აქციები ისევ არ წყდება მაგრამ ხალხი ისე მიეჩვია, რომ მედიისთვისაც რაიმე განსაკუთრებულ ამბებს არ წარმოადგენს. აი, რუსთავი ორის გაყიდვის ამბავი კი დღის ყველაზე ხმაურიანი ნიუსი გამოდგა, ცხადია გვარამიას სამართლებრივი საკითხებიც თემასთან ახლოს არის. სასამართლოები, განათლება და სპორტი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 აგვისტო, 2019

      სადღეღამისო აქციები - გიგა მაქარაშვილი - გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან მიმდინარე აქციები 20 სექტემბრიდან, შესაძლოა, 24-საათიან რეჟიმში გადავიდეს.

      დიდგორობა - მამუკა ბახტაძე - საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება და ეს არის მუხლჩაუხრელი შრომა და უანგარო მსახური ჩვენი ქვეყნისთვის.

      მამალაძის საქმე - თორნიკე მამალაძე - დეკანოზი გიორგი მამალაძე არათუ გადაადგილებას, წამოჯდომასაც ვერ ახერხებს - სექტემბრიდან აქციების რეჟიმზე გადავალთ.

      იყიდება რ2 და იჭერენ გვარამიას - ნიკა გვარამია - თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა. ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნების“ სპიკერებო და „ტროლ-ბოტებო“, სანამ „ნაცობას“ დამაბრალებთ, პირი გამოირეცხეთ და ის 9 წელი რომელი ჩირგვის ქვეშ იჯექით - კარგად გაიხსენეთ! მამუკა ბახტაძე ხაზარაძის, ოქრუაშვილისა და გვარამიას საქმეებზე - კანონი უზენაესია და მის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. ია კიწმარიშვილი „რუსთავი 2“-ის 30 %-იანი წილის მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით დღეს მიმართავს. ქიბარ ხალვაში - ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ დაიწყოს „რუსთავი 2“-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ია კიწმარიშვილი არ გამორიცხავს, რომ დავის დასრულებამდე, „რუსთავი 2"-ზე ყადაღის დადება მოითხოვოს და წილების გასხვისება შეაჩეროს. მამუკა არეშიძე “რუსთავი 2“-ის გაყიდვაზე - ფული შეიძლება იყოს სხვისი, მაგრამ სხვამ იყიდოს. „თავისუფალი საქართველო“ - „რუსთავი 2“-ის გაყიდვის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს. პაატა სალია „რუსთავი 2“-ის გაყიდვაზე - ქიბარ ხალვაში ამ ნაბიჯს იმიტომ დგამს, რომ კომპანიამ გააგრძელოს ფუნქციონირება და არ მოხდეს მისი გაკოტრება. პაატა სალია ია კიწმარიშვილის განცხადებაზე - თუ მოხდება წილების დაყადაღება, მაშინ „რუსთავი 2“ ვერ გასხვისდება. პაატა სალია - „რუსთავი2“ არასდროს გაკოტრდება. ნიკა გვარამია - 25-წლიანი დიდი ტელეკომპანიის დიდი ისტორია დასრულდა. ქიბარ ხალვაში - ნიკა გვარამიას ზრუნვის შედეგად „რუსთავი 2“-ს, წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს. გია ხუხაშვილი - სრული იდიოტი უნდა იყოს ვინც გადაწყვეტს, რომ ამ ვითარებაში „რუსთავი 2“ იყიდოს. რომან გოცირიძე - ქიბარ ხალვაშის განცხადება „რუსთავი2“-ის დახურვის ვერაგული გეგმაა, რაშიც მას ფულის შოვნაც უნდა. ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას უკვე მოძებნილი ეყოლება პირი, ვინც „რუსთავი 2“-ს იყიდის. პაატა სალია - ნიკა გვარამიამ „კურიერის“ საარქივო მასალა მინიმალურ ფასად მიჰყიდა „ინტერმედიას“, რომლის ერთ-ერთი მეწილე კეზერაშვილის ტელევიზიის დირექტორად მოიაზრება. ნიკა გვარამიას მიერ კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მივმართავთ. არ ვიცი, რამდენად აქვს ივანიშვილს ინტერესი „რუსთავი 2“ შეიძინოს - მიხეილ სააკაშვილის გარდა ნებისმიერი სხვა პირი შეიძლება განიხილებოდეს. ნიკა გვარამია - ჩემგან გადაეცით პაატა სალიას, თავზე გადაიხიოს სარჩელი - ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება. „ინტერმედიას“ მეწილე კახა ანჯაფარიძე - არავის უზარალია, მით უფრო “რუსთავი2“-ს - ბრალდება აბსურდულია და მას სამართლებრივი შინაარსი არ გააჩნია. გია ვოლსკი - მთავარი თემა არის ის, რომ „რუსთავი 2“ სერიოზულად არის ფინანსურად დაზიანებული, ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის გაყიდვის შესახებ განცხადებით ეხმაურებიან. გია ვოლსკი დავით კეზერაშვილზე - მოდაში შემოვიდა, ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს.

      უნარების განათლება - თამარ სანიკიძე უარყოფითად აფასებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.

      სპორტის დიდება - მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავიბრუნებთ იმ დიდებას, რაც წყალბურთში ქართველ ერს ჰქონდა. მიხეილ ბატიაშვილი - გვჯერა, საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს კიდევ მეტი გამარჯვება ელის.

      ტურიზმის ცენტრი - მამუკა ბახტაძე - ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა.

      ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეთა სიაში ბევრი ისეთი ადამიანია, რომლებსაც არც კი ჰქონიათ სურვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გამხდარიყვნენ. მოსამართლეობის კანდიდატი - სასამართლოში „კლანი“ არ გვყავს - ასეთ განცხადებებს აკეთებენ ადამიანები, რომლებსაც მურუსიძისა თუ ჩინჩალაძის უბრალოდ გვარი და სახელი აქვთ გაგონილი. მოსამართლეობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილს - НКВД-ს მეთოდებით ახორციელებთ ადამიანების დაკითხვას. მოსამართლეობის კანდიდატი - ლევან მურუსიძე არის ლიდერი, მიხეილ ჩინჩალაძე არის ლიდერი, ირაკლი შენგელია არის ლიდერი! - მათ სასამართლო ხელისუფლება მიიყვანეს დამოუკიდებლობამდე. ნაზი ჯანეზაშვილი - პაატა შავაძე აქ იმიტომ მოვიდა, რომ თავი მოაწონოს „კლანს“ და ჩინჩალაძეს - ნახეთ მათი ბედნიერი სახეები, ასეთი გახარებულები „კლანის“ წევრები არასდროს მინახავს. დიმიტრი გვრიტიშვილი - ჯანეზაშვილის განცხადება, თითქოს მოქმედი მოსამართლეების ნაწილში შეინიშნება უმოტივაციობა, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და პროვოკაციულია.

      პენსიების პროცენტი - საპენსიო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, საპენსიო ფონდში არსებული თანხის ინვესტირების პროცესი სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დაიწყება.

      ხაზარაძის მოძრაობა - მამუკა ხაზარაძე - დღეს უნდა გავერთიანდეთ, შევეშვათ წარსულის კრიტიკას და ვიმოძრაოთ მომავლისკენ - სექტემბრიდან ახალი მოძრაობა! ღირსეული საქართველოსთვის!

საზღვარგარეთულები:

      არეულობა აღმოსავლეთში - ჰონგ-კონგში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ჰონგ-კონგში პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი მეტროში გამოიყენა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 35

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

Kakha: სამშაბათს

ხაზარაძის იმპტიმიზმი კარგია, მერე რაა რომ გაქურდა მთელი ქვეყანა და ყოველი მისი ბანკის კლიენტი )) მთავარია ყოველთვის პოზიტივს ხედავდე ცუდშიც :D ქურდობაში ცუდს ვერაფერს ვხედავ :D

ლაშა: სამშაბათს

თუკი ქურდობას ხელშეკრულებით აფომებ, რა პრობლემაა?! ))

Kakha: ოთხშაბათს

როცა ოფიციალურად აცხადებს Facebook რომ მომხმარებლის მიმოწერას და ხმოვან შეტყობინებას უსმენს, ქართველი იუზერის შეფასება, "ნახევარჯერ მე არ მესმის რას ვჯლუყუნებ და მადარდე ახლა" ჩემ ნაწერს მე ვერ ვგებულობ და ძაან გაიგებენ რას ვწერ, "მეგრული ძაან არ გაარკვიონ რა ვთქვით მე და ჩემმა დაქალმა", უცებ არ გადაეთარგმნათ რა", "მისმინე სანამდიც არ მოგწყინდება, "მეტი სადარდებელი არ მომცეს ღმერთმა"

P.s ლუზერად დაბადებული ერი ლუზერად მოკვდება :D

Kakha: ოთხშაბათს

ანუ გონებაჩლუნგმა საზოგადოებამ არც კი იცის, რომ ჩინური(მანდარინი დიალექტი)_ზეც კი არასწორად აკრეფილ ტექსტს 90% სიზუსტით თარგმნის სტადანრტული javascript_ი, მაგრამ არ ვიდარდოთ ფეისს ამ ტექნოლოგიის რესურსი არ გააჩნია ქართული ხომ უძველესი ცივილიზაციია, შერცხვება და არ გვისმენს :D :D 

ლაშა: ოთხშაბათს

ეს შეფასებაც ძალიან არგუმენტირებულია - „მისმინონ, მისმინონ, კარგის მეტს რას გაიგებენ და იქნებ ეშველოთ რამე“. 

Kakha: ოთხშაბათს

უდარდელი ქართველის 30 საუკუნის შედეგები: ბიუჯეტში სეკვესტრი, გაკოტრებული ქვეყანა, ემიგრაციიდან მიღებული "წვეთოვანის" იმედზე, დღევანდელი დღის არ მცოდნე, ზღვაზე დასვენების ოცნებები, ლიჟბი მანქანის პრასვეტი, კორუმპირებული ცხოვრება.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

შტორმის სილამაზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2019.
საათი: 10:14pm 0 კომენტარი

      ფოტო და ვიდეოგრაფი, ანდა, უფრო სწორად, ფილმოგრაფი მაიკ ოლბინსკი (Mike Olbinski), უკვე მრავალი წელია საქორწილო დღესასწაულების გადაღებებით არის დაკავებული და პროფესიული საქმიანობა დიდი…

გაგრძელება

დიდი  თვალები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2019.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ერთ ღამეს დიდხანს ვეთამაშე ვარსკვლავებს, მათი ბრწყინვალე გირლიანდების მრავალნაირობას დასასრული არ…

გაგრძელება

ლოურენს რიზი - უსახელო ალიანსი

გამოაქვეყნა rusudan_მ.
თარიღი: აგვისტო 15, 2019.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

       1939 წლის 23 აგვისტოს ნაშუადღევის ოთხი საათისთვის სტალინის პირადმა ავტომობილმა წითელი მოედანი გადაკვეთა. მანქანაში საბჭოთა ლიდერის უჩვეულო სტუმარი იჯდა. დიპლომატიის ისტორიაში ამ ერთ-ერთი ყველაზე…

გაგრძელება

ალექსანდრე იასაღაშვილი - შავი ვარდი

გამოაქვეყნა rusudan_მ.
თარიღი: აგვისტო 15, 2019.
საათი: 6:00pm 1 კომენტარი

      პროფესორ პავლე ნაპირელის ოჯახი ყირიმში ისვენებდა, დაძაბული შრომით მოქანცულ მეცნიერს ძალიან მოუხდა იქაური მზე და ზღვის ჰაერი. ამინდებიც კარგი დაუდგა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, ავტომანქანით…

გაგრძელება

Qwelly World

free counters