ცხელმა უქმეებმა გადაიარა და დაიწყო ცხელი საქმიანი კვირა, ორშაბათი. აწი კარგი, ნამდვილი ზაფხული იქნებაო გვპირდებიან სინოპტიკოსები. თუმცა, ზღვა და დასვენება ჯერ შორსაა, ამიტომ ტრადიციულად ახალი ამბებით დავიწყოთ, მათ შორის გასული უქმეების.
შაბათ-კვირას ძირითადად აღმაშენებლის ხეივანზე გამართულ ქართულ მარშს, მის შედეგებს ან პოზიციებს და ამ პოზიციების გამო ურთიერთლანძღვასა და მუქარებს განიხილავდნენ. მეორე საკითხი კვლავ მარშის ოკუპაციასთან და რუსეთმოყვარეობასთან კავშირები იყო. ”ქართველთა მარშში” მონაწილეთა ქმედებებზე „ევროპული საქართველო“ სამოქალაქო სექტორთან და პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.
დავიწყოთ შედარებით კარგი ამბავით - საქართველოს დღეს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეწვევა.
დამირელის კოლეჯის უფროსობის ამბავი ალბათ გახსოვთ - ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი - საქართველოს ხელისუფლებამ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქულ მხარეს არ უნდა გადასცეს. რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქმა პოლიტიკური თავშესაფარი უნდა მიიღოს. ევროპარლამენტარი ასევე ეხმიანება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს - რებეკა ჰარმსი - აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველომ დამოუკიდებელი გამოძიება უნდა აწარმოოს და ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. აფგანის საქმეზევე - აფგან მუხთარლის მეუღლემ პოლიციას ახალი მტკიცებულებები გადასცა.
როგორც იქნა გამოთქვეს მზაობა შესახვედრად და კონსტიტუციაზე სამსჯელად, ახლა დრო ვერ გაურკვევიათ - ოპოზიციური და სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დრო და თარიღი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. გიორგი ახვლედიანი - პრეზიდენტმა თვითმმართველობის შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს. ნიკა რურუა - საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი უნდა დაიწყოს სუფთა ფურცლიდან, თავიდან - ეს ელემენტარულია. სერგო რატიანი - ვეტოა დასადები, რადგან უკან გადადგმული ნაბიჯები შეფერხდეს.
სახელოვანი სპორტსმენების ამბები გრძელდება - ზაზა ნადირაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. არანაკლები წარმატებები გვაქვს მკლავჭიდში, ჰოდა ამ ბიჭებმაც ისურვეს რაღაც - მკლავჭიდელები მკლავჭიდის ისტორიული ფედერაციის აღდგენას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.
ამ ტერიტორიების და ოკუპაციების კავლდაკვალ აფხაზეთიც მოაგონდათ - ვახტანგ ყოლბაია - სოხუმი კვლავ იზოლაციაში ამყოფებს საკუთარ მოსახლეობას.
ნუ ითამაშებთ სელაპებით - სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს არ შეეხონ.
გავაგრძელოთ მეზობლობა და მეგობრობა - თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში გამართული შეხვედრები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს.
იუმორისტ-პოლიტიკოსი და ძარღვდაბერილი ნამდვილი ქუთაისელი გოგი წულაია - ქუთაისში, თეთრ ხიდზე ადამიანების გადაადგილება უკვე საშიშია.
საზმაუ ახალ სეზონსაც იწყებს - სულხან სალაძე - პრინციპულად მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით საზოგადოებას დროულად ჰქონდეს ინფორმაცია.
ნუ გადაყრი ერთიანად, დაახარისხე - თბილისის მასშტაბით რიგით მეორე ნარჩენების სეპარაციის კუთხე გაიხსნა.
ანონსები:
კვლევებით ხომ დაგვტანჯერს და ახლა შეფასებები კიდევ - NDI-ის დელეგაცია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესს შეაფასებს. და აბა ვინ დაუდგება გვერდში - ცხადია, ქვეყნის ბედით გულდათუთქული ენჯეოები! - არასამთავრობო სექტორი NDI-ს დელეგაციას საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
კიდევ ერთი ამბავი ანონსების ჟანრში - “მანის” მარკის 143-ვე ავტობუსი 20 ივლისიდან სხვადასხვა ხაზზე იმოძრავებს.
აქ ხომ მოაწყეს დიდად სანაქებო რამ და ახლა ბათუმში - თბილისის შემდეგ „ქართველთა მარშის“ ბათუმში გამართვა იგეგმება.
აუჰ, ამან ანონსსაც გადააჭარბა - მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა, შესაძლოა, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალოს - საუბარია კონკრეტულ მონაკვეთზე, დაახლოებით ზაარბრიუკენის მოედნიდან მარჯანიშვილამდე პერიმეტრზე.
გაზი ძვირდება ერო - ირინა მილორავა - გაზის ტრანსპორტირების ტარიფს, რომელიც საშუალოდ 0,5 თეთრით გაიზარდა, სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა ექნება. „გაზის ტრანსპორტირების კომპანია" - ტარიფის ცვლილება რომ არ მომხადარიყო, ჩვენი კომპანია ვერ შეძლებდა თავისი საოპერატორო ფუნქციების განხორციელებას.
მარში მოატრიალეთ ბათუმიდან - საქართველოს არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი ეწვევა.
დაჩექინდი საქართველოში-ს ფარგლებში BLACK SEA ARENA-ზე რამდენიმე კონცერტი გაიმართება. მათ შორის, ქეთი მელუა იმღერებს კვირის ბოლოს.
საზღვარგარეთულები:
კიდევ კარგი ჯერ ვენესუელა არ ვართ - კარაკასში რეფერენდუმზე მისულ ამომრჩევლებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. ვენესუელას პარლამენტის სპიკერი - სახალხო რეფერენდუმის შედეგები, რომელიც ოპოზიციამ ჩაატარა, ადასტურებს, რომ მოსახლეობას პრეზიდენტ მადუროს გადადგომა სურს.
უკრაინამ დაიწყო პოლიტიკა - ჩვენი თავი ჩვენ გვეყუდნესო - უკრაინის პრემიერი - ქვეყანაში რეფორმები უკრაინელებმა უნდა გაატარონ, ადრე კიევი ამ პროცესში ზედმეტად რთავდა უცხოელებს.
ამასწინად რომ მოკლეს, გაცოცხლდა თურმე - ერაყის შსს-ს დაზვერვის დირექტორი - „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ცოცხალია და სირიაში იმალება.
დიპლომატიური საკუთრება - რუსეთის და აშშ-ს საგარეო უწყების წარმომადგენლები რუსეთის დიპლომატიური საკუთრების ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ.
და იქნებ არც მიდის იქით, რა გინდათ კაცო - ჟან-კლოდ იუნკერი - სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე კარს მიუხურავს. თურქეთში აფეთქების შედეგად 17 სამხედრო დაშავდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.
Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the proximity of an extraction point.
Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.
Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.
Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია