მონ-სენ-მიშელი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე წმინდა მიქაელის მთა, ციხე-სიმაგრედ გადაქცეული პატარა კლდოვანი კუნძულია.

სენ მიშელის ყურის სამი კუნძულიდან ერთადერთია დასახლებული. დღესდღეობით ითვლის 80 მაცხოვარს. 1879 წლიდან კუნძულს და კონტინენტს აერთებს დამბა.

1874 წელს კუნძული არქიტექტურის ძეგლადაა მიჩნეული, 1979 წლიდან – იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.

სააბატოს მთავარი მშვენება – XIII საუკუნეში აგებული ტაძარია. მის ქვეშ, ღრმად კლდეში კიდევ უფრო ძველი ნაგებობებია – მიწისქვეშა სამრეკლოები, რომლებიც დღემდე შესანიშნავადაა შენახული. კიდევ რამდენიმე საუკუნის შემდეგ სენ–მიშელმა ის სახე მიიღო, რომელსაც დღევანდელი ტურისტი ხედავს. სააბატოსადმი ინტერესი მისი არსებობის პირველსავე დღეებიდან არ განელებულა: თავდაპირველად რელიგიური მიზნებით მხოლოდ მომლოცველები სტუმრობდნენ საფრანგეთის სხვადასხვა კუთხიდან და უახლოესი სახელმწიფოებიდან, დღეს ის ცნობისმოყვარე ტურისტებს მასპინძლობს მთელი მსოფლიოდან.

აღსანიშნავია, რომ მონ–სენ–მიშელის სააბატო დღეს საფრანგეთის ღირსშესანიშნაობებს შორის, ეიფელის კოშკის შემდეგ, პოპულარობით მეორე ადგილზეა.

სააბატოს შთამბეჭდავი ხედები, შიდა ნაგებობების დახლართული ლაბირინთები და კედლების უჩვეული სიმძლავრე არაა ყველაფერი, რაც სტუმრებს აოცებდა. მონ–სენ–მიშელის მთავარი თავისებურება მისი არაჩვეულებრივი მდებარეობა იყო: XIX საუკუნემდე სააბატომდე მისვლა მხოლოდ მოქცევის დროს შეიძლებოდა ნავებით, ან მიქცევის დროს ფეხით, ფსკერზე, რომელიც ჯადოსნურად ჩნდებოდა. მაგრამ ეს, ერი შეხედვით მარტივი გზა მომლოცველებისთვის უამრავ საფრთხეს მალავდა, უკან დახევისას წყალი აჩენდა ქვიშას, რომელსაც უყურადღებო მგზავრის ჩათრევა შეეძლო. სხვა საფრთხეც არსებობდა: ოდნავი დაგვიანების შემთხვევაში, თუკი მგზავრებს მოქცევის დაწყება გამორჩებოდათ, წყალი მომლოცველებს ისეთი სიჩქარით ეწეოდა, რომ გადარჩენის არანაირი იმედი აღარ იყო.

აქაურო მოქცევა დღემდე ერთ–ერთ ყველაზე მაღალ და სწრაფ მოქცევად ითვლება ევროპაში (წყალი 11 მეტრზე იწევს, სიჩქარე 20 კმ/სთ). მხოლოდ XIX საუკუნის დასასრულს შეაერთეს კუნძული მატერიკთან საგანგებოდ აშენებული დამბით, რომელზეც ერთ დროს ტრამვაი დადიოდა. დღეს ის ავტოტრანსპორტის ვიწრო გზამ შეცვალა.

ნახვა: 306

tamo: თებერვალი 20, 2013||11:12pm

tamo: თებერვალი 20, 2013||11:15pm

George: თებერვალი 22, 2013||8:40pm

Lashasgan iswavlet es sisulele ? _ videos da fotos dadeba komentarebshi ? ((

ლაშა: თებერვალი 22, 2013||8:43pm

აბა სხვა ვინ ასწავლიდა :))))))))) 

tamo: თებერვალი 22, 2013||11:14pm

kiiiii ,mshvenieriaa    komentebshi  potoebiiiiiii    :) ;) :) :) :) :) :) :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters