საკლასო წერების კვირეული დაიწყო, დღეს მერვეებთან ვატარებ. ტესტები დარიგებულია, ინსტუქტაჟი მიცემული. 45 წუთი უაზროდ ჯდომას, მეც წერის დაწყება ვამჯობინე. ერთი პრობლემაა მხოლოდ, საუბარს კინემატოგრაფიაზე ვგეგმავ და უინტერნეტოდ ამ საკითხზე მსჯელობა ცოტა არ იყოს მაშინებს. არადა სხვა დროს ან დამეზარება, ან დრო არ მექნება და დადებული პირობა, რომ კინოზე პოსტს დავწერ, შეუსრულებელი დამრჩება. ვიკრებ მთელ ყურადღებას და მივენდობი ჩემს მეხსიერებას. :)

      თანამედროვე მსოფლიოში ხელოვნების ამ დარგმა თითქმის ყველაფერი უკან ჩამოიტოვა და მასების მართვის არაჩვეულებრივ საშუალებადაც გვევლინება ხშირად. ცოტათი გულიც მწყდება, რომ ლიტერატურაც კი დაჯაბნა, მაგრამ მე იმ კინემატოგრაფიის თაყვანისმცემელთა რიცხვს მივეკუთვნები, რომელიც პოპულისტური და კომერციული მიზნების ნაცვლად, ხელოვნებისთვის დამახასიათებელ მთავარ პირობას, ადამიანთა ესთეტიურ აღზრდას ემსახურება. სიმართლეს გეტყვით, ამ საკითხზე მხოლოდ მოყვარულის დონეზე თუ შევძლებ საუბარს, ნამდვილად არ ვარ კომპეტენტური, რომ თავს უფლება მივცე და სიღრმისეულად განვიხილო მსოფლიო კინოინდუსტრია. ნუ მიწყენთ თუ ჩემი სუბიექტური შთააბეჭდილებებით თავს შეგაწყენთ.

      ოთხმოცდაათიანების პირმშომ, პირველი მხატვრული ფილმი, რაც ვნახე „ტიტანიკი“ იყო. სკოლაში შესასვლელად ვემზადებოდი, ღამე გამეღვიძა, მისაღებში გამოვედი, პირდაპირ დიდი შავთეთრი ტელევიზორის ეკრანზე უზარმაზარი გემი დავინახე, დივანს ამოვეფარე, ვიცოდი დედა ისევ დასაძინებლად შემაბრუნებდა, მთელ ფილმს პირდაღებულმა ვუყურე, მაგრამ ბოლოს თავი გავყიდე, როცა ხმამაღლა ღრიალი მოვრთე გემის შუაზე გადატეხვის მომენტში, მახსოვს ძლივს დამაწყნარეს. მეორე ფილმი, რომელზეც ვალერიანის წვეთებიც დამალევინეს, რომ გავჩერებულიყავი იყო „პიანისტი“. მახსოვს ერთი არცთუისე ცნობილი ფილმი „გრიგალი“, დენზელ ვაშინგტონის მონაწილეობით, მაგაზეც ბევრი ცრემლი ვღვარე, მაშინ მომინდა ადვოკატი გავმხდარიყავი და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლა. ტარიელს არ უღვრია იმდენი ცრემლი, რაც მე ეკრანის წინ მჯდომს ფილმებზე: „შინდლერის სია“, „ერთხელ ამერიკაში“(ამის მერე 2-3 თვე სხვა ფილმ ვეღარ ვუყურებდი), „მამაცი გული“(მელ გიფსონის აუტანლობის მიუხედავად), „მონობის 12 წელი“, „სვოლაჩი“ (რუსული ფილმია) -მახსოვს ჩემმა ძმამ დამირეკა, საშენოა გადაირევიო, მართლა კინაღამ გადავირიე დაძაბულობის და სიბრალულისგან, დასასრული ასეთი რომ არ ჰქონოდა კაპლიც აღარ მიშველიდა :), „ლეგენდა 1900“, „წიგნების ქურდი“, „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ და „სურვილების სია“ (ნიკოლსონის და ფრიმენის მონაწილეობით), ასევე უცრემლოდ ვერ გავატარე.

      ახლა გადავალ იმ ფილმებზე, რომლებმაც რაღაცეები შეცვალეს და ახლებურად დამანახეს სამყარო, ალბათ არამარტო მე. „ცხოვრება მშვენიერია“, ფილმი, რომელსაც დიდი დეპრესიის დროს მივმართავ ხოლმე. „მგლებთან მოცეკვავე“, არაფერს ვიტყვი, უბრალოდ მიყვარს ამ ფილმის თითოეული წამი. „შვიდი წელი ტიბეტში“ და „ამადეუსი“ არის ბიოგრაფიულ ჟანრში ის ფილმები, აუცილებლად რომ უნდა ნახოს ყველამ. როგორც აღმოსავლეთზე შეყვარებულს ასევე მომეწონა „განდი“. „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ თუ „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ რა მნიშვნელობა აქვს? ფნტასტიურად გენიალურია!

      გამოვყოფდი კიდევ ერთ ქვეჯგუფს: „გოგოშკურს“- ქალების საყვარელ ფილმებს: „ქარწაღებულნი“ (რომლის მთავარ პერსონაჟთანაც ხშირად ვაიგივებდი ხოლმე თავს, ისე მომწონდა :)), „ინგლისელი პაციენტი“, „შემოდგომის ლეგენდები“, „შეხვედრა ჯო ბლექთან“, „მედისონის ხიდები“, „ტკბილი ნოემბერი“, „ანა კარენინა“ (მე საერთოდაც წიგნი მირჩევნია, მაგრამ სოფი მარსოს მონაწილეობითაც არაუშავს ფილმს), კირა ნაიტლს რაც შეეხება „სიამაყეს და ცრურწმენას“ უფრო უხდება. ფილმის სათაურს ვერ ვიხსენებ და მომწონს ძალიან რედფორდის და მერილ სტრიპის დუეტი, სიუჟეტი აფრიკაში ვითარდება. ნუ აქ არ უნდა გამოვტოვო „LOVE STORY-ის“ პირველი ვერსია, კიდევ იმდენი მახსენდება, რომ მარტო ამ კატეგორიას, ერთი კატალოგიც ვერ დაიტევს, საერთოდაც კინოს ხომ კაცები ქმნიან, რა თქმა უნდა, ქალებისათვის :)))))

      კიდევ ერთ ჯგუფში გავაერთიანებდი „ადრენალინურ“ ფილმებს: „გაქცევა შაუშენკიდან“- (ვაფანატებ), კლინტ ისტვუდის „გრან ტორინო“, „რიგითი რაიანის გამო“(მგონი სათაური სწორად მახსოვს), „FURE”, „დამიჭირე თუ შეგიძლია“...

      მაქვს ასევე „პროფესიული“ სია: „ძნელად აღსაზედელები“, „The chorus”, „იმპერატორთა კლუბი“, „მკვდარი პოეტების საზოგადოება“, „ტალღებთან მოთამაშე“, „ნიჭიერი უილ ჰანთინგი“ „ნუ მოკლავ ჯაფარას“(წიგნი ჯობია ბევრად), „Freedom writhers”, „რადიო“.

      და ბოლოს, ფელინის „La Strada”(ქართულად-გზა), რა უნდა ვთქვა არ ვიცი... ზე ფილმი!!! ეს არის სულ, რაც გამახსენდა.

      არის რამდენიმე ვესტერნი და 50-70იანებში გადაღებული ფილმები, მაგარმ სათაურებს ვერ ვიხსენებ :( რაც შეეხება ქართულს, ალბათ სხვა პოსტი სჭირდება, განხილვის გარეშე ვერ ვიკადრებ უბრალო ჩამონათვალის გაკეთებას.

ნახვა: 370

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გაკვეთილი, სკოლა, ფილმები

vako: იანვარი 31, 2018||11:04pm

ძაან მაგარი პოსტია ელი მომეწონაა დარწმუნებული ვარრ უბრალოდ არ გაგახსენდა თორე შენ ჩამონათვალს აუცილებლად დაემატებოდა  a river runs through i  ანუ იქ სადაც მდინარე მიედინება უსახელო ნაბიჭვრები და კიდევ უფრო მეტიც  

ბევრი  ჩემი საყვარელი ფილმი იყო შენს ჩამონათვალში და რამდენიმე ნანახიც კი არ მაქ და უნდა ჩაუჯდე ვუყურებ 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters