უთვისტომობა, ადმინისტრაცია ვერსუს პარლამენტი, აღარ გვინდა კანონები და ოკუპაცია, მერობა და ციანიდი სასამართლოში

      ივლისის ბოლო კვირიაკეც მიილია და გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს - კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეს, ხალხში დღესასწაულებს და სახელდებულს როგორც კვირიკობა. მილოცვისა და სადღესასწაულო ამბავის მიუხედავად, ამ პარასკევსაც არ ჩაუვლია საკმარისი ნიუსების გარეშე ინტერნეტ სივრცეში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /28 ივლისი, 2017/

      კვირის თემებიდან მნიშვნელოვანი გამოდგა, ბოლო დღეების თემები - NDI, მიხეილ სააკაშვილი, ცეცხლმოკიდებები, ოკუპაცია, კონსტიტუცია და პროკურატურა. პრინციპში, წინა კვირაშიც ესენი იყო მგონი.

      დილიდან წერდნენ - პროკურატურამ „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა. მოგვიანები, დირექტორს 50 000-იანი გირაო შეეფარდა (მგონი, ამ კაცით ცდილობენ მოვაჭრეების ზარალის ანაზღაურებას). მაგრამ იქამდე, ნურას უკაცრავად - „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები - არ ვაპირებთ, მივატოვოთ გიორგი მაჭავარიანი, რომელიც არის უდანაშაულო და ირაკლი შოთაძის პირადი პატიმარი - და მათ, დღეს საპროტესტო აქციაც გამართეს, მისი გათავისუფლების მოთხოვნით. ადვოკატი - ”ბავშვთა სამყაროს” დირექტორი გიორგი მაჭავარიანი ბრალს არ აღიარებს. „ბავშვთა სამყაროს“ იურისტი - ქონების განადგურება გამოიწვია არა წესების დაუცველობამ, არამედ დამნაშავის მიერ განზრახ ცეცხლის წაკიდებამ. გირაო უკვე შეტანილიც იქნება, რადგან მალევე გავრცელდა ნიუსი, რომ - მიხეილ სააკაშვილი - პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, რომელიც ძალიან მალე დადგება, უკრაინაში ჩავალ.

      შემდეგი თემა, გუშინ დაწყებული და ალბათ, მომდევნო დღეების პრაიმტაიმიც - ლინკოლნ მიტჩელი - არ ველოდები აშშ-ს მხრიდან დიდ გამოხმაურებას იმ ფაქტზე, რომ სააკაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილი - მე არავის დახმარებას არ ვეძებ. მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილსაც არ სჭირდება საქართველოში ჩემი ჩაყვანა, რადგან როგორც უკარაინაში ჩემი ჩასვლა ნიშნავს პოროშენკოს დამხობას, საქართველოშიც იგივეა. გიორგი მარგველაშვილი - მიხეილ სააკაშვილს უარი არ უნდა ეთქვა ქვეყანაზე, რომელმაც ორჯერ ანდო პირველი პირისა და მთავარსარდლის როლი. ”ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტას ითხოვს. თემა გაშალა ნაციონალურმა მოძრაობამ და ივანიშვილი, უკრაინაშიც მოაძლიერა - ”ნაციონალური მოძრაობა” - ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ახლა უკვე უკრაინელ ოლიგარქთან ერთად პუტინის პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს. ნადეჟდა სავჩენკო - მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა ქვეყანაში დიქტატურისა და ძალადობის მანიშნებელია. მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის მოქალაქეობის განაცხადის შევსებისას, ყველამ იცოდა, რომ საქართველოში ჩემზე საქმეები იყო აღძრული. ალექსეი ნავალნი - სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვით - გასაგებია რატომ, უბრალოდ ოპონენტი მოიშორეთ. იან კელი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე - ეს არის უკრაინის გადასაწყვეტი და ისინი მიუდგებიან შესაბამისად. დავით სერგეენკო - პოროშენკოს საქართველოში ვიზიტი და სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ერთმანეთთან კავშირში არ არის. ქეთევან ციხელაშვილი - ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში აქტუალური არ არის და შესაბამისად, მასთან დაკავშირებული საკითხი პოლიტიკური არ გახლავთ. ევროპარლამენტის წევრი მიხეილ სააკაშვილისთვის ლიტვის მოქალაქეობის მინიჭების ინიციატივით გამოდის. გივი თარგამაძე - სამწუხარო იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას მოითხოვს ქართული მხარე. მიხეილ სააკაშვილი - პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, რომელიც ძალიან მალე დადგება, უკრაინაში ჩავალ.

      ვუძღვნით ბლოკს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მათ კინკლაობას პარლამენტში - ეკა ბესელია - ველოდები პრეზიდენტის შესაბამის განმარტებას ქალბატონი ანა დოლიძის განცხადებაზე. რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას სათქმელი არ დარჩა და ეს იყო მათი მხრიდან ეთიკის დარღვევის უმძიმესი ფორმის მიზეზი. სოფო კილაძე - ანა დოლიძის მხრიდან ირაკლი კობახიძისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებები ვერაფერს დააკლებს ბატონ სპიკერს, არამედ აკნინებს თავად განმცხადებელს. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს მოუწოდებს, შეწყდეს მისი წარმომადგენლების მხრიდან პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება. საპარლამენტო უმრავლესობა - პრეზიდენტმა პარლამენტის შეურაცხყოფაზე არათუ ადეკვატური რეაგირება მოახდინა, არამედ თავისი წარმომადგენლის დაცვა სცადა. პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, დაუბრუნდეს კანონშემოქმედებით საქმიანობას, დეპუტატები კი, კონცენტრირდნენ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე. მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტი ენერგიას არ იშურებს, ”ნაცმოძრაობის” სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად მწვავე დარტყმა მიაყენოს კონსტიტუციასა და პარლამენტს. პრეზიდენტი - ანა დოლიძისნაირი უშიშარი, პრინციპული, პროფესიონალი ადამიანები ქმნიან ქვეყნის მომავალს და არა ისინი, რომლებიც ნებისმიერ მთავრობას ერგებიან. დიმიტრი ლორთქიფანიძე - პარლამენტის თავმჯდომარეს პოლემიკის წარმართვის კულტურა არა აქვს - სრულიად არაეთიკურია ქალს კაცის სახელი ეძახო. მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის განცხადებით დასტურდება, რომ ის არის მთავარი შემკვეთი და წამახალისებელი იმ ეთიკის მიღმა განცხადებების, რომლებიც მისი ადმინისტრაციის მხრიდან ბოლო დროს კეთდება.

      დავუბრუნდეთ კონსტიტუციასაც - ფედერიკა მოგერინი საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის გადამწყვეტ ეტაპზე კონსენსუსის ნაკლებობის გამო სინანულს გამოთქვამს. მამუკა მდინარაძე - მზად ვართ კონსულტაციები გაიმართოს მაგალითად სტრასბურგში, ვენეციის კომისიის შუამდგომლობით. მამუკა კაციტაძე - ყველაფერი ის, რაც საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების პოლიტიკური სიმწიფის დეფიციტით არის გამოწვეული.

      ოკუპაცია ვახსენეთ ზემოთ და აქვე იყოს, მისი ბლოკიც - გიორგი კანდელაკი - იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობა არ გაუშვებს შანსს ხელიდან, მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის აქტუალიზაცია. ქეთევან ციხელაშვილი - სამშვიდობო პოლიტიკის ნაწილი არის ქვეყნის დეოკუპაციის ამოცანა და ასევე შერიგებისა და ჩართულობის მიღწევა. ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ მილსადენმა შეფერხებების გარეშე იფუნქციონიროს, ეს ასე ხდება და მომავალში გაგრძელდება. ქეთევან ციხელაშვილი - თუკი ბარიკადები იზრდება, ორმაგი ძალისხმევა გვჭირდება, რომ მისი დაძლევა და გახლეჩილი საზოგადოების დაკავშირება შევძლოთ.

      მომიჯნავედ - აფხაზეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

      ალბათ, გაინტერესებთ როგორ იქნება თბილისის მომდევნო მერი?! - არჩილ თალაკვაძე - ჩვენ გავიმარჯვებთ პირველივე ტურში და კახი კალაძე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი. ბექა ოდიშარია - კახა კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს. კახა კალაძე - ტურისტული განვითარების მთლიან კონცეფციაში ერთ-ერთ მიმართულებად ღამის თბილისის განვითარებას და კეთილმოწყობას განვიხილავთ.

      სანამ ახალი გვეყოლება, ძველმა კარგად დაგვა დაიწყო - დავით ნარმანია - ვაფრთხილებთ სატრანსპორტო კომპანიას, უფრო მეტად მიაქციონ ყურადღება მანქანების გამართულობას და მძღოლების ცალკეულ ქმედებას.

      ციანიდის საქმეში კვლევები ერთვება - ე.წ. ციანიდის პროცესზე დეკანოზ გიორგი მამალაძის და ირაკლი მამალაძის შეხვედრების ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს გამოიკვლევენ. მიხეილ რამიშვილი - დეკანოზი სასამართლოს ჩვენებას მას შემდეგ მისცემს, რაც ყველა მტკიცებულება იქნება გამოკვლეული. მიხეილ რამიშვილი - ვიდეო და აუდიო ჩანაწერებითაც დასტურდება, რომ დანაშაულის მომზადებას ადგილი არ ჰქონდა. გიორგი ფანცულაია - ბრალდების მიერ წარდგენილ თვალთვალის კადრებში არ ჩანს, რომ დეკანოზი საეჭვო პირს შეხვდა, რომელმაც ციანიდი გადასცა. პროკურორი - გამოკვლევით ნამდვილად დადასტურდა, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ნამდვილად მოამზადა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა. დეკანოზის ადვოკატი - დღეს განხილული მტკიცებულებები იყო ჩვეულებრივი მაკულატურა - მას ის ფასიც კი არ აქვს, რაზეც არის დაბეჭდილი. საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის ციანიდი მიიტანეს.

      ბათუმი შტორმს მასპინძლობს - 3-5 ბალიანი შტორმიო - მოსალოდნელი შტორმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, არ შევიდნენ ზღვაში.

      მომრავლებული მატლები - ცაგერის სოფლებში მოსახლეობა მატლების გასანადგურებლად დახმარებას ითხოვს.

      კულტურიდანაც ვთქოთ, რამე - ირმა ნიორაძე ბალეტის მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად "ბლექ სი არენაზე" წარსდგება.

      კვირის დასასრულს ერთი სასიხარულო ამბავიც მაქვს - ქართველმა ძიუდოისტმა მარიამ ჭანტურიამ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა.

საზღვარგარეთულები:

      ნეტავ, ამერიკელებიც დაძლევენ ვეტოს? - ენტონი სკარამუჩი - შესაძლოა, დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადოს. აშშ-ის სენატმა რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე კანონი მიიღო.

      საჭადრაკო დაფაზი, რუხი ფიგურები ამოძრავდნენ - ვლადიმერ პუტინი - შეუძლებელია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში უხეშობა უსასრულოდ მოვითმინოთ.

      ეს კაცი სულ გადაირია, რა კარგია რომ ქართულად კითხვა არ იცის, თორემ ამის გამო, რა მომელოდა ღმერთმა უწყის - ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

      ბარსელონაში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად 48 ადამიანი დაშავდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 305

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივლისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters