ჩვენი ქვეყანა ამ უახლოეს პერიოდშიი ისე განვითარდა , რომ სამსახურის მაძიებელთა ვებ გვერდებიც კი ერთი ათადდ არის გაზრდილი ადრე მხოლოდ სანაცნობი , სანათესაო სამეგობროში ვკითხულობდით ვინმეს რაიმე სამსახური ხომარ ეგულება ახლა ჯერ ვებ გვერდს გადავხედავთ ვნახავთ რა კომპანიაა რა ვაკანსიაა და მერე ისე მოვიძიებთ ახლობელ პატრონს უფრო კონკრეტულად ვინმეს ამა და ამ ადგილზე ვინმე ხომარ ჰყავს რომელსაც რაიმე შეუძლია :D ნუ წარმატებით როგორ უნდა გავიაროთ გასაუბრება რა უნდა გვეცვას საით უნდა ვიყუროთ როდის რა უნდა გავიფიქროთ და ა.შ ამაზე ათასობით დაწერილ სტატიასა და ვიდეო გაკვეთილებზე რომლითაც იუთუბი და კიდე სხვა ვებ სივრცეები გადატენილია აღარაფერს ვამბობ.

      დასაქმების პრობლემა მხოლოდ უმუშევარი ადამიანების კიარა მთელი ქვეყნის პრობლემაა , რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც რამდენიმე წლის წინ მსოფლიო ბანკმა საქართველო ერთ ერთ პირველ რეფორმატორ ქვეყნად დაასახელა ხოლო ბიზნესის კეთების სიმარტივით მე-13 ადგილზე გავიდა 174 ქვეყნიდან რაზეცცც მაშინდელი მთავრობა დიდ იმედებსს ამყარებდა და სხვათაშორის ახლანდელიც რადგან მათაც არაფერი შეუცვლიათ ალბათ იმდენად კარგად იყო ყველაფერი რომ საჭიროდ არ ჩათვალეს ჩვენ ხელისუფლებას ხომ ძალიან მოსწონს ციფრები სულ ციფრებით გველაპარაკებიან ხოლმე ,არადა ძალიან საინტერესოა იმიტო რო მაშინ 2012 წელი გახლდათ ახლა კი 2018 მოვიდა.

      ასევე საინტერესოა რატომ არ არსებობსს ქვეყააში უმუშევარტა დახმარება რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყააში ჩამოყალიბებული და მიღებული და აუცილებელი ნორმაა მათ შორის ევროპაშიც ჩვენ ხომ ასე მოგვწონს ევროპა ეს დახმარება კი რა თქმა უნდა ევროპაშიც სოლიდურ თანხას შეადგენს ხოლმე , რომელიც ასევე შესანიშნავად უწევს კონკურენციას დაბალანაზღაურებად სამსახურებს.

      სოციალური, გამოკითხვები კვლევები სტატისტიკები რა თქმა უნდა სისულელეა და მცდარი , ვინაიდან თავად მათივე კრიტერიუმით დასაქმებულად ითვლება პირი რომელიც გახლავთ 15 წლის და ზევით და გასული 7 დღის განმავლობაში თუნდაც ერთი საათით მაინც მუშაობდა და თავად განსაჯეთ რამდენი თვით გადარჩენის აქტია მიჩნეული სამსახურად , რომელსაც საკუთარ შრომით შემოსავალსაც კი უწოდებენ :D

      ჩვენს ქვეყანაში შრომითი ბაზარი ერთ ერთი ყველაზე ლიბერალურია , ისე ნეტავ სად არიან ამ დროს ლიბერალები და მათი კერპები? ,როდესაც არ არის ქვეყანაში დაწესებული სახელფასო მინიმალური ზღვარი სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია მაგრამ არ კონტროლდება , მინიმალური სახელფასო ზღვარის კანონით განსაზღვრა სამუშაო ძალას გააძვირებსო რაც არ მოხდება თავისუფალი მოლაპარაკების პირობებშიო მაგრამ რის ხარჯზე? რა თქმა უნდა ჩვენი მონობის და ვირული შრომის ,თურმე კანონით რომ განსაზღვრონ ბიზნესის განვითარება შეფერხდება და ნელა გაიზრდება ,რომელიც ასევე მონოპოლისტურია და ერთი და იგივე ადამიანების და კლანების ხელშია მოქცეული , ნუ უმუშევართა დახმარება, რომ არ არსებობს ამაზე ერთობ სახალისო და ფრიად ფსიქოლოგიური პასუხი აქვთ თურმე უმუშევართა დახმარება მოტივაციას გვიკარგავს (გვიქვეითებს), სხვა ყველაფერი ხომ რიგზე აქვთ და ეხლა ჩვენს მოტივირებულობაზეც ხომ უნდა იზრუნონ აბა როგორ? სამაგიეროდ ანტი დისკრიმინაციული კანონი და მრავალი ახალგაზრდა პარლამენტის წინ ნარკო ლიბერალიზაციის მოთხოვნით ალბათ აგვიმაღლებს მოტივაციას მუშაობის ოღონოდ არა აქ! სადმე სხვაგან სადაც ადმაიანებს ესე არ ექცევიან, რო ჩვენც წავიდეთ და მეტი არაბი და ჩინელი ჩამოასახლონ .

ნახვა: 623

ტეგები: Qwelly, მთავრობა, ოცნება, პრობლემა, საქართველო, უმუშევრობა, ქველი

ანა გელაშვილი: იანვარი 28, 2018||12:39am

ვაკო ძალიან მომეწონა, რა კარგად იგრძენი ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა და რა კარგად გააშუქე ეს პრობლემა. აუცილებლად გააგრძელე წერა, წარმატებებს გისურვებ..

vako: იანვარი 28, 2018||12:44am

მე წერას გავაგრძელებ შენ შეფასება გააგრძელე ანა :D

nika shelia: იანვარი 28, 2018||11:29pm

ყველა ვეთანხმებით, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება მონდომება გამოსწორების ნოლია...

vako: იანვარი 28, 2018||11:49pm

ხოოო ნიკა მაგ კუთხით მემგონი არც შეიცვლება რამე ყველა ქვეყანაში არსებობს ეს ნაცნობობა ჩვენთან უბრალოდ სამუშაო ადგილიც არაა ფიზიკურად რო ვინმემ რამე გაგიკეთოს

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters