხატვისგან არ დავღლილიყავი, არ შემესვენა წამითაც კი და გამუდმებით მეხატა და მეხატა. დავხატავდი და არც ერთ შავ ფერს არ გავურევდი მასში, შავი ფერი, ხომ გუნებას წაგვიხდენს უცებ. მხიარულად ვართ და უცებ მოვიწყენთ ხოლმე, მაგრამ საკუთარ თავში ვერ ვპოულობთ რატომ ვართ ასეთ ხასიათზე, უბრალოდ ვართ და მორჩა. დაკრძალვაზეც შავ ფერში ჩაცმულები გლოვობენ დაკარგულ სატრფოს, მამას, ძმას ან უახლოეს მეგობარს. ამას პასუხი არ აქვს, ან ჩვენ ვერ ვიხედებით ბოლომდე, ვერ ვიაზრებთ და საკმარისი ცოდნა არ გაგვაჩნია მივხვდეთ და ვუპასუხოთ კითხვას რატომ. უფრო მარტივია ვიცხოვროთ ამ კითხვის გარეშე, მხოლოდ ვიცხოვროთ. მაშინ კი მხოლოდ შავებში ვხედავდი ყველაფერს, ვიღაცამ ფერადი ფანქრები წამართვა, შეიძლება დავკარგე სადმე და სხვას ვაბრალებ, ეს ჩემი მხრიდან უპატივცემულობაა, მაგრამ მე იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ. დავკარგე და სამყაროს ხატვა მხოლოდ შავ ფერში მიწევდა, ხეებზე ფოთლები არ იყო ყვითელი, მწვანე, წითელი, ნარინჯისფერი. არ ხარობდა მცენარეები, სახლები მხოლოდ შავი იყო და ერთი თეთრი ან რაიმე სხვა ფერის ლაქაც არ ჰქონდა ზედ. ყველგან მოწყენილ სახეებს ვხედავდი, ვხატავდი საშინელ სამყაროს და ამას მერჩივნა უბრალოდ გავმქრალიყავი და არ დამეხატა ასეთი, არ დამენახა სამყარო უფერული. გავქრებოდი სიამოვნებით, მართლა გავქრებოდი შენ რომ არ გამოჩენილიყავი. მხოლოდ შენ შეძელი ამ მდგომარეობიდან ჩემი გამოყვანა, იმ დღეს როცა უკვე მტკვართან ხიდს ვუახლოვდებოდი, შემაჩერე და შენსკენ მოვიხედე. მოვიხედე, მაგრამ რისი იმედით, ვიცოდი შენც ისეთს დაგინახავდი, როგორსაც ყველა. მაგრამ შევცდი, მწარედ მოვტყუვდი ასე რომ ვფიქრობდი. დაგინახე, როგორ ბრწყინავდი, კაშკაშებდი და თვალს მჭრიდი, შენ თითქოს მომევლინე იმისთვის, რომ ცხოვრება ისევ ფერებში დამენახა. საიდან გაჩნდი იქ, იმ წუთს და რატომ გამომელაპარაკე, რატომ დამიძახე. ამას მხოლოდ ნიშნად ვღებულობ ზევიდან. მის მერე აღდგა სამყარო, ძველებური ელფერი დაუბრუნდა და ჩვენ კი ერთმანეთს არც მოვცილებივართ. მას შემდეგ ყველაფერი კარგად იყო, დავდიოდით წვეულებებზე, მეგობრებში ვატარებდით დროს, ვყვებოდით ათასნაირ ანეგდოტს და ვიცინოდით ერთად. მაშინ წამითაც არ მეჩვენებოდა, რომ დროს უქმად ვკარგავდი და ეს ყველაფერი მხოლოდ დროის ფუჭი ფლანგვა იყო, მეტი არაფერი. ერთხელაც არ მინანია არც ერთი დღე, რადგან ვგრძნობდი რომ შენ როცა ჩემთან იყავი სამყარო გაცილებით უკეთესი მეჩვენებოდა ვიდრე იყო. დროის ცნება საერთოდ ამომივარდა თავიდან, არ ვფიქრობდი მასზე რადგან დრო არ მიდიოდა, ის იდგა და თითქოს ჩვენ გველოდებოდა. მე ვტკბებოდი იმ წამებით, ვტკბებოდი აწმყოთი, ვარსებობდი შენით.

შევეჩვიე სიცოცხლეს შენთან!

      საათობით ვსაუბრობთ, ხოლმე და მე მართლა მსიამოვნებს შენი ლაპარაკი, შენი ხმა. შენ ფერები დამიბრუნე და იქეცი ჩემს საუკეთესო მეგობრად, ჩემს დად, იქეცი იმად, ვისიც მწამდა და მჯეროდა. ვფიქრობდი, რომ ეს ხომ ოდესღაც დამთავრდებოდა, ასე დროს დიდხანს ვერ გავატარებდით, რადგან წლები მოგვემატებოდა, ჩვენი საზრუნავი გაგვიჩნდებოდა, ოჯახი. უფრო ვერ მოვიცლიდით ერთმანეთისთვის და დაგვაშორებდა დრო სამუდამოდ, მაგრამ ჯერ იდგა, გაჩერებული იყო და ადგილიდან არ იძვროდა. მე კი ვცდილობდი ამაზე საერთოდ არ მეფიქრა, მაგრამ როცა მარტო ვრჩებოდი საკუთარ თავთან ეჭვები მღრღნიდა, მსურდა გავქცეოდი რეალობას, ისევ მიტევდა ის გრძნობა თითქოს ვიღაცამ წამართვა ფერადი ფანქრები, ისევ ვამჩნევდი სამყაროს სიმახინჯეს და მის უფერო, უფორმო სხეულს ვუყურებდი. მკვდარ და სიძველისგან დანაოჭებულ სხეულს, მაგრამ გამოჩნდებოდი შენ და უმალ ყველაფერი ქრებოდა, მავიწყდებოდა წუთის წინ დანახული საშინელება და იმ სილამაზეს ვუყურებდი, რაც შენში იყო მთლიანად რომ მომიცვა და შემაზანზარა.

მგონი შევეჩვიე ღიმილს.

      კარგია შენთან გატარებული ყოველი დღე, რადგან არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს. ყოველი მომდევნო წინისგან განსხვავდება, რადგან ჩვენ ვპოულობთ, უფრო შენ პოულობ რამე განსხვავებულ გასართობს, ან სალაპარაკოს, სისულელეების ჩასადენად დროს, მაგრამ შენთან ერთად ამას სისულელეებად სულ არ მივიჩნევ, რადგან ამ ყველაფერს აზრი ეძლევა. ამას ხომ შენთან ერთად ვაკეთებ. ზღვაზე, რომ ვსეირნობდით და უცებ მოგინდა დაჭერობანა გვეთამაშა, შენ გაიქეცი მე კი გამოგეკიდე. დიდხანს მარბენინე, მაგრამ მაინც დაგიჭირე, მკლავებში მოგიქციე და ჩემსკენ მოგატრიალე. ჩვენი თვალები წამით შეხვდნენ ერთმანეთს, მაშინ თითქოს რაღაც ვიგრძენი, მაგრამ ვერ გავაცნობიერე რა. თითქოს ვიღაცამ ძლიერად ჩამკრა თავში რაღაც და მესიამოვნა კიდეც, თითქოს თვალებში ჩავხედე ღვთაებას, მხოლოდ ერთი წამით. მერე უნებურად ხელი გაგიშვი და ისევ გავაგრძელეთ საუბარი სხვადასხვა თემებზე, ვცდილობდით არ შეგვემჩნია ერთმანეთისთვის ის, რისიც ასე ძალიან გვეშინოდა. გავცქეროდით ჰორიზონტს, ტალღების ხმაური აღწევდა ჩვენს ყურამდე, ჩამავალი მზე თვალებში გვაჭერდა, მაინც რა ლამაზია მზის ჩასვლის ყურება. თვალებში ერთმანეთს ვეღარ ვუყურებდით იმ დღეს, ამას ვარჩიეთ იქვე ჩამოვმჯდარიყავით და გვეყურებინა, როგორ უერთდებოდა მზე ზღვას. როგორ იჭიმებოდა მზის სუსტი სხივები ტალღებზე და ტალღებიც თითქოს იმ სხივებს ეთამაშებოდნენ, მგონი ისინიც დაჭერობანას თამაშობდნენ. ჩადიოდა მზე და ვხედავდით, როგორ ეფერებოდა ზღვას თავისი სხივებით, როგორ ათბობდა, გეგონებოდა შეყვარებულები ყოფილიყვნენ და ზრუნავდა მზე, რომ არ შესცივნოდა. ზრუნავდა მასზე ყველანაირად. წამით მომეჩვენა, რომ მზე კოცნიდა კიდეც მას, ეალერსებოდა და ამ დროს ვიგრძენი საოცარი სითბო გულში როგორ ჩაიღვარა. ამ დროს ვიგრძენი, რაღაც რასაც სახელს ვერ ვარქმევდი, მინდოდა მიმეხედა მისკენ, მინდოდა ისევ ჩამეხედა თვალებში და ის სიღრმეები დამეპყრო, რაც თვალუწვდენელად მეჩვენებოდა.

მე შენ შეგიგრძენი.

      შენ ვარდის ფურცელივით ნაზი და მგრძნობიარე ხარ, არ მბეზრდება არასდროს შენი საოცარი ღიმილი, შეხვედრისას რომ მიღიმი ხოლმე და შემდეგ ლოყაზე ნაზად მაკოცებ. შენს სურნელს ვგრძნობ და მთელი დღის განმავლობაში ამდის ეს ნაზი, საოცარი სურნელი მერე, არც ვცდილობ, რომ მოვიშორო პირიქით. ეს სურნელი მამხნევებს, მაძლევს ძალას და მახალისებს, როცა ჩემს გვერდით არ ხარ. მას ყვავილების სურნელი ასდის, მაგრამ არა მარტო ყვავილების არა. ესეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, ღვთიური სურნელი ასდის და მაბრუებს. შენთან ყოფნა ჩემთვის ნეტარებაა, სურნელის შეგრძნება სიდიადე და სიამოვნება. არ ვიცი სხვა რამისგან ასეთი სიამოვნება როგორ უნდა მივიღო, შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ. ჩემთვის ის ვარსკვლავი ხარ, ჩემს გამო რომ მოწყდა ცას და ჩემთან ჩამოვარდა, პირდაპირ იქ დაეცა, ხიდზე, სადაც მე უმსგავსო საქციელის ჩადენას ვაპირებდი. დაეცა და ნიშანი მომცა ამით უფალმა, რომ გვერდიდან არ მომეშორებინე, რომ შენ გამილამაზებდი სიცოცხლეს. მაგრამ მიკვირდა, ერთად ყოფნის პერიოდში არავის იკარებდი, არავინ გეკარებოდა, შენ ხომ თავისუფალი იყავი. მიკვირს, რომ აქამდე არავინ შეგყვარებია და სხვა ბიჭზე ფიქრიც კი არ გაგივლია თავში, ეგ თემა არ წამოგიჭრია ჩემთან, არადა არაფერს მიმალავდი, ყველაფერზე ვლაპარაკობდით და თემა არ იყო დარჩენილი რაზეც არ გვქონდეს ნასაუბნარი. ასეთ მშვენებას ნუთუ ვერავინ ამჩნევდა და არავინ ცდილობდა მოეპოვებინე? გამოვუტყდები ჩემს თავს და ვფიქრობ ვეჭვიანობდი კიდეც, მაგრამ ამის მიზეზი არ მქონდა, შენ არ მაძლევდი.

ვხედავ შეგეჩვიე.

      დავდიოდით ხელიხელჩაკიდებულები, მაგრამ მაინც არ მეშვებოდა გრძნობა, რომ მჭირდებოდა ისეთი ადამიანი, ვისთანაც თავს იმაზე უკეთ ვიგრძნობდი და ისეთ რამეს გავაკეთებდი, რასაც შენთანაც კი ვერიდებოდი. ვუყურებდი გამვლელ წყვილს, ვაყოლებდი თვალს და მაინც არ მტოვებდა გრძნობა, თითქოს რაღაც მაკლდა, ან ვიღაც, არ ვიცი. არა, იმას არ ვიძახი შენთან ბედნიერი არ ვიყავი, მეთქი, მე სულ სხვანაირ ბედნიერებას ვეძებდი თითქოს და ვერც კი ვამჩნევდი, როგორ იზრდებოდა ეს გრძნობა ჩემში. როგორ იზრდებოდა, რაღაც რაც სიამოვნებას მანიჭებდა, სატარებლად არც მძიმე იყო, მაგრამ რომც ყოფილიყო სიამოვნებას მომანიჭებდა მაინც. წამითაც არ დავტოვებდი ამ მძიმე ბარგს არსად, სულ ვატარებდი და გავიხარებდი. ეჭვის თვალით ვუყურებდი კაფეში მსხდარ გოგოს და ბიჭს, რომლებიც ერთად სადილობდნენ, ლაპარაკობდნენ და ვხედავდი, როგორ ჩუქნიდა ახალგაზრდა ბიჭი რაღაცას, ველაპარაკებოდი მას და კაფეში მსხდარ წყვილს თვალებს ვერ ვაშორებდი, ისევ მიჩნდებოდა ისეთი გრძნობა, რომ რაღაც მაკლდა, ან ვიღაც ვისთანაც მთელი დარჩენილი ცხოვრება გავატარებდი, იმისიც მეშინოდა რომ შენთან დაშორება სწორედ ამ მიზეზით მომიწევდა.

მგონი შემიყვარდი.

      გავბედე და ერთ დღესაც, როცა შეგხვდი ჩემს წინ გაგაჩერე, თვალი თვალში გაგიყარე. შენ მეკითხებოდი ეს რას ნიშნავსო, რას აკეთებ, რა ჩაიფიქრეო, მაგრამ მე უპასუხოდ გტოვებდი და მხოლოდ შენს თვალებს ვაკვირდებოდი. გული გამალებით, მიცემდა, რადგან რაც უნდა მეთქვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და შეეძლო მთელი ჩემი ცხოვრება შეეცვალა. შეცვლიდა კიდეც ის ერთი სიტყვა. სიტყვას ხომ დიდი ძალა აქვს, ძალიან დიდი. ღმერთმა სიტყვით შექმნა ჩვენი სამყარო და მეც სიტყვით მინდოდა შემექმნა ჩემი პატარა სამყარო შენთან. გიყურებდი და თვალს ვერ გწყვეტდი, დღეს განსაკუთრებით ლამაზი იყავი და გამოპრანჭული. თითქოს ვიღაცის მოხიბვლას ცდილობდი, ან გინდოდა ვიღაცას შეემჩნიე. შენს წინ ვიდექი ნერვიულად და ათას რამეზე ვფიქრობდი, ვერ ვბედავდი, მაინც ვერ ვბედავდი ამ ერთი სიტყვის თქმას, რომელსაც შეეძლო ყველაფერი შეეცვალა, საერთოდ ყველაფერი, ამისთვის პირის გაღება იყო საჭირო, მაგრამ ვიგრძენი რაღაცამ მომიჭირა, გავშეშდი, წამით მეგონა ენა გადავყლაპე და პირი რომც გამეღო მაინც ვერ გეტყოდი ვერაფერს. წამით მეგონა ახლა გაიქცეოდი და სამუდამოდ წახვიდოდი ჩემგან, რადგან მოუთმენლად ელოდი კითხვებზე პასუხს, როდის გაგცემდი, როდის გიპასუხებდი კითხვაზე რატომ. არადა ეს კითხვა, რომ არ არსებობდეს ან ჩვენ დაგვევიწყებინა ბევრად უკეთ იქნებოდა ყველაფერი. ბევრად კარგად ვიცხოვრებდით. თუმცა ესეც საჭიროა, მაგრამ ამ კითხვებს ვერ ვცემდი პასუხებს. ვიდექი ხმაამოუღებლად და მისი სილამაზე მაბრმავებდა, მამუნჯებდა და მოძრაობის უნარს მართმევდა. ახლა უკეთ დავინახე, ადრე ვერ ვამჩნევდი, თურმე რა ლამაზი ყოფილხარ. თურმე როგორი ღვთაება მყოლია ამდენი ხნით გვერდზე და მე კი თავს უფლებას ვაძლევდი და ისევ სხვა წყვილს ვუყურებდი, ისევ რაღაცას ვეძებდი. ცხოვრების სიმწარე ერთხელ უკვე გამოვცადე და მეორედ ამას ვერ გადავიტანდი ვიცოდი ეს, ალბათ მაგიტომ ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი, მინდოდა შემეგრძნო შენი სითბო, ალერსი, გრძნობა რომელიც დიადია, ჭეშმარიტია. მინდოდა უბრალოდ მეგრძნო იგი, შენმა სილამაზემ კი დამაინვალიდა. შემდეგ ვიღაცამ, შიგნიდან ამომძახა - „ მიდი ბიჭო, რას დგახარ, უთხარი რის თქმაც გინდაო“, ამომძახა და მერე როგორ, მთლიანად შემაზანზარა და დამაფიქრა ყველაფერზე. ვიცოდი ახლა უნდა მეთქვა, ან არასდროს. რომ არ მეთქვა შენი გაშვება მომიწევდა და ამას მთელი ცხოვრება ვინანებდი, ან მთელი ცხოვრებაც არ იქნებოდა, ისევ მტკვართან აღმოვჩნდებოდი. შევადარე ის დრო, როცა ჩემთან არავინ იყო იმას, როცა შენ გამოჩნდი. მკაფიოდ დავინახე სხვაობა და მაშინვე გამიჩნდა გრძნობა, რასაც არ სურდა სადმე გაეშვა ჩემს წინ ნაზად მდგარი, ღვთაებრივი არსება. ეგოისტური მისწრაფებები გამიჩნდა და ამან მომმატა ძალა. ისევ სიმარტოვის განცდა მქონდა, და ამან გაცილებით მეტი ძალა მომცა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვეძებდი მას, ვინც სულ ჩემთან იყო. ვეძებდი გრძნობას, რაც მაკლდა მაგრამ ვერ ვაცნობიერებდი, როგორ ახლოს იყო ის. ვიპოვნე შენში ის განსაკუთრებული მარცვალი, მაგრამ არ მაკმაყოფილებდა, უფრო მეტს ვეძებდი, უფრო მეტი მინდოდა, ვნანობ ამდენი დრო რომ დავკარგე.

      ვგრძნობდი რამე უნდა მეღონა, დუმილი არაფერს მომცემდა. თვალებში ჩაგხედე, მკაფიოდ ჩაგხედე და ჯიბიდან კოლოფი ამოვიღე. შენ გაკვირვებული უყურებდი მას, არ იცოდი რა იდო შიგნით, ეს მხოლოდ მე ვიცოდი და არ მინდოდა ჯერ გამეხსნა. პირი გავაღე, თუმცა ისევ შიში იმისა, რომ ხმა არ ამომყვებოდა, მაგრამ მაინც გავაღე. შიში გამიკრთა, შენს თვალებში ფორიაქი დავინახე, ძალიან გაინტერესებდა ასე რატომ დაგაყენე და რა იყო ყუთში. შენი ხელი დავიჭირე, სანამ ყუთს გავხსნიდი, დავიჩოქე, გავბედე და ვთქვი:

- ვიცი, შემიყვარდი.

რატომ? არანაირი რატომ, უბრალოდ ძალიან მიყვარხარ.

ნახვა: 2766

ტეგები: qwelly, გონება, გრძნობა, გული, სიყვარული, შეყვარება, შეხედვა, ცხოვრება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters