წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990 821.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 მაისი, 2020

      დამოუკიდებლობის დღის საერთაშორისო ზეიმი - ლინას ლინკევიჩუსი - მთელი გულით ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრეზიდენტი - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ კორონავირუსი დამარცხებული არ არის - ახლა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის. მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორი იქნება სამყარო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში. ბრიტანეთის დედოფალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენს ერთიანობასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას. ლევან დავითაშვილი - თავისუფლება და დემოკრატია ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ისრაელის ელჩი - დაარსების პირველივე დღიდან საქართველოს რესპუბლიკამ გამოამჟღავნა ერთგულება დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი. ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ძეგლები ყვავილებით შეამკეს. დავით ბაქრაძე - დამოუკიდებლობას სჭირდება დაცვა, საქართველოს მთლიანობას სჭირდება აღდგენა. გიგა ბოკერია - ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მთავრობა გვყავს, ამაზეც კი არ იზრუნა და ჩვენს ქუჩებში ეროვნული დროშები არ არის გამოფენილი. გიორგი მარგველაშვილი - საქართველო, ჩემო სამშობლო! გილოცავ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს - მივაღწიოთ თავისუფლებას ილია ჭავჭავაძის ხედვით. გიორგი კანდელაკი - დადგა დრო, ახლებურად გავიაზროთ დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობა. ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს - საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბედნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ. დავით ბაქრაძე - ზურაბიშვილის გაგება მაშინაც რთულია, როცა უნდა რომ ნათლად და გასაგებად ისაუბროს და როცა რაღაც ფოკუსებით და გამოცანებით საუბრობს, მითუმეტეს, რთულია. „ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, სხდომათა დარბაზს, სადაც საქართველოს დამფუძნებელთა კრება მუშაობდა, რესტავრაცია ჩაუტარდეს და იქ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართოს. ვილნიუსსა და კაუნასში შენობები და ხიდები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ვლადიმერ ზელენსკი - მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით - მჯერა, საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის სიმყარისა და ჩვენი ხალხების სიბრძნის. იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

      არადამოუკიდებელი ნაწილი - „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას, „ცხინვალში რუსეთის მზარდი და უკონტროლო გავლენის შესაკავებლად“, მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებისკენ მოუწოდებს. მეუფე მელქისედეკი - არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს მტერი და მოყვარე - რეალურად კი მადლიერება გვმართებს დასავლელი პარტნიორებისადმი. ბადრი ჯაფარიძე - ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ამაზე დღეს არ საუბარი ნიშნავს, რომ თვალი დავხუჭოთ ქვეყნისთვის დამანგრეველ სინამდვილეზე, რომელსაც არასდროს უნდა შევეგუოთ.

      არ დავიწყება კორონასი, აროდეს გვიზამს ზიანსა - მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთ-ერთ კრიტიკულ პაციენტს, რომელიც 80 წელზე მეტისაა, პლაზმით მკურნალობა ჩაუტარდა და შედეგი გამოიღო. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 11-ით გაიზარდა.

      ახლოწარსულის 26 მაისობა - ოთარ კახიძე 2011 წლის 26 მაისზე - ეს იყო სამარცხვინო ფურცელი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი აღლუმი ჩაეშალათ და მტრის სპეცსამსახურებთან იყვნენ კავშირზე. გიგა ბოკერია 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე - ასეთი რაღაც არასდროს არ უნდა მოხდეს, როგორი უპასუხისმგებლოც არ უნდა იყოს ხელისუფლების ოპონენტი. გია ვოლსკი - 2011 წლის 26 მაისს, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც სახლში მიასვენეს, განსაკუთრებული სისასტიკით იყო მოკლული, ამ ყველაფრის გამო ჩვენს ოპონენტებს უჭირთ ამ დღის გახსენება.

      გაზპრომი გვიბრუნდება - თურნავა გაზპრომზე - 15%-ით ხდება ფასის დაკლება, საჭიროების შემთხვევაში მეტად დავაკლებინებთ. ქართულმა ოცნებამ გაზპრომთან ხელშეკრულება განაახლა - ყველა პუნქტს გრიფით საიდუმლო ადევს.

      სტატისტიკური ბლოკი - „საქსტატის“ ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობა თვეში საშუალოდ 1 251.3 მლნ ლარის შემოსავალს იღებდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5.4 %-ით აღემატება. პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, საქართველოდან საზღვარგარეთ 10,5%-ით ნაკლები ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო ფულად ხარჯებში ყველაზე დიდი წილი, 37.8 %, სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს.

      გახარია დღის წესრიგში - ლევან გოგიჩაიშვილი - ვერ წარმომიდგენია, გიორგი გახარიას ენერგია ეყოს იმისთვის, რომ ოპოზიცია გახდეს - თუ ბატონმა ბიძინამ მისი შეცვლა გადაწყვიტა, წინააღმდეგობის რესურსს ვერ ვხედავ. „ნაცმოძრაობას“ გიორგი გახარიასთან კითხვები „გაზპრომთან“ დაკავშირებითაც აქვს. სალომე სამადაშვილი - ბატონ გახარიასთან უამრავი შეკითხვა გვაქვს.

      მეუფის მარტივი გათვლები - მეუფე ანტონი - დაფიქრდით, 25 მილიონი სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში 59 თეთრია, არ გრცხვენიათ, რას გვაყვედრიან?

      ბრიტანული აღიარება - დიდმა ბრიტანეთმა ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატები აღიარა.

      დაუზარალებლები - საია - პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარი უთხრა.

საზღვარგარეთულები:

      #PostCovid19: მექსიკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად ქვეყანაში სამუშაოს მილიონი ადამიანი დაკარგავს. ხარკოვის ერთ-ერთ კლინიკაში კორონავირუსით 20 მედიკოსი დაინფიცირდა. ესპანეთი შეზღუდვების მოხსნას განაგრძობს. საერთაშორისო მოგზაურები ესპანეთში ტურების დაჯავშნას ივლისიდან შეძლებენ. ჩეხეთმა ავსტრიასთან და გერმანიასთან სახმელეთო საზღვარი გახსნა. სომხეთში, ერთ დღეში, კორონავირუსის 289 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში, 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 8915 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 174 ადამიანი. ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარი დღეიდან მომლოცველებს მიიღებს. ფილიპინების პრეზიდენტი - ვიდრე ვაქცინა არ იქნება, სკოლებიც არ იქნება, თუ ვერავინ დაასრულებს სწავლას, ნუ დაასრულებს! მომავალი თვიდან გერმანია 31 ქვეყანასთან საზღვრის გახსნას აპირებს.

      პალესტინის მცველი - რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - პალესტინის მიწებს ვერავინ აიღებს.

      ავღანეთის პრეზიდენტი 2 000 „თალიბი“ პატიმრის გათავისუფლების პირობას დებს.

      ჯოს კანდიდატობა - დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი საკმარისად გონებამახვილი არ არის იმისთვის, რომ პრეზიდენტი იყოს, მან ისიც კი არ იცის, რომ მაგალითად ცოცხალია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 28

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

Kakha: მაისი 27, 2020||12:04am

ონლაინ ლექციას თემაზე "სამყარო პანდემიის შემდეგ" წაიყვანს "ფილოსოფოსი" გია ნოდია :D გია ნოდია ფილოსოფოსიცაა :D გვერდით კი იჯდება გიგი თევზაძე, ილიაუნის "პირველი რექტორი" და პირველი რექტორი რამე თანამდებობაა? :D თუ ძალით უქმნიან ისტორიას? :D

Kakha: მაისი 27, 2020||2:06pm

102 წლის მერე, ქვეყანაში გვყავს :D "გვარამია", ქათმის ბარკლის პიარის მედია მენეჯერები, რუსეთის წისქვილზე ოკეანის დამსხმელი მოძრაობები :D, "სირცხვილები", "შალიკოს მათე ბიჭი შეცვალეები" :D ვინ იფიქრებდა, 1993წელს გაუქმებული კგბ 2020 წელში საქართველოში ოპოზიცია-პოლიტიკურ სიტუაციას ჩაიგდებდა ხელში :D ნოე ჟორდანია როგორაა? არ დაურეკია? :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კორონასგან ჩაკეტილი სვანეთი და კანდიდატების ჭიდილი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 10, 2020.
საათი: 10:49pm 0 კომენტარი

      წინათ გასაჭირისა და შეჭირვების დროს ხალხი მთაში გარბოდა, ამჯერად ყველაზე მაღალი მთა ჩაიკეტა და იქიდან გამოქცევას ლამობენ. ის ორი კინკილა ტურისტიც კარანტინის ზონებში გადაიყვანეს - სვანეთში კორონას გავრცელებამ მისი ჩაკეტვა გამოიწვია. თბილისში კანდიდატებს ერთმანეთს აჯიბრებენ. ბაჩალიაშვილის საქმე ისევ პირადი ინფორმაციების გამომზეურებას მიყვება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 აგვისტო, 2020

      კორონა მაღალ…

გაგრძელება

მელომანი დიასახლისის ალბომები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 9, 2020.
საათი: 11:38pm 2 კომენტარი

      კორონას ეპოქის შემოქმედება არ მგონია მსოფლიო კულტურის ისტორიასი ახალ რენესანსად შევიდეს, მაგრამ ეპიდემიების ისტორიაში ყველაზე არტისტულ ხანად ნამდვილად შევა. რამდენიმე კვირის წინ ალბომებზე დისტანციის დაცვა უკვე შევეხეთ - სოციალური დისტანცია ალბომებზე, ახლა კი ერთ საკარანტინე სასტუმროს ფოტოგრაფია უნდა შემოგთავაზოთ. ლონდონის ერთ გარეუბანში არის პატარა სასტუმრო, სიდმარ…

გაგრძელება

ქუჩების გამოცოცხლება - მთელი მსოფლიო ერთი სცენაა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 8, 2020.
საათი: 7:46pm 3 კომენტარი

      მთელი დედამიწა სცენაა - ასეთი სლოგანი გაეშურა ანა ულმანი (Anna Ulman) ესპანეთის ქუჩებში და მარბელას სანაპიროებზე მოცეკვვავეების გადასაღებად. ცხადია, მოცეკვავეებიც თან გაიყოლა, მაგრამ სანახაობა შთამბეჭდავი გამოვიდა. ცეკვა როგორც სულის გამოძახილი, ანდა სულის მოძრაობა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახასიათო და გამომსახველობითი ხელოვნებაა, სწორედ ამიტომ ცეკვამ ქალაქები გამოაცოცხლა. ანას ობიექტივი ძირითადად ბალერინებსა და ბალერონებს დაეთმო,…

გაგრძელება

მეთორმეტე წელი აგვისტოს ომიდან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 7, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      როგორც ტრადიციულად აგვისტოში ხდება - დღევანდელი დღე სრულად მიეძღვნა 2008 წლის ომს, გახსენებებს, ურთიერთ ბრალდებებს, ოკუპანტის ლანძღვას, მუქარას და თითის ქნევას, ევროპელების შეგულიანებასა და სიტყვიერ მხარდაჭერას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 აგვისტო, 2020

      საკორონე ამბები - საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მარინა ეზუგბაიას…

გაგრძელება

Qwelly World

free counters