აბრეშუმის ფორუმი, გამართლებული მერაბიშვილი და დაჯარიმებული საქართველო, უშიშროების საქმე და პრეზიდენტის საპარლამენტო არჩევა

      დღევანდელი ამბები უმეტესწინად განაპირობეს დახალხო დამცველის მოახლოებულმა არჩევნებმა, აბრეშუმის ფორუმმა, ქვეყნის მოსახლეობის შიშმა თუ უშიშროებამ, პრეზიდენტის არჩევნებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვანო მერაბიშვილის გამართლებამ სტრასბურგის სასამართლოს მიერ და იმავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახლემწიფოსთვის 4000 ევროს ჯარიმის დაკისრებამ (ყოფილი პრემიერ მინისტრისთვის გადასახდელი).

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 ნოემბერი, 2017/

      პოზიციები და მღელვარება სახალხო დამცველის ირგვლივ - საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია ოფიციალურად წარადგინა. ოთარ კახიძე - უმცირესობის პოზიცია პერსონალურად ლომჯარიას არ უკავშირდება. დიმიტრი ცქიტიშვილი - ვფიქრობთ, ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველის ახალ სტანდარტს შექმნის. გიორგი კახიანი - არ მგონია, ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებას ვინმე იზიარებდეს. პარლამენტის თავმჯდომარის სურვილია, ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი დღესვე ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს შეხვდეს. ნინო ლომჯარია - დღეს არსებობს ის გარემოებები, რომ სახალხო დამცველი თავისუფალი იყოს პოლიტიკური ჩარევისაგან. ნინო ლომჯარია - სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკუთარი საქმიანობით ნამდვილად იყო ობიექტური და კრიტიკული. ნინო ლომჯარია - შესაძლებელია სახალხო დამცველის მისამართით იყოს კრიტიკა - დიახ, ომბუდსმენი უნდა გააკრიტიკონ და მზად ვარ ამისთვის. ოთარ კახიძე - სახალხო დამცველის არჩევის ნაცვლად, ჩვენ გვაქვს სახალხო დამცველის დამტკიცების პროცესი. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ნინო ლომჯარია კონსტიტუციის ახალი რედაქციის იმ ნაწილს, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, პოზიტიურად აფასებს.

      ქვეყნის უშიშროება - ირაკლი სესიაშვილი - გარწმუნებთ, არანაირი ორი ადამიანი არ გაქცეულა, ეს არის ტყუილი. კონტრტერორისტული სპეცოპერაცია - სპეცოპერაციისას დაკავებული საედი დუდაევის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. უმარ იდიგოვი - საედ დუდაევი ადრე იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მას მანქანების ნაწილების ბიზნესი ჰქონდა და შეცდომით ჰყავთ დაკავებული. უმარ იდიგოვი - დაახლოებით 2 თვის წინ დამიკავშირდნენ ახმედ ჩატაევის წარმომადგენლები და მითხრეს, რომ მას უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა. გელა ნიკოლეიშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ ჩატაევი საქართველოში შემოიტყუეს საერთაშორისო ანტიტერორისტული ცენტრის ჩართულობით. ნინო ბურჭულაძე - არ არის გამორიცხული, აჰმედ ჩატაევს თავი შაჰიდის ქამრით აეფეთქებინა. გელა ნიკოლეიშვილი - სრულიად შესაძლებელია, რომ შაჰიდის ქამრით ისინი ხალხმრავალ ადგილებში თვითმკვლელობას აპირებდნენ. სალომე ზურაბიშვილი - დღეს არ აქვს მნიშვნელობა ნახსენები პიროვნება ჩატაევი იყო თუ არა, მნიშვნელოვანია ის, რომ სპეკულაციას არ მივეცეთ. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია პარლამენტის ნდობის ჯგუფის განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება. ირაკლი აბესაძე - ქვეყნის უსაფრთხოება და ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაცია იქნება ნდობის ჯგუფის პირველი სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა. ეკა ბესელია ახმედ ჩატაევზე - ნუ იჩქარებთ, შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხები ცოტა უფრო შორს ვეძებოთ. უმარ იდიგოვი - თბილისში ახმედ ჩატაევი დაიღუპა, ამაში ახლა დარწმუნებული ვარ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე ნდობის ჯგუფის წინაშე წარდგეს. ირაკლი აბესაძე - სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები უნდა იყოს საჯარო, თუმცა, რა თქმა უნდა, ნდობის ჯგუფის ფარგლებშიც მოვუსმენთ გომელაურს. თინა გუმაშვილი - ადამ გუმაშვილი არის ”ისლამური სახელმწიფოს” იუსტიციის მინისტრი, ამჟამად სირიაში იმყოფება და საქართველოში ჩამოსვლას ვერ შეძლებდა.

      პრეზიდენტის არჩევის წესი და სხვა კონსტიტუციური ამბები - ახალმიღებულ კონსტიტუციაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი შესაძლოა შეიცვალოს. ოთარ კახიძე - პრეზიდენტის არჩევის წესიც ვერ შეიმუშავეს, რომელიც ორ კვირას გაუძლებდა. რამაზ საყვარელიძე - თუ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს, გამოვა, რომ ის იქნება მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეული.

      სტრაზბურგში გამართლებული მერაბიშვილი - ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. ირაკლი სესიაშვილი მერაბიშვილის საქმეზე - წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქმეები აბსოლუტურად გასულია პოლიტიკური პროცესებიდან. ოთარ კახიძე - ვანო მერაბიშვილის საქმე იქნება პირველი და ისტორიული საქმე. სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. ოთარ კახიძე - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ქვეყნის იმიჯის ზიანის შემცირების მიზნით, ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლოს. სტრასბურგის სასამართლო - ვერ დადგინდა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი მისი პოლიტიკური სცენიდან მოშორება იყო, თუმცა დამტკიცებულია, რომ ის საკნიდან გაიყვანეს. ოთარ კახიძე - მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ კონკრეტულმა პირებმა ჩაიდინეს სერიოზული დანაშაული. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ვანო მერაბიშვილისთვის 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. იუსტიციის სამინისტრო - სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოში ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს არ იწვევს. სოზარ სუბარი - სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მკაფიოდ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში არანაირი პოლიტიკური მოტივი არ იკვეთება. ევა გოცირიძე - თუ მერაბიშვილი საკნიდან მართლა გაიყვანეს, ეს არის დარღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სტრასბურგი მას უკანონო პატიმრად მიიჩნევს. სალომე სამადაშვილი ევა გოცირიძეს - როდესაც გისმენდით, მეგონა, რომ განათლება ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ მიხედვით გქონდათ მიღებული. გიორგი ჩივიაშვილი - თუ მერაბიშვილი არ გათავისუფლდება, ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლების მიმართ შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაციას გასცემს.

      საკონსტიტუციო მოსამართლე - ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად არის წარდგენილი. გედევან ფოფხაძე - არასწორი იქნება ვთქვათ, რომ ევა გოცირიძე ვინმეს მხრიდან მართვადი მოსამართლე იქნება. ლევან ალაფიშვილი ევა გოცირიძეზე - არ არის სასიამოვნო, როცა სტრასბურგის სასამართლოს მიერ სკანდალურად დაწუნებულ ადამიანს ვიხილავთ საკონსტიტუციო სასამართლოში.

      აბრეშუმის ფორუმი - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში დღეს თემატური პანელები გაიმართა. დიმიტრი ქუმსიშვილი - "აბრეშუმის გზის ფორუმის" სარგებელი ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა უნდა იყოს. გიორგი ჭირაქაძე - ველოდები, რომ "აბრეშუმის გზის ფორუმი" უზრუნველყოფს, საქართველო გახდეს ინვესტიციების მოზიდვის ცენტრი კავკასიაში. მამუკა ბახტაძე - საქართველომ მჭიდროდ დაიმკვიდრა ადგილი იმ კონცეფციაში, რასაც აბრეშუმის თანამედროვე გზა ეწოდება. გიორგი კვირიკაშვილი - იმედი მაქვს, დღევანდელი ფორუმი საფუძველს ჩაუყრის მრავალ ახალ წამოწყებას და ინიციატივას. ამუკა ხაზარაძე - ”აბრეშუმის გზის ფორუმი” არის ხაზგასმა, რომ საქართველო უნდა იყოს მნიშვნელოვანი მოთამაშე "ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის. ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე - საქართველო "აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელოვანი პარტნიორია. პრემიერი - ჩვენ რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა ერთდროულად აქვს როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთთან. დიმიტრი ქუმსიშვილი - აბრეშუმის გზა არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში ენერგეტიკული პანელი გაიმართა.

      საქართველო სხვა სამეზობლო თუ საერთაშორისო ამბებში - უკრაინის პრემიერ-მინისტრი - რეგიონში საქართველოს ლიდერობა ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას. დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩინეთთან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ვაფორმებთ.

      ლარის ავან-ჩავანი - მამუკა ხაზარაძე - მოლოდინი და პანიკა ერთ-ერთი კრიტერიუმი და განმსაზღვრელი ფაქტორია არა მარტო ლარის, არამედ ნებისმიერი ვალუტის, ამიტომ პანიკას არ უნდა ავყვეთ.

      დაფინანსებული პარტიები - ადგილობრივი არჩევნების შედეგებით, სახელმწიფო დაფინანსებას 18 პარტია მიიღებს, რაც ჯამურად, თითქმის 9 მილიონ ლარს შეადგენს.

      პარლამენტი შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება. ირაკლი კობახიძე - პარლამენტის შენობა სრულად და თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 225

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Glimpse into a World of Epic Battles

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:36am 0 კომენტარი

Throne and Liberty: A Glimpse into a World of Epic Battles, Transformative Gameplay, and Environmental Mastery

The realm of Solisium, crafted by NCSoft and destined for Western shores with Amazon Game Studios, has unveiled its wonders in a captivating new trailer Throne and Liberty Lucent showcased at Summer Game Fest. This marks a significant step towards the game's Western release, offering English narration and a…

გაგრძელება

The latest and the greatest of the football video amateur

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Franchise Madden NFL Platform(s) PC , PS5 , PS4 , Xbox Alternation X , Xbox Alternation S , Xbox One Arise August 18, 2023 Developer(s) EA Tiburon Publisher(s) EA Cardinal of Players 1-4 Local Co-Op Abutment 1-4 Players See at Playstation Store $30 at Amazon $30 at Best Buy $33 at GameStopMadden NFL 24 for Madden 24 coins Has Never Been Cheaper on Amazon

Madden NFL 24 $30 $70 Save $40

The latest and the greatest of…

გაგრძელება

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

Qwelly World

free counters