საპატრიარქოს ბოიკოტი ცრუსთავი ორს, მერიის სიახლეები მრავალი მიმართულებით და დამოუკიდებლობის აღნიშვნაც

      ზოგჯერ დღე ისეც გაივლის, არაფერი ახალი და საინტერესო არ ხდება. დღეს მაგალითად ის მოხდა, რომ საპატრიარქომ, როგორც იქნა, გადაწყვიტა - მღვდლებს მოუწოდა რუსთავი ორთან ურთიერთობებისგან თავი შეიკავონ. რაც შეეხება სხვა ამბებს - კარასინი ისევ შეხვდა აბაშიძეს, მაგრამ შედეგი მაინც არანაირი. კალაძე კი ინიციატივას ინიციატივაზე ავრცელებს და ქალაქს რაღაცეებს უქადის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 24 მაისი, 2018 /

      დამოუკიდებლობის აღნიშვნა დამოუკიდებლობის გრძნობებით - რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები რამდენიმე დღით შეიცვლება. 26 მაისს, თავისუფლების მოედანზე „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა და სხვა ტექნიკა გამოიფინება. 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი გაიმართება.

      სასამართლო სტრასბურგში აგვისტოს ომზე - რუსეთის იუსტიციის სამინისტრო - ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უმეტესობა სუსტია - ისინი მონტაჟისა და ფალსიფიცირების ნიშნებს შეიცავს. გოჩა ლორთქიფანიძე - რუსული მხარისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ რუსეთს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა. ამირან სალუქვაძე - სტრასბურგის სასამართლოში ქართული მხარე რუსეთისგან განსხვავებით გაცილებით დამაჯერებელი და არგუმენტირებული იყო. სოფიო ქაცარავა - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს.

      რუსეთ საქართველო დიპლომატების ურთიერთობებში - დღეს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართა. ზურაბ აბაშიძე - ტატუნაშვილის საქმეზე კარასინმა თქვა რასაც ველოდი, რომ ამ თემაზე საუბარი ჟენევის ფორმატში უნდა გაგრძელდეს. გრიგორი კარასინი - არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი რა თქმა უნდა ტრაგედიაა, ყველაფერია გასაკეთებელი იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს. გრიგორი კარასინი - ბატონ აბაშიძესთან ვმართავთ რეგულარულ მოლაპარაკებებს პრაღაში, რათა ეტაპობრივად წინ წავიწიოთ და მოვამზადოთ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა.

      ნარკოდანაშაულის გამოძიების გაბაიბურება - ნარკოდანაშაულის საქმის გამოძიების მონაცემის გახმაურების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

      დაიცავით კომპიუტერი - ახალი კომპიუტერული ვირუსი „VPNFilter“ მსოფლიოს 54 ქვეყანაში გავრცელდა. კიბერდანაშაულის გამოძიების თემაზე ქართველი სამართალდამცველები ერთობლივ სწავლებას გადიან.

      საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მერიის დღის წესრიგი - კახა კალაძე - მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ერთიანი სისტემის დანერგვაზე მუშაობს. კახა კალაძე - „სითი პარკის“ წინააღმდეგ დავაში საერთაშორისო დონის კომპანია რამდენიმე დღეში გვეყოლება. მერია ინიციატივით გამოდის, რომ ელექტროავტობუსები და ელექტრომიკროავტობუსები დღგ-სგან გათავისუფლდეს როგორც იმპორტის, ისე ადგილზე წარმოების შემთხვევაში. კახა კალაძე - თბილისში, ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის. კახა კალაძე - მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით - სექტემბრიდან, ახალ სააღმზრდელო წელს, 11 ახალი შენობით შევხვდებით. კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება. თბილისში პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები დამონტაჟდება. რუსთაველის გამზირზე 550-მდე სხვადასხვა სახეობის ფორმირებული ბუჩქი დაირგვება და 1000 მ²-ზე ბალახის საფარი გამოიცვლება. სოფო კილაძე - კახა კალაძის ინიციატივები ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოთი სარგებლობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზებას. თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 სრულიად ახალი ხაზი დაემატა. გოჩა ენუქიძე - გამწვანებასთან დაკავშირებით მერიის ინიციატივა თითოეული თბილისელის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს.

      შეთავაზება ძიუდოისტებს - დავით ქევხიშვილი ძიუდოისტებს შექმნილი ვითარების დასარეგულირებლად 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. ვარლამ ლიპარტელიანი - დავით ქევხიშვილთან მუშაობა შეუძლებელია. ვარლამ ლიპარტელიანი - ცეზარ ჩოჩელი 2 წელია ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, არც ერთხელ არ მინახავს ის ამ პრობლემებზე სასაუბროდ.

      ხმა ამერიკიდან, ჩვენი გვერდშიმდგომელი და ხმა საქართველოდან ამერიკაზედ - მაიკ პენსი - ჩვენ დავადასტურეთ აშშ-საქართველოს შორის არსებული ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა. გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მომდევნო 100 წელი დაეფუძნება გასულ 100 წელიწადს. Fox News-ის ვებ-გვერდზე გიორგი კვირიკაშვილის წერილი გამოქვეყნდა. მიხეილ ჯანელიძე - აშშ ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. სერგი კაპანაძე - ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიალოგი გაჩერდა. თამარ ჩუგოშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყოს. ლევან იზორიამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-2 ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

      შემოქმედების კანონი - სახალხო დამცველი შემოქმედების თავისუფლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს და პარლამენტს შესაბამის რეკომენდაციებს სთავაზობს.

      ტაქსისტობა ნებართვით - მაია ბითაძე - 1-ელი ნოემბრიდან რეგისტრაცის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურება ჩაითვლება უნებართვო საქმიანობად და 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. მაია ბითაძე - ის რეჟიმი, რასაც ჩვენ სადისტრიბუციო ქსელის ოპერატორებს შევთავაზებთ, აბსოლუტურად ადეკვატური იქნება.

      როცა დასაკარგი აღარაფერია - ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა - აქციების მიზანი იქნება, სამართლიანობა აღდგეს. პროკურორი - ზაზა სარალიძის განცხადებაზე, რომ მას უთვალთვალებენ, შესაბამისი უწყება მოკვლევას აწარმოებს. პროკურორი ზვიად ფხაკაძე - აბსოლუტური სიცრუეა, თითქოს მირზა სუბელიანს პროკურატურა მფარველობს. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაიკითხა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა გადაიდო. ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. ირაკლი შოთაძე - მირზა სუბელიანის მიერ რაიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება. ირაკლი შოთაძე - ამ ეტაპზე, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ორი ადამიანის გარდა, ვინმეს აქვს დანა გამოყენებული. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა თანახმაა, რომ მთავარ პროკურორს შეხვდეს. დავით სარალიძის მამა იმედოვნებს, რომ მთავარი პროკურორი ოჯახის მოსაზრებებს გაითვალისწინებს

      მოწყალება გრძელდება - საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა. ზვიად ქორიძე - პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთა შორის ნარკომომხმარებლებიც არიან. თამარ ჩუგოშვილი - რამდენიმე ათეული ნარკორეალიზატორი იყო შეწყალებული, რაც ბუნებრივია, რომ სერიოზული პრობლემაა.

      ლიეტუვა - დღეიდან, ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება - ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა. აქვე გეტყვით იმას, რომ ლიტველებმა ანუ უკვე ლიეტუველებმა თავიანთ ენაშიც დაამკვიდრეს საქართველას!

      საპატრიარქოს ბოიკოტი რუსთავი ორს - საპატრიარქო - მოვუწოდებთ სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2“-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არც ერთ გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე.

      საზღვარგარეთულები:

      ორგანიზატორის მსხვილი ჯილდო - BBC - დონალდ ტრამპის პირადმა ადვოკატმა აშშ-ის პრეზიდენტთან პოროშენკოს პირისპირ შეხვედრის ორგანიზებისთვის 400-600 ათასი დოლარი მიიღო.

      სანქცირებული აღმოსავლეთი - ანგელა მერკელი - ვაშინგტონის სანქციები თეირანთან მიმართებაში ირანის ბაზრიდან ევროკავშირის კომპანიების მხოლოდ ნაწილის გასვლამდე მიგვიყვანს. მედიის ინფორმაციით, ირანის უმაღლესმა ლიდერმა შვიდი პირობა წამოაყენა, რომელთა დაცვა ირანის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებას შესაძლებელს გახდის.

      წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 208

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters