საკამათო სასამართლო, განათლების სფერო პირველკლასელთათვის და სახელმწიფო სიმბოლიკის კანონი

      მარტმა ცოტა მოიხედა ზაფხულისკენ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დღის ამბებმა, განსაკუთრებული სიახლეები ვერ შემოგვთავაზა. დღეს ისევ ხმამაღლა და აყალმაყალის ფონზე განიხილებოდა სასამართლოს მომავალი, ასევე ოცნების განახლებები და რეგისტრირებული „აფდეითები“, ჰონკონგელი სტუმარ-მასპინძლობა, განათლება, ჯარი და სახელმწიფო სიმბოლიკის კანონი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 მარტი, 2019/

      მოსამართლეთა გამწესება და თემის გარშემო ომობანა - მამუკა მდინარაძე - თუ ვინმეს სუბიექტური ინტერესები არ ამოძრავებს, შეუძლებელია ჩვენს კანონპროექტზე იურიდიული ან პოლიტიკური არგუმენტებით კრიტიკული შენიშვნა გამოთქვას. გია ვოლსკი - სტანდარტი, რაც მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის პროექტით შემოდის, ის მაქსიმუმია, რაც ევროპის ქვეყნებმაც კი შეიძლება გაითვალისწინონ. ნინო გვენეტაძის თანაშემწე - სასამართლოში ორი კლანი არსებობდა - გვენეტაძემ ვერ შეძლო ამ კლანების დამარცხება და იძულებული გახდა მასთან ეთანამშრომლა. არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის კანონპროექტზე - დასკვნა, რომელიც უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიისგან გვექნება, სუბიექტურ კითხვის ნიშნებს მოხსნის. ოთარ კახიძე უმრავლესობას - მოგიწოდებთ, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა მიიჩნიოთ უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე ის გზავნილები, რომლებსაც შიდაპარტიულ ჩატში კითხულობთ. ეკა ბესელია - ზარდიაშვილი, ოხანაშვილი, მდინარაძე არიან თანამედროვე შარიკოვები. სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას - გირჩევთ, რომ სამოქალაქო აქტივისტების მიმართ უფრო მეტი მხარდამჭერი დამოკიდებულება გამოავლინოთ. გედევან ფოფხაძე - ერთადერთი, რაც მიხარია ისაა, რომ მე-18 საუკუნის საფრანგეთში არ ვართ, თორემ ზვიად კვაჭანტირაძეს ალბათ, პარლამენტის წინ გილიოტინა დაელოდებოდა. თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - მსმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ზოგიერთი თქვენგანი მაგიდაზე ასული სვამდა სააკაშვილის სადღეგრძელოს. ზვიად კვაჭანტირაძე - ირაკლი კობახიძეს სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა - „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად, უმრავლესობა აღარ ჰყავს. ზვიად კვაჭანტირაძე - პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ მიმაღებინა გადაწყვეტილება ბოლომდე ვმდგარიყავი მედგრად! ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნება.

      პარტიის განახლება - არჩილ თალაკავაძე - „ქართული ოცნების“ განახლების პროცესის დისკრედიტაციასა და იუმორისტულ სფეროში გადატანას ცდილობენ. მამუკა მდინარაძე - ბექა ოდიშარია პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ნამდვილად გამოაცოცხლებს.

      თვალი ჰონკონგისკენ - გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა. ჰონგ კონგის აღმასრულებელი საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ ჰონგ კონგის კომპანიებმა საქართველოში ბიზნესის გაფართოება უნდა განიხილონ. გიორგი ქობულია - ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე ძირითადი სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებული. IT-კომპანიის დამფუძნებელი ჰონგ კონგიდან - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში ბიზნესის განვითარების დიდი შესაძლებლობებია.

      საარჩევნო კოორდინაცია - დავით უსუფაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთნ“ კოორდინაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

      ურუგვაისთან დამეგობრება - დავით ზალკალიანმა ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა. დავით ზალკალიანი ურუგვაის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა.

      დაუკმაყოფილებელი განცხადებები - წელს მერიამ შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული განაცხადების ნახევარი არ დააკმაყოფილა.

      განათლების სფერო - პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა, რის გამოც განათლების სამინისტრო მშობლებს მიმართავს - უწყების ინფორმაციით, მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ კატეგორიის ბავშვებისთვის რეგისტრაციის I ეტაპი 2019 წლის 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება. უწყების ცნობით, 8-დან 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას მშობელს და იმ სკოლას მიაწვდის, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა. პირველკლასელთა მშობლებს შესაძლოა, სკოლაში აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწიოთ. სკოლები წელს 57 ათასამდე პირველკლასელს მიიღებს.

      სესიაშვილის ინიციატივა სავალდებულო ჯარისკაცობაზე - არჩილ თალაკვაძე - საინტერესოა, ჰქონდათ თუ არა წაკითხული ინიციატივა იმ ადამიანებს, რომლებიც ასე ხელაღებით აკრიტიკებენ ირაკლი სესიაშვილს. ზაზა ვაშაყმაძე ირაკლი სესიაშვილის ინიციატივაზე - კანონპროექტის ზუსტ ფორმულირებას არ ვიცნობ, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ირაკლი სესიაშვილი გეგმავს, სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტის კომიტეტზე განხილვამდე, ის შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან განიხილოს. სოფიო კილაძე - არავის არ უნდა დავუტოვოთ განცდა, რომ რაღაც ფორმით რომელიმე კონფესია იჩაგრება. აკაკი ბობოხიძე - ირაკლი სესიაშვილის ინიციატივამ ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით, შესაძლოა, რელიგიურ ექსტრემიზმს დაუდოს საფუძველი. მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე სამხედრო სამსახურში გაწვევის კანონპროექტზე - ის არის დისკრიმინაციული, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიას ანიჭებს უპირატესობას.

      კანონი სახელმწიფო სიმბოლოებზე - კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ ძალაში შევიდა. კანონი შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ურთიერთთანამშრომლობით და შესაძლებლობას იძლევა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ყველა სიმბოლო მოექცეს საერთო სახელმწიფო ჰერალდიკური პოლიტიკის ჩარჩოში. ახალი კანონი ქმნის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და გატარების პირობას სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ყველა სიმბოლოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების ემბლემის, ლოგოს, სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოს, თანამდებობრივი და სამხედრო განმასხვავებელი ნიშნის, ისე ოფიციალური დოკუმენტისა და ბლანკის მიმართულებით.

საზღვარგარეთულები:

      რუსეთთან მეზობლობა - ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი - იმისთის, რომ რუსეთის მეზობელი იყო, უნდა იყო მომთმენი.

      ნიუსები ამერიკიდან - დონალდ ტრამპმა საკუთარი ხელფასიდან 100 000 დოლარი აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს გადაურიცხა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 168

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

hhhhhhhhhhhhhhhhh

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 9:50pm 0 კომენტარი

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters