წინასწარმეტყველი იერემია:წინასწარმეტყევლის სახელი და მისი წარმომავლობობა

   წინასწარმეტყველის სახელის მნიშვნელობა საკმაოდ რთული განსამარტია. თუ ვიგულისხმებთ, რომ იგი ზმნისაგან რამა მომდინარეობს, რაც დაგდებას, მიტოვებას ნიშნავს, გამოდის, სახელი იერემია განიმარტება,  როგორც ღვთისაგან მოტოვებული (იეგოვას უარყოფა), მაგრამ თუ იგი მომდინარეობს ზმნისაგან რამა,  რაც დაფუძნებას, აღებას, აზიდვას ნიშნავს, წინასწარმეტყველის სახელი შეიძლება გავიგოთ, როგორც ღმერთი აფუძნებს (იეგოვაა დამფუძნებელი). სახელი იერემია იუდეველთა შორის საკმაოდ გავრცელებული იყო. წინასწარმეტყველის მამად ხილკიაჰუ (ხელკია) სახელდება (CelkioV). იგი სამღვდელოთა დასს განეკუთვნებოდა და ცხოვრობდა ქ. ანათოთში (ბენიამინის შტოს სამკვიდრებელში). ამ ქალაქში ცხოვრობდნენ მღვდელმთავარ აბიათარის ჩამომავლები, ხსენებულ იერარქს სოლომონ მეფემ მღვდელმთავრობა ჩამოართვა (3 მეფ. 2.26). ხილკიაჰუ მღვდელმა საკუთარი შვილი ღირსეული იუდაური ტრადიციებით აღზარდა და ამით იერემია საწინასწარმეტყველო ღვაწლისთვის განამზადა.

წინასწარმეტყველის მოღვაწეობის დრო და
საქმიანობა


   იერემიამ წინასწარმეტყველება იოშიას მეფობის მეცამეტე წელს (627 წ.) დაიწყო, იუდეის ბოლო მეფეების (იოშია, იოაქაზი, იოაკიმე, იექონია და სედეკია) პერიოდში და იერუსალიმის დარბევის შემდეგ ეგვიპტეშიც გაგრძელდა. ჯამში \ დაახლოებით 50 წელი.
იოშია (640-609 წწ.) კეთილკრძალული მეფე იყო. 16 წლის ისაკში (მეფობის მე-8 წელს) მან რელიგიისადმი დიდი ინტერესი გამოიჩინა, ხოლო 20 წლის ასაკში იუდეის სამეფოში მიმდინარე კერპმსახურებას შეუპოვარი ბრძოლა გამოუცხადა. 26 წლის ასაკში ტაძარში აღთქმის წიგნის აღმოჩენისას (4 მეფ. 22.1-23.30; 2 ნეშტ.34,8-35.27) იოშიამ სწორედ ამ წიგნის მიხედვით განაახლა  ღვთისმსახურება.
ხსენებულ მნიშვნელოვან მოვლენამდე (რეფორმამდე) 5 წლით ადრე იერემია საწინასწარმეტყველო მისიით იქნა მოწოდებული. მსახურების პირველ პერიოდში ის ჯერ კიდევ უცნობი პიროვნება იყო იერუსალიმის მკვიდრთათვის. ამას ადასტურებს მოვლენა, რომლის მიხედვითაც ნაპოვნ წიგნში დაფიქსირებული მოქმედების განმარტებისთვის მეფის კარისკაცები წინასწარმეტყველ ქალთან მიდიან (4 მეფ. 22). საქმე ისაა, რომ იერემიას ამ დროს ჯერ კიდევ არ იცნობდნენ, სხვაგვარად ხსენებული საკითხის გამოსარკვევლად პირველ რიგში მას მიაკითხავდნენ (გავიხსენოთ მეფე ეზეკია და მისი დამოკიდებულება ისაიასადმი; როგორც კი იუდეის სამეფო განსაცდელის წინაშე აღმოჩნდებოდა პირველი, ვისაც მეფე მიაკითხავდა, სწორედ ისაია წინასწარმეტყველი იყო). მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველს რჯულის რეფორმაციაში პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღია, ამ მოვლენას მთელი არსებით თანაუგრძნობდა. იერემიამ მწარედ დაიტირა ღირსეული მეფე იოშია, როდესაც მისი გარდაცვალება შეიტყო, და სამგლოვიარო გოდება მიუძღვნა ხსენებულ მეფეს, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია (2 ნეშტ. 35.25). სწორედ ამ დროს ჩნდება იგი იერუსალიმში და სოლომონის ტაძრარში უამრავი ხალხის თანდასწრებით მამხილებელ სიტყვებს წარმოთქვამს.
იეოაქაზი, რომელსაც იერემია სალლუმად მოიხსენიებს (22.10), მხოლოდ სამი თვე მეფობდა (4 მეფ. 23.33…). მას წინასწარმეტყველმა ტახტის დაკარგვის შესახებ უწინასწარმეტყველა. იოაკიმე, იეოაქაზის უფროსი ძმა, სამეფო ტახტზე ეგვიპტის ფარაონის \ ნეხაოს აყავს და მან 11 წელი იმეფა (608\597 წწ.). მამისაგან განსხვავებით ეს მეფე კერპმსახურებას მფარველობდა და თეოკრატიულ ტრადიციებს არად აგდებდა (4 მეფ. 23.37). იეოაკიმეს მმართველობა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის (იერ. 22.13…). მან არასწორი პოლიტიკის შედეგად ძლიერ აზარალა საკუთარი ქვეყანა. ფარაონის მიერ ტახტზე აყვანილი იეჰოაკიმე მეფობის მე-5 წელს ნაბუქოდონოსორის ვასალი ხდება, თუმცა სამი წლის შემდეგ ამ უკანასკნელსაც განუდგა და მის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავდა, რის გამოც იუდეას ქალდეური, სირიული, მოაბიტური და ამონიტური არმიები დაესხნენ თავს (4 მეფ. 24.1…). ბოლოს იერუსალიმში ნაბუქოდონოსორიც გამოცხადდა და უამრავი იუდეველი ტყვედ წაასხა. იერემია მკაცრად ამხელდა იუდას მეფეს და მისი აღსასრულის შესახებ იუწყებოდა (22. 1-19). წინასწარმეტყველი იერემია თავისი მოღვაწეობის გამო, მის მიერ გამოთქმული შეუოპოვარი მხილებისთვის არა ერთ საფრთხესა და განსაცდელს ეწევა. იგი გარკვეული დროის მანძილზე პატიმრობაშიც იყო. მას თანამოქალაქეთა ძალზედ დიდი ნაწილი დაუპირისპირდა. წინასწარმეტყველს ხალხის თანდასწრებით სიტყვის წარმოთქმის უფლება ჩამოერთვა. სწორედ ამით უნდა განპირობებულიყო, რომ უზენაესისაგან წინასწარმეტყველი დავალებას ღებულობს, საკუთარი სიტყვები წერილობით ჩამოაყალიბოს. ბარუქი, მისი ერთგული მოწაფე, მწერლის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო შემდგომ ჩაწერილს ტაძრში თავმოყრილ ხალხს უკითხავდა. იეოაკიმეს მეფობის მეოთხე წელს, როდესაც ბარუქი ტაძარში კითხულობდა ჩაწერილ წინასწარმეტყველებას, მას წიგნი ჩამოართვეს და მეფეს მიუტანეს. იოაკიმემ ბრძანა, იერემია და მისი მოწაფე შეეპყროთ, თუმცა ეს უკანასკნელნი დროულად გაერიდნენ საფრთხეს და მეფის რისხვას გადაურჩნენ. ისინი კვლავ ახალ და გაცილებით უფრო დიდი მოცულობის წიგნს წერენ. იერემია ამ მოვლენის შემდეგ ხალხში კარგა ხანს არ გამოჩენილა.
იექონია იეოაკიმეს შვილი მხოლოდ 3 თვე მეფობდა იუდაში (597 წ.) და ამის შემდეგ თავისი ხალხის საუკეთესო ნაწილთან ერთად ნაბუქოდონოსორის მიერ ბაბილონში იქნა გადასახლებული. იერემიამ ხსენებულ მეფეს, რომელიც მამის გზით სიარულს არ იშლიდა, დიდი განსაცდელები უწინასწარმეტყველა (22. 20-30).
ნაბუქოდონოსორის მიერ ტახტზე აყვანილი მეფე სედეკია (597-586 წწ.) იოშიას უმცროსი შვილი და იექონიას ბიძა იყო. მისი 11 წლიანი მმართველობა იუდეის სამეფოს დაღუპვით დასრულდა (52.2….). იმის ნაცვალდ, რომ ხსენებულ მეფეს ჭეშმარიტი ღმერთი მოეძია და მასზე დაემყარებინა იმედები, თავად მოინდომა საკუთარი ძალებით დაეძლია საფრთხე და ამ მიზნით ბაბილონის მორჩილებაზე უარი განაცხადა.
ამ დროისთვის იერემია გაცილებით თავისუფლად გრძნობდა თავს, რადგან მისი დაუძინებელი მტრების, განსაკუთრებით სასულიერო პირების, უდიდესი ნაწილი ტყვედაა წაყვანილნი. იერემია მეფესა და საკუთარ ხალხს მთელი ძალით უქადაგებდა, რომ ერთდაერთი იმედი გადარჩენისა ღმერთშია და სხვა გზა არ არსებობს; რომ ბაბილონის მძლავრობა ღვთის ნებით ხდება და არ შეიძლება ამის წინააღმდეგ წასვლა. ხალხმა და მეფემ ქალდეველთა მეუფება უნდა აღიარონ გარკვეული დროის მანძილზე. სედეკია წინასწარმეტყელის სიტყვის საპირისპირო ქმედებებს აღასრულებდა. სედეკიას მმართველობის მე-4 წელს, როდესაც ბაბილონის სამეფო გარკვეულ სირთულეებს წააწყდა ელამთან ომისას (49.34\39), იუდას მეფემ ქალდეველთა მორჩილებაზე უარის თქმა გადაწყვიტა, წინასწარმეტყველი მთელი ძალებით შეეწინააღმდეგა ამგვარ გადაწყვეტილებას (27\28 თავები). იერემიამ უღელი დაიდგა კისერზე, რითიც ნაბუქოდონოსორის დაპყრობასა და იუდეველთა დამონებას წინასწარმეტყველებდა.
საბოლოოდ ვითარება იმგვარად წარიმართა, რომ ქალდეველთა არმია იერუსალიმს ალყაში მოაქცევს. იერემია ამჯერად მეფე სედეკიას უბრძლოლველად დანებებისკენ მოუწოდებდა და ამაში იერუსალიმისა და იუდეის გადარჩენის ერთადერთ გზას ხედავდა. ამ პერიოდში იერემიას მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. მეფემ თითქოს თავიდან ყური უგდო წინასწარმეტყველის სიტყვას, თუმცა მალევე შეიცვალა აზრი. იერუსალიმზე შეტევის დაწყებისას იერემია ადგილობრივმა წარჩინებულებმა საშინლად შეავიწროვეს, რადგან, როგორც ვთქვით, წინასწარმეტყველი ბრძოლაზე უარის თქმისკენ უხმობდა იუდეველებს, რისთვისაც იგი მოღალატედ მიიჩნიეს. წინასწარმეტყველი შეიპყრეს და ბნელ საკანში ჩასვეს (37 და შემდეგი თავები). მეფემ მისი ყოფა მცირედით შეამსუბუქა და მნახველებთან ურთიერთობის ნება დართო. იერემიას მტრებმა მეფისაგან მოითხოვეს, რომ წინასწარმეტყველი ჭაში ჩაეგდოთ, სადაც მას შიმშილით ელოდა დაღუპვა…
   იერუსალიმის აღების შემდგომ ნაბუქოდონოსორმა, რომელსაც სმენოდა წინასწარმეტყველის შესახებ, თავისი ერთ\ერთი მხედართმთავრის საშუალებით იერემიას ნება დართო, თავად განესაზღვრა საკუთარი მომავალი: ან წასულიყო ბაბილონში, ან დარჩენილიყო იუდაში. წინასწარმეტყველმა უკანასკნელი შეთავაზება აირჩია, რადგან იმედოვნებდა, რომ ქალდეველთა მიერ მეფის მონაცვლედ დატოვებული გოთოლია იუდეაში დარჩენილ იუდეველებს თავის გარშემო შემოუკრებდა (სწორედ მის რეზიდენციაში მასიფაში ცხოვრობდა ირემია), მაგრამ გოთოლიას სამეფო ჩამომავლობის ერთ\ერთი იუდეველი იზმაილი კლავს, რომელსაც სურდა, ამონიტელებს სათნოყოფოდა ამ საქციელით. იუდეველები გოთოლიას სიკვდილის გამო ბაბილონელთა რისხვას შეუშინდნენ და ეგვიპტეში გადაწყვიტეს გაქცევა. იერემია დიდი მონდომებით ცდილობდა, მათთვის ამ განზრახვის არასწორობა დაემტკიცებინა (52 თავი). მიუხედავად მისი ღვაწლისა თავად წინასწარმეტყველიც იძულებით წაიყვანეს ეგვიპტეში და ქალაქ ტაფნისში (ქვედა ეგვიპტე) დასახლდნენ. იერემია არც იქ დადუმებულა. ეგვიპტეში გადასახლებისას, გადმოცემით, იგი 70 წლამდე უნდა ყოფილიყო და დაახლოებით 10 წელიწადში გარდაიცვალა (იოსებ ფლავიუსის ცნობით, ხუთი წლის შემდეგ \ 581 წ.). საეკლესიო გარდამოცემა გვამცნობს, რომ წინასწარმეტყველი მკაცრი მხილების გამო იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს.
წინასწარმეტყველის პიროვნული მახასიათებლები
იერემიას წიგნში ნათლად ჩანს ავტორის ხასიათი, მისი ბუნება: იგი რბილი, დამთმობი, მოსიყვარულე პიროვნებაა, რომელიც ამასთანავე თავის საწინასწარმეტყველო საქმიანობაში მოუდრეკელ სიმტკიცეს ავლენს.
ახალგაზრდობის ასაკში იერემიამ დიდი მოშურნეობით მიიღო მასზე დაკისრებული საღვთო დავალება (წინასწარმეტყევლება), თუმცა მოგვიანებით, როდესაც ამ ღვაწლის გამო ფაქტობრივად “ხალხთ მტრად” გამოცხადდა, მისი მგრძნობიარე გული ამას ძლიერ განიცდიდა. წინასწარმეტყევლის მდგოამარეობა საკმაოდ ტრაგიკული იყო: მას ღვთისგან განდგომილი ხალხისთვის უზენაესი უნდა ექადაგა და შეეგონებინა ისინი, ჭეშმარიტებისკენ მოქცეულიყვნენ, და ამავე დროს იცოდა, რომ ყოველი მისი მოწოდება უკვალოდ ჩაივლიდა და შედეგს ვერ გამოიღებდა. მას მუდმივად უნდა ესაუბრა საფრთხეებზე, რომელიც იუდეის სამეფოს ემუქრებოდა და ამავდროულად მისი ქადაგება ყველასთვის მიუღებელი და გაუგებარი იყო, რადგან არავის სურდა მისი გაგონება. როგორი მძიმე იქნებოდა წინასწარმეტყველისთვის ხალხის ურჩობა, რომელიც მას ძლიერ უყვარდა; რაგვარად დაამწუხრებდა მის გულს თანამადროვეთა შორის გავრცელებული აზრი მისი მოღალატეობის შესახებ; თუმცა იერემიას გასაოცარი ვაჯკაცობაც სწორედ ისაა, რომ ამგვარ ბრალდების მიუხედავად მაინც არ წყვეტდა იუდეველთა შეგონებას, დამორჩილებოდნენ ქალდეველებს. წინასწარმეტყველმა ერთი პირობა განიზრახა, დაეტევებინა საღვთო მოწოდება და უდაბნოში განმარტოებულიყო, მაგრამ ღვთის სიტყვა მასში ცეცლის სახით იყო აღგზნებული (‘ვიფიქრე: დავივიწყებ მას და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლებამდე გამატანა, ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი”) და არ აძლევდა სხვაგვარად ქმედების საშუალებას.

იერემიას წინასწარმეტყველების თემატიკა


   იერემიას წინასწარმეტყველების წამყვანი თემაა იუდეველთათვის მომავალ სასჯელთა (70 წლიანი ტყვეობის) შესახებ უწყება. სასჯელი რჩეულის ერის მოჭარბებული დანაშაულების შედეგი იქნებოდა. პირველი დანაშაული წინასწარმეტყველის სიტყვებით, იუდეველთა მიერ ჭეშმარიტი ღმერთის დატევება და კერპებისკენ სწრაფვაა (ბაალი, მოლოქი…). იერემია ასევე ამახვილებს ყურადღებას სიმაღლეებზე აღსრულებულ წარმართულ მსახურებაზე. იოშიას მიერ გატარებული სასულიერო რეფორმამდე იერულასლიმის მახლობლად არსებობდა ბაალ\მოლოქის სახელზე აგებული საკურთხეველი, სადაც ხსენებულ კერპებს მსხვერპლად ბავშვებს სწირავდნენ (7.31; 19.5; 32.35); ტაძარშიც წარმართული კერპები იყო განთავსებული. იუდეის სამეფოს უკანასკნელ წლებში, როგორც ჩანს, კერპებს პირდაპირ არავინ ემსახურებოდა, მაგრამ იერემიას თანამედროვეთა შორის გაუკუღმართებელი მიდრეკილებები მაინც იჩენდა თავს.
სასჯელი, რომელსაც იერემია იუწყებოდა, პოლიტიკური ხასიათისაა: ის თანამემამულეებს უცხო ტომელთა ჩრდილოეთიდან შემოსევის შესახებ ამცნობს და თავდაპირველად არ ასახელებს მომხდურთა ვინაობას. ამის საპირისპიროდ, წიგნის 25-ე თავიდან (მხ.9) იუდეველთათვის განსაზღვრული სასჯელის გამტარებლად ბაბილონელი მეფე ნაბუქოდონოსორი სახელდება.
წინასწარმეტყველს ამ ყოველივეზე საუბრისას  უდიდესი დაპირისპირება ჰქონდა სასულიერო დასთან, რომელიც მიიჩნევდა, რომ ღმერთი რჩეულ ერს, თავის სამსხვერპლოს (ტაძარს) წასაბილწად წარმართებს არ გადასცემდა. ასეთივე დაპირისპირება ჰქონდა მას ცრუ წინასწარმეტყველებთან; ისინი ყალბ ნუგეშს სთავაზობდნენ სამეფოს მკვიდრთ და სწორედ ამ დამღუპველი ოპტიმიზმის წინააღმდეგ იბრძოდა იერემია. იერემია ცრუ წინასწარმეტყევლთა ცნობების საპირისპიროდ მისი მოწოდებიდან მოყოლებული იერუსალიმისა და იუდეის განადგურებაზე იუწყებოდა. მოსახლეობა ტყვედ იქნებოდა გადასახლებული. 25-ე თავის (11 მხ.) მითითებით ბაბილონური ტყვეობა 70 წელი გაგრძელდებოდა; ამის შემდეგ თავად ბაბილონი დაემხობა (50-51 თავები) და რჩეული ერი სახლში დაბრუნდება.
იერემია არის ადამიანი, რომელიც ღრმად განჭვრეტს ჭეშმარიტი თეოკრატიის არსს. მისი რწმენით, არა გარეგნული წინადაცვეთაა ღვთის მადლის მიმნიჭებელი, არამედ გულის წინადაცვეთა. იერუსალიმის ტაძარი არ წარმოადგენს ამ ქალაქის (და ზოგადად სამეფოს) ერთობის გარანტს. პირიქით \ ეს ტაძარი იუდეველთა ცოდვებით შებღალული თავის თავზე ღვთის რისხვას მოიწევს, არც ღვთისმსახურების გარეგნული მხარეა რაიმე სიკეთის მომტანი, თუ ის ჭეშმარიტ შინაგან განწყობასთან არაა თანხმობაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, იერემია იმ აუცილებლობაზე უთითებს, რასაც ადამიანსა და უზენაესს შორის გულწრფელი, შინაგანი ურთიერთობა ჰქვია. მაშინ ღვთის მცნებები არ იქნება მხოლოდ გარეგნული, ქვის ფიქალებზე დაწერილი სწავლება, არამედ ყოველივე ეს პიროვნების გულში ამოიკვეთება.

იერემიას საწინასწარმეტყველო წიგნი


   იერემიას წიგნის წარმომავლობის შესახებ 36-ე თავიდან ვგებულობთ. იოიაკიმეს (იოშიას ძე) მეფობის მე-4 წელს უფალმა წინასწარმეტყველის მიერ აქამდე, 23 წლის მანძილზე, ნათქვამი სწავლების ჩაწერა დაავალა. იერემიამ ყოველივე ეს თავისი მოწაფის ბარუქის საშუალებით აღწერა (ბარუქი იერემიას სიტყვებს იწერდა). მომდევნო წელს წიგნი იუდეველთა მეფე დაწვა, იერემია ახალ წიგნს წერს, რომელიც პირველ უფრო სრული მოცულობისა. წინასწარმეტყველის უშუალო კარნახით წიგნის პირველი 23 თავია დაწერილი, ვინაიდან იერემია მითითებულ თავებში საკუთარ თავზე პირველ პირში საუბრობს. მომდევნო ნაწილი, როგორც ჩანს, ბარუქის მიერ იწერებოდა იერემიას კარნახის გარეშე, რადგან მასში წინასწარმეტყველი მესამე პირში იხსენიება, ეგვიპტეში იერემიამ საკუთარ წინასწარმეტყველება საბოლოო სახით ჩამოაყალიბა. აქვე შევნიშნავთ, რომ იერემიას წიგნში აღწერილი მოვლენები არაა დალაგებული ქრონოლოგიურად.

იერემიას წინასწარმეტყველების ებრაული ტექსტის
დამოკიდებულება ალექსანდრიულ-ბერძნულ
რედაქციასთან

   იერემიას წიგნის ბერძნულ\ალექსანდრიული ტექსტი მნიშვნელოვნად სხვაობს ებრაულ\მასორიტულისაგან. უწინარესად განსხვავება თავების თანმიმდევრობაშია ასახული. ბერძნულ თარგმანის 46\51 თავები ებრაულში 25 თავის მე-13 მუხლის შემდეგაა განთავსებული; იერემიას ბერძნული ტექსტი მასორიტულთან შედარებით 2700 სიტყვით ნაკლებს შეიცავს. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ სეპტუაგინტას შემქმნელნი თარგმნისას ხელმძღვანელობდნენ განსხავევბული რედაქციით და რომ უძველეს დროს არსებობდა სხვა, იერემიას წინსაწარმეტყველების პირველადი რედაქცია.

თავი 1


   მხ. 1. ‘სიტყვა იერემიასი, ხილკიაჰუს ძისა, რომელიც ანათოთელ მღვდელთაგან იყო ბენიამენის ქვეყანაში”. სახელი იერემია \ იხ. შესავალი ნაწილი. “მღვდელთაგან იყო” იერემია არ იწოდება მღვდლად, რადგან როგორც ჩანს, მას სამღვდელო მსახურებაში მონაწილეობა არ მიუღია.
მხ. 2. ‘რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა იუდას მეფის იოშია ამონის ძის დროს, მისი მეფობის მეცამეტე წელს. და იუდას მეფის იეჰოიაკიმ იოშიას ძის დროს, და იუდას მეფის ციდკია იოშიას ძის, მეთერთმეტე წლის ბოლოს, იერუსალიმის გადასახლებამდე, მეხუთე თვეს”.  მითითებულია იერემიას მოწოდების დრო. იხ. შესავალი ნაწილი.
მხ. 4. ‘იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი”. ფორმულა, რომელიც წინ უძღვის შემდგომ განხორციელებულ საღვთო გამოცხადებას, გასაოცარია თავისი უბრალოებით, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მას სხვა წინასწარმეტყველთა მოწოდებებს შევადარებთ (ისაია, იეზეკიელი).  იერემია წინასწარმეტყველი წარმოადგენს პიროვნებას, რომელიც წინასწარმეტყველების ძველი ფორმიდან ახალზე გადადის. ელია, ოსია, ამოსი, ისაია… არიან ადამიანები, ღვთის სულით პყრობილნი, მამაცი მეომრების დარად უკანმოუხედავად ეკვეთებიან წუთისოფელს. იერემიაც მსგავსადვე აცნობიერებს, რომ ამასოფელს უნდა დაუპირისპირდეს და რომ უზენაესმა სწორედ ამ მისიით გამოირჩია იგი, მაგრამ ეს საღვთო განგებულება მასზე არ მოქმედებს როგორც დეცრეტუმ აბსოლუტუმ.  წინასწარმეტყველი უზენაესის წინაშე საკუთარ თავს ხედავს, როგორც ადამიანს, რომელსაც პირადი სურვილები, მოთხოვნილებები, საჭიროებები გააჩნია: წინასწარმეტყველი ცდილობს ღვთის განგებულება აღასრულოს, რისთვისაც ხშირად საკუთარ თავს უპირისპირდება, ებრძვის პირად სიმპატიებსა და ანტიპატიებს.იერემია სკეპტიკურადაა განწყობილი იმისადმი, რაც ძველი წინასწარმეტყველებისთვის ქვაკუთხედს წარმოადგენდა – ხილვები და განცხადებები, ექსტაზური მდგომარეობები; წინასწარმეტყველის აზრით, ზოგიერთის ცხოვრებაში ჩამოთვლილი მდგომარეობები წმინდა წყლის სუბიექტურ მოვლენას განეკუთვნებოდა და სულაც არ იყო კავშირში ღვთაებრივ შთაგონებასთან. რათქმაუნდა, წინასწარმეტყველი პირად ცხოვრებაში განასხვავებდა საკუთარ აზრებს საღვთო განცხადებისგან, მაგრამ ამ ხილვათა და გამოცხადებათა აღწერილობას იგი დიდი ყურადღებას არასოდეს უთმობდა, მაშინ როცა, ცრუ წინასწარმეტყველები სწორედ ამ მოვლენას წამოწევდნენ წინა პლანზე და ცდილობდნენ, მასში შეეფუთათ საკუთარი მზაკვრობა.
მხ. 5. ‘სანამ გამოგსახავდი მუცელში, მე გიცნობდი შენ, და სანამ გამოხვიდოდი საშოდან, მე განგწმინდე შენ, ხალხების წინასწარმეტყველად განგაწესე”. იერემიამდე ამოსი და ისაია იყვნენ ის წინასწარმეტყველები, რომლებიც წარმართი ერების, ხალხების თაობაზე იტყობინებოდნენ, მაგრამ სწორედ იერემიასთან მიმართებაში ხდება მისთვის ხსენებული მოვლენის ხაზგასმით განკუთვნა. იუდეის სამეფო, რომელიც ბაბილონთან ვასალურ დამოკიდებულებაში იყო, ‘მთელი მსოფლიოს” ცხოვრებაშია ჩართული, რადგან იუდეველთა ისტორია მჭიდრო კავშირშია ბაბილონის ძლევამოსილი სამეფოს ისტორიასთან, რომლის წიაღშიც უამრავი განსხვავებული ხალხი, ტომი, გენი იყრიდა თავს.
   მხ. 6. ‘ვთქვი: უფალო, უფალო, მე არ ვიცი ლაპარაკი, რადგან ყმაწვილი ვარ”. იერემია ერთი შეხედვით არაა მებრძოლი, თამამი ადამიანი. პირიქით იგი წყნარი, საკუთარ თავში ჩაღრმავებული, მშვიდი ბუნებისაა. წინასწარმეტყველი საკუთარ ძალებს არც თუ ძლიერ საყრდენად მიიჩნევს იმ დიდ საქმეში, რომელიც მას წილად ხვდა.  ‘ყმაწვილი ვარ” სეპტუაგინტაში აღნიშნული ადგილი თარგმნილია ტერმინით ნეოტეროV, რაც ძალზედ ახალგაზრდას ნიშნავს. ებრაულ ბიბლიაში გამოყენებული ტერმინით ნაარ ძნელია განისაზღვროს ნაგულისხმევი ასაკი. ვარაუდის სახით შეიძლება ითქვას, რომ იერემია ამ დროისთვის დაახლოებით 25 წლის უნდა ყოფილიყო (მეორე ცნობის შესაბამისად წინასწარმეტყველი 15 წლის ასაკში იწყებს მოღვაწეობას).
მხ. 7-8. ‘მითხრა უფალმა: ნუ ამბობ, ბავშვი ვარო, რადგან ყველგან წახვალ, სადაც კი მიგავლენ, და ყველაფერს ილაპარაკებ, რასაც გიბრძანებ. ნუ გეშინია მათი, რადგან შენთან ვიქნები, რომ დაგიფარო. ამბობს უფალი”. უზენაესი ჰპირდება, რომ თავად შეეწევა დავალებული საქმის აღსრულებაში.
მხ. 9. ‘გამოიწოდა ხელი უფალმა და შეეხო ჩემს ბაგეს; მითხრა უფალმა: აჰა, ჩამიდვია ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში”.   იერემია არ უნდა დაბრკოლდეს იმით, რომ მჭერმეტყველურად არ ძალუძს ისაუბროს, რადგან მას არა საკუთარი, არამედ საღვთო სიტყვათა გაჟღერება მოუწევს. უფალმა საკუთარი ხელი გაიწვდინა და წინასწარმეტყველის ბაგეს შეეხო, რითიც ეს უკანასკნელი საკუთარ ბაგეებად აქცი.
მხ. 11-12. ‘და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: ‘რას ხედავ შენ იერემია?” და ვუთხარი მე: ‘ნუშის ხის კვერთხს ვხედავ მე”. და მითხრა უფალმა: ‘კარგად ხედავ, რადგან მე ვაჩქარებ ჩემს სიტყვას შესასრულებლად”. ნუშის ხეს ებრაულად მღვიძარე ხე ეწოდება, რადგან ზამთრში, უნაყოფობისას ყველაზე ადრე სწორედ ის ყვავილობს. პალესტინაში იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში, როდესაც ბუნება ყოვლითურთ სიკვდილის ელფერს ატარებს, სწორედ ხსენებული ხე იწყებს სიცოცხლის ნიშნების გამოვლინებას. მისი განმარტება შემდეგი სახით შეიძლება: ადამიანთა ცხოვრება სიკვდილის ელფერს ატარებს, თუმცა მიუხედავად ამისა უზენაესი მღვიძარებს და მისი სიტყვა აღსრულდება, ყოველივე ახდება, რაც მან ხალხებსა და სამეფოებს განუსაზღვრა. ამიტომაც იერემია არ უნდა დაბრკოლდეს და თქვას ყოველივე ისე, როგორც ამას უფალი მიუთითებს.
მხ. 13-14. ‘იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი მეორეგზის: რას ხედავ? მივუგე: მოთუხთუხე ქვაბს ვხედავ, ჩრდილოეთისკენ მიმართულს. მითხრა უფალმა: ჩრდილოეთიდან დაატყდება თავს უბედურება ქვეყნის ყველა მკვიდრს”. აქ უფალი იმ განსაცდელზე მიუთითებს, რომელიც ჩრდილოეთიდან ეწია თავს იუდეის სამეფოს ქალდეველთა სახით. მოთუხთუხე ქვაბი იუდეაზე მრავალგზის აღზრული განსაცდელთა სიმრავლეა.
მხ. 17. ‘შენ, კი წელზე სარტყელი შეირტყი, ადექი და ყველაფერი უთხარი მათ, რასაც გიბრძანებ. ნუ გეშინია მათი, არ შევაშინებინებ შენს თავს”. იმისათვის რომ აღმოსავლელ ადამიანს მუშაობისას უფრო მოქნილად ემოქმედა, სარტყელი უნდა შემოეკრა დიდი განიერი შესამოსლის დასამორჩილებლად. ასევე იერემია უნდა განემზადოს მომავალი მოღვაწეობისთვის და სულიერი სარტყელით შეიმოსოს.
მხ. 18-19. ‘აჰა, დამიდგენიხარ დღეს ციხე-ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის ზღუდედ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, იუდას მეფეთა, მის მთავართა და მღვდელთა წინააღმდეგ, ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ. შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ დაგიფარო”. წინასწარმეტყველი ღვთის მადლით უძლეველი ადამიანი იქნება, როგორც ძლიერად გამაგრებული ქალაქი. მას თავს დაესხმიან იუდეველი მეფეები, დიდებულები, მღვდლები და ხალხი, მაგრამ უზენაესი არასოდეს მოაკლებს საკუთარ მფარველობას.

თავი 2


   მხ. 2-3. ‘წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად: ‘ასე თქვა უფალმა: მე მახსოვს შენი კეთილგანწყობილება ჩემდამი შენს სიყმაწვილეში; შენი ჩემდამი სიყვარული, როდესაც პატარძალი იყავი; უკან რომ მომდევდი უდაბნოში….” იერემია წინასწარმეტყველი ძველ კეთილ დროს იგონებს, როდესაც ისრაელი ეგვიპტიდან გამოსვლისას უზენაესისადმი ისეთივე მძაფრ და ფაქიზ სიყვარულს განიცდიდა, როგორც პატარძალი – სიძისადმი. იუდეველები უფლისადმი სრული მინდობით გამოვიდნენ ეგვიპტიდან და გადაულახავი უდაბნოსკენ გაემართნენ ისე რომ არ შეშინებიათ არანაირი განსაცდელისა. ამას იერემია ღვთის სახელით ლაპარაკობს და იქვე თავისი მხრიდან ამატებს, რომ უზენაესიც ჯილდოს მიაგებდა მათ ამ სიყვარულის გამო. ისრაელი ღვთის თვალში ‘უფლის წმინდა იყო” ანუ უზენაესისთვის შეწირული მსხვერპლი (‘პირველნაყოფი მისი მოსავლისა”), რაც რჯულის მიხედვით ღვთის კუთვნილებას წარმოადგენდა. ამიტომაც ყველა, ვინც შეეხებოდა ‘ღვთის სიწმინდეს”, საკუთარ თავს რისხვას განუკუთვნებდა.
 მხ. 6. ‘და არ თქვეს: ‘სად არის უფალი, რომელმაც გამოგვიყვანა ჩვენ ეგვიპტის ქვეყნიდან? გვატარებდა ჩვენ უდაბნოში, მოშიშვლებულ და თხრილებიან ქვეყანაში…” ისრაელი აღთქმულ ქვეყანაზე განსახლების შემდეგ წყვეტს ღმერთის ძიებას და აღარ იჩენს მის მიმართ სიყვარულს, მადლიერებას და ივიწყებს, რომ მხოლოდ მისი შემწეობით გადალახა დაუძლეველი არაბეთის უდაბნო, რომელიც განყოფდა ეგვიპტეს პალესტინისგან. ამ უდაბნოში სულ რამდენიმე ოაზისი იყო, სადაც ხეები ხარობდა და წყაროები მოედინებოდა. საერთო ჯამში იგი მშრალსა და ცხელ უკიდეგანო სივრცეს წარმოადგენდა, უდაბნოს გზა თვალისთვის შეუმჩნეველი უზარმაზარი ორმოებით იყო აღსავსე. სწორ მავალი ადამიანი შესაძლოა, მოულოდნელად მასში ჩავარდნილიყო, რაც ერთი ორად ართულებდა მგზავრობას. იერემია უდაბნოს ‘აჩრდილთა ქვეყანას” (მიცვალებულთა სამყოფელს) უწოდებს. წინასწარმეტყველი ამით იმაზე მიანიშნებს, რომ ამ უდაბნოში აღმოჩენილი მოგზაური იმგვარად შეძრწუნდებოდა, როგორც ეს სიკვდილის მოახლოებისას ემართება ადამიანს. წინასწარმეტყველი წინამდებარე თავში ცდილობს, მსმენელებს ღმერთთან ერთობის აუცილებლობის შესახებ შეახსენოს.

თავი 3


წინამდებარე თავში იუდეველი ერი ქმართან გაყრილ ქალსაა შედარებული, რომელსაც, ძველი აღთქმის კანონთა მიხედვით, გაყრის მოწმობა უნდა მიეღო მეუღლისგან. თუმცა უზენაესი თავისი განუზომელი გულმოწყალებით მზადაა, კვლავ შეიწყნაროს განდგომილი და მისი უარმყოფელი ერი. მაგრამ იმისთვის, რომ ერი კვლავ ჭეშმარიტ ღმერთს მიუბრუნდეს, აუცილებელია სინანული და საკუთარი დანაშაულის გულწრფელი აღიარება. იერემია ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ იუდეის სამეფოს უზნეობა და დანაშაული გაცილებით მძიმეა ისრაელის მიაერ აღსრულებულ უკეთურებებზე, რადგან იუდეას ამავე ისრაელის სამეფოს სახით თვალწინ ჰქონდა უდიდესი მაგალითი, თუ როგორი აღსასრული ელის ღვთის ურჩებს, მაგრამ ვერც ამან იმოქმედა მათზე.
მხ. 16. ‘როცა გაბევრდებით და იმრავლებთ ქვეყანაზე, იმ დროს, ამბობს უფალი, აღარ იტყვიან: უფლის აღთქმის კიდობანიო. გულშიაც არ გაივლებენ, არც გაიხსენებენ, არც მოისაკლისებენ, აღარ გაკეთდება”. მე-16 მუხლში გადმოცემული სიტყვების ფონზე მკვლევართ მიაჩნიათ, რომ აღთქმის კიდობანი ამ დროისთვის გადამალული იყო. შესაძლოა, იგი გადაინახეს მეფე მანასეს მიერ ჭეშმარიტი ღვთისმსახურების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებისას (შედ. 2 ნეშტ. 30,3).

თავი 4


მხ. 1. ‘თუ მობრუნდები ისრაელ”, \ სიტყვა უფლისა, \ ‘ჩემსკენ მობრუნდები…. მაშინ აღარ იხეტიალებ”. იერემია იმ აუცილებელ პირობას შეახსენებს ისრაელს, რომლითაც შესაძლებელია უფლისმიერი კურთხევის მოპოვება.
მხ. 4. ‘წინადაიცვითეთ უფლის გულისათვის და მოიცილეთ წინადაუცვეთელობა თქვენი გულისა”. როგორც ვხედავთ ჭეშმარიტი წინადაცვეთის შესახებ სწავლება, რასაც პავლე მოციქული გვთავაზობს თავის ეპისტოლეებში (რომ. 4.), გაცილებით ადრე იერემია წინასწარმეტყველის მიერ არის გაჟღერებული. იგი სულიერ თვალით განჭვრეტს, რომ ჭეშმარიტი წინადაცვეთა ადამიანის გულს უნდა უკავშირდებოდეს, ვინაიდან ღვთის წინაშე სწორედ ესაა უმაღლესი სიწმინდე. მომდევნო მუხლებში იერემი კვლავ იუდეაზე მომავალ განსაცდელებს უბრუნდება და იერუსალიმის დაქცევის შესახებ იუწყება.
თავი 5
მხ. 1. ‘გაიარ\გამოიარეთ იერუსალიმის ქუჩებში, გაიხედ\გამოიხედეთ და მოიკითხეთ მის მოედნებზე, და თუ იპოვით კაცს, სამართლის მქმნელს, ჭეშმარიტების მძებნელს, მაშინ მეც ვაპატიებდი მას”. წარმოდგენილი მუხლი თვალნათლივ მიგვითითებს იუდეის სამეფოს მდგომარეობაზე.
წინასწარმეტყველი წინამდებარე თავში კიდევ ერთხელ შეახსენებს მსმენელებს მომავალი უბედურებების შესახებ და ყოველივე ამაში ბაბილონიდან წამოსულ რისხვას გულისხმობს.


თავი 7


   იერემია კვლავ აგრძელებს წინასწარმეტყველებას იერუსალიმის შესახებ. იგი ხედავს, რომ საფრთხე ჩრდილოეთიდან მოიწევს. მიუხედავად მისი სიტყვებისა, მოსახელობა არაფერს აქცევს ყურადღებას და მშვიდად განაგრძობს ცხოვრებას. თითქოს ღვთისმსახურებასაც აღასრულებს, მაგრამ იერემიას სიტყვით, უზენაესს ამგვარი გუნდრუკი და კეთილსურნელება არაფერში სჭირდება (მხ. 20).

თავი 8


   მხ. 7-12. იუდეველები ტრაბახობდნენ იმით, რომ მოსეს რჯული გააჩნდათ. თუმცა ის, რითიც ამაყობდნენ, მათ მიერვე შეურაცხყოფილი და უარყოფილი იყო ხშირ შემთხვევაში. ამასთანავე მღვდლები და ცრუ წინასწარმეტყველები ცრუ დაპირებებს იძლეოდნენ და ხალხს ბედნიერ მომავალს უქადაგებდნენ. წინასწარმეტყველი ცდილობს, რომ ამ დიდი ტყუილიდან დაიხსნას ერი და ჭეშმარიტი გზაზე მიუთითოს.


თავი 9


   მხ. 1. ‘ო, ნეტავ ჩემი თავი წყალი იყოს და ჩემი თვალი ცრემლის წყარო! ვიტირებდი მე დღე და ღამე ჩემი ერის ასულის განსაკურნებლად”. იერემია მისი შეგონებების უშედეგობამ ისე დაამწუხრა, რომ ილიას მსგავსად მზადაა უდაბნოში წავიდეს. მას არ ყოფნის ცრემლები საკუთარი ერის დასატირებლად.

თავი 10


თავი 11


   მხ. 1-8.  იერემია გამოდის მოწმედ სინას მთასთან ღმერთსა და ისრაელს შორის დადებული აღთქმისა. წინასწარმეტყველმა ამ აღთქმათა შესახებ უნდა შეახსენოს იუდას მკვიდრებს, რადგან მასში ორი მხარე მონაწილეობდა და ვალდებულება ორივეს ჰქონდა აღებული.
მხ. 9-17. წინასწარმეტყველის მცდელობის მიუხედავად მისი მოშურნეობა უშედეგო გამოდგა: ისრაელმა, როგორც მისმა წინაპრებმა, არ ისურვა ჭეშმარიტი სიტყვის მოსმენა. იუდეველებმა მდუმარედ განაგრძეს თავიანთი ძველი ცხოვრება და უცხო კერპების მსახურება, რისთვისაც უფალი იერემიას მათთვის ლოცვას უკრძალავს (‘ნუ ილოცავ ამ ხალხისთვის, ნუ აღავლენ მათთვის ლოცვა-ვედრებას, რადგან არ გავიგონებ მათ ღაღადისს ჩემდამი, როცა გასაჭირში იქნებიან” მხ. 14).
მხ. 18-23. ანათოთში, იერემიას ქალაქში, ღვთის სიტყვისადმი განსაკუთრებული სიძულვილი გამოვლინდა, რაც წინასწარმეტყველის წინააღმდეგ შეთქმულებაში და მისი მოკვლის მცდელობაში გამოიხატა. მხოლოდ უზენაესისაგან წინდაწინ იერემიასადმი განცხადებულმა საიდუმლომ მას მისცა შესაძლებლობა, თავი გადაერჩინა უმძიმესი განსაცდელისგან.
თავი 12


თავი 13


   მხ. 1-3. ‘ასე მითხრა უფალმა: ‘წადი, იყიდე სელის სარტყელი, შემოირტყი წელზე და წყალში არ ჩადო”. ვიყიდე სარტყელი უფლის სიტყვისამებრ და შემოვირტყი წელზე. და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი მეორედ: აიღე ეს სარტყელი, რომელიც იყიდე და წელზე გაქვს შემორტყმული; ადექი და წადი ევფრატში და დამალე იქ, კლდის ნაპრალში”. წინასწარმეტყველი უფლისაგან დავალებას ღებულობს: მან უნდა იყიდოს სელის სარტყელი და მუდმივად წელზე შემორტყმული ატაროს. სარტყელი სიმბოლოა იუდეველი ხალხისა, რომელიც უფალმა საკუთარ თავთან ძლიერ ახლოს დააყენა. იერემია ნაყიდ სარტყელს უფლის ბრძანებისამებრ არ დებდა წყალში, რომ იგი არ გაფუჭებულიყო. მსგავსადვე უზენაესი იფარავდა რჩეულ ერს წარმართულ კაცობრიობასთან აღრევისგან. ბოლოს წინასწარმეტყველი დავალებას იღებს, ეს სარტყელი მდინარე ევფრატზე მიიტანოს და მასში ჩადოს (იმგვარად, რომ წყალი ასველებდეს) მხოლოდ ისე, რომ დინებამ სარტყელი არ წაიღოს.
განმმარტებლები ვარაუდობენ, რომ ნახსენებ ევფრატში მოიაზრება არა შორეული მესოპოტამიის (რომლის ნაპირზე იყო გაშენებული ქალაქი ბაბილონი), არამედ ანათოთთან ახლოს არსებული მცირე ზომის მდინარე ვადი ფარა. იგი გარკვეული თანაჟღერადობაშია ევერატთან (ევფრატი \ ვადი ფარა) და სიმბოლურ შინაარსს გადმოგვცემს. კერძოდ, დადგება ჟამი, როდესაც იუდეველები, მსგავსად სარტყელისა, ქალდეაში გადასახლდებიან და მათ ცხოვრებაში სამოცდაათ წლიანი ტყვეობის დროება დადგება.
მხ. 6-7. ‘გამოხდა ხანი მრავალი და მითხრა უფალმა: ადექი, წადი ფერათს და აიღე იქიდან სარტყელი, რომლის დამალვა მე გიბრძანე. წავედი ფერათს, გავთხარე და ამოვიღე სარტყელი იმ ადგილიდან, სადაც დამალული მქონდა. აჰა, დამპალიყო სარტყელი, აღარაფრად ვარგოდა”. მრავალი დღის შემდეგ უფალი იერემიას უცხადებს, რომ იგი ევფრატზე მივიდეს და აიღოს სარტყელი, რომელიც იქ შეინახა. წინასწარმეტყველს ადგილზე დამპალი ნაჭერი ხვდება, რომელიც არაფერში გამოდგება. ამგვარადვე დაემართება იუდეველი ერს, რომელმაც უარი განაცხადა უზენაესთან ურთიერთობაზე.
მხ. 15-27. წინამდებარე თავის ბოლოს იერემია მიუთითებს, რომ სინანული ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუ წინასწარმეტყველის ეს სიტყვებიც არავინ ისმინა, მას მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ იუდეის მომავალი დაღუპვა წინდაწინ დაიტიროს.
თავი 14


თავი 15


   მხ. 1. ‘მითხრა უფალმა: თვით მოსე და სამუელიც რომ დადგნენ ჩემს წინაშე, არ იქნება ჩემი სული ამ ხალხთან…” ისეთი ძლიერი მეოხებიც კი როგორებიც იყვნენ მოსე და სამუელი უძლურნი იქნებიან უზენაესის წინაშე, რათა საკუთარი ერის წყალობა ითხოვონ.
მხ. 10-21. ‘ვაიმე, დედაჩემო, რადგან მშობე მე მთელი ქვეყნის მოცილედ და მოდავედ. არც გამისესხებია და არც არავის უსესხებია ჩემგან, და მაინც ყველანი მე მწყევლიან…” იერემია იტანჯება, როდესაც ხედავს, თუ როგორ მძვინვარებას იწვევს მისი სიტყვები ხალხში. როგორც შესავალ ნაწილშიც შევნიშნავდით, იერემია მასზე წინ მოღვაწე წინასწარმეტყველთაგან სწორედ იმით სხვაობს, რომ საკუთარ უკმაყოფილებას, გულისტკივილს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ხმამაღლა გამოთქვამს. მითითებული ადგილი ამის ნათელი დასტურია. უზენაესი მას განმტკიცებას ჰპირდება, თუმცა იერემიას უჭირს სულიერად გამხნევება. მის შინაგან სამყაროში ჩნდება კითხვები: ნუთუ კიდევ დიდხანს მოუწევს ტანჯვა? ის ხომ უზენაესის მიერ დაკისრებული საქმიანობის  გამო იტანჯება. თავდაპირველად წინასწარმეტყველი საოცარი მოშურნეობით შეუდგა მოღვაწეობას და ახალგაზრდობის ასაკიდანვე უარი თქვა ამასოფლის სიკეთეებზე. მაგრამ ამჟამად მას ძლიერ უჭირს, უჭირს ატაროს წინასწარმეტყველის მძიმე ტვირთი და ვერც გარდასრულ მხნეობას გრძნობს. უფალი მას ჰპირდება, რომ თუ ის ძალ\ღონის მოკრებას კვლავ შეეცდება, ზეგარდამო ძალა ხელახლა განაახლებს და აღადგენს მასში დაშრეტილ ძალებს.


თავი 16


   წინამდებარე თავიდან ვგებულობთ, რომ იერემიას უფალმა ქორწინება აუკრძალა;
მხ. 1. ‘და იყო სიტყვა უფლისა: ნუ მოიყვან ცოლს და ნუ გეყოლება ძენი და ასულნი…” იუდაური სახელმწიფოს ტრაგიკული მომავლის ნიშნად უზენაესი წინასწარმეტყველს დაქორწინებას უკრძალავს. ოჯახური ცხოვრება იერემისათვის ერთგვარი ნუგეში იქნებოდა იმ ფონზე, როდესაც ისრაელის უდიდესი ნაწილი მას სიძულვილით უყურებდა, თუმცა საღვთო განზრახვით დიდმა წინასწარმეტყველმა ამ ნუგეშზეც უარი უნდა თქვას და ყოვლითურთ ზეცას დაემორჩილოს.
თავი 17

თავი 18


   მხ. 1. ‘სიტყვა, რომელიც იყო უფლისაგან იერემიას მიმართ: ‘ადექი და ჩადი მექოთნის სახლში და იქ გაუწყებ ჩემს სიტყვას!” და მე ჩავედი მექოთნის სახლში და ის აკეთებდა თავის საქმეს ჩარხზე და ჭურჭელი, რომელსაც ის აკეთებდა თიხისგან, გაფუჭდა მექოთნის ხელში. მიუბრუნდა და სხვა ჭურჭელი გააკეთა…” უზენაესს აქვს ხელმწიფება, აღთქმა დადოს იმასთან, ვისთანაც მოისურვებს, მსგავსად მექოთნის საქმიანობისა. ამა თუ იმ ერის მდგომარეობის ცვალებადობის შესაბამისად იცვლება შემოქმედის დამოკიდებულება მათდამი; იერემიას მიერ ხალხისთვის გაცხადებულმა ამ უწყებამ სრულიად საპირისპირო განწყობები გამოიწვია. ისინი კიდევ უფრო მეტად დაუპირისპირდნენ წინასწარმეტყველს.

თავი 19


   მხ. 1.  ‘ასე თქვა უფალმა: წადი და იყიდე მექოთნის თიხის დოქი და წაიყვანე ვინმე ერის და მღვდლების უხუცესთაგან და გადი ბენ-ჰიმონის ჭალაში, რომელიც ხარშითის კარიბჭის შესასვლელშია და წარმოთქვი იქ ეს სიტყვები”. წინასწარმეტყველი ამ სიტყვაში იუწყება იმის შესახებ, რომ იუდეა კერპთმსახურების გამო დაისჯება უზენაესისგან, იერუსალიმი გაუკაცრიელდება. მასში მცხოვრებნი თავიანთი შვილების ხორცს შეჭამენ. იერემიას ეს სიტყვები სრული სიზუსტით აღსრულდა. ბაბილონელთა ალყისას იყო შემთხვევები, როდესაც ძლიერი შიმშილის გამო იერუსალიმის მკვიდრნი საკუთარ შვილებს ჭამდნენ.
მხ. 10-11. ‘და დალეწე დოქი შენთან მოსული კაცების თვალწინ და უთხარი მათ… ასე დავლეწავ მე ამ ხალხს და ამ ქალაქს, როგორც ლეწავენ მექოთნის ჭურჭელს”.

თავი 20


   მე-19 თავში ქოთანთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ ბოლო მუხლებში აღწერილია, როგორ შევიდა იერემია უფლის ტაძრის ეზოში და იქ შეკრებილ საზოგადოებას იერუსალიმის განადგურების შესახებ ამცნო. მე-20 თავიდან კი იწყება თხრობა, თუ როგორ მოექცნენ წინასწარმეტყველს მისი ხსენებული სიტყვის წარმოთქმის შემდეგ.
მხ. 1. ‘და მოისმინა ფაშხურმა, მღვდელ იმერის ძემ – ის კი მთავარი ზედამხედველი იყო უფლის სახლში – ეს სიტყვები… და სცემა ფაშხურმა იერემიას და გააკრა ბოძზე…” ფაშხური მამის მსგავსად თავად იუდეველი მღვდელი იყო, როგორც ტექსტიდან ირკვევა, ის საკუთარ თავს წინასწარმეტყველის სახელსაც მიაწერდა.
მე-3 მუხლში მოთხრობილია, როგორ მოახსნევინა ფაშხურმა იერემია მეორე დღეს ბოძიდან და წინასწარმეტყველი მას სიტყვით მიმართავს: ‘ფაშხური კი არ გიწოდა შენ უფალმა, არამედ ‘საშინელება ირგვლივ”. იერემია აგრძელებს წინასწარმეტყველებას და კვლავ იერუსალიმის დაქცევის შესახებ იუწყება. სწორედ აქ, მე-4 მუხლში, ჩნდება პირველად ცნობა დამპყრობთა ვინაობის შესახებ. თუ აქამდე იუდეის დამსჯელად ჩრდილოეთი და მისგან მომავალი საბრთხე სახელდებოდა, ამჯერად იერემია ბაბილონის სამეფოს ახსენებს.
მხ. 14\18. ‘წყეული იყოს დღე, როცა დავიბადე! დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული! იმ ქალაქებივით დაემართოს ამ კაცს, უფალმა რომ დაამხო შეუბრალებლად, წივილ-კივილი ესმოდეს დილაობით და ბრძოლის ყიჟინა შუადღისას ბარემ საშოშივე მოგეშთე, რომ ჩემს საფლავად ქცეულიყო დედაჩემი და მისი საშო მარად ორსული დარჩენილიყო. რისთვის გამოვედი საშოდან, თუ მხოლოდ სატანჯველს ვნახავდი და სირცხვილში დასრულდებოდა ჩემი დღეები”. უდიდესი შეურაცხყოფა, რაც თანატომელებმა წინასწარმეტყველს მოაწიეს, იერემიას სიმწრით ათქმევინებს სიტყვებს, რომელნიც მითითებულ მუხლებშია წარმოდგენილი. წარმოდგენილი სიტყვებიდან ჩანს, რომ მისი ყოფა გაუსაძლისი იყო და სწორედ სულგამწარებულმა (მსგავსად იობისა) წარმოთქვა ეს სიტყვები.


თავი 21


   წინამდებარე თავში მოთხრობილია მოვლენები, რომლებიც ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის ალყის მოქცევის ფონზე მიმდინარეობს. იუდეის მეფე სედეკია (ციდკიაჰუ) ხალხს აგზავნის იერემიასთან, რათა ამ უკანასკნელს ქალაქის ბედის შესახებ ჰკითხოს. იერემია აცხადებს, რომ ღმერთი არამარტო უარს ამბობს იუდას დახმარებაზე, არამედ თავად იბრძოლებს მათ წინააღმდეგ და ყველას, ვინც ცოცხალი დარჩება, ნაბუქოდონოსორს გადასცემს. როგორც ჩანს სედეკია ჰქონდა იმედი, რომ უზენაესი იერემიას პირით მას იმგვარადვე აუწყებდა მომავლის შესახებ, როგორც ეს მეფე ეზეკიასა და ისაიას შემთხვევაში მოხდა. თუმცა სედეკია, ეზეკიასგან განსხვავებით, ამგვარ წყალობის ღიესი აღარ ხდება.
მხ. 8-10. ‘ამ ხალხს კი უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი; აჰა, დამიდევს თქვენს წინაშე სიცოცხლის გზა და სიკვდილის გზა. ვინც დარჩება ამ ქალაქში, მახვილით ან შიმშილით ან შავი ჭირით მოკვდება. ვინც გავა და ჩაბარდება ქალდეველებს, რომელთაც ალყაში ვყავართ, გადარჩება და ნადავლად ექნება საკუთარი სიცოცხლე. რადგან საუბედუროდ მივაქციე ჩემი სახე ამ ქალაქისკენ, არა სასიკეთოდ, ამბობს უფალი; ხელში ჩაუვარდება ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში დაწვავს მას”. წინასწარმეტყველი იმათ, ვისაც გადარჩენა სურს, ჩაბარებისკენ მოუწოდებს.


თავი 22


   წინამდებარე თავში იერემია 1\9 მუხლებში იუდეის მეფეს, მის ქვეშევრდომებსა და მთელს ერს მიმართავს და ამბობს, რომ მათზე მომავალი მსჯავრი სამართლიანი იქნება და თუ ისინი სიმართლეს შეიყვარებენ და ცხოვრების წესად აქცევენ, დავითის ჩამომავალთა მეფობა არასოდეს დასრულდება. ამის შემდეგ 22-ე თავში იერემია უშუალოდ იუდეის სამეფოს ხელმძღვანელობას მიმართავს.
მხ. 11-12. ‘რადგან ასე თქვა უფალმა შალუმზე, იუდეის მეფის იოშიას ძეზე …აღარ დაბრუნდება იგი აქ. რადგან იმ ადგილზე, სადაც დაასახლეს, იქ მოკვდება და ამ ქვეყანას ვეღარ იხილავს”. აქ ხსენებული შალუმი 4 მეფ. 20.30 საფუძვლებზე შეიძლება ვთქვათ, რომ იოშიას შვილი და ტახტის მემკვიდრე იოახაზია (იეჰოახაზი), როგორც ჩანს, იგი სალუმად სამეფო ტახტზე ასვლამდე იწოდებოდა.  იოახაზმა მხოლოდ 3 თვე იმეფა და ამის შემდეგ ეგვიპტის ფარაონმა იგი ტყვედ წაიყვანა, ხოლო მის შემცვლელად იოახაზის უფროსი ძმა იოაკიმი (იეჰოაკიმი, იოშიას შუათანა შვილი) დატოვა, რაც ბაბილონელი მეფის ძლიერ აღშფოთებას იწვევდა, რადგან ქალდეველი იერარქებისათვის ფარაონი და მის მიერ შერჩეული ნებისმიერი კანდიდტი უკიდურესად მიუღებელი იყო.
მხ. 19. ‘ვირის დამარხვით დაიმარხება, ამოათრევენ მას და მოისვრიან იერუსალიმის კარიბჭეთა მიღმა”. ეს სიტყვები იოაკიმეს მიემართება. შესაბამისად იერემიას მორიგი წინასწარმეტყველება იოახაზის შემდეგ მის უფროს ძმას უკავშირდება. მეფეთა წიგნი (4 მეფ. 24) მართალია, იოაკიმეს მოკვლისა და უპატიოდ დაკრძალვის თაობაზე არაფერს ამბობს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იერემიას სიტყვების ჭეშმარიტებას. მეფეთა წიგნებით ირკვევა, რომ იოაკიმე მამათა საძვალეს მიაბარეს, მაგრამ სულაც არაა გამორიცხული, რომ მოგვიანებით, როდესაც იერუსალიმში ძლიერი ვნებათაღელვა აღიძრა, მისდამი უარყოფითად განწყობილმა იუდეველებმა თავიანთი ყოფილი მეფე საფლავიდან ამოთხარეს და უპატიოყვეს. აქვე ორი სიტყვით შევნიშნავთ, რომ იოაკიმე ანგარებისმოყვარე იყო და ხშირად დაქირავებულ მონებს გასამრჯელოს არ უხდიდა. იერემია ამის გამოც ამხელდა მეფეს (იერ. 22. 13).

თავი 23


   იერემია ამ თავში ძირითად ყურადღებას ცრუ წინასწარმეტყველებს უთმობს და მათ უკეთურებას განაქიქებს. თავად კი მუდმივად მძიმე მომავლის შესახებ იუწყებოდა და სწორედ ამიტომ იუდეის სამეფოში მცხოვრები ადამიანების უდიდესი ნაწილი, რომელსაც წინასწარმეტყველის სიტყვა ოდნავაც არ აღელვებდა, მას ერის მოღალატედ და საკუთარი სამშობლოსთვის ცუდის მოსურნედ მიიჩნევდა. ადამიანები მას შეხვედრისას დაცინვით ეკითხებოდნენ, თუ რა იყო ის ახალი უბედურება, რასაც იერემია ამჯერად გააჟღერებდა.


თავი 24


მხ. 1-10. მეფე იექონია (იოაკიმეს, იოშიას უფროსი შვილის ვაჟი) თავის ქვეშევრდომებთან ერთად ნაბუქოდონოსორის მიერ ბაბილონში იქნა გადასახლებული. სწორედ ამ დროს იერემიამ იხილვა ორი კალათი \  ერთში ძლიერ კარგი ლეღვი იდო, ხოლო მეორეში \ უვარგისი ლეღვი ჩაელაგებინათ. უფალი ამ ხილვის განმარტებასაც იძლევა: კარგი ლეღვი სიმბოლოა ბაბილონში იექონიასთან ერთად გადასახლებული იუდეველებისა, რადგან ისინი ღვთის ნებას არ დაპირისპირებიან და მორჩილად გაყვნენ ქალდეველ ხელმწიფეს შორეულ ჩრდილოეთში, ხოლო უვარგისი ლეღვი სახეა სედეკიასა (იოშიას უმცროსი შვილი) და იუდეაში დარჩენილი იუდეველებისა (რადგან ისინი მთელი ძალით შეეცადნენ ნაბუქოდონოსორისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ, მაშინ როდესაც იერემია მეფესა და ხალხას ევედრებოდა, მოწეული განსაცდელი, როგორც ღვთისგან დაშვებული სასჯელი მიეღოთ).

თავი 25


   მხ. 1-11. იოაკიმეს (იოშიას ძის) მმართველობის მე\4 წელს ბაბილონში სამეფო ტახტზე ახალი ხელისუფალი \ ნაბუქოდონოსორი ადის  (604 წ.) და ამავე წელს გადამწყვეტ გამარჯვებას აღწევს ეგვიპტის ფარაონ ნეხაოზე კართამისთან გამართულ ბრძოლაში. ამით ნაბუქოდონოსორი მთელი წინააზიის ხდება. იერემია ამბობს, რომ მისი ამ დრომდე 23 წლის მანძილზე წარმოთქმული მოწოდებები იუდეველთა მოქცევისა და ჭეშმარიტი ღმერთის  აღიარების შესახებ უშედეგო აღმოჩნდა; ამიტომაც უზენაესი თავის მსახურს \ ნაბუქოდონოსორს ავალებს იუდეისა და მისი გარშემომყოფი ქვეყნების 70 წლით დატყვევებას (აქვე შეიძლება გამოვთავლოთ, იერემიას საწინასწარმეტყველო ასპარეზზე გამოსვლის წელიც: 604+23=627 წ.). მიუხედავად იმისა, რომ იერემია 25-ე თავამდეც არაერთგზის ახსენებს ბაბილონსა და ნაბუქოდონოსორს, სწორედ წინამდებარე თავში იუწყება წინასწარმეტყველი პირველად იუდეველთა 70\წლიანი ტყვეობის შესახებ.
მხ. 11. ‘გაოხრდება და გაუკაცურდება მთელი ეს ქვეყანა, ბაბილონის მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს ეს ხალხები”. იერემია ზუსტად მიუთითებს ტყვეობის ხანგრძლივობაზე \ 70 წელი. ეკლესიის მამათა განმარტებით, სამოცდაათწლიანი ტყვეობის დროის ათვლა 604 წლიდან იწყება, იმ ჟამიდან, როდესაც ნაბუქოდონოსორმა სძლია ფარაონ ნეხაოს, ეს უკანასკნელი მარცხამდე პალესტინის მფლობელად ითვლებოდა, თუმცა კართამისთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების წყალობით პალესტინისა და მისი მიმდებარე ქვეყნების მმართველი ნაბუქოდონოსორი ხდება. ტყვეობის დასასრულად, ეკლესიის მამათა განმარტებით, 537 წ. იუდეველთა შინ დაბრუნების განჩინებით მეფე კიროსის მიერ გამოცემული ბრძანება იგულისხმება (ზუსტად 68 წელი(604\537 წწ.) ანუ არა სრული 70 წელი; ბაბილონის იმპერია (მისი დედაქალაქი) სპარს\მიდიელთა გაერთიანებულმა ძალებმა ამ ბრძანების გამოცემამდე ორი წლით ადრე \ 539 წ. დაიპყრეს.

მხ. 12-23. 70 წლის შემდეგ ბაბილონი ‘რისხვის ღვინით სავეს თასს” შესვამს. იმავე თასს სხვა სახელმწიფოებიც დაეწაფებიან. იერემია ზედმიწევნით ჩამოთვლის მათ: იუდეა, ეგვიპტე, ყუცი, ფილისტიმელები, იდუმეა, მოაბი, ამონი, ფინიკიელები, არაბეთი, ელამი, მიდია და სხვანი, რომელთაც რიგში ბაბილონი უდგას.

თავი 26


   წინამდებარე თავში მოთხრობილია, თუ როგორ მოუწოდა უფალმა იერემიას სიტყვის წარმოსათქმელად იოაკიმეს მმართველობის დასაწყისში. ეს სიტყვა იერუსალიმის ტაძრის ეზოშია ნათქვამი, თუმცა ამ თავში მისი შინაარსი არაა გადმოცემული. იგი მე\7 თავის 3\15 მუხლებშია გაჟღერებული.
მხ. 7-19. მღვდლები და წინასწარმეტყველები იერემიას გამოთქმულმა აზრმა ძლიერ აღაშფოთა და მას მოკვლა დაუპირეს. იქვე თავი მოიყარეს იუდეველმა მთავრებმა; მათი ჩარევის შემდეგ წინასწარმეტყველი სიკვდილს გადაურჩა. მთავრები იხსენიებენ მიქია წინასწარმეტყველის მაგალითს, რომელიც იოთამის, აქაზისა და ეზეკიას (ციდკიაჰუს) მეფობისას მოღვაწეობდა იუდეის სამეფოში და იერუსალიმის დაქცევას წინასწარმეტყველებდა, თუმცა მეფე ეზეკიას იგი ამის გამო სიკვდილით არ დაუსჯია. შესაბამისად, არ იმსახურებს სიკვდილს იერემიაც.
მხ. 20-23. იმისთვის, რომ იუდეველნი რწმუნებოდნენ იერემიას სიტყვას იმავე შინაარსისი წინასწარმეტყველებით ასპარეზზე გამოდის ვინმე ურია შემაყის ძე კირიათ-იეყარიმიდან. ისიც იერუსალიმის დაქცევის შესახებ საუბრობს. მეფე იოაკიმემ ურიას მოკვლა დააპირა. ეს უკანასკნელი კი ეგვიპტეში გაიქცა და იქ შეაფარა თავი. თუმცა იოაკიმე საკუთარ ხალხს ეგვიპტეში აგზავნის და იერუსალიმში ჩამოყვანილი ურია მახვილით მოიკლა.
მხ. 24. ‘მაგრამ ახიკამ შაფანის ძის ხელი იყო ერემიასთან, რომ არ გადაეცათ იგი ერის ხალხის ხელთ მოსაკლავად”. ახიკამი ნაბუქოდონოსორის მიერ მომავალში იუდეის უკანასკნელი მეფის სედეკიას შემდგომ იუდეველთა მთავრად დადგენილი მამაა. იგი წარჩინებული პირი იყო და მისი მფარველობით იერემია ურიას ბედს აღარ იზიარებს.

თავი 27


   მხ. 1-11. სედეკიას (ციდკიაჰუს) მმართველობის პერიოდში იერემიამ მიიღო საუფლო უწყება, რომლის მიხედვითაც, მან კისერზე უღელი დაიდგა და ასეთივე უღლები გაუგზავნა ედომის, მოაბის, ამონის, ცორის (ტვიროსის), ციდონის (სიდონის) მეფეთა მიერ იუდეაში წარმოგზავნილ დელეგაციებს. იუდაში ჩამოსული დელეგაციების მიზანი საიდუმლო მოლაპარაკებები იყო. კერძოდ, ნაბუქოდონოსორმა ელამთა ბრძოლის დასაწყისში რამდენიმე წარუმატებლობა განიცადა, როგორც ჩანს, ამით დაიმედებული ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოთა მმართველები ფიქრობდნენ, რომ ბაბილონი ორი მიმართულებით ბრძოლას ვეღარ შეძლებდა და სამხედრო კავშირის დამყარების მიზნით ესტუმრნენ იუდეის დეაქალაქს, რათა ბაბილონური უღელი ერთიანი ძალებით მოეცილებინათ. ამ ქმედების არსი თავად უზენაესმა ახსნა: მეუფემ, ვითარცა ყოვლისმპყრობელმა, მთელი წინა აზია ნაბუქოდონოსორს გადასცა. ამიტომ ამ სახელმწიფოების მცდელობას, წინ აღუდგნენ განაზრახს, აზრი არ აქვს. ერთადერთი გამოსავალი უსიტყვო მორჩილებაა. იერემია აფრთხილებს ყველას, რომ არაა საჭირო იმ ცრუ დაპირებების დაჯერება, რომელსაც ასე უხვად არიგებენ ყალბი წინასწარმეტყველები, რომლებიც იერემიასაგან განსხვავებით, პირიქით, წინააღმდეგობისკენ მოუწოდებენ საკუთარ მოსახლეობას. აქვე შევნიშნავთ, რომ 26\ე თავში, დასაწყისში იეჰოაკიმის ნაცვლად ბიბლიურ ტექსტში სედეკია უნდა იყოს ნახსენები; ეს ამავე თავის მე\3 მუხლითაც დასტურდება.
მხ. 12-15. იერემია იგივეს ამცნობს მეფე სედეკიასაც.
მხ. 16-22. ნაბუქოდონოსორმა იუდეის მეფის იექონიას გადასახლებასთან ერთად ბაბილონში წაიღო იერუსალიმის ტაძრის ძვირფასი ჭურჭელი, ხოლო ადგილზე მეფედ სედეკია (ციდკიაჰუ) იექონიას ბიძა დატოვა. ცრუ წინასწარმეტყველები სწორედ ამ იერუსალიმის ტაძრის ჭურჭლისა და გადასახლებული იუდეველების სწრაფ დაბრუნებას წინასწარმეტყველებდნენ და ამით ცრუდ ანუგეშებდნე თანატომელებს. სწორედ ამის საპირისპირო ცნობებს ავრცელებს იერემია მითითებულ მუხლებში.

თავი 28


   წინამდებარე თავი შინაარსობრივად წინას გაგრძელებას წარმოადგენს. მასში გრძელდება იერემიას უღელთან დაკავშირებული ისტორია. კერძოდ, იმავე წელს, მეფე სედეკიას მოღვაწეობისას ასპარეზზე გამოდის გაბაონელი წინასწარმეტყველი ანანია. იგი იერემიას უფლის სახლში მღვდლებისა და მთელი ერის წინაშე მიმართავს და ამბობს, რომ იუდეველთა ბაბილონური ტყვეობა ორ წელში დასრულდება, რომ მეფე იექონია გადასახლებულ იუდეველებთან და ტაძრის ჭურჭელთან ერთად სწორედ ამ მოკლე ვადაში მობრუნდება სამშობლოში. ანანიას ამგვარი ცნობების ფონზე იერემიას სიტყვები 70 წლიანი ტყვეობის შესახებ მძიმე მოსასმენი იყო, თუმცა იერემია სიამოვნებით დათანხმდებოდა ანანიას ნათქვამს, ეს რომ მართალი იყოს. იერემია მსმენელებს რჯულში მოსეს მიერ დადგენილ წესს შეახსენებს (მეორე რჯ. 18.22) რომლის მიხედვითაც წინასწარმეტყველად ადამიანის წოდება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც მის მიერ წარსულში ნათქვამი მომავალში ახდება. ანანია იერემიას კისრიდან ჩამოხსნის ხის უღელს და ხალხის თვალწინ დაამსხვრევს მას. თითქოს ღვთისაგან შთაგონებული კი ამბობს: ‘ასე დავლეწავ ნაბუქოდონოსორის უღელს ორ წელიწადში ყველა ხალხის კისერზე”. შეკრების დასრულების შემდეგ იერემიას ეცხადება ღვთის სიტყვა, რომელიც მას ახალი, ამჯერად რკინის უღლის შესახებ აუწყებს: ‘წადი და უთხარი ანანიას, რომ ასე თქვა უფალმა: შენ ხის უღელი დალეწე, ახლა გაიკეთე მის ნაცვლად რკინის უღელი, რადგან…. რკინის უღელი დავადგი მე ყველა იმ ხალხთა კისერზე, რომ ემსახურონ ბაბილონის მეფეს” (მხ. 13-14). იერემია ანანიას  ბედსაც განაცხადებს: ‘თქვა უფალმა: აჰა, გადაგაგდებ მიწის პირიდან, ამ წელს მოკვდები, რომ განდგომას ლაპარაკობდი უფლის წინააღმდეგ”.


თავი 29


   მხ. 1-23. იერემია ბაბილონში გადასახლებულ იუდეველებს წერილს უგზავნის (იგულისხმება მეფე იექონიასა და იუდეველთა ნაწილის 597 წელს მომხდარი გადასახლება). წინასწარმეტყველი მათ მოუწოდებს, რომ ტყვეობას არ უყურონ, როგორც მსწრაფლწარმავალ მოვლენას, პირიქით, ისინი ბაბილონში დიდი დროით არიან ჩასული, ამიტომაც რაც შეიძლება მტკიცე სახლები, ლამაზი და შემოსავლიანი ბაღები გააშენონ. ასევე იზრუნონ დაქორწინებასა და გამრავლებაზე. ის წინასწარმეტყველები, რომელნიც საპირისპიროს ქადაგებენ, ცრუობენ. ჭეშმარიტებაა ის, რომ იუდეველები შუამდინარეთიდან 70 წლის შემდეგ დაბრუნდებიან. იერემია ასევე იუწყება, რომ იერუსალიმში (იუდეაში) დარჩენილი იუდეველებიც მალე გადასახლებულთა რიცხვს შეუერთდებიან. რაც შეეხება ცრუ წინასწარმეტყველებს \ აქაბსა და სედეკიას, რომელნიც ბაბილონში იმყოფებოდნენ და თვისტომთ ცრუ იმედებს უნერგავდნენ, მათ ნაბუქოდონოსორისაგან მოელით სასჯელი.
მხ. 3. იერემიას წერილამდე ბაბილონში მეფე სედეკია აგზავნის ელჩობას. მისი დანაბარები პირდაპირ ეხმიანება იერემიას სიტყვებს, როგორც ჩანს  იუდეველმა მეფემ წინასწარმეტყველის სიტყვები ირწმუნა.
მხ. 24-32. იერემიას წერილით აღშფოთებულმა ვინმე შემაიამ იერუსალიმელ მღვდლებს წერილი გამოუგზავნა ბაბილონიდან, რომელშიც იგი იერემიას დაპატიმრებას ითხოვდა. იერემია შემაიას უწინასწარმეტყველებს, რომ მას აღარ ეყოლება შთამომავლები და ვერასოდეს იხილავს სიკეთეს, რადგან ‘განდგომას ლაპარაკობდა უფლის წინააღმდეგ” (მხ. 32).

თავი 30

თავი 31


   წინამდებარე თავში წინასწარმეტყველი იერემია ისრაელისა და იუდეის სამეფოების შესახებ საუბრობს. მხ. 1\26. ამ მუხლებით გადმოცემულია უწყება ისრაელის 10 ტომიანი სამეფოს 722 წელს გასახლებული ხალხის სამშობლოში დაბრუნების შესახებ.
მხ. 15. ‘ხმაი ჰრამაით ისმა გოდებისა და ტირილისა და ტყებისაი მრავალი; რაქელ სტიროდა შვილთა თვისთა და არა უნდა ნუგეშინისცემის, რამეთუ არა არიან”. რამა ქალაქია, რომელიც ბენიამინის წილხვედრილ მიწაზე მდებარეობდა, იერუსალიმიდან ჩრდილოეთით ორი საათის სავალ გზაზე. იგი მაღალ ადგილზე იყო გაშენებული და იქიდან საკმაოდ კარგად ჩანდა უშორესი მიდამოებიც. რახელი \ იოსებისა და ბენიამინის დედა. იგი ისრაელის ათტომიანი სამეფოს მცხოვრები იუდეველებისათვის დასაბამის მიმცემადაა მიჩნეული. სწორედ მისი შვილიშვილის ეფრემის სახელი განეკუთვნა ჩრდილოეთის სამეფოს. მას იერემია რამაში მოტირლად წარმოგვიდგენს, ანუ რახელი ამ მაღალი ქალაქიდან გადაჰყურებს და ხედავს საკუთარი შვილების სამეფოს განადგურებას. ყოველივე ეს სიმბოლური ხასიათის უწყებაა, რადგან რაქელი ამ დროს უკვე საუკუნეების გარდაცვლილი იყო და რამადან საკმაოდ მოშორებით ბეთლემთან დაიკრძალა. ეს მუხლი მათე მახარებელმა გამოიყენა ბეთლემში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების აღსაწერად (მთ. 2.18).
მხ. 16. ‘და თქვა უფალმა: შეიკავე ხმა ტირილისაგან და თვალები ცრემლებისაგან, რადგან საზღაური აქვს შენს ნაშრომს… დაბრუნდებიან ისინი მტრის ქვეყნიდან”.
მხ. 23. ამ მუხლიდან იერემია იუდას სამეფოდან გადასახლებულთა დაბრუნების შესახებ საუბრობს.

თავი 32


   მხ. 1-15. მაშინ, როდესაც ქალდეველებმა იერუსალიმი ალყაში მოაქციეს (ნაბუქოდონოსორის II ლაშქრობა, 587 წ. იუდაში სედეკიას (ციდკიაჰუს) მეფობის მეათე წელი და ნაბუქოდონოსორის მეფობის მე\18 წელი) იერემია საპყრობილეში იმყოფებოდა. მიზეზი მისი დაპატიმრებისა იყო ის, რომ მეფე ციდკიაჰუს არ მოეწონა იერემიას წინასწარმეტყველება, რომელშიც ის იერუსალიმის დაცემის შესახებ საუბრობდა. თუმცა იერემია იგივეს იმეორებს მეფის წინაშეც (იერემიას სატუსაღოში გამწესების შესახებ უფრო ვრცლად 37\ე თავშია მოთხრობილი). პატიმრობაში მყოფ იერემიასთან მოდის მისი უახლოესი ნათესავი: ‘აჰა, ხანამეელი, შენი ბიძის, შალუმის ძე” (მხ. 7), რომელიც წინასწარმეტყველს ანათოთში მიწას სთავაზობს გარკვეულ საფასურად. იერემია ყველა წესის დაცვით ყიდულობს ხსენებულ მიწას. იერემია მიწის ნასყიდობის საბუთს თავის მოწაფეს ბარუქს გადასცემს შესანახად.
მხ. 16-25. იერემიას ლოცა. წინასწარმეტყველი ამ ვედრებაში გამოხატავს უდიდეს იმედს უზენაესის ყოვლისმპყრობელობისა და ყოვლისგანმგებლობის გამო. იერემიამ იცის რა, რომ მთელი იუდეა განადგურებისთვისაა განწირული, უფალს ეკითხება, თუ რატომ დაავალა მან ზემოთ ხსენებული მიწის ნაკვეთის ყიდვა.
მხ. 26-44. უფალი იერემიას პასუხობს, რომ იერუსალიმი ნამდვილად გადავა ქალდეველთა ხელებში და ამის მიზეზად ღმერთის უარყოფასა და კერპმსახურებას ასახელებს, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო ხვედრი. იერემიას მიერ მიწის ნაკვეთის ყიდვაც სწორედ ამის ნიშანია. ნასყიდობის საბუთები იუდეველებს კვლავ დასჭირდებათ, როდესაც ისინი საკუთარ სამშობლოში დაბრუნდებიან.

თავი 33


   მხ. 1-13. იერემია კვლავ პატიმრობაში იმყოფება და ისევ ღებულობს უზენაესისაგან უწყებას იერუსალიმის განახლების შესახებ.
მხ. 14-26. ‘იმ დღეებში და იმ ჟამს აღმოვუცენებ დავიტს მართალ ყლორტს, და ის იქმს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე” (მხ. 15). დავითის მართალ ყლორტში მომავალი მესია იგულისხმება და სწორედ ამის შესახებაა მითითებულ მუხლებში საუბარი.

თავი 34


   მხ. 1-7. იერემია მეფე სედეკიას აუწყებს, რომ მას ბაბილონში წაიყვანენ ტყვედ, თუმცა მეფე ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვლება ყოველგვარი ძალადობის გარეშე და დიდი პატივით მიებარება მიწას.
მხ. 7. იერუსალიმის კედლებთან ამ დროს სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. დედაქალაქთან ერთად იუდას მხოლოდ ორი გამაგრებული ქალაქი შემორჩა \ აზიკი და ლაქიში, დანარჩენმა ქალაქებმა მტრის შემოტევას ვეღარ გაუძლეს.
მხ. 8-22. მეფე სედეკიას წინადადებით მთავრებმა და ყველა შეძლებულმა იუდეველმა თანხმობა განაცხადეს მათთან მონად მომსახურე იუდეველი მამაკაცებისა და დედაკაცების გათავისუფლებაზე. ეს არ იყო არც შაბათის, არც საიუბილეო წელთან რაიმე კავშირში მყოფი მოვლენა, არამედ მეფემ სახელმწიფოში არსებული უმძიმესი ვითარების ფონზე გადაწყვიტა გარკვეული მოწყალება გამოეჩინა და უზენაესის გული მოეგო. მას შემდეგ, რაც ბაბილონურმა ჯარმა დროებით ბრძოლაზე უარი განაცხადა და უკან დაიხია  (მეფეთა წიგნებში ბაბილონელთა უკან დახევის შესახებ არაფერია ნათქვამი) და ზემოთ ხსენებულმა წარჩინებულმა იუდეველბმა გარკვეული შვება იგრძნეს, გათავისუფლებული მონები კვლავ დააბრუნეს და ხელმეორედ დაიმონეს. უფალი იერემიას აუწყებს, რომ ასეთი გულქვაობისა და მზაკვრობის გამო იუდეა უფრო მკაცრად დაისჯება.

თავი 35


   მხ. 1-11. იერემია ღვთის განჩინებით მეფე იოაკიმის მეფობისას ღებულობს დავალებას:  ‘წადი რეხაბელთა სახლში და ელაპარაკე მათ და მოიყვანე ისინი უფლის სახლში, ერთ-ერთ ოთახში, და ასვი მათ ღვინო”. რეხაბელები (1 ნეშტ. 2. 55) კენიელებად იწოდებიან და მათი წარმომავლობა ხამათს, ბეთრეხაბის მამას უკავშირდება და ისინი სამ ნაწილად განიყოფებიან: თირყათელნი, შიმყათელნი, სუქათელნი (რეხაბელთა სახლი სწორედ ბეთრეხაბის ჩამომავლები არიან). მათ შესახებ დაზუსტებული ცნობები არ გაგვაჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კენიელნი, ასევე რექაბელნი ძვ. აღთქმის საღვთისმსახურო წესებს ემორჩილებიან და ჭეშმარიტ ღმერთს აღიარებენ. გავიხსენოთ თუნდაც კენიელი მღვდელი იოთორი, მოსეს სიმამრი. იერემია რეხაბელებს ღვინით სავეს თასებს ახვედრებს და სთავაზობს რომ დალიონ, თუმცა ისინი წინასწარმეტყველს მიუგებენ: ‘ჩვენ არ ვსვამთ ღვინოს, რადგან იონადაბმა, რეხაბის ძემ, ჩვენმა მამამ, გვიბრძანა: ღვინო არ სვათ არც თქვენ, არც თქვენმა შვილებმა უკუნისამდეო!” (მხ. 6). მთელი ეს წყობა ამბებისა იმას ემსახურებოდა, რომ იუდეველებს ენახათ, თუ როგორ ასრულებდნენ რეხაბელები თავიანთი მამამთავრის დანაბარებს, მაშინ როცა, იუდეველნი უზენაესის სიტყვას არად აგდებდნენ.
მხ. 19. ‘ამიტომ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: არ დაელევა იონადაბ რეხაბის ძეს ჩემს წინაშე მჯდომი კაცი არასოდეს”. თავიანთი წინაპრის სიტყვის ამსრულებელი რეხაბელები განსაკუთრებულ კურთხევას ღებულობენ უზენაესისგან.

თავი 36


   იოაკიმეს მეფობის მე\4 წელს იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ: ‘აიღე გრაგნილის წიგნი და დაწერე მასზე ყველა ის სიტყვა, რომელიც მე გითხარი შენ ისრაელზე და იუდაზე…” (მხ. 2). აღნიშნული თარიღი (იოაკიმეს მეფობის მე\4 წელი) 604 წელია.  წინასწარმეტყველი სიტყვების ჩაწერას თავის მოწაფეს \ ბარუქს ავალებს, ხოლო თავად კარნახობს. იერემიას ცალკეული ჩანაწერები ადრეც ექნებოდა შესრულებული, მაგრამ ამჯერად უფლის ბრძანებით ის იმგვარ გრაგნილს ამზადებს, რომელზეც თავიდან ბოლომდე იუდას სამეფოს მიმართ მუქარის მომცველი სიტყვებია ასახული. რატომ გაჩნდა ამგვარი გრაგნილის დამზადების აუცილებლობა კონკრეტულად მითითებული ჟამისთვის? იერემიას მიერ ორი ათწლეულის მანძილზე ზეპირად წარმოთქმული წინასწარმეტყველებები სწორედ ამ დროიდან იწყებდა აღსრულებას: ამიტომაც კიდევ ერთხელ მსმენელისთვის თავის დროზე ერთგზის განცხადებულის კვლავ გაგებას ძლიერი ზეგავლენა უნდა მოეხდინა. მეორე მხრივ, იერემია თავად ვერ გამოდის ხალხის წინაშე (‘და უბრძანა იერემიამ ბარუქს ასე: მე დაპატიმრებული ვარ, არ შემიძლია უფლის სახლში წასვლა” მხ. 5); ამიტომაც იერემიას ზეპირი ქადაგება ბარუქის მიერ წაკითხულ ჩანაწერებს უნდა შეეცვალა. ამავდროულად სწორედ მითითებულ წელს (604 წ.) ადის ბაბილონის სამეფო ტახტზე ქალდეველთა ახალი ხელმწიფე \ ნაბუქოდონოსორი და წინასწარმეტყველის მიერ იუდეის სამეფოსთან დაკავშირებით წარმოთქმული წინასწარმეტყველებები პირდაპირ კავშირშია ძლევამოსილი ბაბილონელი მეფის სახელთან.
მხ. 4. ‘უხმო იერემიამ ბარუქ ნერიას ძეს და დაწერა ბარუქმა გრაგნილზე იერემიას კარნახით უფლის ყოველი სიტყვა, რაც ნათქვამი ჰქონდა იერემიასთვის
მხ. 5. იერემია ამ მუხლში (როგორც ეს ზემოთაც დავიმოწმეთ) საკუთარი პატიმრობის შესახებ საუბრობს: ‘მე დაპატიმრებული ვარ”. მაგრამ მე\19 მუხლიდან ირკვევა, რომ პატიმრობაში არ იგულისხმება სატუსაღოში ყოფნა, არამედ წინასწარმეტყველს აკრძალული ჰქონდა ხალხში გასვლა და ქადაგება.
მხ. 6. ‘შენ თვითონ წადი უფლის სახლში და, მარხვის დღეს, ხალხის გასაგონად წაიკითხე ეს გრაგნილი, რომელზეც ჩემი კარნახით გაქვს უფლის სიტყვები დაწერილი; მთელი იუდას ხალხის და მისი ქალაქვბიდან მოსულთა გასაგონად წაიკითხე”. ბარუქმა გრაგნილი ‘მარხვის დღეს” უნდა წაიკითხოს. უცნობია, თუ რომელი მარხვისას ხდებოდა ხსენებული მოვლენა. ძნელბედობის ჟამს ზოგჯერ გაუთვალისწინებელი, რჯულით დაუდგენელი მარხვებიც განიმწესებოდა, რათა მოსახლეობას გარკვეული ღვაწლი ეტვირთა და უზენაესის წყალობა მოეპოვებინა.
მხ. 9-26. ბარუქის მიერ ტაძარში წაკითხული წიგნის შესახებ მაშინვე აუწყეს ერთად შეკრებილ მეფის მრჩევლებს. ისინი ბარუქს თავისთან მოაყვანინებენ და კვლავ წააკითხებენ იერემიას სიტყვებს. მოსმენილმა მათზე ძლიერი ზეგავლენა იქონია: ‘შიშით გადახედეს ერთმანეთს” (მხ. 16). ბარუქს უთხრეს, რომ ამ წიგნს მეფეს მიუტანდნენ.
მხ. 19. მთავრები ბარუქს ეუბნებიან: ‘წადი და დაიმალეთ შენ და იერემია და ნურავის ეცოდინება თქვენი ადგილსამყოფელი”. სწორედ ამ მუხლიდან ირკვევა, რომ იერემია არ იყო დაპატიმრებული პირდაპირი გაგებით.
იერემიას წინასწარმეტყველებას მეფე იოაკიმეს წინაშე კითხულობენ, თუმცა მეფე სამი \ ოთხი სვეტის წაკითხვის შემდეგ გრაგნილს წაკითხულ ნაწილს აჭრიდა და იქვე, ბუხარში, დანთებულ ცეცხლში აგდებდა. იოაკიმემ კითხვის დასრულებისას, როდესაც მთელი წიგნი ნაწილ\ნაწილ ცეცხლში დაწვა, ბრძანა, იერემია და ბარუქი შეეპყროთ, თუმცა როგორც მე\19 მუხლიდან ვგებულობთ, საღვთო განგებით ორივე წინასწარმეტყველი წინდაწინ ღებულობს ზომებს, რათა განრისხებულ მეფეს არ ჩავარდნოდნენ ხელთ.
მხ. 27-32.  იერემია ხელახალი უზენაესისგან ხელახალი განჩინება ეუწყება. მან ახალი წიგნი უნდა დაწეროს, ხოლო იოაკიმეს უნდა ამცნოს, რომ მეფის თავხედობა დაუსჯელი არ დარჩება: ‘ამიტომ თქვა უფალმა იოაკიმზე, იუდას მეფეზე: არ ეყოლება მას დავითის ტახტზე მჯდომი, მისი გვამი კი ეგდება დღისით პაპანაქებაში და ღამით ყინვაში” (მხ. 30). იექონიამ, იოაკიმეს ძემ, მხოლოდ 3 თვე იმეფა. მის შემდეგ ტახტზე იოაკიმეს ძმა \ სედეკია ავიდა და ამით იერემიას სიტყვები სრული სიზუსტით ახდა. იოაკიმეს დაკრძალვის შესახებ იხ. იერემ. 22.19.
მხ. 32. ‘აიღო იერემიამ მეორე გრაგნილი და მისცა იგი ბარუქ ნერიას ძეს, მწერალს, და მანაც დაწერა მასზე იერემიას კარნახით ყოველი სიტყვა იმ წიგნისა, რომელიც დაწვა ცეცხლში იეჰოაკიმმა, იუდას მეფემ. მას კიდევ დაემატა სხვა ბევრი მსგავსი სიტყვა”.  მეორე გრაგნილზე არა მარტო პირველის შინაარსი განმეორდა, არამედ მრავალი ახალი სიტყვა დაემატა. სავარაუდოდ, პირველისგან განსხვავებით მასში ისტორიული ხასიათის თხრობაც აისახა. წიგნი კვლავ იერემიას კარნახით ბარუქ წინასწარმეტყველის მიერ იწერება.

თავი 37


   მხ. 1-10. იექონიას სამთვიანი მეფობის შემდეგ ნაბუქოდონოსორის უშუალო გადაწყვეტილებით ტახტზე მისი ბიძა \ სედეკია ადის. თავდაპირველად სედეკია ნაბუქოდონოსორს სრულ მორჩილებას უცხადებდა, მაგრამ მოგვიანებით მისი პოლიტიკა იცვლება და იუდას მეფეს სიმპატიები ბაბილონის დაუძინებელი მტრის \ ეგვიპტისკენ გადაიხრება. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ნაბუქოდონოსორმა იერუსა……

რუსულიდან თარგმნა ირაკლი ორჟონიამ

ნახვა: 1161

ტეგები: old_testament, qwelly, აღთქმა, იერემია, ძველი, წინასწარმეტყველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

While the decision to eschew

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 24, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Embracing the Unknown

While the decision to eschew PTRs may result in more bugs and glitches, it also paves the way for unexpected delights and unforgettable moments. In a world where information is readily available and secrets are few and far between, the allure of the unknown holds a special charm. By allowing players to stumble upon WoW Classic SoD Gold new content organically, the Season of Discovery rekindles the spirit…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters