შეურიგებლობა ნარკორეალიზატორებს, 17 მაისის გეგმები და გაუქმებული თანასწორობა, ქართული შავი პარასკევი, 30 მილიონიანი მერია და ბინები ხალხს

      სითბო-სიცხემ მოიმატა ქვეყანაში და ასევე მოიმატა აქტიურობამ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ველებზე. ხვალ, 17 მაისია, ამაღლების დღესასწაული წელს ამ დღეს დაემთხვა, მაგრამ ამასთანავე არის ოჯახის სიწმინდის და ფობიებთან ბრძოლის დღე და დაანონსებული აქციები დაძაბულობას მატებს ამ თარიღს (თუმცა, ბოლო წუთს, ანუ სულ რამდენიმე წუთის წინ თანასწორობის მოძრაობამ უარი თქვა თავისი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე). დღე კიდევ აქტიური იყო მერიაში - 30 მლნ ეჩუქათ და ასევე ბინების დარიგებას იწყებენ. ჯერ კიდე არ დასრუბულა საუბრები ნარკოპოლიტიკასა და შავ პარასკევზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 მაისი, 2018 /

      მიუღებელი ნარკოპოლიტიკა - გიორგი კვირიკაშვილი - ერთი რამ ცხადია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვისაა მისაღები. ბექა ოდიშარია - ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ განიხილება ყველა უმკაცრესი ზომა - იმდენად მკაცრი ზომები, რომელთა გაჟღერებაზეც თავს შევიკავებ. ზაზა თავაძე - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სარჩელის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ლევან იზორია - უმრავლესობის ნება არის, რომ მომხმარებლისთვის ნარკოპოლიტიკა ლიბერალური იყოს, გამსაღებლისთვის - მკაცრი. აკაკი ზოიძე - მნიშვნელოვანია შსს-ს მივანიჭოთ დამატებითი საკანონმდებლო ბერკეტები, რათა მთავრობას შეეძლოს აღკვეთოს სააფთიაქო ნარკომანია.

      აქციები, გამოსვლები, მუქარები, სიტყვის-გამოხატვის თავისუფლებები და 17 მაისის ანონსი - შსს-მ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ გამოთქმული მუქარის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო. დავით ბერძენიშვილი - პატრიარქმა „ქართული მარშის“ მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და ეს იყო სამარცხვინო. დეკანოზი ალექსანდრე გალდავა - ძალიან დიდი დაფინანსება მოდის ლგბტ საზოგადოებისა და რაც უფრო დაჩაგრულებად წარმოაჩენენ თავს, მით მეტი იქნება მხარდაჭერაც. „გავიაზროთ 17 მაისი, ერთად თანასწორობისთვის“ - ამ სლოგანით აქცია 17 მაისს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება. "თავისუფალი საქართველო" "ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან“ დაკავშირებით დაგეგმილ აქციას უერთდება. 17 მაისს „ვარდების მოედნიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება. შსს - 17 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში მონაწილე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს. სახალხო დამცველი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ლგბტ+ ადამიანების და მათი მხარდამჭერების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელებას, რათა შესაძლებელი იყოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნა. „თანასწორობის მოძრაობა“ - ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თვითგამოხატვის უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი აქცია.

      შავი პარასკევის დარბევა და Feedback - ომბუდსმენის მოადგილე - ამ ეტაპზე არ შემოსულა განცხადება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა 12 მაისის ღამეს ძალის გადამეტება პოლიციის მხრიდან. ბექა წიქარიშვილი - რომ გითხრათ, შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ასე არ არის. ბექა წიქარიშვილი - შსს სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს. ნათია მეზვრიშვილი - შეხვედრაზე ვაჩვენეთ კადრები, რომლებზეც ასახულია უშუალოდ კლუბებში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტები. ნათია მეზვრიშვილი - თუ არ გვითხრეს ვინ არიან პოტენციური მსხვერპლები, როგორ გამოვიძიოთ? ჩვენამდე არანაირი დამამტკიცებელი მასალა არ მოსულა. ნათია მეზვრიშვილი - კლუბების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის მიმართულებით გამოძიება ჯერ არ დაგვისრულებია. კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი - კლუბის გახსნის კონკრეტულ ვადას ვერ გვეუბნებიან, თუმცა საუბარი არ არის თვეებზე, საუბარია დღეებზე. გია ვოლსკი - შს მინისტრისგან ველოდებით სრულფასოვან, ამომწურავ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოხდა 12 მაისს და როგორ გაგრძელდა შემდგომ პროცესები. გიორგი გახარიამ პარლამენტს სესიის ფორმატში მოსმენის მოთხოვნით მიმართა. რეგლამენტის ნორმა, რომლითაც გიორგი გახარიამ პარლამენტს მიმართა, მასთან პოლიტიკური დებატების გამართვას ითვალისწინებს. სოფიო ვერძეული - კლუბებში სპეცოპერაციების დროს გამოვლენილი შესაძლო უკანონო დაკავებების ან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები პროკურატურაში გაიგზავნება. გიორგი კლდიაშვილი - თუ დაპირებას და ბოდიშს ხელისუფლება რეალურ პრაქტიკაში არ გვაჩვენებს, მაშინ ნდობა შემცირდება და შემდგომ ბოდიშს არავინ დაიჯერებს. რომან გოცირიძე - ნუ ჰგონია შს მინისტრს, რომ პარლამენტში შემოვა, როგორც თეთრ ცხენზე ამხედრებული ტრიუმფატორი - მისი სტატუსია დამნაშავეების მფარველი. „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ - ნარკოპოლიტიკის საკითხზე შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაში ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა გადაწყვეტს, გაგრძელდება მოლაპარაკებები თუ საპროტესტო რეჟიმი.

      სიძულვული, როგორც დანაშაული - სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით 53 პირია დაკავებული. ნათია მეზვრიშვილი - გენდერული და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.

      არასპორტული საქართველო - ბიძინა გეგიძე - საქართველოში სპორტულ აქტივობებში ჩართულ ადამიანთა რაოდენობა ძალიან დაბალია და ჩვენი მიზანია, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს. მიხეილ ჩხენკელი - სასკოლო სპორტული პროექტები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.

      კონკურენცია განათლებაში - მამუკა ბახტაძე - საჭიროა განათლების სექტორი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. განათლების თემაზე მომუშავე ორგანიზაციებთან შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.

      რუსული წირვა საქართველოში - რუსეთის ეკლესიის დეკანოზი თბილისში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს.

      თბილისის მერიული ამბები - მთავრობა თბილისის მერიას დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარს გამოუყოფს. მამუკა ბახტაძე - ბიუჯეტის შესრულების კარგი შედეგები გვაქვს, გადაწყვეტილება მივიღეთ, დავაკორექტიროთ თბილისის ბიუჯეტი დამატებით 30 მლნ ლარით. კახა კალაძე პრემიერ-მინისტრს და ფინანსთა მინისტრს მადლობას უხდის. კახა კალაძემ მოადგილეს და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს კონდინცირების საკითხზე ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების გამართვა დაავალა. 23-26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილ „მეტრომანს“ თბილისის მოსახლეობა უფასოდ მიიღებს. კახა კალაძე ბიზნეს სექტორს მიმართავს, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღონ. თბილისის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 800 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. სამგორის ქუჩაზე მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება. ზაზა გაბუნია - გულწრფელად მიხარია, რომ მერიამ გამონახა გზა კოოპერატივებისგან დაზარალებულების დასახმარებლად. ირაკლი ბენდელიანი - 30 მილიონი ლარით აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე სათადარიგო ზოლის, ბარათაშვილის აღმართის და რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. არჩილ თალაკვაძე - ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის კახა კალაძემ და დედაქალაქის მთავრობამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 800 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საბურთალოზე და დიღომში გადაეცემათ. გიორგი ტყემალაძე - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრისით უზრუნველყოფის პრობლემა დამთავრდება. ნათია მეზვრიშვილი - მზად ვართ ყველა დეტალზე, რა ხდებოდა კლუბებში საგამოძიებო სამუშაოებისას და ასევე გარეთ, ინფორმაცია მივაწოდოთ დეპუტატებს. კახა კალაძე - ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს. კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ავლაბარში, სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიამ სახლები გამოისყიდოს და გზა გააფართოვოს. კახა კალაძე - მტკვარზე დარჩენილია რამდენიმე ნავსადგომი, სადაც რესტორნები და სისულელეები აქვთ გაკეთებული, რომელიც ამახინჯებს ძველ თბილისს.

      ევროპული საკონსტიტუციო სასამართლო - გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. გიორგი კვირიკაშვილი - დღეს ჩვენ გვაქვს სრულყოფილი კონსტიტუცია.

      ეკონომიკური მოსავლიანობები - მამუკა ბახტაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი იზიარებენ იმ რისკებს, რასაც ჩვენ ვხედავთ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით.

      თამბაქოს მომდევნო აკრძალვები - „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ სამორინეებსა და სიგარ-ბარებში მოწევის აკრძალვას მოითხოვს.

      პრეზიდენტის ტრიბუნა - გიორგი მარგველაშვილი - მიუხედავად ოკუპაციისა, ჩვენი საზოგადოება 27 წლის განმავლობაში აშენებს დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს. - ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში. - ვინც კანონს არ არღვევს და აზრს გამოხატავს, მისი უფლება უნდა იყოს დაცული. - მინდა, რომ 26 მაისი იყოს ქართველი ხალხის სავიზიტო ბარათი ევროპისთვის. -100 წლის წინ, ჩვენი წინაპრები მიხვდნენ, რომ ჩვენ უნდა ჩამოგვეყალიბებინა დემოკრატიული რესპუბლიკა. - ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენ მივდივართ კარგი ტემპით.

      პარლამენტის თავმჯდომარის საშავზღვაო ტრიბუნა - ირაკლი კობახიძე - საქართველო გახდა რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი სტაბილურობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით. ირაკლი კობახიძე - 21-ე საუკუნეში კვლავ უხეშად ირღვევა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

      ჯარის მისია - ნატოელობა! - ლევან იზორია - ვიწყებთ ყველაზე ამბიციურ პროგრამას, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ქვეყნის მზადყოფნას იმისთვის, რომ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ. ლევან იზორია - 2008 წელს შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია და გვსურს, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე კვლავ შედგეს ეს შეხვედრა კომისიის ფორმატში.

      საქართველო და Google - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Google-თან ერთად ახალ კამპანიას იწყებს.

      სააკაშვილ-ჯანაშიას საქმე - ბექა ბასილაია - მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა უკვე იცის, რა განაჩენს გამოიტანს ჯანაშიასა და სააკაშვილის მიმართ. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის უფლებაა უნდობლობა გამოუცხადოს სასამართლოს - ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ამ პროცესსაც გამოუცხადებს თუ არა უნდობლობას. პროკურორის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას დაცვის მხარემ მოწმის დასაკითხად გამოყოფილი დრო არაგონივრულად გამოიყენა.

      ქართველთა დემოგრაფია საქართველოში - დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოს მოსახლეობა 28%-ით მცირდება, როცა აზერბაიჯანის მოსახლეობა 33%-ით, ხოლო სომხეთის მოსახლეობა - 7%-ით იზრდება.

საზღვარგარეთულები:

      დაკავებები ოსეთში - მურატ ჯიოევი - 1-ელი მარტიდან დღემდე სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 13 მოქალაქე დავაკავეთ.

      სომხეთის პრემიერი გვესტუმრება - ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ. და სომხეთი არ ჩერდება - დემონსტრანტები, რომლებიც ერევნის მერის გადადგომას მოითხოვდნენ, ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.

      „დოიჩე ველე“ - ჩრდილოეთ კორეა იმუქრება, რომ კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა შესაძლოა გააუქმოს

      ტრამპის შიში ანუ ტრამპოფობია - ირანის პრეზიდენტი - მსოფლიოში ირანოფობიის ნაცვლად ტრამპოფობია იწყება. დონალდ ტუსკი - ევროკავშირი მზად უნდა იყოს აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისთვის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 180

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters