ნასკას ხაზები — ნასკას ფერდობზე უზარმაზარი გეომეტრიული და ფიგურული გეოგლიფების ჯგუფი პერუს სამხრეთით. წარმოდგენილ გამოსახულებათა შორის — პირდაპირი ხაზები, სამკუთხედები, სპირალები, ჩიტი, მაიმუნი, ობობა და ყვავილებია. რამდენადაც, თითოეული გამოსახულება ათეულობით მეტრია დიამეტრში, დედამიწიდან მათი დანახვა (აღქმა) შეუძლებელია. ეს ქმნილებები 20-ე საუკუნის დასაწყისში მფრინავებმა აღმოაჩინეს, როდესაც პერუზე პირველი გადაფრენები დაიწყო. ნახევარუდაბნოს ჰავის წყალობით, ფიგურები უძველესი დროიდან იქნა შემონახული. 1994 წლიდანიუნესკოს მსოფლიო საგანძურშია შეტანილი. ნასკას ერთ-ერთი ნახატის, კოლიბრის ფრთების სიგანე 90 მეტრზე მეტია.

       ერთ-ერთი ვერსიით ამ გიგანტურ ხაზებზე ძველი ინდიელი ათლეტები დარბოდნენ, ანუ ნასკაში იმართებოდა რაღაც ოლიმპიადის მსგავსი.

       თანამედროვე პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად შევხვდებით ვარაუდს, რომ ნასკას ნახაზები უცხოპლანეტელების მიერაა შექმნილი და ისინი მათ ხომალდების ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებად იყენებდნენ. მაგრამ ამ ვარაუდის საწინააღმდეგოდ, აუხსნელი რჩება ის ფაქტი, რომ თუკი უცხოპლანეტელები, რომელთაც ვარსკვლავთშორის სივრცეებში სინათლის წლების გამოფრენა ძალუძთ, რაღაში სჭირდებოდათ დახაზული ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკები.

       თუ უდაბნოს დათვალიერებას გადაწყვეტთ, ქალაქ ნასკაში მდებარე საკმაოდ კარგად მოწყობილ აეროპორტს უნდა ესტუმროთ. აეროპორტის მთლიანი ტერიტორია უამრავ ავიაკომპანიას უჭირავს, რომლებიც თავიანთ პატარა თვითმფრინავებს პლატოს სანახავად ტურისტებზე აქირავებენ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ უდაბნოს წყალობით, ქალაქში ტურიზმი მნიშვნელოვნადაა განვითარებული. ექსკურსიისთვის განკუთვნილი 40 წუთი არცთუ ისე იაფი, ერთ ადამიანზე 100 ათასი დოლარი ჯდება, თუმცა მიღებული შთაბეჭდილება იმედს ნამდვილად არავის გაუცრუებს.

       ხაზები და ზოლები ერთმანეთს მრავალჯერ კვეთენ. ზოგიერთ შემთხვევაში ხაზებ ზედ ნახატებზეა გაკეთებული, ხოლო გეომეტრიული ფიგურები თავის მხრივ ზოლებს კვეთენ. ეს ყველაფერი იმის შესახებ მეტყველებს, რომ ნასკას კომპლექსი გამოსახულებებით არაერთხელ დაფარულა, ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ მოგვიანებით გაკეთებული ფიგურები წინამდებარე ნახატების კონტურებს არ შლიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ უდაბნოზე მანქანამ ერთხეკ ნაუბც, რომ გაიაროს, მისი გრუნტი იმდენად რბილია, იგი აუცილებლად კვალს დატოვებს და სწორედ ამ მიზეზის გამო ნასკას ტერიტორიას საგულდაგულოდ იცავენ, ხოლო ნახატის უნებლიე გაფუჭების შემთხვევაშიც კი, კანონი ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთასა და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ თუ მანქანა ერთხელ გავლით კვალს ტოვებს, მაშ როგორ დახაზეს ეს ფიგურები ისე, რომ არსად საცალფეხო ბილიკი არ შეინიშნება? სად არის იმ ადამიანთა ნაფეხურები, რომლებიც ასობით მეტრის მქონდე ხაზებისა და ფიგურების შესაქმნელლად მოდიოდნენ? ნასკას ფიგურებისა და ხაზების მრავალწლიანი გამოკვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ფიგურების ურთიერთმდებარეობა, მათი პროპოციები და ზომები, სხვადასხვა, მაგრამ მკაცრად დაცულ მათემატიკურ კანონებს ემორჩილება.

ნახვა: 845

ტეგები: Nazca, Qwelly, ბლოგი, ნასკა, ნახაზები, ნახატები, უდაბნო

Nirvana: თებერვალი 3, 2014||10:50pm

ქედს ვიხრი შენი სოფისტური განათლების წინაშე: ))) სტოუნჰენჯის რაობაზე კი არა წარმომავლობაზე გვქონდა საუბარი.

ლაშა: თებერვალი 3, 2014||10:53pm

Nirvana ბატონო ბატონო? რა შემატყვეთ სოფისტურობისა? :P :D წარმომავლობაც უკავშირდება რაობას :( აბა როგორ უნდა გაიგო წარმომავლობა, თუ არ დააკავშირებ რაობასთან :* და კიდევ - რა არის გასაოცარი იმაში რომ ქვებზე ქვები შემოელაგებინა 10 000 ადამიანს? :( 

Nirvana: თებერვალი 3, 2014||11:11pm

თუნდაც ბოლო კომენტარში შეატყობს ამას ადამიანი : )) წარმომავლობაც უკავშირდება რაობას....ზოგადად ალბაც ასეც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ის რომ სტოუნჰენჯი რელიგიური სამსხვერპლოა ვინ ააგო ამასთან როგორ დავაკავშიროთ??? 1 გიგანტური ქვა და ჰა ჰაა 50 ადამიანი შეიძლება ერთდროულად ამ ქვას შეეხოს მაგრამ შეუძლებელი რა შეიძლება იყოს როცა დანარჩენი 9950 ადამიანი გამხნევებს....: )) რა არის ამაში გასაოცარი : ))

ლაშა: თებერვალი 3, 2014||11:17pm

მაოცებს თქვენი დედუქცია და IQ :D :D :D რელიგიური სამსხვერპლო ვინ ააგოო რომ იკითხეთ :) დიდი ალბათობით ვეშაპებმა და ლევიათანებმა თამრი :D ვის უნდა აეგო? :( 

სულ ტყუილად გგონია რომ ირონია შველის საქმეს :) თამრი, რწყილი და ჭიანჭველაში იცით ბაწარი რომ არსებობდა? :D ახლა ბაწარზე რომ ცინიზმი არ დაიწყოთ აქვე გეტყვით, რომ ხარის ნაწლავები როცა გახმება, საუკეთესო "ტროსის" ფუნქციას ასრულებს :) ;) 

Nirvana: თებერვალი 4, 2014||1:12am

მართალი ხარ : )):*

Kakha: თებერვალი 4, 2014||8:41pm

Nirvana ბოლომდე არ წამიკითხავს თქვენი  არგუმენტირებული მოსაზრებები:)) მაგრამ ორივე მხარეს გეთანმხემით, განსაკუთრებით ვეთანხმები იმ აზრს რომ ფიგურები სხვა არაფერია თუ არა მისტიკური ნიშნების აღმნიშნველი :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მეთორმეტე წელი აგვისტოს ომიდან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 7, 2020.
საათი: 11:25pm 0 კომენტარი

      როგორც ტრადიციულად აგვისტოში ხდება - დღევანდელი დღე სრულად მიეძღვნა 2008 წლის ომს, გახსენებებს, ურთიერთ ბრალდებებს, ოკუპანტის ლანძღვას, მუქარას და თითის ქნევას, ევროპელების შეგულიანებასა და სიტყვიერ მხარდაჭერას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 აგვისტო, 2020

      საკორონე ამბები - საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მარინა ეზუგბაიას…

გაგრძელება

პრემიერის ანონსები და დარიგებული ფულები, ბაჩალიაშვილის საქმე და არჩევნობანა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 6, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      პრემიერმა გადაწყვიტა ხალხს ფული დაურიგოს. ახლა 17 წლის ჩათვლით მოზარდები, ახალგაზრდები დაფინანსდებიან 200 ლარით, ამას გარდა სხვა სოციალური პაკეტებიც მუშავდება ფულის დასარიგებლად. თუმცა ეკონომიკური პროგნოზები ერთმნიშვნელოვნად მძიმეა - ზამთარსა და მომავალ წელს უარესი იქნებაო. ცხადია არჩევნები და კორონა ლიდერობენ და ბაჩალიაშვილის საქმე კვლავ მეინსტრიმულია. აგვისტოს ამბავი - ომიდან კიდევ ერთი წელი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6…

გაგრძელება

აქტივისტი

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: აგვისტო 6, 2020.
საათი: 9:30pm 0 კომენტარი

   როცა ტემპი დამოუკიდებელია შენგან( ანუ ვექტორზე დადექი, რომელიც მხოლოდ წინ მიდის ისეთი სიჩქარით რომ შენი გონება ვერ ოპერირებს და ვერ ეწევა ტემპს, ასეთი მდგომარეობა ან დაგღუპავს ან ხელმოცარული დარჩები, ის გკარნახობს ნაბიჯებს და ასე უსასრულოდ, შენ კი შეგიძლია მხოლოდ იჯდე და რომანტიზმის ფოტოები ათვალიერო, (როცა უკვე ჩამორჩი) მყუდრო კოტეჯებზე, ზღვაზე დასვენებაზე, მოგზაურობაზე და ასე შემდეგ. ადამიანი შემგუებელი არსებაა, ის ეგუება და ყოველ ჯერზე მეტ "დოზას" ითხოვს…

გაგრძელება

ჟურნალისტური სტანდარტები შეყვარებულს, ბეირუთის აფეთქება და პირველი ტურისტები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 5, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ცხელი აგვისტო ცხელი ამბებით დაიწყო - ოკუპაციის პრობლემაზე საზღვარგარეთული გამოხაურებები, კორონას ახალი შემთხვევები და კორონას ხანის მოსწავლეობა, სტუდენტობა და პოსტკორონული პირველი ტურისტები თბილისში, თბილისის ამბებში - ჭავჭავაძეზე გადაადგილების გაურკვევლობა ჭარბობდა. ცხადია სასამართლოები და გამოძიებები გაუჩინარება-დაკარგვა-გარდაცვალებაზე კვლავაც აქტუალურია. ბეირუთის ტერაქტშიც საქართველო გაჟღერდა - აფეთქებული ტანკერი ბათუმიდან…

გაგრძელება

Qwelly World

free counters