ბოქლომების პერფორმანსი მაჟორიტარებს, ოქრუაშვილის მსჯავრი რობაქიძის საქმეზე და დეზინფორმაცია მედიაში

      პიკეტირებით, შეშითა და ქვიშით დაწყებული აქცია, სულ მალე ბოქლომებისა და ბიუროების აკეტვის აქციებში გადაიზარდა. თუ რევოლუციამდე მივიდა საქმე, ალბათ ბოქლომების რევოლუციას უწოდებენ და სიამაყით აღნიშნავენ კიდეც მომავალში. ვნახოთ რა მოხდება. იქამდე კი დღის თემა სწორედ მაჟორიტარებისთვის შექმინი დისკომფორტია, დეზინფორმაციობანა მედიაში და ოქრუაშვილის მსჯავრი რობაქიძის საქმეზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 22 ნოემბერი, 2019

      ბოქლომების პერფორმანსი და აჭედილი ბიუროები - ოზურგეთში არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისისთვის ბოქლომის დადებას დაპირისპირება მოჰყვა. ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ბიუროში იმყოფება თავად მაჟორიტარი დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი. თელავში პოლიციამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროსთვის ბოქლომების დადების საშუალებას არ მისცა. „ნაცმოძრაობის" წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს მთავარ შესასვლელს ბოქლომი დაადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მალევე მოხსნეს. აქციის მონაწილეებმა მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარული ბიუროს ოფისზე სტიკერები წარწერით „დალუქულია“ გააკრეს. მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტებმა ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ ქვარაიას პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. რუსთავში, მაჟორიტარი დეპუტატის პაატა მხეიძის ბიუროსთან ხმაური იყო. კასპში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი მეზურნიშვილის ბიუროსთან „ევროპული საქართველოს“ წევრებმა აქცია გამართეს. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან ხმაური იყო. არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და მომავალშიც ექნება სახელმწიფოს ამაზე რეაქცია. დეპუტატ მამუკა მდინარაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადების მცდელობას ხმაური მოჰყვა. არჩილ თალაკვაძე - მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ სიმშვიდე იქნება, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია. „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ქუთაისში, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, გიგა შუშანიას კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს. გორში, იოსებ მაკრახიძის მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციის მონაწილეებს მოქალაქეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. „კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე” - ამ ლოზუნგით 24 ნოემბერს საპროტესტო აქცია გაიმართება. არჩილ თალაკვაძე - ოზურგეთში საკმაოდ სასაცილო აქცია იყო, „ნაცმოძრაობას“ საჩუქრად დაჟანგული, ძველი ბოქლომი გადასცეს. ლევან კობერიძე - საზოგადოების მოტყუება არავის შერჩენია. გია ჟორჟოლიანი - შეგნებულად იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობაა“ და თუ არ იქნება „ოცნება“, მაშინ რევანშისტულად განწყობილი „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდება. მცხეთაში, მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ბიუროს ოფისისთან თორნიკე დიასამიძის გარდა, კიდევ ერთი პირი დააკავეს. ფოთში მერიის შენობასთან დაპირისპირება იყო, „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს „ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ცოცხები ესროლეს. დავით ჭიჭინაძე - ე.წ მეამბოხე დეპუტატები უფრო დიდი ბოქლომი აღმოჩნდნენ "ქართული ოცნებისთვის". „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თამჯდომარემ, ბოქლომი ფოთის რაიონული პროკურატორის ეზოში შეაგდო. გედევან ფოფხაძე - ამ ეტაპზე, მგონია, რომ პარლამენტის პიკეტირება უფრო სწორი იქნება, ვიდრე ბლოკირება. მამუკა ხაზარაძე - ხელისუფლების მიერ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან ცივილური გამოსავლის გზები უნდა ვიპოვოთ, რადგან პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს დასაცინი გავხდით. დავით უსუფაშვილი - თავად ივანიშვილი და მთავრობა ამბობს, „აღარ შეგვიძლია მართვა, გვიშველეთ რამეო“. გიორგი ჩაკვეტაძე - თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი ისტორიულ ნიშნულს აღწევს, ოპოზიცია კი საქართველოს დაბოქლომებას ცდილობს. თამარ ტალიაშვილი - ბოქლომიანმა წარსულის ქიმერებმა ჩვენი დღის წესრიგი არ უნდა შეცვალონ. ბექა დავითულიანი - რევოლუციური სცენარებით ვერაფერს მიაღწევთ, გარდა იმისა, რომ სამართალდარღვევებისთვის შესაბამის სასჯელს მიიღებთ. მამუკა მდინარაძე - დილიდან ვუყურებთ მეორადი „კმარელების“ უნიჭო პერფორმანსებს. „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გიგი უგულავა - ნიშანდობლივი დამთხვევაა, ანალოგიური ტიპის დეპუტატები რუსეთის დუმაში აქტიურობენ და შერეულ და მარტო მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა უნდათ.

      დკავებული ექიმი - არჩილ თალაკვაძე დე ფაქტო КГБ-ს მიერ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებზე - სავარაუდოდ, ტექნიკურად მოსმენა მოხდებოდა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ან წვდომა ექნებოდა რუსეთს. ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ იმსჯელეს. Amnesty International-ი - რუსეთმა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს.

      დეზინფორმაციობანა - ნათია მეზვრიშვილი - საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებებით ბრძოლაა. არჩილ თალაკვაძე - ზოგიერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა მიკერძოებული ინფორმაცია, თითქოს, იტალიაში დევიდ ბექჰემთან თუ სხვა ვარსკვლავებთან ერთად ვისვენებ. გიორგი კანდელაკი არჩილ თალაკვაძეს - წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით?

      18 ნოემობრელების სასამართლო - „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას დაკავებულების მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა. ომბუდსმენი - 18 ნოემბერს დაკავებულების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს

      ბესელიას ფიქრები - ეკა ბესელია - ევროპარლამენტში ამზადებენ საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის ტექტს, რომელშიც ძალიან მწვავედ იქნება საუბარი როგორც საარჩევნო, ისე სასამართლოს თემაზე. ეკა ბესელია - შეშინებული პოლიტიკოსი მე არ მომწონს, ვისაც ახლა ეშინია ქუჩაში დგომის, მგონია, რომ გარკვეული სტერეოტიპების ქვეშ ხვდება.

      გათავისუფლებული კუპრავა - ზვიად კუპრავამ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ზვიად კუპრავა - პირველივე აქციაზე წავალ, რომელიც იქნება და ვეცდები, სხვანაირი ბრძოლის ფრონტი შევქმნა.

      მაუწყებლობა უდირექტოროდ - არმაზ ახვლედიანი - აჭარის ტელევიზია, ივანიშვილს ასე მწარედ რომ გაეჩხირა ყელში, „მეოცნებეთა” გადამწყვეტი შტურმის მოლოდინშია - ესაა ბრძოლა წესების გარეშე! „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - აჭარის ტელევიზიაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ ხელისუფლებას აქვს ინტერესი, შეცვალოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი პირველ ცდაზე ვერ აირჩიეს, ხოლო განმეორებითი არჩევნებისას - დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა, რომლის არჩევაშიც ჟურნალისტები სარედაქციო საფრთხეს ხედავენ.

      ოქრუაშვილის მსჯავრი რობაქიძის საქმეზე - პროკურორის განცხადებით, თუ ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში არ გამოცხადდება, ეს სასამართლოსთვის თავის არიდებად ჩაეთვლება. გურამ ჩალაგაშვილი - ირაკლი ოქრუაშვილი ძალიან მალე გამოვა და თავად აგებინებს პასუხს ივანიშვილს ყველაფრისთვის. პროკურორის განმარტებით, თუ ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალს 24 ნოემბრამდე ვერ წაუყენებდნენ, ხანდაზმულობის გამო ამას ვეღარ შეძლებდნენ. ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს.

      მკაცრი თავშესაფარი - საფრანგეთის შს მინისტრი - მინდა ქართველებს ვუთხრა, ძალიან მკაცრები ვიქნებით და თავშესაფარს შევთავაზებთ მხოლოდ მათ, ვინც ამას იმსახურებს. ვახტანგ გომელაური - საფრანგეთში ოფიცრების დამატებას ვფიქრობთ, რათა თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა არ მოხდეს.

საზღვარგარეთულები:

      მრავალევროაიანი ჯარიმა - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ „დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის“ 81,000 ევროთი დააჯარიმა.

      გადატრიალება ისრაელში - ბენიამინ ნეთანიაჰუ მის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად“ აფასებს.

      სერბეთის პოზიცია - ალექსანდრ ვუჩიჩი - სერბეთი არ აპირებს ნატოს წევრი გახდეს.

      ალიევი ევროპულ დარბევებზე - ილჰამ ალიევი - ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანაში როგორ უსწორდებიან დემონსტრანტებს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები ხმას არ იღებენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 180

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

ლაშა: ნოემბერი 23, 2019||7:35pm

ან საერთოდ არაფერს გადაიხდის და ნისიების ჟურნალში, გერმანიის სახელზე ჩააწერინებს :D

vako: ნოემბერი 23, 2019||9:50pm

ქვეყანა კიარა სალობიეა

ლაშა: ნოემბერი 23, 2019||10:37pm

მართალია ჩვენს სალობიეში ლობიოც კი აღარ ვარგა, მაგრამ ასეც ნუ დავამცირებთ. ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters