პროპორციული სისტემის დაპირისპირება, ბიუჯეტის დეტალები და დაბრუნებული მინისტრი

      როგორც ჩანს მთელი კვირა მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საპარლამენტო განხილვები უნდა ვისმინოთ, ცხადია ერთმანეთის ლანძღვის, გინებისა და ცემა-ტყეპის ფონზე, როგორც პოზიცია-ოპოზიციაში, ასევე უმრავლესობის შიგნითაც. დღეს 100 000 მოწამის ხსენების დღეა და პატრიარქმა, ტრადიციული პარაკლისი გადაიხადა მეტეხის ხიდზე. დღის ორი მთავარი თემა მინისტრებს ეხებოდათ - ერთს, რომელიც პარლამენტში წარსდგა მომავალი წლის ბიუჯეტით და მეორე, რომელიც განათლების მინისტრად დააბრუნეს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 13 ნოემბერი, 2019

      რომან კაკულია - პროპორციული სისტემა დათმობა იყო ოპოზიციის მიმართ - არ ველოდები, რომ ცვლილება იქნება, მგონია, რომ რა დაპირებაც იყო, ისე უნდა გაგრძელდეს. კობა ლურსმანაშვილი - როცა პროცესი ბულინგის ხასიათს იღებს, როცა გოშიას მეძახიან და მეუბნებიან, რომ პოლიტიკური ძალა ახდენს ჩემზე გავლენას, ეს ძალიან მაღიზიანებს. დაჩი ბერაია - პროპორციული სისტემა იქნება რისკი. „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. დიმიტრი ხუნდაძე - თანამოაზრეები არიან საკმაოდ მრავლად, იმაზე მეტი, ვიდრე იყო გუშინ საღამოს. სიმონ ნოზაძე - პროპორციულ არჩევნებს მხარს ვუჭერთ და პოზიციას არ შევიცვლი - თუ კანონპროექტი ჩავარდა, არავის გაუკვირდეს, რომ მიტინგზე „მრეწველებიც“ დადგებიან. დიმიტრი ხუნდაძე - პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩასაგდებად ვემზადებით. რევაზ არველაძის განცხადებით, პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს აზრი არ შეუცვლია. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა არ მისცა საშუალება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე უარის თქმის საკითხი კენჭისყრაზე დაეყენებინა. დავით ბაქრაძე - თუ არ მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ოპოზიციას და მოქალაქეებს სხვა გზა არ ექნებათ, თუ არა ქუჩაში გამოსვლა და პროცესები რადიკალური მიმართულებით წავა. გია ვოლსკი - უმრავლესობის სხდომაზე საერთოდ არის ხოლმე ხმაური და ახლა როგორ იქნებოდა მშვიდი, მაგრამ ხმის აწევას ადგილი არ ჰქონია. ირაკლი შიოლაშვილი - თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს კანონპროექტს, უმრავლესობას დავტოვებ. უმრავლესობის დეპუტატი დაჩი ბერაია დეპუტატის მანდატის დატოვებას არ გამორიცხავს. გრიგოლ ვაშაძე - ან 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ან ისეთ ქუჩას მივიღებთ, რომელიც არ უნახავთ. მამუკა მდინარაძე - ნუ დავიწყებთ პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგე დეპუტატების დათვლას - მათ აქვთ თავისი არგუმენტები და ცალკე აღებული შესაძლებელია, რომ მყარი არგუმენტებიც იყოს. ეკა ბესელია - იმდენად მნიშვნელოვანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რომ განსხვავებული პარტიების ლიდერები ვერთიანდებით - ხელისუფლებას ვურჩევ, დაფიქრდეს. კახა ოქრიაშვილი - პარტიის თავმჯდომარის მხრიდან გარკვეულ დეპუტატებზე ზეწოლის მცდელობა იყო. ანა ნაცვლიშვილი - თუ ხელისუფლება საზოგადოებას სილას გააწნის და უტიფარ საქციელს მიმართავს, უნდა ესმოდეს, რომ მოსახლეობას ყოველდღე ევსება მოთმინების ფიალა. ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებისადმი ოპოზიციის მოწოდებაა, რომ დაპირება შესრულდეს, ამავდროულად, გაფრთხილებაა იმ დეპუტატების, რომლებიც ახლა ვაჭრობენ. აკაკი ბობოხიძე - ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ე.წ. აბუნტებულ მაჟორიტარებს დააკისროს. პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დასასწრებად ნიკა მელია მივიდა. ალეკო ელისაშვილი - სილას თუ გაგვაწნავს ბიძინა ივანიშვილი, ძალიან მწარედ შევუბრუნებთ ხელს. ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ დავპირდით არა პროპორციულ საარჩევნო სისტემას, არამედ მძიმე მარცხს პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში. გიორგი ვაშაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ „ქართულ ოცნებას” ამ ბინძური თამაშის უფლება არ მივცეთ. პარლამენტში უმრავლესობის წევრები გიგა ბუკია და კახა ოქრიაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. რომან გოცირიძე - თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონი ჩავარდა, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელი ტყუილი. ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს - 2018 წელს ქართულმა საზოგადოებამ გამოგაცხადათ, რომ ხართ ბოროტება. დავით უსუფაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში პროპორციულ არჩევნებს აღარაფერი შეუშლის ხელს. დიმიტრი ხუნდაძე მმართველ პარტიას სთავაზობს, შეინარჩუნონ შერეული საარჩევნო სისტემა და სანაცვლოდ, რიგ ოლქებში საკუთარი კანდიდატები არ დააყენოს. „ლელო“ - მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, ნუ გამოცდიან ქართველი ხალხის მოთმინებას. მამუკა კაციტაძე - ერთი მაჟორიტარი დამისახელეთ, ვინც ბიძინა ივანიშვილს ძალის პოზიციიდან დაუწყებს საუბარს. ნიკა მელია - იმის კბილი, რომ დიმიტრი ხუნდაძე დამოუკიდებლად მოქმედებს, ერმა და ბერმა მოიცვალა - ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ქვეყანა თავქუდმოგლეჯილმა დატოვოს. ეკა ბესელია - მაჟორიტარი დეპუტატი წყლის გაყვანისა და კანალიზაციის მილის მოწესრიგებისთვის არ არის არჩეული პარლამენტში, კანონები უნდა წეროს. დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ხვალ ის შედეგი არ დადგა, რასაც ელოდება, შესაძლოა, გუნდიც დატოვოს და მანდატიც. ირმა ინაშვილი - ბევრ ოლქში საკუთარ მაჟორიტარებს არც კი იცნობენ, საგარეჯოში ისევ მე ვგონივარ ხალხს მაჟორიტარი. თამარ ჩუგოშვილი - გადაწყვეტილება ეხება არა იმას, რომელი საარჩევნო სისტემაა სწორი, არამედ იმას, თუ როდის შედის ძალაში - საზოგადოებას მივეცით პირობა, რომ ცვლილებები 2020 წლისთვის უნდა შევიდეს ძალაში. სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. კახა ოქრიაშვილი - არ მსურს, რომ ჩემს ქვეყანაში ყოველწლიურად არჩევნები იყოს, პროპორციული სისტემა არის მოძველებული, უვარგისი და რისკების შემცველი. „სამართლიანი არჩევნები” მმართველ პარტიას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონპროექტს. შოთა დიღმელაშვილი - სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება შეცვალოს. უმრავლესობა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრის კვლავ გადადებას ითხოვდა. პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო. პარლამენტის შენობასთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

      მინისტრი პარლამენტში მომავალი ბიუჯეტის პროექტით - პარლამენტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. ივანე მაჭავარიანი - ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია, ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება მომავალი საარჩევნო წლისთვის. სერგო რატიანი ფინანსთა მინისტრს - ლარის გაუფასურებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ფასები იზრდება კატასტროფულად და თქვენი, როგორც მინისტრის პასუხისმგებლობა მაინტერესებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს წელს 20-22 მილიონი ლარი აკლდება. ხათუნა გოგორიშვილი ივანე მაჭავარიანს - ხელფასებს ივნის-ივლისში რომ ზრდით, მიზეზი თუ ის არის, რომ იანვარში მომატების შემთხვევაში, არჩევნებამდე ხალხს „ოცნების“ სიკეთე დაავიწყდება, გვითხარით. ივანე მაჭავარიანი - ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოველწლიური ზრდის შედეგად განათლების დაფინანსება გასამმაგდა. ივანე მაჭავარიანი - 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება. დამატებით 70 ათასი აბონენტი 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს. არჩილ თალაკვაძე ფინანსთა მინისტრს - რა გახდა თეატრალური ქალაქის მშენებლობის შეჩერების მიზეზი და რა არგუმენტით ვერ გავაკეთეთ ამ პროექტისთვის 6 მილიონის მობილიზება? ივანე მაჭავარიანი - 2020 წლის ბიუჯეტი ეფექტურობაზე ორიენტირებული ბიუჯეტია. 2020 წელს განათლების სისტემის ინფრასტრუქტურისთვის 280.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. პენსიის ინდექსაციაზე სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებისას, ჩვენ უფრო მაღალი ზრდისკენ ვიყავით მომართული, თუმცა ფონდი ჩარჩოებს გვიწესებს. საყოველთაო ჯანდაცვა საჭიროებს მნიშვნელოვან რეფორმას, ასევე რეფორმას საჭიროებს ის სოციალური დაცვის მექანიზმი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, რომ სახელმწიფო ვალის ისეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს, როგორიც საქართველოს აქვს. ივანე მაჭავარიანი ბექა ნაცვლიშვილის კითხვაზე საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით - 300 ლარი, რასაკვირველია, არ არის მაღალი თანხა, მაგრამ 0 ლარი უფრო უარესია. ივანე მაჭავარიანი - სოციალური მდგრადობის კუთხით, საქართველოს ისტორიაში ყველაზე გაბედული ნაბიჯები გადაიდგა.

      მინისტრად დაბრუნება - განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა - აკაკი ბობოხიძე - მიხეილ ჩხენკელი არის კარგი მეცნიერი, მაგრამ იყო უსუსტესი მინისტრი. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიხეილ ჩხენკელის მინისტრთა კაბინეტში დაბრუნებას მიესალმება.

      თბილისის მმართველობა - თბილისის მერიის 2020 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება. კახა კალაძე - მერია უახლოეს დღეებში 100 ახალი ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერს გამოაცხადებს, რომელიც სავარაუდოდ, 8-მეტრიანი ავტობუსები იქნება. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა. ირაკლი ხმალაძე სამგორიდან ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტზე - თუ ეს არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე სხვა პროექტები, გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ირაკლი ხმალაძე - თბილისში ათასობით „ხრუშჩოვკა" გვაქვს და თუ იმ მიმართულებით წავედით, რომ ბიუჯეტმა დაიწყოს მათი ჩანაცვლება, არც მიზანშეწონილია და არც ეფექტური. ფილარმონიის დირექტორი - ფილარმონიის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიიღო.

საზღვარგარეთულები:

      ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი ტერორისტებს უმოწყალოდ დაარტყამს.

      „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ერდოღანს 100-მილიარდიან სავაჭრო გარიგებას სთავაზობს.

      ვენეციაში სტიქია რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება, დაღუპულია ორი ადამიანი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 29

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

Qwelly World

free counters