შობა-ახალი წლის პერიოდში, დეკემბრის მიწურულიდან იანვრის პირველი რიცხვების ჩათვლით, განსაკუთრებით პოპულარულდება კალენდრის საკითხი. შობა 25 დეკემბერს უნდა აღინიშნოს თუ 7 იანვარს? რატომაა რომ ზოგიერთი ეკლესია 25_ში აღნიშნავს ზოგი 7_ში და ზოგიერთი საერთოდ 6_ში? 7 იანვარს ვზეიმობთ შობას და ვმღერით ოცდახუთსა დეკემბერსაო და ა.შ. პასუხად მოისმენთ - ტრადიციაა ასეთი; 25_ში კათოლიკური შობაა - 7-ში მართლმადიდებლური და ბევრ სხვას. საბოლოოდ, მაინც კალენდართან მივდივართ და კულტურული ფონის მიღმა, ბჭობა - როდის უნდა აღინიშნოს შობა ან რატომ მოხდა ეს აცდენა, სწორედ კალენდარულ სხვაობებთან, ასტრონომიულ სიზუსტესთან იყრის თავს.

შობის აღნიშვნა, calendar, შობა, shobis agnishvna, kalendari, 7 ianvari, 25 dekemberi, Qwelly, ეკლესია, კალენდარი, სარწმუნოება, ქველი

      კალენდარის შესახებ არათუ სტატიები, არამედ წიგნები და ტრაქტატებია დაწერილი და ეს თემა საფუძვლიანადაა გამოკვლეულ-შესწავლილი, ამიტომ ამ ბლოგის ფარგლებში ღრმა ასტრონომიული სამეცნიერო ცოდნის ნაცვლად, მცირე ლოგიკურ მსჯელობებს შემოგთავაზებთ. წელიწადი, რომ მზის გარშემო, ხოლო დღე, ღერძის გარშემო დედამიწის ერთი სრული ბრუნია, ეს ისედაც იცით, სხვა ტერმინებით კი თავს არ შეგაწყენთ.

      პოზიციათა ის მხარე, რომელიც აქტიურდება საშობაოდ, სვამს კითხვებს და ხშირად მომხრეა შობის 25 დეკემბერს აღნიშვნისა, თავის პოზიციას ასე აყალიბებს:

      იულიანურ კალენდარსა და გრიგორიანულ კალენდარს შორის იულიანურ კალენდარზე უფრო ზუსტი, გრიგორიანული კალენდარია

წელიწადის ხანგრძლივობა -

  • იულიუსთან: 365 დღე, 6 საათი
  • გრიგოლთან: 365 დღე, 5 საათი, 49 წუთი და 12 წამი

და რეალურად -

  • ტროპიკული წელი: 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 46,1 წამი

      როგორც ხედავთ, ორივე კალენდარს აქვს თავისი სხვაობანი, მაგრამ პირველში თუ 11 წუთია, მეორეში სულ რამდენიმე წამი. შესაბამისად ლოგიკური დასკვნა - გრიგორინული კალენდარი უფრო ზუსტია. ნებისმიერ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, დღეები არ დაემთხვევა თავის თავს. რაც გულისხმობს შემდეგს, რომ მაგალითად, თუ დღეს არის 10 იანვარი, მზე ამოვიდა 8:33-ზე, ჩემი სახლიდან ის ჩანდა 45° დახრილობით (პირობითად) და ჩავიდა 17:52 წუთზე, რამდენიმე საუკუნის შემდეგ, 10 იანვარს იგივე რამ არ მოხდება, საათეები და ხედვის კუთხე აღარ დაემთხვევა რამდენიმე საუკუნის წინანდელ 10 იანვარს. ესაა კალენდარის პრობლემა.

      აქვე მეორე პირობაც: საზოგადოდ ცნობილი ფაქტია, რომ ქრისტესშობის დღესასწაულის აღნიშვნა დაამთხვიეს იმ დღეს, როდესაც მზის მობრუნება ხდება ანდა, როგორც წარმართულ დღესასწაულს ერქვა - მზის დაბადება. დაახლოებით 22 დეკემბერი (ესაა თარიღი, როდესაც ყველაზე დიდი ღამეა და მას შემდეგ დღის ხანგრძლივობა იწყებს მატებას). სწორედ ამ დღეზე იქნა გაკეთებული სწორება და 25 დეკემბერს დაწესდა ქრისტესშობა. საუკუნეების შემდეგ, პაპმა გრიგოლმა შენიშნა, რომ მზის მობრუნება გაცილებით ადრე ხდებოდა, ვიდრე ეს 25 დეკემბერია. გამოთვალა და სხვაობად მიიღო 13 დღე. ესაა მიზეზი ორკვირიანი განსხვავებისა.

P.S. რეალურად როდის მოხდა შობა? წმინდა წერილში თარიღები არ არის ნახსენები, მხოლოდ ის ვიცით, რომ ავგუსტუს კეისრის ზეობის პერიოდში, როდესაც მან გამოსცა აღწერის ბრძანება, იუდეაში დაიბადა ქრისტე. მაშინ რომის იმპერია ისრაელსაც განაგებდა, ჰეროდი მეფობდა და მოსახლეობის აღწერის წინაპირობა მარტივი იყო - ყველა თავის მშობლიურ კუთხეში უნდა დაბრუნებულიყო. ასე მოხვდნენ ბეთლემში იოსები და მარიამი (ბეთლემი არის იესო ქრისტეს დაბადების ადგილი). თვეებზე არაფერი წერია, არც კლიმატურ პირობებზე გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ დიდი ალბათობით თოვლი არ იყო (სითბო იყო), რადგან "მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა თდგებოდეს და ხუმილვიდეს სახუმილავსა ღამისასა სამწყსოსა მათსა". ერთი ეს ვიცით, რომ შობა ღამით მოხდა.

      დავუბრუნდეთ კალენდარულ საკითხს.

      რას ამბობენ „შემკითხველები?“ - თუ ქრისტესშობა დაწესდა მზის დაბადების დღეზე, განა უპრიანი არ იქნება, რომ კვლავ მზის დაბადების დღეს დავამთხვიოთ? და მართლებიც არიან - იულიანური კალენდრის მიხედვით, 2017 წლის 7 იანვარს, იესო ქრისტე 2017 წლის კი არ გახდა, არამედ, მინიმუმ 2017 წლის და 17 დღის (1582 წლის შემდეგაც ხომ გავიდა საუკუნეები). ეს იგივეა, ადამიანს დაბადების დღე მიულოცო 3 კვირის დაგვიანებით!

      მაგრამ აქ პასუხად ისმის ტრადიციის დამცველთა შეკითხვა - კი, მაგრამ ამ 17 დღეზე რომ გვეკიდებით, ის 25 დეკემბერიც რომ თავის დროზე პირობითად არის მოგონილი? შესაბამისად არც 25 დეკემბერს გახდა ქრისტე ზუსტად 2016 წლისა.

      „შემკითხველები“ სამომავლო პრობლემაზეც საუბრობენ, რომ ასე თუ გაგრძელდება, აპრილის სითბოს დაემთხვევა „ოცდახუთსა დეკემბერსა“-ს გალობა და აღდგომა და შობა ერთმანეთს გადაკვეთს. მოპასუხეთა პოზიცია - ეს დაახლოებით 8000 წლის შემდეგ, ანუ 80-ე საუკუნეში მოხდება. ნუთუ ამაზე დარდი ღირს დღეს?

      „შემკითხველების“ კიდევ ერთი პოზიცია, დაახლოებით ასეთია: „თუ მაინც პირობითად აღინიშნება შობის დღესასწაული, განა უმჯობესი არ იქნება ყველა მართლმადიდებლისთვის, ან უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა ქრისტიანისთვის ერთ დღეს იყოს მისი განკაცებული ღმერთის დაბადების დღე? ესეც არ იყოს, ევროპულ დიდ ოჯახში თუ ყოფნა გვინდა, მაშინ უნდა გადავიდეთ 25 დეკემბერზე“. ამაზე მოპასუხეთა მოსაზრება არ მომისმენია, ამიტომ ვერ გეტყვით და თავად, ევროპულ ოჯახში შესვლა თუ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქრისტეს შობა, ეს სხვა თემაა. ასევე არ მიმაჩნი მართებულად, ხალხის სურვილზე ჩამოვიყვანოთ შობის ამბავი და არა პირიქით.

      ნებისმიერი საკითხი რაღაც ტიპის საზოგადოების ინტერესს იწვევს. ვის შეიძლება შობის კალენდარული სიზუსტის ამბავი აინტერესებდეს? ძირითადად სამი კატეგორიის ადამიანებს:

  1. მეცნიერებს (თეოლოგებს, ასტრონომებს);
  2. ურწმუნო (ათეისტ) ადამიანებს.
  3. ეკლესიის მრევლს;

      პირველს განხილვა არ სჭირდება, მათი სამეცნიერო მოვალეობაა მსგავსი თემებით დაინტერესება და არგუმენტაცია თარიღებთან დაკავშირებით კალენდრის ორივე სტილის მომხრეებს მრავლად აქვთ.

      მეორე კატეგორიის ადამიანებს საკითხი ეხება იმდენად, რამდენადაც მსგავს რელიგიურ დღესასწაულს კულტურული დატვირთვაც აქვს და ამათუიმ სახელმწიფოში ცხოვრების რიტმს გარკვეული პერიოდით ცვლის (დასვენებები, აღნიშვნები, მილოცვები. შესაძლოა სულ არ სწამდეს ვინმეს ქრისტეს შობა, მაგრამ აღნიშნავს მეგობრების გამო, ან მოსწონს სადღესასწაულო ფუსფუსი, საშობაო ფასდაკელბები და ა.შ. ხშირად, ასეთი ადამიანები ითხოვენ 25_ში გადატანას, რათა საქართველო არ იყოს ამოვარდნილი მსოფლიოს უდიდესი ნაწილის საშობაო ფერხულიდან).

      რაც შეეხება მესამე კატეგორიას მათი აჟიტირება ამ თემით, მცირედმორწმუნეობის ან ცუდადცნობისმოყვარეობის ამბავი მგონია.

* * *

      ახლა საბოლოოდ შევჯერდეთ და ბლოგის იდეაზე გადავიდეთ.

      მორწმუნე ადამიანს სჯერა, რომ დედამიწა თავისი ფლორა-ფაუნით, დედამიწის მიღმა - კოსმოსში პლანეტები და თითოეულის გონიერი მოძრაობა მზის გარშემო, თავის მხრივ მზის მოძრობა თავისი გალაქტიკის ცენტრის გარშემო, მთლიანად ეს გალაქტიკა - ირმის ნახტომი და ასეთი უამრავი სხვა მცირე თუ დიდი გალაქტიკა, ყველაფერი შექმნა ღმერთმა. ამ უსაზღვრო გონების, ფანტაზიის და შესაძლებლობის მქონე პიროვნებამ ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ განკაცებულიყო და უკიდეგანო სამყაროდან აირჩია დედამიწა და იქ დაიბადა. ასეთ დროს, ის ფაქტი, რომ კალენდრის მიზეზის შემოქმედმა გადაწყვიტა შესაქმის ნაწილი გახდეს, თურმე ნაკლებმნიშვნელოვანი ან თანაფარდმნიშვნელოვანია იმასა - ჩვენს კალენდარზე რომელ დღეს მოვნიშნავთ უფლის დაბადებას?! ან რომელ დღეს უწევს მისი შობა კალენდარული სიზუსტით?! ნუთუ არ არის ახლა ეს აფსურდული თემა? იქნებ საერთოდ სამყარო იყო მაშინ სხვაგვარი? იქნებ სულ გაჩერდა დედამიწა, როცა უფალი იგრძნო თავის წიაღში? (გაჩერება შეუძლებელია, სულ უნდა მოძრაობდეს კოსმოსიო, არ დააკომენტაროთ - შემოქმედია ხალხო, მთავარი მესაათეა, რასაც უნდა იმას იზამს). და დედამიწის შემყურედ, იქნებ ყველა სხვა პლანეტაც არეულად ამოძრავდა მზის სისტემაში? იქნებ პლანეტების მოძრაობის ყველა კანონი დაირღვა/შეიცვალა, როგორც შეიცვალა ბუნება ადამიანისა - ქალწულმა შვა?!

      ყოველივე ამის გათვალისწინებით, პაპი გრიგოლი, XVI საუკუნის მიწურულს ფიქრობდა იმაზე, რომ დაზუსტებულ, მეცნიერულად გამართულ კალენდარზე ემპირიულად გამართულად და ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული როდის დაიბადა ქრისტე, ზუსტად უნდა დავამთხვიოთ იგი მზის დაბადებას. ამის საპირწონედ, ნუთუ ვერ გაიფიქრა, რომ იქამდე მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რომელიც არაფერს აფუჭებდა და თავისი მადლმოსილებაც გააჩნდა, რადგან ქრისტეს შობა იზეიმებოდა, თავისი პატივისცემა სჭირდებოდა, თუმცა დღეების ჩამოკლებაზე უარის თქმით.

      დასკვნებისგან თავს შევიკავებ და ასე მშრალად დავასრულებ ჩემს ბლოგს.

ნახვა: 1149

ტეგები: Qwelly, ეკლესია, კალენდარი, სარწმუნოება, ქველი

ლაშა: დეკემბერი 24, 2017||6:49pm

უკვე გამოჩნდა საშობაო მილოცვები ეკლესიის იმ ნაწილისთვის, რომელიც ქრისტეს შობას აღნიშნავს ახალი სტილით 25 დეკემბერს. მე კი ჩემი ძველი ჩანაწერი მომაგონდა და ახლა სხვა რამემ დამაფიქრა.

ადრეც დავწერე ეს რიტორიკული კითხვა:

შიდა რელიგიური დღესასწაულის მილოცვა, როდის უფრო გულწრფელი და შესაბამისად, ეთიკურია - როცა ის აღნიშნავს ვისაც ულოცავ თუ როცა შენ აღნიშნავ ამ დღესასწაულს?!

თითქოს არაფერი, მაგრამ ვფიქრობ მნიშველოვანია რამდენიმე მიმართულებით:

1. თუ ადამიანს სჯერა, რომ ქრისტე განკაცებული პიროვნებაა, რომლის განკაცებაც კონკრეტულ ისტორიულ დღეს მოხდა, მაშ ორჯერ როგორ დაიბადა? 

2. თუ ადამიანს სჯერა, რომ ქრისტე დაიბადა ახალი სტილით 25 დეკემბერს და ზეიმობს, მაშ 7 იანვარს ვიღას ულოცავს? ან თუ პირიქით სჯერა, მაშ 25_ში მილოცვებს რაღატომ წერს? რადგან სხვა ადამიანებს ასე სწამთ? ჰმ, მთელს მსოფლიოში ადამიანებს ისეთი რამეების სწამთ.....

ვფიქრობ, მაცხოვრის „ორი“ შობის საკითხი, ღმერთს პიროვნებიდან ისევ ბერძნულ იდეებამდე აბრუნებს. სადაც ღმერთი არა პიროვნება, არამედ იდეა შეიძლება იყოს. თუ ვინმეს ასე სწამს, კი ბატონო, მაშ ნებისმიერ დღეს შეიძლება მისი დაბადება აღნიშნოს, მაგრამ ჩემი კითხვა აქ მონოთეისტ ქრისტიანებს მიემართებათ. 

არის კიდევ ერთი ვარიანტი თავის დასაძვრენად (შეიძლება ასეც ითქვას). ჩვენ ქრისტეს შობა გვიხარია. კი ბატონო, თუკი, უბრალოდ, 21 საუკუნის წინ ქრისტეს დაბადება გიხარიათ - გიერთდებით სიხარულში წლიდან წლამდე ყოველ დღე! ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters