პროფესორ პავლე ნაპირელის ოჯახი ყირიმში ისვენებდა, დაძაბული შრომით მოქანცულ მეცნიერს ძალიან მოუხდა იქაური მზე და ზღვის ჰაერი. ამინდებიც კარგი დაუდგა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, ავტომანქანით შემოიარა ყირიმის სამხრეთი სანაპირო, იყო ლივადიაში, ინახულა რუსეთის უკანასკნელი მეფის აგარაკი; იყო გურზუფშიც, დაათვალიერა პუშკინისეული ადგილები, 1812 წლის სამამულო ომის გმირის, გენერალ რაევსკის აგარაკი, სადაც ოდესღაც ისვენებდა დიდი პოეტი, შეიარამღვიმეშიც, სადაც, როგორც გადმოცემა ამბობს, უყვარდა ალექსანდრე სერგის ძეს ყოფნა...

      სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსმა პოლკოვნიკმა ზურაბ ლომაურმა წარმატებით დაიცვა დისერტაცია და იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. ეს დიდი მოვლენა იყო არა მარტო ზურაბ ლომაურის ცხოვრებაში, არამედ სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებისა და საერთოდ მილიციის საქმიანობაში. მას პირადად მიულოცეს მინისტრმა და რესპუბლიკის მილიციის სამმართველოს უფროსმა. იგი მილოცვებს ვერ აუდიოდა. სხვა რესპუბლიკებიდან და ოლქებიდანაც უგზავნიდნენ მისალოც დეპეშებს. ყველაზე მეტად მისი თანამშრომლები იყვნენ გახარებულნი. ზურაბი მათთვის იყო არა მარტო უფროსი და ნაცადი ხელმძღვანელი, არამედ მასწავლებელი, დამრიგებელი, მიუდგომელი და მიუკერძოებელი უფროსი ამხანაგი. ზურაბ ლომაურმა კიდევ ერთი დიდი საქმე გააკეთა. მან ხელი შეუწყო და საშუალება მისცა თანამშრომლებს ესწავლათ და უმაღლესი სასწავლებელი დაემთავრებინათ...

      ხუტამ კარგად იცოდა, რომ ყოველი ბოროტმოქმედი ფრთხილია, ის ზოგჯერ თავისიანებსაც კი არ გაუზიარებს გულის ნადებს, მაგრამ ხუტას საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა და არც ალღო ღალატობდა. ის ხომ გამოცდილი კრიმინალისტის, ზურაბ ლომაურის აღზრდილი იყო. ზურაბი მუდამ ასწავლიდა, რომ დამნაშავე პირებთან მიდგომაში ერთხელ გამომუშავებული შტამპი არ გამოდგება, რომ მათი ხასიათის შეცნობაა საჭირო, რათა მათი ნდობა მოიპოვო. ხუტა გაწერელია ამბობდა: ოპერატიული მუშაკი მაშინ არის სრულყოფილი, თუ ის კვალის ძიების დროს ყოველგვარ საშუალებას მარჯვედ იყენებს...

      ნაზიმ ზოიძე მკითხველს ნაღვლიანად მოუთხრობდა თავის წიგნში, რამდენად აბრმავებს ადამიანს რელიგიური უმეცრება, როდესაც ჩამორჩენილი, გაუთვითცნობიერებელი ხალხი სარწმუნოებისათვის თავის ეროვნულ სახესაც კი ჰკარგავს, წარსულის ადათჩვევებს ღალატობს. ეროვნება და სისხლის ურთიერთობა ერთია, რელიგია და სარწმუნოება კი მეორე. თურქეთის სასულთნოს ერთ-ერთი უკანასკნელი სამხედრო მოღვაწე, ენვერ-ფაშა, ქართველი იყო, გვარად ხიმშიაშვილი, ნამდვილი აჭარელი...

ნახვა: 62

ტეგები: Qwelly, ბლოგი, განხილვა, დეტექტივი, იასაღაშვილი, ლიტერატურა

ლაშა: აგვისტო 17, 2019||7:46pm

შავი ვარდიც დეტექტივია? 

Kakha: აგვისტო 18, 2019||6:06pm

შეკითხვის არსი არ მესმის, განა არ ჩანს ეს დასაწყისშივე? )

rusudan: აგვისტო 19, 2019||11:30pm
დიახ დეტექტივია

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters