თიბისი მთარველობის გარეშე, ყველაფრის დამფინანსებელი პოლიციისგან დაკავებული და კარვობა რუსთაველზე

      ევროპის დედაქალაქი სიცხეებს ებრძვის, ხოლო ჩვეთან წვიმები და ქარიანი ღამეები არ კარგავენ აქტუალობას და უკან არ იხევენე - მერე რა რომ სადაცაა აგვისტო მოვა. პოლიტიკურ ნიუსრუმში კი სავსეა ამბები მამუკა ხაზარაძის გარშემო და იქვე, ანაკლიის პორტიც არის. ასევე ახალი მკვლელობები, ოქრუაშვილის დაკავება და ცხადია, უმსხვილესი ბანკირის გარშემო განვითარებული მოვლენები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 22 ივლისი, 2019

      მკვლელობა გურამიშვილზე - გურამიშვილზე 2 ახალგაზრდა მამაკაცი კორპუსის მე-6 სართულზე, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გურამიშვილის გამზირზე, 2 ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ადგილზე, საცხოვრებელი სახლიდან ლიფტამდე სისხლის კვალია. შსს გურამიშვილზე მომხდარ მკვლელობაზე - ცხედრების გამოსვენების დროს მოხდა სისხლის ჩამოღვრა და სახლიდან ლიფტამდე სისხლის კვალი ამის გამო დარჩა.

      თავისუფლება და დემოკრატია მედიით - “ედისონ რისერჩის” ვიცე-პრეზიდენტი - დემოკრატია უფრო ძლიერი იქნება თუ „რუსთავი 2”-ის მფლობელები მას სიახლეების გადმოცემის საშუალებას არ ჩამოართმევენ.

      ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური სარბიელი და პატიმრობა - თამარ ჩუგოშვილი ოქრუაშვილზე - ამ ადამიანს რომ საერთოდ უნდა ვუსმინოთ და მის მიერ ჩადენილი „კრიმინალები“ ვარჩიოთ, არის უმძიმესი საზოგადოებისთვის. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული. შსს - 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ამავე საქმეზე კიდევ 4 პირი დააკავა. შსს ირაკლი ოქრუაშვილთან და დღეს დაკავებულ კიდევ 4 პირთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს, რომელშიც 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენებია ასახული. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერები ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. ირაკლი ოქრუაშვილი დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. თინა ბოკუჩავა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე - ასეთი დაკავებები და ასეთი ტიპის რეპრესიები მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს.

      ხაზარაძე ამბებში - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელების თანამდებობებს ტოვებენ. მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ აქციონერებმა დღეს 130 მილიონი დოლარით იზარალეს. თამარ ჩუგოშვილი - ანაკლიის პორტი არ არის რომელიმე პირის პირადი პროექტი, ეს არის სახელმწიფოს დაკვეთა, რომ საქართველოში აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი. თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ნიკოლოზ ენუქიძე დაინიშნა. მამუკა არეშიძე - მგონია, რომ ხაზარაძის დაკავება უხეში ფორმა იქნება, საქმე უფრო გირაოსკენ იხრება. პაატა ზაქარეიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე - ახლა მნიშვნელობა არ აქვს ეს ხალხი ციხეში იქნება თუ არა, „ოცნებამ“ მოწინააღმდეგესთვის მოქნეული ჯოხი თავში უკვე მაგრად გაირტყა. გია ვოლსკი - ანაკლიის პროექტის მთავარი მენეჯერი სახელმწიფოა და პორტი უნდა აშენდეს, ამის შესახებ ხაზარაძე განაცხადებს თუ არა! ჩემთვის კითხვებს არა პროკურატურა, არამედ 17 მლნ დოლარი აჩენს. მამუკა კაციტაძე - მამუკა ხაზარაძისგან იმის გაჟღერება, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, ანკესი იყო, რომელსაც ღლავები და პატარა ჭიჭყინები წამოეგნენ. თამარ ჩუგოშვილი - თუ ეჭვის გარეშე დასტურდება დანაშაულის ჩადენის ნიშნები, ვერც ერთი პირისთვის ვერანაირი საქმიანობა იმუნიტეტის მიმნიჭებელი ვერ გახდება. ანა დოლიძე - მამუკა ხაზარაძის სახით მორიგი მსხვერპლი ჩაუვარდა მურუსიძე-ჩინჩალაძის ბაყბაყდევს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანალიტიკოსი - ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში ძალიან დიდია პოლიტიკური კვალი. ირაკლი ოქრუაშვილი - ჩემი ვარაუდით, ივანიშვილი ხაზარაძის დაპატიმრებას აპირებს - ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ეთამაშება. დავით ბერძენიშვილი - აშშ-ს საელჩომ დაადასტურა ის, რაც ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე მანამდე საქართველოს ხელისუფლებას უფრო მკაფიოდ პომპეომ უთხრა. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო - ანაკლიის პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია და ის აუცილებლად განხორციელდება. ლევან იოსელიანი - ხაზარაძის ციხეში ჩასმა გზავნილი იქნება ყველა პოტენციური პოლიტიკოსისთვის ვინც შეიძლება ივანიშვილს გადაუდგეს, რომ მასაც იგივე ელოდება. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენმდივნის განცხადებით, საბჭო ყურადღებით ადევნებს თვალყურს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების გარშემო მიმდინარე პროცესებს. აშშ-ს საელჩო - შეშფოთებას გამოვთქვამთ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით. ლევან ბოძაშვილი - ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნა საქართველოზე რუსეთის დროშის გადაფარება იქნება. არასამთავრობოები - გენპროკურატურას მოვუწოდებთ, გაასაჯაროვოს დამაჯერებელი მტკიცებულებები ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალეულობის შესახებ. ხათუნა ლაგაზიძე - აშშ-ს საელჩოს განცხადება არის ირიბი მინიშნება იმაზე, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ პროცესებში, ამერიკელები პირდაპირ ხედავენ „სხვა მოტივაციებსაც“. რომან გოცირიძე - აშშ-ის საელჩოს განცხადება, ქვეყანაში არსებულ რეპრესიებზე მიუთითებს. სალომე ზურაბიშვილი ხაზარაძეზე - ნუ შეგეშლებათ! არა კომპეტენცია, არამედ უფლება არ აქვს პრეზიდენტს ჩაერიოს ასეთ საქმეში ან გამოხატოს თავისი შეხედულებ. დიდი ბრიტანეთის საელჩო - კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საქმის გარშემო პროცესები გაჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს. ამერიკულმა კომპანიამ SSA MARINE საქართველოს მთავრობას ახალი მოთხოვნა წაუყენა, რომ ანაკლია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი იყოს.

      თიანეთის საქმეები - გიორგი წოწკოლაური - თამაზ მეჭიაური მერობის მეორე წელსაც ვერ გაერკვა საკრებულოს და მერიის ძირითად ფუნქციებსა და განსხვავებაში.

      წყალდიდობების სეზონი სხვა სეზონში - ლენტეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მოსახლეობა დააზარალა. მესტიის მერიის ინფორმაციით, ჭალაადის ტერიტორიაზე, მდინარის ადიდების შედეგად, განადგურდა „მესტიაჭალა 1-ის“ ინფრასტრუქტურის ნაწილი და ათამდე მანქანა.

      სოკარის საკუთრებები - „სოკარ ჯორჯია გაზმა“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 94 ნაგებობა 24 მილიონ 177 326 ლარად შეიძინა.

      პრეტენდენტები სამართალზე - მოსამართლეობის კანდიდატის გოგიტა თოთოსაშვილის განცხადებით, 2012 წლამდე მოსამართლედ მუშაობისას არ ახსენდება ფაქტი, რომ „რაიმე საქმეზე მითითება ჰქონოდა“. მოსამართლეობის კანდიდატი ალექსანდრე იაშვილი - როცა მცირეწლოვანია, მოსამართლის ტრიბუნიდან ჩავდივარ და მასთან ერთად ვჯდები, ვცდილობ, ბავშვმა სტრესი არ განიცადოს.

      საჩუქარები რუსი ტურისტების ჩამოყვანისთვის - რომან გოცირიძე - მთავრობა ერევნის გავლით ერთი რუსი ტურისტის ჩამოყვანაში ქართულ ავიაკომპანიას 290 ლარს ჩუქნის, რაც სრული სისულელეა. გია ვოლსკი - ეკონომიკური ზარალი უკვე თვალში საცემია და ამ ზარალს განაპირობებს „მაოხრებელი გზირად“ წოდებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია. გიორგი კანდელაკი - რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მცდარი ნაბიჯი და არასწორი პოლიტიკური სიგნალია. გიორგი ვაშაძე - ხელისუფლების ინიციატივა, რუსეთთან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებასთან დაკავშირებით არის მიზანმიმართული მავნებლობა.

      ახალი კარავი რუსთაველზე - მაჩალიკაშვილი პოლიციელებს - თბილისში რომ ვცხოვრობდე ღამე წავიდოდი და დილით მოვიდოდი, მაგრამ წასასვლელი არ მაქვს - თქვენს ხელში ადამიანს სული ამოეწურება. მალხაზ მაჩალიკაშვილი - წაღებულია ჩემი ორივე კარავი, ყველაფერი, რაც კი ვინმეს ჰქონდა ჩემთვის ნაჩუქარი - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ ყურანი. ხელისუფლებას მალხაზ მაჩალიკაშვილის დაჭერის ეშინია, რადგან იციან ამით თავს რაც დაატყდებათ. დღეს აბსოლუტურად დავრწმუნდი, რომ პარლამენტის წინ ბავშვები ჩემი კარვების გამო დაასახიჩრეს. ნინო ლომჯარია მალხაზ მაჩალიკაშვილზე - ჩვენ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი არსებობს და მისი შეზღუდვა მკაცრად გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარავი დადგეს.

საზღვარგარეთულები:

      მზე ფრანგების წინააღმდეგ - პარიზში აბსოლუტური ტემპერატურული რეკორდი დამყარდა. თერმომეტრმა 40,6 გრადუსი დააფიქსირა, - იტყობინება საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახური Meteo France. აღნიშნული ტემპერატურა დაფიქსირდა ადგილობრივი დროით 13:36 საათზე პარიზის პარკ მონსურის რაიონში.

      დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო რეზოლუციებს, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის 8,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას ბლოკავს. სპეცპროკურორ მიულერის განცხადებით, ტრამპს, შესაძლოა, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდება წაუყენონ, როგორც კი ის თანამდებობას დატოვებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 122

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters