ხაზარაძის 12 მეგობარი, სამართლის მცოდნე მოსამართლეები, სპიკერი კონფერენციაზე და მოჩხუბარი დეპუტატი

      დღეეები უფრო საინტერესოდ ვითარდება პოლიტიკურ სარბიელზე, ვიდრე ამას ჩვეულნი ვართ ახალზაფხულგამოვლილზე. ცხადია, დასვენებულები უფრო აქტიურებიც არიან, მაგრამ ... ერთი სიტყვით, ხაზარაძემ ლელოს გატანა გადაწყვიტა და დღეს მცირე პერფორმანსიც მოაწყო ანაკლიაში, გუშინ ინაშვილმა კონფერენციაზე შტურმით შესვლა მოინდომა, ხოლო კვიციანი ცხვრებმა გააბრაზეს და „მსტვენავებს“ დაერია. რა თქმა უნდა, სასამართლოს ამბავიც, მთავარი თემა იყო დღევანდელ ამბებში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 სექტემბერი, 2019

      მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, ანაკლიაში გაიმართა. მოძრაობას „ლელო“ ერქმევა. მამუკა ხაზარაძე - ანაკლია არის ადგილი, სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა, რომ საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია სამეზობლოში, რეგიონში და მსოფლიო რუკაზე. რატომ ვართ 30 წლის განმავლობაში ერთი წრის გარშემო? საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, კარგავს ინვესტიციებს, კარგავს თავის ხალხს, რომელიც გადის ქვეყნიდან. შეიძლება, მადლობაც კი ვუთხრა იმ შემოტევების გამო ყველა ჩინოვნიკს და პოლიტიკოსს, რომელთაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს. ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი არ არის, თითოეულის გადასარჩენია - ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა. რომან გოცირიძე - ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დემონტაჟს, დადებითი მოვლენაა - ხაზარაძის პარტიის დაფუძნებასაც ამ კუთხით განვიხილავთ. ირაკლი აბესაძე ხაზარაძის მოძრაობაზე - ნებისმიერი ახალი მოძრაობა, რომელიც დაუპირისპირდება ამ ხელისუფლებას, ივანიშვილის რეჟიმს, მისასალმებელია. მამუკა ხაზარაძე - ცარიელი ხელებით, ჩვენი გულით, ჩვენი მეგობრების გვერდში დგომით, ამ საქმეს ბოლომდე გავიყვანთ და მოვიგებთ. სახელმწიფოში მოკალათებული ე.წ. ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად, ანაკლიაში ხორციელდება და უნდა განხორციელდეს პროექტი. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარტიას ოქტომბერში დააფუძნებენ. ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ არ ვერთიანდებით კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ, ვერთიანდებით საქართველოს მომავლისათვის. მეთიუ ბრაიზა ხაზარაძე-ჯაფარიძეზე - თუ იცნობ ამ ჯენტლმენებს, მიხვდები, რომ მათი ფულის გათეთრებაში დადანაშაულება რაღაც ხუმრობას ჰგავს. ზაზა ფირალიშვილი - ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ხაზარაძეს სახსრები არ ჰქონოდა, რათა დიდი და მასშტაბური ღონისძიებისთვის გაეწია ორგანიზება. ბადრი ჯაფარიძე - შესაძლოა, რეპრესიები გაღრმავდეს, მაგრამ ეს ვერ შეგვაფერხებს. აკაკი ზოიძე მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაზე - რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება პოლიტიკური სპექტრი, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ ვერთიანდებით ცოდნით, რესურსით, გამბედაობით, ენერგიით - ჩვენი მიზანია, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს. ირაკლი სესიაშვილი - ირონიულად არ გამომივიდეს, მაგრამ მამუკა ხაზარაძის მიერ წამოწყებული პროცესი ჯერჯერობით პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა. სერგი კაპანაძე ხაზარაძის მოძრაობაზე - მნიშვნელოვანია, ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 2020 წელს იყრის კენჭს, იყოს გამბედავი, თქვას, აპირებს თუ არა თანამშრომლობას ოლიგარქთან. გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძეზე - მართალი გითხრათ, არ მოველოდი, რომ ასეთი ბიბლიურ-მისტიურ-ლირიული წარმოდგენა ჰქონდა - ლელო, საქართველო, პოეზია - მეტს მოველოდი. მიხეილ სააკაშვილი - ანაკლიის, იგივე ლაზიკის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, რომ არა ხაზარაძე და ის „შანტრაბა“, რომელმაც მხარი დაუჭირა ივანიშვილს. ხათუნა ლაგაზიძე ხაზარაძის მოძრაობაზე - ეს არ იყო სასურველი პრეზენტაცია, რადგან მასობრიობის ეფექტი, ახალი ლიდერების, ძლიერების განცდა არ დატოვა. გიორგი ბარამიძე - იმედი გვქონდა, რეჟიმს კიდევ ერთი რეალური ოპონენტი გაუჩნდებოდა, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილის სახელის დასახელებაც ვერ მოახერხა. მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეხვედრას ვანო ჩხარტიშვილის გარდა, მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. ვანო ჩხარტიშვილს აქვს ბევრი დავა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან და ყველა ეს დავა ხვდება ერთ მოსამართლესთან. არანაირი დათმობა არ იქნება, იმასაც შეგუებული ვარ, რომ შეიძლება ისე გადაეკეტოთ ტვინი, რომ ჩაგვსვან.

      მოჩხუბარი კვიციანი - გიგა მაქარაშვილი - ემზარ კვიციანი არის მოძალადე და ის უნდა დაისაჯოს. ემზარ კვიციანი - თავს დამესხა ჯგუფი ცხვრებთან ერთად - არანაირი თმენის ვალდებულება არ გამაჩნია, როცა მაგინებენ და მაფურთხებენ. გიორგი ლომია ემზარ კვიციანზე - როდესაც დეპუტატს მისდევენ, თანაც ყურში უსტვენენ, ეს არის ფიზიკური დაზიანება, შეიძლება მას ყური დაუზიანდეს ამ დროს. გია ვოლსკი - ვიდრე პარლამენტის წევრები გავხდებოდით, არც ერთს არ გაგვივლია ტესტი, რას გავაკეთებთ ინტენსიური ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ.

      პრემიერი გახარია - ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა. გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელთან გამართა. გიორგი გახარია ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.

      ინსპექტორები - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ახალი თანამდებობის, კერძოდ კი, ოპერატიული მუშაკის შემოღება იგეგმება. პირებს, რომელთაც მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა აქვთ ჩაბარებული, ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლად დასანიშნად გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ.

      სტატისტიკა და მეთოდები - „საქსტატის“ დირექტორი - უმუშევრობის მაჩვენებელი ახალი მეთოდოლოგიით დაითვლება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის უმუშევრობის მაჩვენებელს.

      მომჩივანი - ბადრი ჯაფარიძე გიორგი ვოლსკის უჩივის და მისთვის 221 952 ლარის ფინანსური სანქციის დაკისრებას ითხოვს. გია ვოლსკი - სჯობს, ბადრი ჯაფარიძემ გამოძიების კითხვებს უპასუხოს, რა უქნეს 17 მილიონ დოლარს, ვიდრე გია ვოლსკის ედავოს, რომ ღირსება შეულახა.

      არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სახელით ნოდარ ხადურის ოჯახს მიუსამძიმრა.

      მეგობრების რეაგიება - ლინას ლინკევიჩუსი - ყოველთვის ვრეაგირებთ ძალის გამოყენების ყველა იმ მცდელობაზე, რაც ე.წ. ბორდერიზაციას და ოკუპირებულ რეგიონებში „არჩევნების“ ჩატარებას ეხება.

      ანდერს ფოგ რასმუსენი - უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღებია თუ არა საქართველო ნატო-ს შეუერთდეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მე-5 მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს. გია ვოლსკიმ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაზე - ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ხალხის დაშინების მცდელობა და სახელმწიფოებრიობანას თამაში. რასმუსენის განცხადებაზე - აფხაზეთსა და ცხინვალზე უარს არ ვიტყვით, რადგან ეს არის ისტორიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლა. რაულ ხაჯიმბა - ოპოზიციასთან ვითანამშრომლებ, არჩევნების შედეგების შესაძლო გაუქმებას კანონის ჩარჩოებში განვიხილავ. ზურაბ ბატიაშვილი რასმუსენის განცხადებაზე - დასავლეთში უკვე მწიფდება აზრი, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას. მამუკა არეშიძე - რასმუსენის განცხადება ნიშნავს, რომ ნატო მზად არის ალიანსში მიგვიღოს, თუმცა რუსეთთან კონფრონტაციაზე არ წავა. ირაკლი სესიაშვილი რასმუსენის განცხადებაზე - საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად გახდება - ეს გარდაუვალი საკითხია. პაატა ზაქარეიშვილი - რასმუსენის მოსაზრებას ვეთანხმები - დიახ, დისკუსები უნდა დავიწყოთ, თუ რა ფორმით უნდა მიგვიღონ ნატო-ში.

      უმაღლესი განათლებიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, ციტირების უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია.

      თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოყვა. მიროსლავ ლაიჩაკი - ეუთო-ს მთავარი რეკომენდაცია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობის კომპლექსური გადახედვა იყო - დისკუსია დაწყებულია, მაგრამ დრო ცოტა რჩება. ირმა ინაშვილი კონფერენციის მონაწილეებს - ეს არის თქვენი დემოკრატია? პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს კონფერენციას დაესწროს? „საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით, თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ნინო ევგენიძე საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინცინდენტს დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს. ლინას ლინკევიჩუსმა გიორგი გახარიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. მამუკა მდინარაძე - არ მომეწონა ირმა ინაშვილის გამოხატვის ფორმა, თუმცა არც მის მიმართ, როგორც ქალისა და დეპუტატის მიმართ დამოკიდებულება მომეწონა. ირმა ინაშვილი დევიდ კრემერს - თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ საქართველოს კონსტიტუციას და პარლამენტის წევრს - ბოდიში მომიხადეთ. დევიდ კრემერი კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე - ღონისძიებაზე დასწრება შეიძლება, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთონ, როგორც დანარჩენებმა - ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა. ლიეტუველი დეპუტატი ირმა ინაშვილს - მოგიწევთ გიგა ბოკერიას შეყვარება - სასურველია დარჩეთ ბოკერიასთან იქამდე, ვიდრე არ შეხვალთ ევროკავშირსა და ნატო-ში, მერე იჩხუბეთ რამდენიც გინდათ. გიგა ბოკერია - ქალბატონი ინაშვილი, ივანიშვილის სპიკერი, ხმაურის მოსაწყობად მობრძანდა, როცა პანელი ეხებოდა პუტინის რეპრესიულ პოლიტიკას - ესეც სიმბოლურია, რათა მისმა უფროსებმა მოსკოვში დაინახონ, რომ მუშაობს.

      ანაკლიის პორტი - კახა კალაძე - ანაკლიის პროექტი აუცილებლად განხორციელდება. ზურაბ მელიქიშვილი ანაკლიის პორტზე - ის, რაც უნდა ყოფილიყო საქართველოსთვის ახალი სუნთქვა, „ქართულმა ოცნებამ“ რუსულ ინტერესებში გაცვალა.

      პირდაპირ ამერიკაში - ნათია თურნავამ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე United Airlines-ში შეხვედრა გამართა.

      გირაოების გაგრძელება - ავთანდილ წერეთელმა გირაო გადაიხადა. „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი - ბრალს არ ვეთანხმები, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი თემაა. პროკურორი კახა დამენიასთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებაზე - სწორედ აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას.

      სამართლის ცოდნა - გიორგი მშვენიერაძე დეპუტატებს - გასაუბრებაზე მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს აბსოლუტურ უფლებებზე დაუსვეს კითხვა და ვერ უპასუხა - ეს ხომ უნდა იცოდეთ დეპუტატებმა? გიორგი მშვენიერაძე უმრავლესობას - რატომ მოგივიდათ იდეა, რომ სამუშაო ჯგუფში ყველა შეიძლება იყოს, არასამთავრობოების გარდა? უხერხული ხომ არის? სოფო ვერძეული უმრავლესობის წევრებს - მოსამართლეობის კანდიდატთა ისეთი სია გაქვთ, ძალიან მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ანრი ოხანაშვილი - უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის სრულად დაკომპლექტება თვითმიზანი არ არის - ეს პარლამენტში წარმოდგენილ კანდიდატებზეა დამოკიდებული. ირაკლი აბესაძე - იუსტიციის საბჭოს მსგავსად, პარლამენტში პროცედურა მიკერძოებული იქნება, მოსამართლეობის იმ კანდიდატების გასაყვანად, რომლებზეც გადაწყვეტილება მიღებულია. რომან გოცირიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში დამტკიცება იქნება ქვეყნის უდიდესი სირცხვილი. ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის პროცესში ამერიკული მოდელით მივდივართ და ის არასამთავრობოების ჩართულობას არ ითვალისწინებს. აკაკი ზოიძე მოსამართლეობის კანდიდატებზე - გამადიდებელი ლუპის ქვეშ გავატარებთ მთელ მათ კარიერას, ცხოვრებას და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.

      ოსეთი და აფხაზეთი - რუსეთის დუმამ ცხინვალის მიმართვასთან დაკავშირებით, რომელიც „1920 წელს ოსების გენოციდის აღიარებას“ ითხოვს, სამუშაო ჯგუფი შექმნა. არჩილ თალაკვაძე რუსეთის დუმის გადაწყვეტილებაზე - საქართველოს ისტორიის წაკითხვა შეუძლიათ, მაგრამ გადაწერა და შეცვლა არა. გიორგი ოთხმეზური - ქართული მხარე ე.წ. ოსების გენოციდთან დაკავშირებით, არ უნდა ჩაებას არავითარ დისკუსიაში.

საზღვარგარეთულები:

      მასშტაბური გაფიცვა - „ბრითიშ ეარვეისის“ პილოტების გაფიცვამ 1700 რეისის გაუქმება გამოიწვია.

      ჭურვები ზღვაში - ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ ორი ამოუცნობი ჭურვი ისროლა.

      კოსოვოს დაბრუნება - ჩეხეთის პრეზიდენტს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება სურს.

      შემცირებული თხოვნები - უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის გეგმას, რომელიც მიგრანტებს აშშ-ში თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობას უზღუდავს.

      რუსი ოპოზიციონერი - რუსეთის 29 ქალაქში ალექსეი ნავალნის ორგანიზაციებში ჩხრეკა მიმდინარეობს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 161

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

ლაშა: სექტემბერი 13, 2019||12:18am

რაღაც ვერ გავიგე, ერთი ფულიანი ძია მოვიდა - ხელისუფლება შეცვალა და ახლა ყველა იმას იძახის, რომ ოლიგარქია და თავის ფულებზე დარდობდა, თორემ ქვეყანა არ ადარდებდაო. ახლა, მეორე ფულიანი ძია იწყებს იგივე მოძრაობას და ეს რითი იქნება განსხვავებული ვითამ? 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters