მოდი, გულწრფელობანა ვითამაშოთ,

აი აქ ჩამოვხსდეთ და…

ენკი-ბენკი-სიკლისა, ენკი-ბენკი-ბა, გა-ვი-და!

მოდი, გულახდილობანა ვითამაშოთ, როცა შენ იმას მეტყვი, რისი გაფიქრებაც არასოდეს გდომებია

და

მე კიდევ იმას, რაზეც არასოდეს დავფიქრებულვარ.

მოდი, ერთგულობანა ვითამაშოთ

ანუ

იმგულობანა, ცოტა რომ იყო და გათავდა.

მოდი, სიტყვობანა ვითამაშოთ,

აბა ვინ უფრო სხარტად,

ვინ უფრო ენამოსწრებულად იტყვის იმას,

რისი გაგონებაც მოპირისპირე მხარეს უნდა.

მოდი, ომობანა ვითამაშოთ,

მე მოვკვდები და შენ სანგარში დაიმალე, შემთხვევით შენც რომ არ მოკვდე.

მოდი, გულწრფელობანა ვითამაშოთ,

მე გულზე წრფეს გავავლებ და შენ ასკინკილა ისკუპე.

მოდი, გავაფერადოთ,

ვითომ ცხოვრება შავ-თეთრია, მე ფლომასტერებს მოგცემ, ან ზეთის საღებავებს,

და შენ ის ცხოვრება დამიხატე, შენ რომ გინდა.

მოდი, ვითამაშოთ…""

პერწკლი ~_~

ნახვა: 726

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ბუშტები, თამაში, ომობანა, ქველი

თათია: ივნისი 19, 2013||5:59pm

ვითამაშოთ ... ^_^ 

BrOliKa: ივნისი 19, 2013||10:15pm

ra ucnaurobaa :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

Qwelly World

free counters