დეკემბერი დადგაო და ცამ ფერის ცვლის ნაცვლად, გააგრძელა წინა დღეების სითბო-სიცივე, წვიმა-ქარი, მზე და ღრუბელი. ამბობენ, კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება ასეო (მერე ალბათ ზამთარიც დადგება). პოლიტიკურ სარბიელზე კი აქციები არ წყდება და ყოველ დღე ახალი პიკეტირება, ახალი პროტესტი, დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა და მისთანანი გრძელდება როგორც თბილისში, ასევე დედაქალაქს მიაღმა საქართველოში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 დეკემბერი, 2019

      ოპოზიციონერობა და კონტრაქციობანა - გიორგი ვაშაძე - ყველანი ერთად ჩავალთ ქუთაისში მომდევნო კვირას და ნახავთ, რამდენი ვართ და რამდენს ამოუვიდა თქვენი უკანონობა ყელში. მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ლობიო თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს გარეთ დათესეს. გია ვოლსკი ქუთაისში „ნაცმოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტზე - ნებისმიერი შეხლა-შემოხლა და ჯახი, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს, აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განშტოებებს. ნიკა მელია - ბიძინა ივანიშვილს რომ დავესესხო, იგივეს ვეტყოდი - დიახ, კედელზე თავის რტყმას შეეშვან და თვალი გაუსწორონ უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს ქვეყანაში. პაატა დავითაია - გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ პიკეტისა და აქციების გაგრძელება მოგვიწევს. მოძრაობა „ლელო“ - „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ გამართული აქციები არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების მიერ მართული სამარცხვინო და სახიფათო მოვლენა. გიგა ბოკერია - სამარცხვინო კლოუნების გასაგონად ვიმეორებ, რომ ორივენი წინასწარ დავეთანხმოთ ნეიტრალური არბიტრის შეფასებას. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შესაძლოა, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნამდეც გაიმართოს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდნენ. გიორგი ვაშაძე - ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც შედგება და მესამეც. გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, რეგიონებში საპროტესტო აქციები ქუთაისიდან დაიწყება, რომელიც სავარაუდოდ, 6 დეკემბერს გაიმართება. გიორგი კახიანი - „გერმანული მოდელი“ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და ამას ხვდებიან პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლებიც, უბრალოდ, ამის აღიარება არ უნდათ. „წლის საუკეთესო მონა“ – ამ ლოზუნგით „შეცვალეს“ აქტივისტემა ირაკლი კობახიძისთვის სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან” ირაკლი კობახიძეს ხმაურითა და შეძახილებით დახვდნენ. „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. „ქართული ოცნების“ ოფისთან დაპირისპირებისას „სირცხვილიას“ ერთი აქტივისტი დაშავდა. „ქართული ოცნების“ ოფისთან შეხლა-შემოხლის დროს ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა. გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, პოლიცია აქციის მონაწილეებს „ოცნების“ ოფისის ტერიტორიის დატოვებას ავტობუსებით სთავაზობს, თუმცა ისინი უარს აცხადებენ. „ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიცია დაპირისპირებული მხარეების დისტანცირებას კორდონის მეშვეობით ცდილობს.

      ხმაური იყო მცხეთაშიც - დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან „გაბედეს“ რამდენიმე წევრი დააკავეს. მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე მოძრაობა „გაბედეს“ წევრებზე - ჩვენს თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენეს - შეურაცხყოფა ისაა, რომ გვისტვენენ, არ გვესაუბრებიან. მოძრაობა „გაბედეს" წევრი, რომელიც დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მცხეთის მერი მოძრაობა „გაბედეს“ აქციაზე - ხალხი მუშაობს აქ და იმათ აურზაურის ასატეხად ვერ შემოვუშვებდი.

      მოსამართლეების საქმე პარლამენტში - გიგა ბოკერია - ამ კვირაში აპირებენ სამარცხვინო მოსამართლეების საკითხის კენჭისყრას იურიდიულ კომიტეტზე - ისევ სპეცრაზმები უნდა მოიყვანონ, ან ღამე გაათენონ პარლამენტში, თორემ ისე, კომფორტულად, ამას ვერ იზამენ. ეკა ბესელია - მთელი ძალისხმევა, ჩემიც და სხვებისაც, მიმართული იქნება, რომ მოსამართლეების კენჭისყრაზე პარლამენტის წევრებმა ხალხის ხმა გაიგონონ. სალომე სამადაშვილი - ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ამ სიაში ყოფნა ალბათ, ძალიან შეურაცხმყოფელია. ანა დოლიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიაში მყოფებს მოვუწოდებ, მიბაძონ ზაზა თავაძეს და გაერიდნონ ამ სამარცხვინო პროცესს.

      მოსამართლეებიდან სასამართლოში - მელიას საქმე - ნიკა მელია და ქართუ ბანკი - გიგა ბოკერია „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებით ნიკა მელიას საქმეზე - თუ ივანიშვილი მორიგ სიგიჟეს ჩაიდენს, ვერ გადარჩება და კიდევ უფრო ტრაგიკული იქნება მისი პოლიტიკური ბედი. გიორგი ვაშაძე „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებით ნიკა მელიას საქმეზე - ხელისუფლებისგან კარგის მოლოდინი ვერ მექნება, ჩვენ თანაგუნდელები ვართ და ვიბრძოლებთ ბოლომდე. გიგა ბოკერია - თუ კატასტროფულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ნიკა მელიას საპატიმრო ვადას მიუსჯიან, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს მათ ბედს მომავალში. ნიკა მელია „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრება. „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა. ელენე ხოშტარია - ამ მომენტში ნიკა მელიას დაჭერა ვერ გაბედეს და მისი დეპუტატობიდან გაშვება უნდათ, რადგან დიდ დისკომფორტს უქმნის მონებს და ივანიშვილს. ნიკა მელია - სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება „კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე“ აღსასრულებლად გადის. ნიკა გვარამია - ხელისუფლების ამოცანაა, ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერება. გიგი უგულავა - ყველაზე კარგი სანახავი იქნება უმრავლესობის 92 „პატიოსანი გვამი“, რომელიც მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას თავიდან მიიღებს. პროკურორის განმარტებით, ნიკა მელიას შეუჩერდება თუ არა დეპუტატის მანდატი, პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. ნიკა მელია - საპატიმრო საკნის ოთხ კედელში გამოკეტვით ივანიშვილი ალიკაპს ვერავის გაუკეთებს. გიორგი მშვენიერაძე - მელიას ავტომატურად არ უწყდება უფლებამოსილება, რადგან ეს სასჯელი დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლებას კრძალავს, დეპუტატობა კი არჩევითი თანამდებობაა. დავით უსუფაშვილი - სრულიად აშკარაა, რომ ნიკა მელიას საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე მეტად, პოლიტიკური ინტერესია. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ნიკა მელიას 24 დეკემბრამდე დეპუტატის მანდატს შეუწყვეტენ. ეკა ბესელია - მმართველმა პარტიამ დემოკრატიის ნიღაბი ჩამოიხსნა და რეპრესიულ მოქმედებებზე გადავიდა. გიორგი კახიანი - დეპუტატის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, პარლამენტი ვალდებულია, შეუწყვიტოს მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პროკურორი - ნიკა მელიას მიმართ პატიმრობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რადგან სხვა ვერც ერთი ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის ადეკვატურ ქცევას. ადვოკატი ნიკა მელიასთვის შეფარდებულ განაჩენს გაასაჩივრებს. დავით უსუფაშვილი - თუ მოქმედი დეპუტატი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, პარლამენტმა მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე უნდა იმსჯელოს. გია ხუხაშვილი ნიკა მელიას განაჩენზე - ეს არის ტრაგედია, კომპრომატით მართული ქვეყანა ვერანაირ პოზიტივს ვერ შექმნის. რამაზ საყვარელიძე - ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს განაჩენი რბილია. სალომე სამადაშვილი - ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებაზე გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, რომელსაც პირადად ივანიშვილი მიიღებს. გია ვოლსკის შეფასებით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ძალაშია შესული, საფუძველია, რომ გადაწყვეტილება მიიღონ. ირაკლი კობახიძე - ნიკანორ მელია არის კრიმინალი. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მის ადგილს ბადრი ბასიშვილი დაიკავებს.

      მეორე საქმე - ხაზარაძე-ჯაფარიძე და იქვე წერეთელიც - ხაზარაძის და ჯაფარიძის საქმის პროკურორი - სასამართლოზე ვაპირებთ გამოვიკვლიოთ მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეების ჩვენებები, რომლებიც დაადასტურებენ 16 664 000 დოლარის მისაკუთრების ფაქტს. ხაზარაძე და ჯაფარიძე წარდგენილ ბრალს „აბსურდს და შეთითხნილს“ უწოდებენ, ავთანდილ წერეთელი კი აცხადებს, რომ „ვერ გაიგო, რა ბრალი აქვს“. ავთანდილ წერეთელი - საქმე არ არსებობს და რას წარმოადგენენ? კიდევ ერთხელ იმ სისულელეს გაიმეორებენ, რაც აქამდე იმეორეს. ადვოკატი - დღემდე ვერ მოვისმინეთ, კონკრეტულად რაში ედება ბრალი ავთანდილ წერეთელს. ბადრი ჯაფარიძე - ასეთი რამ არ მომხდარა, რაშიც ჩვენ ცილს გვწამებენ - ეს არის სიყალბით გაჯერებული პოლიტიკური დევნა. კახა კოჟორიძე - „თიბისი ბანკის" საქმის ირგვლივ პროკურატურა და „ქართული ოცნება" „ერთსულ და ერთხორც“ არიან. ზვიად კორძაძე - პროკურორს ვუსმინე და ერთი ანეკდოტი გამახსენდა: ადვოკატს პროცესზე ჩაეძინება, ბრალდებამ მოუმატა და მოუმატა ბრალს, ბრალდებულმა ადვოკატს ჩაარტყა, გაიღვიძე, თორემ დამხვრიტესო. მამუკა ხაზარაძე - კრიმინალ გახარიაზე საქმე უნდა აღიძრას. ბადრი ჯაფარიძე - სამწუხაროდ, იმის მტკიცება გვიწევს, რომ ორჯერ ორი არის ოთხი. ზვიად კორძაძე - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სადავო ტრანზაქციებიდან არათუ სარგებელი მიიღეს, არამედ მათი წილები ბანკში მნიშვნელოვნად შემცირდა. მამუკა ხაზარაძე - სასამართლოში სიარულით არ დავიღლებით და ყოველ ჯერზე გავიმეორებთ, რომ ივანიშვილს და მის ოცნებას საქართველოში მომავალი არ გააჩნია.

      გვარამია - ქვეყნის პატიმარი - პროკურატურა - ნიკა გვარამიას პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს. ნიკა გვარამია საქართველოდან წასვლას არ აპირებს.

      მკვლელობა პანკიში - შსს-მ პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. მერაბ ქავთარაშვილის ინფორმაციით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ისინი თბილისისკენ მოდიოდნენ.

      წასვლა - აკაკი ზოიძე პარლამენტს ტოვებს.

საზღვარგარეთულები:

      ჩინური კონტროლი - ჩინეთში მობილური ტელეფონების მფლობელებისთვის სახის სკანირება სავალდებულო გახდა.

      ქრისტიანების ბედი - ბურკინა ფასოში ქრისტიანულ ეკლესიაზე თავდასხმას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

      რუსეთის შემოერთება - უკრაინის ვიცე-პრემიერი - მზად ვართ, რუსეთის რამდენიმე რეგიონი უკრაინის შემადგენლობაში მივიღოთ. მარია ზახაროვა უკრაინის ვიცე-პრემიერს პასუხობს და აცხადებს, რომ „რუსეთის ერთ-ერთი რეგიონი უკვე იყო უკრაინის შემადგენლობაში და იქ არ მოეწონა“.

      ბელორუსიის აღსასრული - მედიის ინფორმაციით, რუსეთს და ბელარუსს მალე ერთიანი მთავრობა და პარლამენტი ეყოლება - როგორც ბელარუსის ელჩმა რუსეთში, ვლადიმირ სიამაშკამ TUT.BY-სთან ინტერვიუში განაცხადა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ორ ქვეყანას ერთიანი მთავრობა და პარლამენტი ეყოლება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 126

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters