მაუწყებლობა ნისიაზე და პროცენტები ბიზნესიდან, ლარის კოსმიური ოდისეა, თბილისის რემონტები და სამართლი უზენაესობა

      არ გამოვიდოდა ივლისი ქველინიუსის დაბრუნების გარეშე გასულიყო. დიდი და გამორჩეული სიახლეებით ვერ გაგაკვირვებთ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებდით ეს დღეები, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ 1 დოლარის ღირებულება უკვე 3 ლარზეა ასული და ეს ასტრონომიული სიჩქარე სადამდე მიგვიყვანს, კაცმა არ იცის. ამასობაში, მედიის პრობლემებს ვალებიც დაემატა. ასევე თიბისის მეპატრონეების საქმე - საკუთარ ბიზნეს აზიანებდითო და სასამართლოს უზენაესობა. კიდევ, კალაძის მოპირკეთებული თბილისის ამბებიც გვაქვს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 31 ივლისი, 2019

      მედიის საქმეები - რა თქმა უნდა მედიის მთავარი ამბები რუსთავი ორზე მოდის. გუშინ, ქიბარ ხალვაში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს შეხვდა. ჯარჯი აქიმიძე - ჩვენ ქიბარ ხალვაშთან არანაირი საუბარი ამ დრომდე არ გვქონია. ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს „რუსთავი 2“-ის 40%-იანი წილი შესთავაზა. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშს შეთავაზებაზე პასუხს მოგვიანებით გასცემენ. პასუხს მკაფიოს, ჩამოყალიბებულს და საბოლოოს ამ წუთას არ ვამბობთ. ქიბარ ხალვაში კითხვაზე, შესთავაზა თუ არა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა დავით ნიკურაძეს - მე არ შემითავაზებია არავისთვის, დირექტორს ჰკითხეთ. ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე - 40%-ზე არ ვართ თანახმა - ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს შეთავაზება მიუღებელია, შეიძლება იყოს ისიც, რომ გადაწყვეტილებების მიმღებები ისინი არ იქნებიან. ქიბარ ხალვაში - დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან შეხვედრები გაგრძელდება. ქიბარ ხალვაში ჟურნალისტებს - რატომ თვლით, რომ ჩემი ქონება უნდა გადავანაწილო და ვიღაცას ვაჩუქო?! ქიბარ ხალვაში - „რუსთავი 2“-ის გაყიდვას არ ვაპირებ. „სტერეო +“-ის დამფუძნებელი განმარტავს, ვის გაეთიშება „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „ერთსულოვნება“, თუკი აღნიშნული ტელეკომპანიები დავალიანებას არ დაფარავენ - თუკი „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „ერთსულოვნება“ ხვალ საღამომდე დავალიანებას არ დაფარავენ, ისინი ციფრულ მაუწყებლობას ვეღარ გააგრძელებენ. მისი განმარტებით, მოსახლეობას, ვისაც სეტ ტოპ ბოქსი აქვს, აღნიშნული არხები გაეთიშებათ. ეს არ შეეხება საკაბელო ოპერატორებს. დავით ზილფიმიანის განცხადებით, აღნიშნული სამი ტელეკომპანიის დავალიანების ოდენობა ასეულობით ათას ლარს შეადგენს, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში დაგროვდა. „მე ეს ტელეკომპანიები მრავალი თვით ადრე არაერთხელ გავაფრთხილე, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. კანონით დადგენილ მოთხოვნებზე გაცილებით მეტი გავაკეთე, მაგრამ დასანანია, რომ რეაგირება არ მოახდინეს. თუ ისინი ხვალ საღამომდე თანხას ჩარიცხავენ, მაშინ ცხადია არ გაითიშება. თვეების განმავლობაში გრძელდება ეს პრობლემა და გროვდება მათ მიერ გადასახდელი თანხა. 25 წელია სტერეო+ ტელევიზიებს ემსახურება და როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური ან რაიმე სხვა ნიშნით მივდგომოდით საკითხს. მათი მხრიდან რიგ შემთხვევებში პასუხია „არ გვაქვს და რა ვქნათ“, ხოლო ზოგჯერ „ჩავრიცხავთ, ჩავრიცხავთ“ და თვეები გადის ამასობაში. ეს გრძელდება 4-5 თვის განმავლობაში, ზოგიერთი ტელეკომპანიის შემთხვევაში კი 1 წელიც კი. ასეთი რამდენიმეთვიანი დავალიანება მხოლოდ „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „ერთსულოვნებას“ აქვთ, ერთ და ორთვიან დავალიანებაზე ჩვენ, როგორც წესი, რეაგირებას არ ვაკეთებთ ხოლმე. საქართველოში 1 300 000 სეტ ტოპ ბოქსია და ყველა საკაბელო ერთად აღებული 300 000-იც არ არის. რეალურად მაუწყებლობის სივრცეს დაკარგავენ, თუ არ გადაიხდიან, მაგრამ მე არ მინდა შავი მომავალი წარმოვიდგინო. Freedom House-ის წარმომადგენელი - მედია საქართველოში პოლარიზებულია. „რუსთავი 2“-ის ეროვნული მაუწყებლობიდან გათიშვის საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სტერეო + ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ტელეკომპანიამ პირველი კერძო მულტიპლექს ოპერატორის სტერეო +-ის ანგარიშზე თანხა ჩარიცხა.

      ლარის უკიდურესი სიღატაკე - დავით ჭიჭინაძე - ეროვნული ბანკი ლარის ორმოცს გადაიხდის და ხვალიდან ალბათ გამოჯანმრთელდება. აკაკი ცომაია - ლარის გაუფასურება ცოტა ხანში შეიძლება წვიმასაც დავაბრალოთ - ლარის გაუფასურებაზე მთავრობის განცხადებების შეფასება უხერხულია, რადგან უვიცები არიან. კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარი გახდა. ირაკლი კოვზანაძე ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს ბიზნესსა და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს. მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. გიორგი ქობულია - ლარი შეიძლება კიდევ გაუფასურდეს, თუ არ დაბალანსდა სიტუაცია. ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ლარის მდგომარეობა ეკონომიკის უმძიმეს მდგომარეობას ასახავს, რომელიც “ქართული ოცნების“ გაუაზრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ დაასუსტა. ლარის გაუფასურება პირდაპირ აისახება ისეთი პროდუქტების ფასებზე, რაც გაჭირვებული მოქალაქეების ჯიბეს დაარტყამს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება, ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ. ზურაბ მელიქიშვილი - ვისაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული, მათთვის დაანგარიშება ძველი კურსით უნდა მოხდეს. რომან გოცირიძე ლარის კურსზე - ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ინტერვენციები, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა გადადგეს ეროვნული ბანკის უსაქმური საბჭო. ეროვნული ბანკი 1-ელ აგვისტოს 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. აკაკი ცომაია ლარის კურსზე - 40 მილიონი დოლარის ხარჯვა არაფერს შეცვლის, ეროვნულმა ბანკმა უნდა დაუშვას უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემა. ელგუჯა მექვაბიშვილი - დოლარი თავიდანვე უნდა გაეყიდათ, ვიდრე ლარის დოლართან თანაფარდობა 1:3-ს მიაღწევდა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ნათია თურნავა - ლარის კურსი დასტაბილურდება, რადგან მის გაუფასურებას ორგანული საფუძველი არ გააჩნია. გიორგი ქადაგიძე - როდესაც ლარი უფასურდება, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ეკონომიკაში არის პრობლემები, ამიტომ იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ რა სჭირს ჩვენს ეკონომიკას. ივანე მაჭავარიანი - შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ლარი წამოვა ქვემოთ და ეს უახლოეს დღეებში მოხდება.

      სასამართლოს უზენაესობა - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილს - დარწმუნებული ვარ, აქედან რომ გავალ და შემდეგ როცა კენჭისყრა ჩატარდება, თქვენი ხმაც მექნება. დიმიტრი გვრიტიშვილი სახალხო დამცველის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება. იუსტიციის საბჭოს წევრები მხარს უჭერენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი არ შეჩერდეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ჯანეზაშვილს და მეთოფიშვილს - ძალიან გთხოვთ, ისეთი შეკითხვები არ დამისვათ, რაც საოცრად უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს.

      ნაციონალების „დევნა“ - ხატია დეკანოიძის განცხადებით, შსს-ს თანამშრომლებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ.

      თიბისის მეპატრონეების და ანაკლიის საქმე - გიორგი ქობულია ანაკლიის პროექტზე - „იბიარდის“ ხელმძღვანელმა თქვა, რადგან ჩვენ ვერ დავრწმუნდით, რომ ეს პროექტი ეკონომიკურად კარგია, ამიტომ ვითხოვთ სახელმწიფო გარანტიებს. გიორგი ქობულია - მამუკა ხაზარაძის განზრახვა მხოლოდ სასიკეთო იყო, მაგრამ მან ანაკლიის პროექტში რაღაც დონეზე შეტოპა. ჩემთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება, რას ედავებიან ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. პაატა ბურჭულაძე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს - თქვენს გვერდით მიგულეთ. ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ყველა გულშემატკივარს ვარწმუნებთ, რომ პორტი აუცილებლად აშენდება კერძო თუ სახელმწიფო ინვესტიციით. სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

      ივნისის აქციები -გახარიას გადაუდგომლად გრძელდება - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება.

      ჩვენ ევროკავშირისთვის და ევროკავშირი ჩვენთვის - “ჰერიტიჯის ფონდის“ წარმომადგენელი - საქართველო ევროპული უსაფრთხოების ხერხემლის ნაწილია და ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობას იმაზე მეტი გაუკეთა, ვიდრე მისგან თვითონ მიიღო.

      სპორტული საქართველო - მამუკა ბახტაძე - „ევრობასკეტის“ მასპინძლობის ფარგლებში, ავაშენებთ ახალ, 15 ათასს მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლეს და დარწმუნებული ვარ, ის გახდება ახალი სავიზიტო ბარათი ჩვენი ლამაზი დედაქალაქისთვის. საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ზამთრის სახეობებში 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპა შემოდის საქართველოში და ჩვენც შევდივართ ევროპაში. სალომე ზურაბიშვილი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰამბურგის ტურნირში გამარჯვებას ულოცავს. მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენ დედაქალაქში იქნება რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურა არა მარტო კალათბურთის, არამედ სპორტის ბევრი სხვა სახეობისთვისაც. კახა კალაძე - მე, როგორც ამ ქვეყნის შვილს, დედაქალაქის მერს, რიგით მოქალაქეს, მეამაყება, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.

      მერიიდან გამოცხადებული - ხვალიდან კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. მერია მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას იწყებს. ტაქსის მძღოლებისთვის ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს დასრულდება. კახა კალაძე - სექტემბრიდან, წლის ბოლომდე თბილისში isuzu-ს მარკის 8-მეტრიანი 220 ახალი ავტობუსი შემოვა. შარშან კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების რეაბილიტაციაზე 15 მლნ დაიხარჯა, დღეს კატასტროფული შედეგი გვაქვს, კომპანიებს მოუწევთ თავიანთი სახსრებით ამის მოწესრიგება. თემქის ხევის რეაბილიტაციის ფარგლებში, დაახლოებით 4 თვეში პარკის დასრულებული პროექტი გვექნება. თბილისის რაიონებში, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში მოეწყობა დახლები, სადაც გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქტების გაყიდვა შეეძლებათ. ირაკლი ხმალაძე კახეთის გზატკეცილზე შესრულებულ სამუშაოებზე - როცა ნაკლოვანებებია, რეაგირება მკაცრი იქნება და კონტრაქტორ კომპანიას მოუწევს ხარვეზების გამოსწორება. ზონალური პარკირების გადასახადის გადასახდელად შექმნილი მობაილ აპლიკაცია "პარკინგ თბილისი" უკვე ამუშავდა.

საზღვარგარეთულები:

      #ტრამპნიუსი - დონალდ ტრამპს ავღანეთიდან ჯარის გაყვანა 2020 წლის არჩევნებამდე სურს. ტრამპი ჩინეთს მოუწოდებს, სავაჭრო ხელშეკრულების გასაფორმებლად 2020 წლის არჩევნებს არ დაელოდონ.

      რუსული აქციბი - გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახური - რუსეთის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გადაჭარბებით გამოიყენა, რასაც 70-ზე მეტი ადამიანის დაშავება მოჰყვა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 160

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters