ტურისტული ბუმი, ფეისბუკ გამოძიებები, მკვლელობა, შეურიგებლობა და პატრიარქი როგორც მოსე

      სამი ათეული ტემპერატურისთვის უკვე აღარაფერს ნიშნავს, ზოგჯერ პარტიულ 41-საც კი აღემატება ხოლმე, მაგრამ როდის იყო სიცხის გამო ნიუსები წყდებოდა? ამიტომ არც #qwellynews აპირებს სიახლეების გადმოცემის შეჩერებას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /20 ივლისი, 2017/

      უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს, როგორც დაანონსებული და მოსალოდნელი იყო, მრავალი ამბავი მოჰყვა, მათ შორის ასეთიც - საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა აჭარის ბიზნესფორუმი გახსნეს. ამ და სხვა სიახლეებს, ერთ დიდ, უკრაინულ ბლოკში გავაერთიანებ - გიორგი მარგველაშვილი - ხელისუფლებას როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, კარგად ესმის ის ძალა, რომელიც ამუშავებს სახელმწიფოს. პეტრო პოროშენკო - ქართველებსა და უკრაინელებზე ახლოს ერთმანეთთან არავინაა. გიორგი მარგველაშვილი და პეტრო პოროშენკო ქედას ესტუმრნენ. პეტრო პოროშენკომ საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულა და გაფრინდა. დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი - პეტრო პოროშენკო მორიგი სასაზღვრო კლოუნადის მონაწილე გახდა.

      ტურისტული ქვეყანა ვართ, მომსახურების სფეროს ვხვეწთ და ტურიზმის პოპულარიზაციაში აქტიურად ჩართული კვირიკაშვილი - იწყება პროექტი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში მხოლოდ ერთია - აშშ-ის კალიფორნიის შტატში. პრემიერი რომელიც ასე ახლოს იდგა აფხაზეთთან - ენგურჰესზე, შეეხო აფხაზებსაც - გიორგი კვირიკაშვილი - მიზანი, რომელიც ჩვენს აფხაზ ძმებთან გვაერთიანებს, არის ჩვენი შვილების ერთად ცხოვრება და გაერთიანებული საერთო სამშობლო - საქართველო. კაშხალზე, კახა კალაძის სიამაყეც ვრცელდება - მეამაყება, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი მსოფლიო ხუთეულში შედის.

      როგორ შევარიგოთ ოპოზიცია-პოზიციასთან და პირიქით, ამის დაუსრულებელი კამათებია უკვე ჩვენს მთავრობაში - გია ვოლსკი - ოპოზიციასთან საუბარი შეიძლება ისეთ თემებზე, რომელიც უკავშირდება საარჩევნო ბარიერს და ბლოკებს. ეკა ბესელია - რაც შეიძლება მესამე მოსმენის ფარგლებში შეიცვალოს, არის გარდამავალი დებულებები. მამუკა მდინარაძე - იმედი გვაქვს, მივიღებთ პასუხს კითხვაზე - რა შემთხვევაში დაუჭერს ოპოზიცია მხარს კონსტიტუციურ ცვლილებებს. ეკა ბესელია - მე, პირადად მომხრე ვიქნებოდი, რომ ვესაუბროთ ერთმანეთს. ზაზა ბიბილაშვილი - მზად ვართ უმრავლესობასთან კონსულტაციებისთვის, მაგრამ არ მივიღებთ არანაირ ულტიმატუმს. ეკა ბესელია - ოპოზიციასთან შეხვედრის ფორმატი დამოკიდებულია იმაზე, თვითონ ოპოზიცია რა ფორმატს გადაწყვეტს - იქნება ერთიანი შეხვედრა თუ ცალ-ცალკე. ეკა ბესელია - ეს გადაწყვეტილი იყო და ბევრად ადრე ვიცოდით, თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე ვეტოს ველოდებით. ანა ნაცვლიშვილი - წინასწარ იმის დაფიქსირება, რომ ვეტო იქნება დაძლეული, არ არის საკითხისადმი სწორი მიდგომა. ბექა ნაცვლიშვილი - თუკი ოპოზიციის მხრიდან იქნება მოთხოვნა, მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს, ეს ვერ მოხდება - ამაზე კონსენსუსი თავად უმრავლესობაში ვერ შედგება.

      ამბასადორიალზე გამოხმაურებები - მიხეილ ჯანელიძე - ძალიან დასანანია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ხდება ამბასადორიალის პოლიტიზება. პრეზიდენტის და დანარჩენი მთავრობის თუ კანონმდებელი ორგანოს დაპირისპირებებზეც აქვე იყოს - გიორგი აბაშიშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე დიპკორპუსის წარომადგენლებს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მუშაობას სთხოვს. ლევან ბოძაშვილი - პარტიული დავალება იყო, როცა უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომლებს პოლიტიკურ კომუნიკეზე ავალებდნენ ხელმოწერის გაკეთებას. მიხეილ ჯანელიძე - შარშანაც იყო მცდელობა, დაებრალებინათ ხელისუფლებისთვის, თითქოს ხდება დიპლომატიური კორპუსის პოლიტიზება. მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი მოხელის გადაცდომის გამო. ეკა ბესელია - პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კარგი ტრენინგი არ აწყენდათ. ლევან კობერიძე - პერიოდულად ისეთი გამაოგნებელი განცხადებები კეთდება, რომ უნებურად გიჩნდება მოსაზრება - ზოგიერთები პარალელურ სამყაროში ხომ არ არიან გასული. ზაზა გაბუნია - პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის საჯარო მოხელეების მძიმე შრომით ექსპლუატაციას ეწევა.

      მკვლელობა, რომელიც დიდხანს ემახსოვრებოდა თბილისს, რომ არა, „ცუდზე ცუდი ამბების ქვეყანა“ - 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე - დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც ანა ხელაძის მოკვლა გააცნობიერა, გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა. 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული - სანამ დავფიქრდებოდი ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებაზე, პოლიციაში გამოცხადება არ მქონდა განზრახული. ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, ანა ხელაძეს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული. პროკურორი - რობერტ ახალაიას მიერ დანაშაული ძალადობითაა ჩადენილი, თუმცა ის სექსუალური ხასიათის არ ყოფილა. სამაგიეროდ, მკვლელობაში ბრლდებულს ფსიქიატრიული გამოკვლევა უტარდება.

      ინტერნეტ მუქარების მეორე ტალღა, რომელიც კვიციანის და იუმორისტის ამბავს ეხება - ვანო ჯავახიშვილი - უფრო მეტი კითხვა ალბათ ემზარ კვიციანს ეკუთვნის, ვიდრე მე.

      სატრანსპორტო სამყაროსაც შევავლოთ თვალი - მამუკა სალუქვაძე - რკინიგზის გადატანის შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე საავტომობილო გზატკეცილის და ტრამვაის მოწყობის საკითხი განიხილება.

      კარგია თბილისის მერობა - ალეკო ელისაშვილი - თბილისის განვითარების გენგეგმის თემის გაპიარებით ”ქართული ოცნება” მოსახლეობას ატყუებს. ალექსანდრე ელისაშვილმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ვანო ნორაკიძე, ხოლო მედიასთან ურთიერთობის მენეჯერად ლაშა მესხი წარადგინა. ამჟამინდელი მერი, სუპერია - დავით ნარმანია - როცა გარდავიცვლებით, ყველა დავიმარხებით - სასაფლაოების დეფიციტი არ გვექნება.

      ჭიდაობაც იუნესკოს სიაში იქნება - ელჩი - შევიტანეთ ახალი ნომინაცია, რომელიც ქართული ჭიდაობის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში აღიცხვას მოიაზრებს.

      პრობლური გასარკვევი იყო რას ნიშნავს ქართველობა და რა არის ქართული. ამის გარკვევის, აპოფათიკურ გზას დაადგნენ - მიხეილ ჯანელიძე - არ შეიძლება დაპირისპირება, რადიკალიზმი, ქსენოფობია და აგრესია იყოს ქართული.

      ჩვენს ზღვაში დელფინები კვდებიან და უკვე რამდენიმე გამოირიყა კიდეც ნაპირზე - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინფექციის გამო, რითაც დელფინები არიან დაავადებული, შავ ზღვაში ბანაობა საფრთხეს არ წარმოადგენს. შეგახსენებთ - 1 მარტიდან დღემდე შავი ზღვის სანაპიროებზე 62 მკვდარი დელფინის გამორიყვის ფაქტი დაფიქსირდა.

      ტურიზმი ვახსენე უკვე ზემოთ - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - აჭარაში ტურისტულ ღირშესანიშნაობებზე ვიზიტორების მატებაა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას რა კავშირშია ტურიზმთან არ ვიცი, მაგრამ მაინც განიუსდა მისი განცხადება - პროექტს - Check in Georgia პირდაპირი გავლენა არ მოუხდენია ტურისტების ახალი ნაკადის მოზიდვაზე. პასუხი საიას: მიხეილ გიორგაძე - Check in Georgia-ს ღონისძიებებს რამდენი უცხოელი ტურისტი დაესწრო, ვერც ერთი უწყება ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით. მეტი კურორტი - დაბა წაღვერში და სოფლებში ცემსა და ჭობისხევში გზების რეაბილიტაცია დაიწყო. უბისას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა.

      რეპორტიდან - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველო გლობალური უსაფრთხოების სფეროში აშშ-ს მტკიცე პარტნიორად რჩება.

      დაგვიანებით რატომ განიუსდა ჩვენს ინტერნეტ მედიაში არ ვიცი, მაგრამ როგორც წინა წერილი, ამჯერადაც გამოვქვეყნებთ მეუფე ანდრიას მიერ გახმიანებულ, წმინდა სინოდის მიერ პატრიარქისადმი დაწერილ მისალოც წერილს (იხ. სრული ტექსტი). წერილი, სვეტიცხოველში, 13 ივლისს, სვეტიცხოვლობას წაიკითხეს.

      დაკავებული სპორტსმენების ამბებიდან - ამერიკაში დაკავებული მოკრივის, ავთანდილ ხურციძის მშობლები 26 ივლისს შვილის გათავისუფლებას ელოდებიან.

      ამომწურავი პროკურატურა - შალვა ხუციშვილი თათია დოლიძის საქმეზე - ვინც დასაკითხია, ყველა დაიკითხება და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. შეგახსენებთ, ეს საქმეც, ისევე როგორც ბოლო დროის ბევრი პიარული საქმე უკავშირდება ფეისბუკ პოსტებს. თათია დოლიძის საქმეზე გია კორკოტაშვილი დაიკითხა.

      რა შედეგები მოიტანა ქულებმა - შალვა ხუციშვილი - მართვის მოწმობის ქულათა სისტემის ამოქმედების შემდეგ, უსაფრთხოების კუთხით ბევრად დადებითი შედეგები გვაქვს.

      ალიანსს რა უნდოდა მოსკოვში და აგერ პასუხიც: ადა მარშანია - რუსეთის სათათბიროს დეპუტატებთან საუბრის მთავარი თემა იყო სოხუმი, ცხინვალი და საზღვრები. ადა მარშანია ადასტურებს, რომ რუსი კოლეგები საქართველოში დაპატიჟეს, თუმცა განმარტავს, რომ ეს ხვალ ან ზეგ არ მოხდება.

      მუხთარლი საქმეს საქართველოს პროკურატურა გამოიძიებს. შს მინისტრმა აფგან მუხთარლის საქმეზე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. აფგან მუხთარლის საქმის გამო, სასაზღვრო პოლიციის უფროსი და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. მუხთარლის ადვოკატი - სასაზღვრო პოლიციის უფროსისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის გათავისუფლება დაგვიანებული და არაპროპორციული ნაბიჯია.

საზღვარგარეთულები:

      დონალდ ტრამპი - მე და მელანია ჩვენი აზრებითა და ლოცვებით ჯონ მაკკეინთან და მის ოჯახთან ვართ. შეგახსენებთ, სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. ჯონ მაკკეინი - მე დავბრუნდები (ვრცელი ინტერვიუდან, ის გულისხმობს სამსახურში დაბრუნებას). The Washington Post - დონალდ ტრამპმა სირიის ზომიერი ოპოზიციის მხარდაჭერის პროგრამის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

      აზიაში საერთოდ რა ხდება, ნეტავ თუ კითხულობთ - ჰასან რუჰანი - ირანისთვის ახალი სანქციების დაწესება ლოგიკას ეწინააღმდეგება.

      განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე ადამიანებით ვაჭრობის თანამედროვე მოდელი - ანკარამ ბერლინს თურქეთში დაკავებული გერმანელი ჟურნალისტის გერმანიაში გაქცეულ ორ ყოფილ თურქ გენერალზე გაცვლა შესთავაზა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 183

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივლისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters