ეპარქიის გადაბარება და უდანაშაულობის მტკიცება, ბიძინას სახალხო ქონება და ლარის ინფლაცია

      გამოსადარებელი დღეები გველოდება წინ როგროც იუწყებიან ზამთრულად აციებულ ნოემბერშიც იქნება თბილი დღეები - 8 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი შენარჩუნდება. არ ცხრება საეკლესიო ნიუსები და ეპისკოპოს პეტრეს გარშემო განცხადებები და შეფასებები, ასევე ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ამბების განხილვა და საარჩევნო სამზადისები. 

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 ნოემბერი, 2019

      ეკლესიის საიერარქიო ნიუსები - მეუფე პეტრე ცაავა - უსამართლობას, უწმინდურობას არ დავემორჩილები - ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისთვის. პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს. მეუფე პეტრე არ გამორიცხავს, რომ ეკლესიიდან განკვეთონ. მეუფე პეტრე - პრეზიდენტი ორმაგი სტანდარტით ფარისევლობს, როდესაც პატრიარქის და სინოდის თხოვნას პატივს არ სცემს. ჩვენ ვხედავთ, რომ პატრიარქი თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს. მეუფე იაკობის გამოხტომა იყო არაადეკვატური. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ვერ გეტყვით, თავისუფლების რა საზომი აქვს მეუფე პეტრეს. სრულიად წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა საჯაროდ იმართებოდეს. „ნაცმოძრაობა“ მეუფე იაკობის განცხადებების თაობაზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს. მეუფე პეტრემ ჭყონდიდის ეპარქია დატოვა. ეკა ბესელია მეუფე იაკობის განცხადებების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - არ ვარ მომხრე, საზოგადოება გადავრიოთ, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, თუ რამე გასარკვევია, მივაფუჩეჩოთ. კახა კალაძე - ოპონენტების განცხადებებით დასტურდება, რომ საპატრიარქოს მიმართ ბოლო დღეებში განხორციელებული შეტევა, სავარაუდოდ, ზუსტად ამ ადამიანების ორგანიზებული იყო. გიგა ბოკერიას განმარტებით, დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი ობიექტური კრიტერიუმები უნდა იყოს. იღუმენია თამარ გამყრელიძე - თუ ჭყონდიდის ეპარქიის ახალი მღვდელმთავარი მეუფე გრიგოლი დედებთან შეხვედრას მოითხოვს, აუცილებლად შევხვდებით. ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარებაზე შექმნილი კომისია სალხინოში, ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო სკოლა-გიმნაზიის ინვენტარიზაციას ახორციელებს.

      ლარის პრობლემა და ინფლაცია - ივანე მაჭავარიანი - ჩვენ ფაქტს ვაღიარებთ, თვალს ვუსწორებთ, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ ინფლაციური პროცესების გააქტიურება მოხდა. კობა გვენეტაძე - ინფლაციის ის ზრდა, რაც დღესდღეობით არის, კურსის გაუფასურებითაა გამოწვეული. კობა გვენეტაძე - ამ ეტაპზე არსებული ინფლაციის მაჩვენებელი, ძირითადად, გაუფასურებული კურსის გამო გვაქვს. ივანე მაჭავარიანი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო კვლავაც ინარჩუნებს გამოკვეთილი ლიდერის პოზიციას რეგიონში. ირაკლი კოვზანაძე - 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობების გეგმა 101.7% - ით შესრულდა. რომან გოცირიძე - 2020 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტი არის ლარის მესაფლავე.

      ბიძინას სახალხო ქონება - ბიძინა ივანიშვილი - ოპონენტების საყვარელი ფრაზაა, რომ „ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა“, მაგრამ მინდა გავაწბილო ისინი – 3 წელიწადში წყალტუბოში არც ერთი სასტუმრო ჩემი არ იქნება. მე მზად ვარ, დაინტერესებულ ბიზნესმენს „პანორამა თბილისის“ პროექტი ნებისმიერ ეტაპზე გადავცე. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, „წყალტუბოს აღორძინების პროექტი“ და მასშტაბური მშენებლობები ეკონომიკისთვის სერიოზული სტიმული იქნება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე - ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს აღორძინების პროექტი ადგილობრივი ფერმერებისთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა. ბიძინა ივანიშვილი სოლოლაკიდან კუს ტბამდე ტერიტორიის გამწვანებას გეგმავს. აკაკი ზოიძე - ბიძინა ივანიშვილი თვითკმაყოფილებას და თვითრეალიზებას პოულობს იმაში, რომ ათასობით ადამიანის პრობლემას წყვეტს. კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად არის ჩართული „ქართული ოცნების” გაძლიერებაში. ლევან დავითაშვილი - წყალტუბოს პროექტი არის ქველმოქმედების და პატრიოტიზმის უპრეცედენტო მაგალითი. ლევან დავითაშვილმა წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა. გია ვოლსკი - სამწუხაროა, რომ წყალტუბოს ბარიერი გაუჩნდა იმ გზაზე, რასაც აღორძინება ჰქვია და ამის ინიციატორები პარტიებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

      ზამთრის ჯანმრთელობანა - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს და გრიპის ვირუსის დროს თვითმკურნალობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

      მავნებელი აზარტი - მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ინფორმაციით, მათი კვლევით, ივლისის მეორე ნახევრიდან დღემდე, აზარტული თამაშების გამო სუიციდის 17 ფაქტი მოხდა.

      ოკუპაციის თვალსაწიერი - ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავებულ ქალზე - თამარ გიგაურის ტრანსპორტირებაზე გუშინვე გვქონდა კომუნიკაცია ყველა არხით.

      ჯარიმები საჭესთან - ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე მეორედ დაჯარიმებისას კი ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის. სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება.

      საშესამწყნარებლო ამბები - დავით მათიკაშვილი ოპოზიციას - როცა სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, მისი იმპიჩმენტისთვის თქვენთან ერთად ხელმოწერებს კიდევ ვინ აგროვებდა? მაშინ სად იყავით? რომან გოცირიძე - მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩავარდნის დღესვე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიცირებას მოვახდენთ. სერგი კაპანაძე უმრავლესობას - არ მიკვირს, რომ იცავთ პრეზიდენტს, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე, ამბრაზურასავით რომ გადაეფარეთ, თქვენ უკვე თვლით, რომ არანაირი დანაშაული არ ყოფილა?

      თანაბარი პენსია - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - ქალს და კაცს საერთო საპენსიო ასაკი უნდა ჰქონდეს, ეს დიფერენცირება არ არის სწორი.

      ქართული რეკლამა ამერიკაში და ამერიკელები ჩვენთან - მთავრობის ინიციატივით, აშშ-ის წამყვან ტელევიზიებში საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს. დევიდ კრამერი - ვფიქრობ, მალე ვნახავთ აშშ-ს ჩართულობის ზრდას საქართველოში და ეს დადებითი ცვლილება იქნება. საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები ეწვევიან.

      „ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი აკაკი კიკვაძე - 2020 წლის არჩევნები გარდამტეხი იქნება არამარტო „ერთიანი საქართველოსთვის“, არამედ ქვეყნისთვის.

      უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ლაშა ქოჩიაშვილის მოსმენა ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა.

      არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას მიმართავენ, 20-21 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულები დაზარალებულად ცნოს.

საზღვარგარეთულები:

      ირანი ურანის გამდიდრების ახალ ეტაპს იწყებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 27

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

Qwelly World

free counters