კურიერმა ეთერი დატოვა, რუსული ვერტმფრენი საქართველოში ფრენს და ხაზარაძე - ანაკლია კვლავ ერთი პროექტია

      ვიდრე აგვისტო თვალს ჩაგვიკრავს და ხელიდან გამოგვეცლება, რუსთავი ორის საინფორმაციო უკვე გამოგვეცალა - დღეს კურიერი აღარაფერს იუწყებოდა. სხვა ამბებში კი ოკუპაცია გრძელდება და ამჯერად, საჰაერო სივრცესაც არღვევს რუსული ვერტმფრენი. რა თქმა უნდა ანაკლიის და ხაზარაძის საერთო ნიუსებიც ისმოდა დღე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 21 აგვისტო, 2019

      გუგუტიანთკარის საზღვარი - პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გუგუტიანთკარში წუხელ ღამით, ჟურნალისტების გარეშე ჩავიდნენ. მამუკა ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა. ედგარს რინკევიჩსი - გუგუტიანთკარში ეს უკანონო ქმედება უნდა შეწყდეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟის პროცესი განაახლეს. რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. გია ვოლსკი - შეიძლება დღეში რამდენჯერმე მოხდეს ოკუპაციის მწვავე გამოვლინება და ეს შესაძლოა, სააკაშვილის მიერ განზრახ ჩადენილი შეცდომების შედეგი იყოს. ვალერი სოლოვეი - პუტინისთვის სააკაშვილი ისეთი რამაა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი - რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკის საფუძველი ნაკარნახევია პრეზიდენტ პუტინის პირადი ემოციებით. ფედერიკა მოგერინმა და დავით ზალკალიანმა სოფელ გუგუტიანკართან ბორდერიზაციის საკითხი განიხილეს. მამუკა ბახტაძე - ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავის საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას. „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი - შეშფოთებული ვარ, საქართველოში რუსეთის ქმედებებით

      უკურიერო დღე - პაატა იაკობაშვილი - ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე ვთქვა, ეს რა სასწაული ყოფილა. ნიკა გვარამია - ვისი გაშვებაც მოუნდებათ, დაუთვლიან, რამდენი პრემია მაქვს მიცემული - როგორ შეიძლება, 5 წლის წინ პრემია რომ მივეცი, იმის გამო ადამიანი გაუშვა?! ეს ბოდვაა. ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს - დარჩენა თუ გინდათ, ღიად უნდა თქვათ, რომ რჩებით ივანიშვილის ტელევიზიაში - გეყოფათ მაიმუნობა. ეკა კვესიტაძე - დღეის შემდეგ „რუსთავი 2“ მარტო ლოგოა დარჩენილი. ქიბარ ხალვაში - რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო - ყველაფერი კარგად იქნება. ნინო შუბლაძე - პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ, „რუსთავი 2“-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ. მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას. ოდესმე ამ შოკიდანაც, ალბათ, გამოვალ. გია ვოლსკის განცხადებით, თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ნებისმიერი მენეჯერი „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის მსგავსად მოიქცეოდა. „კურიერი“ ეთერში არც 12:00 საათზე გავიდა. „რუსთავი 2“ „კურიერის“ ჟურნალისტების თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა. მამუკა ბახტაძე „რუსთავი 2“-ზე - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვქონდეს მაღალი დონის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება, რაც არის და მომავალშიც იქნება. დიმიტრი ცქიტიშვილი - „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ყოფილი ხელმძღვანელი აშანტაჟებს. დიანა ჯოჯუა - „რუსთავი 2“ აბსოლუტურად სხვა რელსებზე გადავა - კრიტიკული სიტყვა მალე გაქრება არხის ეთერიდან

      ყადაღა, ანაკლია, ხაზარაძე და პოლიტიკა - მეთიუ ბრაიზა - ანაკლიის პორტს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე უზარმაზარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ანგარიშების დაყადაღებას ანაკლიის პორტთან და პოლიტიკაში მოსვლაზე განცხადებასთან კავშირი არ აქვს. ნათია თურნავა ხაზარაძის და ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებაზე - ნამდვილად ვერ დავეთანხმები ვინმეს, რომ ეს რომელიმე კონკრეტულ პროექტში მონაწილეობითაა განპირობებული. მეთიუ ბრაიზა - რუსეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტსაც ებრძოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა, ანაკლიის პროექტის დაბლოკვის რესურსებიც შეზღუდული აქვს. გია ხუხაშვილი - როდესაც ყადაღას ადებენ, პროკურატურამ ხომ უნდა თქვას, ვინ არის დაზარალებული - ისევ ხაზარაძე? ხაზარაძეს ხაზარაძის სასარგებლოდ აყადაღებენ?

      უსახლკარო ბანკი - იუსტიციის სახლის ის ფლიგელი, რომელშიც ამჟამად ეროვნული ბანკია განთავსებული, შესაძლოა, გაიყიდოს ან სახელმწიფოს გადაეცეს

      საგანმანათლებლო მედია - განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლისთვის 3 199 310 წიგნი და რვეული შეიძინა.

      ფრენის მეტი შესაძლებლობა - Tav Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე - მომავალი წლის ზაფხულიდან Ryanair-ის ფრენებს კიოლნის მიმართულებაც დაემატება. Tav Georgia-ს წარმომადგენელი - თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, წლის ბოლოს, სავარაუდოდ, მგზავრთნაკადის 12-14%-იანი კლება გვექნება თბილისის და ბათუმის აეროპორტებში. „რაინეარის" კომერციული დირექტორი - პრემიერმა დაგვარწმუნა გერმანიასთან საქართველოს კავშირების მნიშვნელობაში - ნახევარ საათში შევთანხმდით კიდევ ერთი მიმართულება დაგვემატებინა. გიორგი ჩოგოვაძე - Ryanair-ის შემოსვლა საქართველოში ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპა დაუახლოვდება საქართველოს. მარიამ ქვრივიშვილი - ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლა უდიდეს წვლილს შეიტანს როგორც ტურიზმის, ასევე საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაში. ნათია თურნავა - „რაინეარი“ პირველ ეტაპზე თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს მილანში, მარსელსა და ბოლონიაში განახორციელებს.

      ნავთობისნეზი - საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მისივე ინფორმაციით, ლაურა ღაჭავას სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზარალის მიყენება ედება ბრალად. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ლაურა ღაჭავამ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულებების გაფორმების გზით, კომპანიის მიერ წარდგენილ დღგ-ს, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულირების გზით, თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც, შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლები. ლაურა ღაჭავა - საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივით დაიწყო.

საზღვარგარეთულები:

      ტრამპი გრელანდიისთვის - დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის საკითხის განხილვაზე უარის გამო, დანიაში ვიზიტი გადადო. დონალდ ტრამპი - „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის ყოფნა მიზანშეწონილად მიმაჩნია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 156

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters