1980 წლის 5დეკემბრის საღამოს ჯონ ლენონმა სტუმრად მიიღო საკუთარ სახლში, ნიუ-იორკის ვესტ-საიტში და Record plant-ის სტუდიაში rollind stone-ს ავტორი ჯონათან კოტი. მათ თითქმის 10 საათი გაატარეს ერთად. სამი დღის შემდეგ ჯონი მოკლული იქნა მორიგი ხმის ჩამწერი სესიიდან დაბრუნების დროს, სახლთან ახლოს. კოტის მიერ მომზადებული მასალა უნდა ყოფილიყო 1981 წლის იანვრის ნომერში. მაგრამ ჟურნალისტმა მოამზადა მუსიკოსისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი, რომელშიც თითქმის არაფერი გამოუყენებია ამ ჩანაწერებიდან. უფრო მეტიც, ჩანაწერის კასეტა ბოლომდე არც გაშიფრულა დიდი ხნის განმავლობაში. მხოლოდ 30 წლის შემდეგ გახდა ეს შესაძლებელი. თქვენს წინაშეა ჯონის უკანასკნელი ინტერვიუ-უკომპრომისო, შთამაგონებელი და ტრაგიკულად სასაცილო.

      RS-"Double fantasy"- თქვენი პირველი ალბომია, რომელიც ჩაწერეთ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ და თუკი წავიმღერებდი შენივე სიმღერიდან "the ballad of john and yoko"- სასიამოვნოა თქვენი ნახვა კვლავ ერთად. ჯონი- გავრცელებულია აზრი, რომ მთელი ეს დრო ვიყავი განმარტოებული საზოგადოებისგან და არ მქონდა არანაირი კავშირი რეალობასთან. მე უბრალოდ ვიყავი ისეთივე ადამიანი, როგორც ყველა თქვენთაგანი. ვმუშაობდი დილის 10 იდან 5 საათმდე, ვაცხობდი პურს, ვუცვლიდი ბავშვს საფენებს, და საერთოდ ვუვლიდი შონს. ხალხი გამუდმებით კითხულობს, რატომ განმარტოვდა ჯონი, სად დაიმალა?მაგრამ მე არსად დავმალულვარ, ვიმოგზაურე სინგაპურში, სამხრეთ აფრიკაში, ჰონკ-კონგში, ბერმუდზე. ვიყავი თითქმის ყელგან ამ გამოსირებულ მსოფლიოში. ვაკეთებდი სრულიად ჩვეულებრივ რამეებს, მაგალითდ დავდიოდი კინოში.

      RS - შენ თითქმის არაფერი დაგიწერია ამ წლების განმავლობაში

      ჯონი–ხო ეს მართლია, მართლაც ძალიან ცოტას ვმუშაობდი. იცით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვეყოლა ბავშვი, ეტყობა ყველას დაავიწყდა რამდენი ხანი ველოდით მას. იყო სერიოზული პრობლემებიც, იმდენადაც კი, რომ იოკო აღმოჩნდა სიკვდილის ზღვარზე. თავიდან მან გააჩინა მკვდრადშობილი ბავშვი, იყო პრობლემები ნარკოტიკებთან, უამრავი პირადი უსიამოვნებები, პრობლემები საზოგადოებასთან, რომელიც ჩვენვე შემოვიკრიბეთ ან შეიქმნა ჩვენი მეგობრების სურვილით. ხანდახან თავს ისეთ მდგომარეობაშიც კი ვიყენებდით, რომ ეჭვის ქვეშ დგებოდა ჩვენი შვილის საკითხი, რომლის დაბადებასაც 10 წელი ასე ველოდით ორივე და რათქმა უნდა არ გვინდოდა ერთი ხელის მოსმით გაგვეფუჭებინა ყველაფერი. ბოლო ერთი წელი არსად გავმგზავრებულვართ და მე დავიწყე იოგაში ვარჯიში ტელევიზორის ყურების თანხლებით. (იცინის)

      RS - ხალხს ადვილად ვერ ასიამოვნებ, ყველა გაკრიტიკებს იმის გამო, რომ არ წერ ახალ სიმღერებს, ამასთანავე ყველას ავიწყდება, რომ შენი ბოლო სამი ალბომი «Some Time In New York City, «Walls And Bridges», და «Rоск"N'Roll», ცოტას თუ მოეწონა. განსაკუთრებით დაიწუნეს «Some Time In New York City».

      ჯონი- ხო, ამ ამბავმა ყველა დაამწუხრა…იოკო უწოდებდა ამ ალბომს "ბერტოლდ ბრეხტს", და მე როგორც წესი, არ ვიცოდი ვინ იყო ბერტოლდ ბრეხტი, სანამ იოკომ ოთხი წლის წინ არ მიმიყვანა "სამგროშიანი ოპერის" რიჩარდ ფორმანეულ დადგმაზე. მაშინ მე შევძელი დამენახა ალბომი ამ კუთხით. ყოველთვის მაფიქრებდა ის ამბავი, რომ ამ ალბომში ბევრი უხეში ბგერა იყო, მაგრამ ეს სპეციალურად გავაკეთე იმ გაზეთების მანერაში, სადაც ფაქტები და მოვლენები ყოველთვის დამახინჯებული და შეცვლილია. ამიტომ აქვს მას ერთჯერადი ალბომის გემო…მაგრამ მე გამუდმებით მესხმოდნენ თავს, სულ დასაწყისიდანვე. არ დაგავიწყდეს, «From Me To You»-ზე რომ ამბობდნენ ეს ბითლზის საშუალოზე კიდევ უფრო დაბალი დონის სიმღერააო. არადა ეს დაიწერა NEM -ს რეცენზიაში. ღმერთო ეს რა სიჩლუნგეა, შეიძლება ეს მართლაც არ იყო ისეთი კარგი სიმღერა, როგორც "PLEASE PLEASE ME", მაგრამ საშუალოზე დაბალი დონე?მე ამას არასოდეს დავივიწყებ, აღარაფერი რომ ვთქვათ იმაზე თუ რას ლაპარაკობდა ხალხი ჩემი და იოკოს ერთობლივ ჩანაწერებზე. მათ მიწასთან გაგვასწორეს, "ესთეთიკური თვითგამორკვევა, პრიმიტივზმი"ასეთი ეპიტეთებით გვამკობდნენ, იმიტომ რომ ეს ალბომი ჩვენს შესახებ იყო და არა ვთქვათ ზიგი სტარდასტსა და ტომიზე. და როდესაც გამოვიდა "mand games" - მასაც ამრეზით შეხედეს, მაგრამ ეს მხოლოდ მე არ მემრათება, შეხედეთ მაგალითად მიკ ჯაგერს. მიკი ოცი წელი ზედიზედ აკეთებს კარგ მუსიკას, მაგრამ კრიტიკოსები მაინც არ აძლევენ ამოსუნთქვის საშუალებას. განა შეუძლებელია ვინმემ თქვას: "შეხედეთ ის უკვე 37 წლის ასაკშია და ასრულებს შესანიშნავ სიმღერას "EMOTIONAL RESCUE" უმაღლეს დონეზე". მე მომეწონა ის, ბევრს მოეწონა.. და ღმერთო შენ დაეხმარე ბრიუს სპრინგსტინს, რათა კრიტიკა ოდესმე მიხვდეს რომ ბრიუსი ღმერთი არ არის. მე არ ვიცნობ ბრიუსს, მაგრამ მის შესახებ ბევრი კარგი მსმენია. ახალა მისი ფანები ბედნიერები არიან, ის მოუყვა თავის მსმენელს თუ როგორ შეიძლება იყო ბედნიერი, ოცნებობდე მანქანებზე და გოგონებზე და სხვა ამდაგვარებზე და ეს ის ხარისხია, რომლის მიღებაც ადამიანებმა ყოველგარი ძალისხმევის გარეშე შეძლეს, მაგრამ როგორც კი ბრუსი შეეჯახება საკუთარ წარმატებებს, გაიზრდება და მოუწევს ამ ყველაფრის ისევ და ისევ გამეორება, მაშინ ფანები და კრიტიკოსები დაესხმევიან თავს და მე იმედი მაქვს, რომ ის შეძლებს ამ ყოველივეს გადატანას. მას დასჭირდება ყურადღებით დაგვაკვირდეს მე ან მიკის, აქედან რაღაცას ისწავლის. ცხოვრება მოძრაობს ზემოთ და ქვემოთ, რათქმა უნდა შთაგონება მარადიული არააა და ბოლოსდაბოლოს ვინ ვართ ჩვენ-რობოტები?რა უნდათ მათ ჩვენგან?მათ უნდათ რომ ბრუსი სცენაზე მოკვდეს?როდესაც მათ თქვეს რომ "FROM ME TO YOU"საშუალოზე დაბალი დონეა, მე მივხვდი რომ მთელი ცხოვრება მომიწევდა ასეთი რამეების მოსმენა. RS- ერთერთ ბოლო სიმღერაში (მხედველობაშია სიმღერა«Watching The Wheels» RS) გაქვს ფრაზა, რომ უყურებ ბორბალს. რა ბორბალი გაქვს მხედველობაში?ჯონი- მთელი სამყარო ეს ბორბალია, ასე არაა?ჩვენ კვლავ და კვლავ მივდივართ წრეზე, სინამდვილეში ეს ბორბალი შინაგან სამყაროშია, დააკვირდე საკუთარ თავს ეს იგივეა, რაც დააკვირდე ნებისმიერ სხვას, და მე ვაკვირდები საკუთარ თავს, საკუთარ შვილს. რაც შეეხება ჩვენს შვილს, ეს ყველაფერი ძალიან რთულია, მე არ ვარ საუკეთესო მამა მსოფლიოში, თუმცა ვცდილობ როგორც შემიძლია, მაგრამ ხელს მიშლის ჩემი ზედმეტი მგრძნობიარობა. ხშირად მაქვს დეპრესიული მომენტები, განწყობა მიმაღლდება და მიდაბლდება, და შონს უწევს ამასთან შეგუება. ამ დროს განვცალკევდები და მერე ისევ ვუბრუნდები შონს, და ასე ვაგრძელებთ. არ ვიცი როგორ იქნება ეს მომავალში, მაგრამ ფიზიკურად სულ შონთან ვარ. ჩვენ ყველა ეგოისტები ვართ, მაგრამ მე მეჩვეება, რომ ეგრეთ წოდებული მხატვრები აბსოლუტური ეგოისტები არიან. ვაიძულო ჩემი თავი ვიფიქრო იოკოზე, შონზე, ან კატაზე, ან სრულიად სხვა რამეზე, ნებისმიერ რამეზე გარდა საკუთარი თავისა, ვთქვათ ჩემს განწყობილებაზე, ან ჩემს პატარა სულელურ პრობლემებზე, -ეს ძალიან რთულია, არადა როდესაც ამას ვახერხებ, ვხვდები რომ ცხოვრება არც ისე რთულია, ძალიან მიხარია.. მაგრამ მერე ყველაფერი თავიდან იწყება.

      RS- მაგრამ შენ მაინც ფიქრობ შენს შვილზე სიმღერაში.

      ჯონი- დიახ, ეს ადვილი არაა, ეს ხატვასავითაა. გოგენი დასახლდა ტაიტზე და ხატავდა დიდ ტილოებს თავის გოგოსთვის, თუკი დავუჯერებთ ფილმს, რომელსაც მე ვუყურე. ის სადღაც გამოსირებულ ტაიტზე თავის გამოსირებულ ტილოს ქმნიდა შვილისთვის, ის კი დაიღუპა ისე რომ 30 წელი არ ენახა მამა. გოგენს ვენერიული დაავადება ჰქონდა, ჭკუიდან შეიშალა ტაიტზე, სურათები დაიწვა და ვერავინ ნახა მისი გამოსირებული ცხოვრების მთავარი ნამუშევრები. მე გამუდმებით ვფიქრობ ასეთ რაღაცეებზე, ვწერ სიმღერებს საკუთარ შვილზე და იმის მაგივრად რომ ამ იდიოტურ სიმღერებს შევეშვა და ბავშვს ბურთი ვეთამაშო, ვაგრძელებ სიმღერის წერას. ყველაზე მძიმე ჩემთვის თამაშია, ყველაფრის გაკეთება შემიძლია გარდა ამისა.

      RS ანუ, არ შეგიძლია თამაში?

      ჯონი- არა, საერთოდ არ მეხერხება, მე შემიძლია ეშმაკობების მოგონება. მე შემიძლია ვხატო და ამავე დროს შონთან ერთად ვუყურო ტელევიზორს, ამაში მე პროფესიონალი ვარ. შემიძლია ვუყურო ნებისმიერ სისულელეს, თუკი არ ვარ აქეთ-იქით სიარულის ხასიათზე. ასევე შემიძლია ვესაუბრო შონს და წავუკითხო მას წიგნები, ან წავიყვანო სადმე კაფეში, სადაც შევჭამთ ნაყინს და. შ. Rs- და "double fantasy"-ის სიმღერები?მათზე მუშაობა ადვილი იყო?ჯონი-არც თუ განსაკუთრებულად. მე დამჭირდა ხუთი წელი მათ დასაწერად. არადა, თვით შეთხვზის ფიზიკურმა პროცესმა სამი კვირა წაიღო. არის ბუდისტური იგავი, იოკო მომიყვა ერთხელ, შესაძლოა რომელიმე ინტერვიუში უკვე მიქვამს ამის შეესახებ. იმპერატორმა გააგზავნა მსახური მხატვართნ, რათა შეეკვეთა ნახატი, მხატვარი დასთნხმდა და აიღო ფული, და როდესაც გავიდა ერთი წელი, მსახური დაბრუნდა და მოიხოვა ნახატი, მხატვარმა თქვა "მოიცადე ცოტა ხანს" და მის თვალწინ დაიწყო ხატვა. მსახური აღშფოთდა, "ეს რა სისულელეა, იმპერატორმა შენ ოციათასი გადაგიხადა ამ დებილობისთვის, შენ კი 5 წუთში მოამთავრე"მაშინ, მხატვარმა უპასუხა; "ხო მაგრამ მე ათი წელი მოვანდომე ამაზე ფიქრს. ".. მე ვერანაირად დავწერდი ამ ხუთი წლის გარეშე «Double Fantasy»-ს სიმღერებს.

      RS -ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე როკ -მუსიკოსი, რომელმაც ჩაწერა ალბომი მეუღლესთან ერთად და დაუთმო მას ალბომის დროის ნახევარი.

      ჯონი- ხო, ამაში პიონერები აღმოვჩნდით, თუმცა ადრეც გამოვუშვით ერთობლივი ალბომი, სადაც მე მეკუთვნოდა ფირფიტის ერთ გვერდი, იოკოს კი მეორე, მაგრამ «Double Fantasy»-ში ეს დიალოგია, რომელშიც რაღაც გაგებით გავცოცხლდით არა როგორც მე "ექს ბითლზი" და იოკო "Plastic One Band"- დან. აქ ორნი ვართ და ჩვენ ვფიქრობდით, რომ თუკი ალბომი არ გაიყიდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს არ სურს იცოდეს ჯონის და იოკოს შესახებ. მაგრამ თუკი მათ არ ვჭირდებით ჩვენ ერთად, მაშინ ბოიკოტს გამოვუცხადებთ ამას. ჩემი კარიერის მანძილზე მიმუშავია მხოლოდ ორ ადამიანთან, თუკი არ ჩავთვლით ერთდღან პროექტებს დევიდ ბოუისთან და ელტონ ჯონთან.. და ეს ორი ადამიან არის პოლი და იოკო. მე მოვიყვანე პოლი "ქუორიმენში", პოლმა მოიყვანა ჯორჯი, ხოლო ჯორჯმა მოყვანა რინგო…ხოლო მეორე ადამიანი, რომელმაც დამაინტერესა მე, როგორც მხატვარმა, როგორც ადამიანმა, რომელთან ერთადაც მე შევძლებდი მუსიკის კეთებას, ეს არის იოკო. მე შერჩევის დროს ვმუშაობ დიდი სიზუსტით. ახლა ჩვენ მხოლოდ ერთი ორიენტირი გვყვავს, აუდიტორია, შეიძლება ორიენტირება მცირე, საშუალო აუდიტორიაზეც, მაგრამ პირადად მე მირჩევია დიდი აუდიტორია. ჯერ კიდევ სამხატვრო სკოლაში გადავწყვიტე, თუკი მე ვიქნები მხატვარი, მსურს, რომ ჩემი ნამუშევრები გაიცნოს რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა, სხვენში ჯდომა და წყნარად ხატვა- ეს საჩემო არაა. როდესაც მოვხვდი სამხატვრო სკოლაში იქ იყო ბევრი ჯიგარი ბიჭი და გოგო, რომლებიც დადიოდნენ დალაქული ჯინსებით და გამოიყურებოდნენ, როგორც მხატვრები, ყველას ქონდა რაღაც თემა ენის მოსაფხანად, ყველაფერი იცოდნენ ათასგვარ სულელურ ფუნჯებზე, საუბრობდნენ ესთეთიკაზე და იცით, ბოლოს ყველა მათგანი გამოვიდა მასწავლებელი, ან ისეთი ადამიანები, რომლებიც ხატავენ მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. და მე იქიდან ვერაფერი გამოვიტანე, გარდა იმისა, რომ იყვნენ კარგი ქალები, ბევრს ვსვამდით და ყველაფერ ამას ვეძახდით ბოჰემას და ა. შ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა, მაგრამ რაც შეეხება ხელოვნებას, იქ მე აბსოლიტურად არაფერი მისწავლია.

      RS -შენს ახალ სიმღერებში ცდილობ გააკეთო უფრო თანამედროვე ჟღერადობა, ხომ არ გინდა მათ დისკო დაამატო?

      ჯონი- არა, ასეთ რამეებით არ ვერთობი. (იცინის) თუკი დავფიქრდები რატომ დავუბრუნდი ისევ მუსიკას…მე გადავწყვიტე ამერჩია გზა, რომელიც ჩემთვის ყველაზე ნაცნობია, მაქსიმალურად უბრალო და არაპრეტენზიული. ამიტომ გადავწყვიტე უარი მეთქვა ექსპერიმენტებზე. მე მომწონს მუშობა ისე, როგორც მიმუშავია ადრე. ჩემს სიმღერას «Starting Over»-ს ვუწოდებ "ელვისისებურ – ორბისონისებურს. "RS -შენს უკანასკნელ ჩანაწერებში ისმის ექო.

      ჯონი- ხო, ეს 50იანების ეფექტია, ყოველ ჩემს ალბომში არის ასეთი ექო დაწყებული «Rоск"N'Roll Music»-დან. ეს ძალიან მომწონს და ჩემი ხმა თითქმის ერთნაირად ჟღერს, მე მივუბრუნდი ჩემს დასაწყისს, ჩემს ფესვებს, ისევე როგორც ბობ დილანი, როდესაც მან ჩაწერა «Nashville Skyline». თუმცა მე არაფერი მაქვს საერთო ნეშვილთან, მე ლივერპულელი ვარ, ამიტომ ვკონცენტრირდი ძველ ჩანაწერებზე, რომლებიც ისმოდა მაშინ: ელვისი, როი ორბისონი, ჯინ ვინსენტი, ჯერი ლი ლუისი. ხანდახან გული მიმიწევდა «Revolution 9» სტილისკენ, თუმცა დღეს ჩემი მთელი ექსპერიმენტალური უნარები დაკაშირებულია იმასთან, რასაც იოკო აკეთებს. იცი, სცენაზე ერთად პირველად 1969 წელს გამოვედით, კემბრიჯში. იოკო მიიწვიეს ვიღაც ჯაზ-მუსიკოსებთან გამოსასვლელად. მაშინ მე პირველად ვუკრავდი არა როგორც "ბითლზის" წევრი. მქონდა პატარა გამაძლიერებელი, გიტარას უცნაურ ბგერებს გამოვაცემინებდი. და ხალხი ძალიან შეწუხდა როცა დამინახეს: "ამას აქ რა უნდა?შენ რამდენჯერ გითხრეს რომ შენი ადგილი უნდა იცოდე". და როდესაც როკენროლის დაკვრას შევეცადეთ, მათ იკითხეს: "რას აკეთებს აქ ის? "და როდესაც ისევ ერთად დაკვრას შევეცადეთ, ისე რომ მხოლოდ ინსტრუმენტალისტი ვყოფილიყავი, და არა როგორც განცალკევებული პროექტი, მაშინ უკვე თვითონ ჯაზ -ინსტრუმენტალისტებიც გაგვინაწყენდნენ. ყველას აქვს მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რისი კეთება სურს. მაგრამ ეს იგივეა, რაც იცხოვრო იმასთან შესაბამისობაში თუ რა სურთ შენგან მშობლებს, მასწავლებლებს ანდა საზოგადოებას, ან თუნდაც ეგრეთწოდებულ კრიტიკოსებს-სინამდვილეში ესენი ჩვეულებრივი ბიჭები არიან, ავტოკალმებითა და საბეჭდი მანქანებით, რომლებიც სხედან პატარა ოთახებში, ეწევიან, სვამენ ლუდს, აქვთ საკუთრი ოცნებები და კოშმარები, ამასთნევე ქმნიან შეხედულებას, რომ ისინი ცხოვრობენ საკუთარ, განსაკუთრებულ სამყაროში. მაგრამ არსებოს ხალხი ვიმც ამ იდიოტობას ყოველთვის აიგნორებს. ხდება უცნაური რაღაცეები: ერთმა ყმაწვილმა, ასტროლოგმა ლონდონში ერთხელ მითხრა რომ გავიდოდა წლები და ვიცხოვრებდი უცხო ქვეყანაში. მე არც ეს, გამხსენებია სანამ არ დაიწყო ტოტალური ბრძოლა ჩემი ამერიკაში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებით. მე მაშინ ვფიქრობდი: "რა ჩემს ფეხებს ვაკეთებ, რა მინდა აქ?რატომ გამოვიწვიე ამდენი ხმაური? "მე საერთოდ არ ვაპირებდი აქ ცხოვრებას. ეს მოიტანა დრომ და საქმემ. ჩვენ ნივთებიც კი არ წამოგვიღია ინგლისიდან. ყველაფერი დავტოვეთ იქ, ვფიქრობდით, რომ დროებით მოვემგზავრებოდით. მაგრამ აღარ დავბრუნებულვართ. მე ვიყავი სასამართლო პროცესზე, და ხალხი ლაპარაკობდა, რომ არ ვარ საკმარისად კარგი იმისათვის, რომ ვცხოვრობდე აქ, რომ მე კომუნისტი ვარ და ასე შემდეგ. და მაშინ მე ვთქვი: "რაში მჭირდება ყველაფერი ეს? "და აი სწორედ ამ დროს გამახსენდა ლონდონელი ასტროლოგი, რომელმაც მითხრა: "მოვა დრო და შენ გადაცხოვრდები სხვა ქვეყანაში".. არა გადასახადების გამო, მიღებულია აზრი რომ მე გადასახადებს ვემალებოდი, ეს ასე არა არის. მე არ მიმიღია აქედან არავთარი სარგებელი, მე ბევრი დავკარგე იმით, რომ წამოვედი ჩემი ქვეყნიდან. ჩემს ინგლისიდან წამოსვლას არ ჰქონია არავითარი ფინანსური მიზეზები. მე იმ ინგლისელთაგანი არ ვარ, ვინც იმის გამო, რომ მოხვდეს მცხუნვარე მზეზე, მიემგზავრება სამხრეთ საფრანგეთში, მალტაში, ესპანეთში ანდა პორტუგალიაში. ჯორჯი ყოველთვის ამბობდა; "მეგობრებო წავიდეთ იქ, სადაც ბევრი მზეა" (იცინის) RS-HERE COME THE SUN.. ხო, ის ისევ მზეს ეძებს, იმიტომ რომ ისევ ინგლისში ცხოვრობს…და მე უცებ გავაცნობიერე "ღმერთო, ამ ასტროლოგმა ტიპმა ხომ მითხრა ამ ყველაფრის შესახებ". თუმცა ზუსტად მახსოვს, როდესაც ამას მეუბნებოდა, ჩემთვის ვიმეორებდი"ეს ტიპი, ხუმრობს თუ მიედ-მოედება? "ხანდახან ხდება რაღაც, რასაც ახსნას ვერ უძებნი.. მე ვიცი, რომ ჩვენ ვქმნით ჩვენს საკუთარ რეალობას და ჩვენ ყოველთვის გვაქვს არჩევანი, მაგრამ რამდენადაა ყველაფერი წინასწარგანსაზღვრული?შეიძლება ითქვას, რომ შენ დგეხარ გზისგასაყართან და იქ ყოველთვის არის ორი ბილიკი, რომლებიც სხვადახვს ხარისხში წინასწარგანსაძღვრულია?შეიძლება იქ არის ასობით გზა, შეგიძლია წახვიდე პირველით ანდა მეორით. ალბათ არის არჩევანი, და ეს ყველაფერი ხანდახან ძალიან უცნაურია…მემგონი ეს არ იქნებოდა ცუდი დასასრული ინტერვიუსთვის, ასე რომ დროებით, შემდეგ შეხვედრამდე.

ნახვა: 334

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ინტერვიუ, ლენონი, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters