წინასაარჩევნო გამოსვლები, აუდიტი მექვაბიშვილი, გულადი სააკაშვილი, თამაში სკოლაში და სტატისტიკური ნიუსები

      შედარებით მშვიდი დასასრული გამოვიდა, არც მაინცდამაინც მშვიდი კვირის. დღის მთავარი სიახლეები ახალ აუდიტს, ალაგ-ალაგ შემორჩენილ ცეცხლს, მერობას და რამდენიმე სტატისტიკურ მოვლენას ეხებოდა. საღამო ხანს კი ტვ პირველზე გასულმა აუდიო ჩანაწერმა, პატრიარქის ღვიძლი და კენჭებიც ნიუსად აქცია (ოხანაშვილი ჩანაწერში ამბობს, რომ გერმანიაში, ოპერაციის შემდეგ, ღვიძლის და კენჭების საქართველოში წამოღება შორენას იდეა იყოო), თუმცა ამაზე ალბათ ხვალ იქნება გახილვები რადგან ახლა მედიაც იძინებს და მედიის წყაროც. არ სძინავს მხოლოდ qwellynews-ს!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 8 სექტემბერი, 2017/

      ზამთრამდე ცეცხლობანა არ დასრულდება ნეტავ? შემოდგომის მზეც ასე წვავდეს, არ ვიცი - ართანაში, კოხტას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ავიაცია ჩაერთო. რა ამის პასუხია და - ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა. დავუბრუნდეთ ხანძრებს - აჭარის მთავრობა - შავნაბადას მთაზე სახანძრო-სამაშველო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ართანას ტყეში ავიაციამ მუშაობა შეაჩერა. ერთი ქართული და ორი ირანული ვერტმფრენი რეგლამენტით გათვალისწინებულ ტექნიკურ შემოწმებას გადის.

      მცირე ლექცია-სტატუსი კონსტიტუციის რაობაზე - დავით უსუფაშვილი - კონსტიტუცია არის იმ ტიპის მოვლენა, რომელსაც ცივილიზებული სახელმწიფოები ასე არ ეპყრობიან. აქვე მოვყვები მთელს საკონსტიტუციო ამბებს: დავით უსუფაშვილი - არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც აღიარებულია ევროპულ დონეზე, არ გვეუბნება იმას, რომ მაჟორიტარული სისტემა კარგია ან ცუდია.

      ცოტა ევროკავშირსაც ვასწავლოთ რამე - თენგიზ ფხალაძე - ევროკავშირს შეუვალი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს იმ ევროპული ქვეყნების დასაცავად, რომლებსაც რუსეთი სჯის.

      მერობის კანდიდატები საკრებულოს მაჟორიტარებს წარადგენენ დაუღალავად და ასევე, პარტიები წარადგენენ მერობის კანდიდატებს ქალაქებში. მაგალითად, ნაც.მოძმა, ქუთაისში გრიგოლ ვაშაძე იქნება ჩვენებური #მერი2017 - ნიკა მელია - გრიგოლ ვაშაძის ენერგია და ინტელექტუალური რესურსი, როგორც არასდროს ისე სჭირდება ქუთაისს და ქუთაისელებს. გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლებას აქვს გაყალბების სურვილი, მაგრამ ჩვენ არ მოვაპარინებთ არც ერთ ხმას. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ცვლილებები მასიურად შევიდა. არჩილ თალაკვაძე - წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ, კონკურენტუნარიან პირობებში მიმდინარეობს.

      ახალი აუდიტი კარგად გვისო - პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა. ირაკლი მექვაბიშვილი - აუდიტის სამსახური გახდება უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი, უფრო გამჭვირვალე და დამოუკიდებელი. რომან გოცირიძე - გენერალურ აუდიტორად ირაკლი მექვაბიშვილის წარდგენა სასიამოვნო მოულოდნელობაა, თუმცა მან უნდა იგრძნოს დამოუკიდებლობა და არ გახდეს ”ქართუს” ბიჭი. ლადო პაპავა ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურაზე - EBRD -ში ხალხს შემთხვევით არ ასაქმებენ - ეს უკვე თავისთავად კარგი რეკომენდაციაა.

      სამაშველო სტატისტიკიდან - მაშველებმა საზღვაო სეზონზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების 605 მოქალაქე გადაარჩინეს, რომელთა შორის ყველაზე პატარა 5 წლის, ყველაზე ასაკოვანი კი - 73 წლისაა. სხვა სტატისტიკა - წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ II კვარტალში 346.6 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებზე 14.3%-ით ნაკლებია. საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 47.92%-ით, ხოლო გადაზიდული ტვირთის მოცულობა 21.23%-ით გაიზარდა. საქართველომ კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მეორე პოზიცია დაიკავა.

      ვაშლები გონებას კვებავს, მაგრამ თამაში? ეგ სულ სხვაა - ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში „სამაგიდო თამაშები“ დაინერგება, საუბარია ისეთ „სამაგიდო თამაშებზე“, რომელიც გადის საგნობრივ უნარებზე, ასევე დამატებით ავითარებს ლოგიკურ და სხარტ აზროვნებას.

      მსმენელები გააწბილა ელტონმა - „ბლექ სი არენაზე“ 16 და 17 სექტემბერს დაგეგმილი ელტონ ჯონის კონცერტები გადაიდო მომავალი წლის ივლის-აგვისტომდე.

      საზღვარგარეთულებამდე ჩამოვიტანე ექს-პრეზიდენტის უკრაინაში დაბრუნება, თითქოს ტერმინატორი ბრუნდებოდეს, ისეთი ამბავია ატეხილი.

      ჩემი მსოფლიო მოქალაქეობა ასე აბუჩად ასაგდები არ არისო - მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე, შესაძლოა, ევროპარლამენტარებმა სპეციალური რეზოლუცია მოამზადონ. მიხეილ სააკაშვილი - წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდი - მე არ მაქვს არც ერთი ქვეყნის მოქმედი დოკუმენტი. იხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მის დასახვედრად ყველა ოპოზიციური ძალის წარმომადგენლის ჩასვლა იგეგმება, მათ შორის იულია ტიმოშენკოსიც. მიხეილ სააკაშვილი - ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ - მომიტაცონ, ჩამტენონ სადღაც და გადამაგზავნონ საქართველოში. მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს მოქალაქეობა ჩამომართვა ივანიშვილის მითითებით მარგველაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი - არ მეშინია ექსტრადირების, ეს ივანიშვილს უნდა აშინებდეს. მიხეილ სააკაშვილი - ისე მოვედი ფორმაში, ვფიქრობ, ხომ არ ჩამოვიტანო თბილისიდან ის ძველი „კოსტუმები“ და ბოლოს და ბოლოს ვისარგებლო ჩემი კორუფციის ნაყოფით. მიხეილ სააკაშვილი - უკრაინა არის უზარმაზარ წუმპეში და იქიდან არის ამოსაყვანი. მიხეილ სააკაშვილი - ახლა შევდივართ იმ ეტაპზე, როცა პუტინი თვლის, რომ საბოლოოდ გამანადგურებს, როგორც გაანადგურა კაჩინსკი და ბევრი სხვა. მიხეილ სააკაშვილი - თუ ქართველები მზად არიან, დაუშვან ქართული სახელმწიფოს შემქმნელის განადგურება, ამასაც მივიღებ, რა ვქნა, ასეთი ყოფილა ცხოვრება. გია ხუხაშვილი - პოროშენკომ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება ქართულ მხარეს ხაფანგში ყველის სახით ჩაუდო, რასაც ჩვენი ხელისუფლება წამოეგო. რამაზ საყვარელიძე - მეეჭვება, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდეს, ადრეც უთქვამს - აი, მოვდივარო, მაგრამ მერე გვინახავს, რომ ადვილად შეუცვლია გეგმები. უკრაინის სასაზღვრო სამსახური 10 სექტემბერს „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე მიხეილ სააკაშვილის მისვლასთან დაკავშირებით მგზავრებს აფრთხილებს, თუმცა ეგ არ კმაროდა, „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე, რომლის გავლითაც 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, მავთულხლართები გააბეს. სოსო ცისკარიშვილი - არსადაც არ აპირებს ჩასვლას და მით უმეტეს, ციხეში ჩაჯდომას სააკაშვილი. მავთულხლართების არ ეშინია იულიას - ტიმოშენკოს განცხადებით, 10 სექტემბერს პოლონეთში გაემგზავრება, რათა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნებაში დაეხმაროს. უკრაინის ოპოზიციური ფრაქციის წევრებმა რადაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს. მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად უკრაინაში ”ნაციონალური მოძრაობიდან” ხატია დეკანოიძე გაემგზავრა. მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს და ივანიშვილს - მე თქვენი არ მეშინია, მე მართალი ვარ.

საზღვარგარეთულები:

      ამერიკას კითხეს, შენ რაღას აკეთებო და დონალდ ტრამპმა - აშშ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების განადგურებით არის დაკავებული.

      გუშინ ანგელამ თურქეთი გვშორდებაო, მაკრონმა, არც მასე საქმეო - ემანუელ მაკრონი თურქეთის შესახებ ანგელა მერკელის აზრს არ ეთანხმება.

      მექსიკა და მიწისძვრა - მექსიკაში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მექსიკაში მიწისძვრის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა.

      შიიტური დერეფნის საფრთხე - ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თეირანსა და დამასკოს შორის შიიტური დერეფნის შექმნა არ დავუშვათ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 198

ტეგები: qwellynews, ბლოგი, სექტემბერი, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

hhhhhhhhhhhhhhhhh

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 9:50pm 0 კომენტარი

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters