ნაკურთხი სასტუმრო, პრეზიდენტის ხმალი, აქცია-კონტრაქციები, განმმარტებელი და ღირსეული გზა

      ივლისის ახალი და ბოლო კვირა, ღრუბლიანობით და დახუთულობით დაიწყო, მაგრამ სიახლეების სამყაროში ჯერ ნისლი, ღრუბელი და სიბნელე არ ჩამოწოლილა, ამიტომ რამდენიმე ამბავი, დილიდან უკვე აქტიურად იწერებოდა და განიხილებოდა სოციალურ მედიაში. თვალი შევავლოთ ახალ, ჯანმრთელ კვირას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /24 ივლისი, 2017/

      ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი დაწინაურებული პრობლემაა ოკუპირებული ტერიტორიები, ამიტომ ეს თემა, მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის მთავარი თემა არ არის, მაინც მნიშვნელოვანი საკითხია - ირაკლი სესიაშვილი - უპრეცედენტოა კონგრესის ინიციატივა და ის მხარდაჭერა, რაც ოკუპაციასთან მიმართებაში გამოიხატება. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე განლაგებული დანაყოფები ფართომასშტაბიან წვრთნებს გადიან. იან კელი - კონგრესის კანონპროექტი ნათელი გამოხატულებაა, თუ რა განწყობაა ამერიკაში მათ მიმართ, ვინც ცდილობს, რომ დაარღვიოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

      გუშინდელი ამბები, ორშაბათს განხილვის თემადაც იქცა. გუშინ მთელი მთავრობა-მხედრობა, ელჩობა და სასულიერო იერარქია, პატრიარქის მშობბლიურ სოფელში იმყოფებოდა და იმავე ეზოში აღმართულ სასტუმროს გახსნას ესწრებოდა. სასტუმრო ”სნოს” გახსნაზე მისულ სტუმრებს „პალიტრა L“-ის მიერ გამოცემული ოთხტომეული ”ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი” საჩუქრად გადაეცათ. გიორგი კვირიკაშვილი - იმის მიუხედავად, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა - ეს განცხადებაც სასტუმროს გახსნისას გაკეთდა. კიდევ ერთი - ირაკლი კობახიძე - პატრიარქის მეოხებითა და კურთხევით საქართველოში უამრავი საშვილიშვილო საქმე გაკეთდა. ილია მეორე - არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგვცემს, უნდა ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ რას მივცემთ სამშობლოს. გიორგი მარგველაშვილი პატრიარქს - ჩვენ თქვენგან ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე და რწმენა ფანატიზმის გარეშე. გიორგი კვირიკაშვილი - სასტუმრო „სნოს“ მთელი მოგება საქველმოქმედო მიზნით დაიხარჯება.

      პრეზიდენტს ვეტოებისთვის ყოველთვის სცალია, სასტუმროს გახსნაზე დასწრებაც არ უშლის ამაში ხელს - პრეზიდენტმა ვეტო იმ კანონპროექტსაც დაადო, რომლითაც საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობა იზრდება. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების ცესკოს მიერ დანიშვნას პრეზიდენტი არ ეთანხმება. ეკა ბესელია - ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება აკნინებს მისი მანდატის შინაარსსაც და მასაც, ვინც ასეთ ვეტოებს იყენებს. არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტმა ვეტოს გამოყენებით სცადა, მეტი ყურადღება მიეზიდა საკუთარი გადაწყვეტილების გარშემო. გია ვოლსკი - ვფიქრობ, ჩვენი გადაწვეტილება ვეტოს დაძლევის თაობაზე ყველანაირად გამართულია.

      გაგიკვირდებათ და პრეზიდენტის ოპონენტის ამბავი - პარლამენტი პრეზიდენტს 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით მიმართავს. პაატა მანჯგალაძე - მმართველი გუნდი რეალურად არ აპირებს ოპოზიციასთან დიალოგს. ირაკლი კობახიძე - კომიტეტებს ვთხოვ, ყურადღებით გაეცნონ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს. ანა დოლიძე - "თვითმმართველობის კოდექსსა" და ”საარჩევნო კოდექსში" შეტანილი ცვლილებები ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარებას აუარესებს. რომან გოცირიძე - ხელისუფლება დარწმუნებულია თავის წარუმატებლობაში და სურს ისე მოირგოს „საარჩევნო კოდექსი“, რომელიც მას გარკვეულ შანსებს მისცემს.

      შეუვალი თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე ადა მარშანიას - რუსეთში ვიზიტის შესახებ პარტიულ ანგარიშს ბიურო ვერ მოისმენს.

      დაანონსებული იყო და ჩატარდა კიდეც, ევროპული საქართველოს მარში. მარშების ქალაქი გვექნება მალე, მაგრამ „ქართული მარშის“ მხარდამჭერებმა ”ევროპული საქართველოს” აქციის მონაწილეებს კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. ასეთი ნიუსები განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე ალბათ - ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგა ბოკერიას მარჯანიშვილის მოედანზე მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სულ მინდა ვკითხო ამ ჟურნალისტს - და მერე რა? გიგა ბოკერია - ფაშისტური იდეოლოგიის მქონე მოძალადეებს მფარველები ხელისუფლებაში ჰყავთ. დავით ბაქრაძე - ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ საქართველოში ქართული ტრადიციების სახელით რუსულმა პროპაგანდამ გაიმარჯვოს. გია ვოლსკი - ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აღმაშენებლის გამზირზე გუშინ გამართული არც ერთი აქცია არ არის მისაღები. ეკა ბესელია - ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილი იყოს. ომბუდსმენი სამართალდამცავებს მოუწოდებს, აღმაშენებლის გამზირზე, აქციების დროს დაფიქსირებულ ინციდენტებზე, რეაგირება მოახდინონ.

      განმმარტებელი დეპუტატი - გია ვოლსკი - თუ პრემიერი ამბობს, რომ სეკულარიზმი არ არსებობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე გადაიხედება. რომან გოცირიძე - ნორმალურ ქვეყანაში პრემიერის სნოში გაკეთებული განცხადება მისი იმპიჩმენტის საგანი იქნებოდა. ”რესპუბლიკური პარტია” - გიორგი კვირიკაშვილმა თავისი სახიფათო და ანტიკონსტიტუციური განცხადებით ქვეყანაში სეკულარიზმი ეჭვქვეშ დააყენა.

      ყველანი ევროპაში არაა საჭირო - შალვა ხუციშვილი - 160-მდე შემთხვევა გვქონდა, როდესაც მოქალაქეებმა არ დაუჯერეს ქართველ მესაზღვრეებს, ჯიუტად გააგრძელეს გზა ევროპისკენ და ჯიუტადვე გამოაბრუნეს ევროპელმა მესაზღვრეებმა. არჩილ თალაკვაძე - უვიზო რეჟიმის პირობების დაცვა ჩვენი ხელისუფლების და ევროკავშირის შესაბამისი ორგანოების მონიტორინგის ქვეშ არის.

      სლოგანები მერობის მოპოვებაში უმნიშვნელოვანესიაო, ამბობენ - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ - ესაა, კალაძის სლოგანი. დავით ნარმანია - მომწონს კახი კალაძის საარჩევნო სლოგანი. აფილოსოფოსებული დავით ნარმანია - მოვა დრო და ვიქნები იქ, სადაც ვიქნები. დავით ნარმანია - კონკრეტული გადაწყვეტილება "ელიავას ბაზრობის" ტერიტორიასთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

      სამშობლოში დაბრუნების „ღირსეული“ გზა - ისრაელის იმიგრაციის სამსახური და საელჩო ისრაელში მყოფ არალეგალებს საქართველოში „ღირსეულად და ნებაყოფლობით” დაბრუნების შესაძლებლობას სთავაზობს.

      საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთის განაპირას საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

      პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პირველი პირის გარდა სხვა ხმებიც ისმის - გიორგი აბაშიშვილი - აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებში, რომლებიც პრეზიდენტის სარეზერვო ხარჯებს ეხება, არ არის საუბარი, რომ რაიმე არასწორად იყო გაწეული. გიორგი აბაშიშვილი - აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო არ მომეცა საშუალება, ”ბლექ სი არენაზე” თეონა ცირამუა დამეჯილდოებინა. გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებით საქართველოს პარლამენტი მოიგებს.

      ნანა კაკაბაძემაც თქვა რაღაც ციანიდის საქმეზე - უფლებადამცველები მხოლოდ ისეთ მოდურ ადამიანებს იცავენ, როგორიც თათია დოლიძეა, შორენა თეთრუაშვილის დასაცავად კი, ხმა არც სახალხო დამცველს ამოუღია.

საზღვარგარეთულები:

      ურთიერთბრალდებები გრძელდება - გერმანიის ფინანსთა მინისტრი - ერდოღანი თურქეთსა და გერმანიას შორის მრავალწლიან ურთიერთობებს ფსონზე დებს.

      ა კაცი - ყველა ციხეში! - ნიკოლას მადურო - ვენესუელას უზენაესი სასამართლოს ყველა წევრი, რომელიც პარლამენტმა დანიშნა, დაპატიმრებული იქნება

      გეგონათ მარტო ჩვენ ვიცოდით ვეტოები? - პოლონეთის პრეზიდენტი სასამართლო სისტემის რეფორმირების შესახებ სადავო კანონს ვეტოს დაადებს.

      იორდანიაში ისრაელის საელჩოზე მომხდარ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

      ქაბულში ავტომობილის აფეთქების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 229

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივლისი, ნიუსები

George: ივლისი 24, 2017||6:46pm

მეათე ნეტარება - ნეტარ არს,  ვინც სასტუმროს კურთხევას დაესწრო ! #qwellynews

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters