გატეხილი ადამიანი, jafo, jafara, blog, qwelly, post, დღიური, ბლოგი, gatexili adamiani, მოთხრობა, დღიური, ჯაფო, ჯაფარა გატეხილი ადამიანი

      სპეციალური გამოშვება! დღეს უმიზეზოდ ქალაქში სამ ადგილას დაჭრეს მოზარდი, რომლის ჯანმრთელობა სტაბილურია. მიმდინარეობს გამოძიება.... ჩვენ შეგვიძლია პირდაპი ეთერში გავესაუბროთ დაზარალებულს...

  - რა მოხდა? ვინ იყვნენ თავდამსხმელები? სხვა დროსაც თუ ყოფილა ესეთი შემთხვევა? რა მიზეზით დაგესხნენ თავს? რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო? თუ შეიძლება მოკლედ რომ უთხრათ ჩვენს და საზოგადოებას...

      ...მზიანი ამინდი იყო, ზღვის ნაპირზე ვიდექი და ვუყურებდი ზღვის ჰორიზონტს, იასამნისფერ მზის ჩასვლას. ზღვის ზედაპირზე ამოყოფილი შავი მამუნტის თვალები წითლად პრიალებდა. ზღვის პატარა და თბილი ტალღები ჩემს ფეხებთან ნაზად ეხეთქებოდა და ქვიშას მაყრიდა. ჩემს ზურგს უკან ტროპიკული ბუჩქებიდან იწყებოდა მკრთალი ცისარტყელის ფერები საიდანაც ფაჩუნის ხმა ისმოდა. უცებ ბუჩქებიდან ფოთლებით შემოსილი ცხოველის ძვლებით შემკული გამხდარი მოხუცი გამოვიდა, კისერში შხამიანი პატარა ისარი მესროლა, მე ყურადღებას არ ვაქცევდი ვტკბებოდი ჩემს წინ გაშლილი სილამაზით, მოხუცმა გამისწრო ჩემს წინ გაიჭრა, და ზღვის ზედაპირზე გააგრძელა სიარული... გავიღიმე და უკან გავყევი, ვგრძნობდი შხამი როგორ მოქმედებდა ნელნელა და ძალა მეცლებოდა, სიცივეს ვგრძნობდი ფეხებში და ვიკეცებოდი, მაგრამ ამ ყველაფრისგან დაჰიპნოზებული განვაგრძობდი წყალზე მოხუცის კვალზე სიარულს... უკნიდან მესმოდა მანქანების სიარულის ხმა, როგორ უსიგნალებდნენ ერთმანეთს და ჩემს ზურგს უკან როგორ ახლოს დადიოდნენ, ვგრძნობდი სწრაფად ჩავლილი მანქანის ქარს, ძალა გამოცლილს კატის კნუტზე წამომედო ფეხი და უცნაური მოძრაობით ჰაერში ავარდი, ჩემი დაცემის დრო ძალიან გაიწელა შხამისგან გაბრუებული ამ ყველაფერს ვერ ვგრძნობდი... როდესაც დავეცი და თვალები გავახილე ცხელ ქვიშაზე ვიწექი თავზე ჩრდილი მედგა, როდესაც ფოკუსი გავასწორე თავზე მეზღვაური მედგა რომელსაც თავზე კაპიტნის ხავსიანი ქუდი ეხურა, ხელში ფუნჯი ეჭირა და სევდიანი შეწუხებული თვალებით იყურებოდა... წამომაყენა და თითი გაიშვირა ქვიშის მთებისკენ, ცხელი ქვიშიდან ამომავალი ალი ბინდავდა შორს ყველაზე მაღალ მთაზე ერთადერთ ხეს, რომელთანაც ადამიანის მოძრავი სილუეტი ჩანდა... როდესაც მეზღვაურს გავხედე ის უკვე შორს იყო და მისი ბუტბუტი ცხელ ქარებს მოჰქონდა ჩემამდე. მივუახლოვდი ხეს და დავინახე გოგონა, რომელსაც დახეული ჯინსი, ტყავის კურტკა კედები და რეიბანის სათვალე ეკეთა, კომპიუტერის სკამზე იჯდა და ნელა ატრიალებდა, თან ჩემსკენ იყურებოდა. გარშემო შამპანიურის ბოთლები ეყარა, ბოთლები გამჭირვალე იყო, ბოთლებში კი ვადაგასული ფასდაკლების ბარათები იყო ჩაკუჭული. გოგონას მივუახლოვდი და ვკითხე:

  - ვინ ხარ? აქ რას აკეთებ?

  - მე პლანეტა ვარ სადაც შენ დგახარ...

  - ჰმ... ეს რა ადგილია?

  - ეს მიწისქვეშა გადასასვლეია აქ მე ფულს ვაგროვებ...

  - კი მაგრამ, აქ ხომ არავინაა ფულს ვისგან აგროვებ?

      გოგონამ ხურდები ჩემსკენ გადმოყარა და თითით მანიშნა მივახლოვებოდი, მივუახლოვდი და ჩუმად მითხრა:

  - დღეს ერთი მეზღვაური იყო, ფუნჯი მივყიდე.

  - ფუნჯი?

  - კი ფუნჯი, ბრმა იყო თან მეტყველება უჭირდა, შევთავაზე წყალი მაგრამ უარი მითხრა, უცნაური კაცი იყო, მითხრა ცხოვრება ხელოვნებაა, აზრი არ აქვს ყველამ ერთი გზით იაროს ხანდახან კურსი უნდა შევცვალოთო, ერთი კურსით სიარული ერთფეროვანია და ზღუდავს ადამიანის გონებასო, გაიღიმა ცრემლები წამოუვიდა და წავიდა.

  - შეგიძლია წყალი დამალევინო?

  - სანაცვლოდ რას შემომთავაზებ?

      ხელები ჯიბეებზე მოვისვი, გულის ჯიბეში ტელევიზორის პულტი მედო და გავუწოდე. ნელი მოძრაობით გამომართვა პატარა ზურგჩანთა მოიხსნა სამედიცინო ბინტი ამოიღო და მოხუცის ნასროლი ისრისგან დარჩენილი იარა შემიხვია, გამიღიმა და ჩანთიდან კოკაკოლის ბოთლი მომაწოდა რომელშიც გასროლილი ვაზნები ეყარა. გამოვართვი და მითხრა.

  - ჯობია ეხლავე წახვიდე აქედან, აქ ღამე ძალიან დაცხება და საშინელი ქარი იქნება. გზაზე ტელეფონის ჯიხური შეგხვდება და შეგიძლია მაგ ხურდებით სადაც გინდა დარეკო.

      ტელევიზორის პულტი ჩანთაში ჩააგდო და გახარებული სიცილით სწრაფი ნაბიჯებით წავიდა, თან ქვიშაში ფეხებს ათრევდა, ქვიშას ქარის მიმართულებით ყრიდა და სასიამოვნო ხმით ლამაზ სიმღერას მღეროდა რომელიც ძალიან ადრე მეც მოსმენილი მქონდა. გოგონას სკამზე ჩამოვჯექი, სკამმა ქვიშაში ფლობა დაიწყო ადგომა ვერ მოვასწარი და ქვიშამ სკამთან და კოკაკოლის ბოთლთან ერთად მშთანთქა.

      თვალები გავახილე და მეტროში ვიჯექი ექსკავატორზე რამოდენიმე საფეხური რჩებოდა სანამ ბოლომდე ჩავიდოდა უცბად წამოვხტი. მეტროს ბაქანი სავსე იყო მგლებით რომლებსაც ქერა ბეწვი და ფარფლები ჰქონდათ... ზოგ მგელს ფეხების ნაცვლად ბორბლები ქოდა, ზოგს ფრთები, ზოგს ადამიანის სახე, ზოგს ქათმის და ზოგს საეროდ არქონდა...

      ღმუოდნენ რაღაც ენაზე ძალიან მშვიდები იყვნენ და ჯანსაღები. არ სვამდნენ არ ეწეოდნებ არ იყვნენ ნარკოტიკის მომხმარებლები, ერთმანეთს არ სცნობდნენ მაგრამ ყველა ერთმანეთთან ლაპარაკობდა, 2 მგელი რომელიც 2 ფეხზე დადიოდა მათი მეფე დედობალი იყო, მგლებს საშინელი სუნი ჰქონდათ.. ერთ პატარა მგელს ვკითხე აქედან როგორ გავიდე? მაშინვე მკითხა სანაცვლოდ რას მივცემდი, მახსოვდა რომ გოგოს მოცემული პურის ნამცეცები მქონდა და ცოტა ვდავუყარე პირი არ დააკარა, ვუთხარი თუ თანახმა იქნები გასართობად ცარიელ ბოთლს მოგცემთქო და დამთანხმდა. შევაჯექი მგელს კუზზე, გაახურა ბორბლრბი და წამიყვანა გვირაბში. გვირაბში ბნალოდა, მგელმა თვლები აანთო გვირაბის გასანათებლად. 3 დღე და ღამე გამოქვაბულიში მგელზე ვიჯექი და მივაჭენებდი, როგორც იქნეა გვირაბის ბოლოს სინათლე დავინახე და უფრო ავუჩქარე. როდესაც მივედით სინათლესთან საოცრად ლამაზი ბუნება გამოჩნდა რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, მოვიხედე მგელს რომ დავმშვიდობებოდი მაგრამ სილუეტში დავინახე რომ ეს მგელიც 2 ფეხზე იდგა და ნელა მიუყვებოდა რელსებ... აქვე დავდგი მგლისთვის შეპირებული კოკაკოლას ბოთლი. გადავდგი ნაბიჯი და დავგორდი დაღმართზე, გავითიშე უგონოდ ვეგდე, მიპოვეს მეტყევე პატარა ჯუჯებმა რომლებსაც საშინელი შეხედულება გაბოროტრბული და აგრესიული სახეები ჰქონდათ დიდი ცხვირებით. რაღაც ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდნენ მომკიდეს მკლავებში ხელი ძლიერად და სახლში მმიყვანეს. დამაწვინეს ლოგინზე და აშკარად ვხვდებოდი რომ რაღაცეებს მეკითხებოდნენ მე გადავწყვიტე ხელებით ამეხსნა რაღაცეები მაგრამ ხელი როგორც კი გავამოძრავე საშინელი ყვირილი დავიწყე, ჯუჯებს შეეშინდათ აქეთ იქით მინოიფანტნენ და საბრძოლო იარაღები მოიმარჯვეს. ერთი უხუცესი ჯუჯა მომიახლოვდა, ხელზე მომკიდა ხელი შესამოწმებლად და ვიღაცას დაუძახა, ექიმი ჯუჯებზე ბევრად პატარა და ლამაზი არსება იყო, ფრთებით ამოფრინდა ჩემს მკლავთან, სტარბაქსის ყავა დამალევინა და ყველაფერმა გამიარა. ექიმს პატარა ფერიას ლოყაზე ვაკოცე და მაშინვე გარეთ გამომაგდეს. უკვე შებინდებული იყო 2 ღორი დავინახე ერთს დიდი რქები ქონდა და მწვანე ბეწვი მეორეც ესეთივე იყო ოღონდ რექბი არ ქონდა და ძალიან გამხდარი იყო. უკან დაყვებოოდა დიდ ღორს და საჭმელს სთხოვდა. დიდი ღორი გამძღარი ცდილობდა ურქო ღორის მოშორებას. როცა დამინახეს საზიზღარი სახეებით შემომხედეს და ჭიკჭიკით გადაუხვიეს უღრანი მინდვრისკენ. 3 საათი ვიარე ტყეში , რამოდენიმე ხის იქით დავინახე ჭაობი რომელიც მთელ მინდორზე იყო გადაჭიმული, თითქოს სიცივე იყო, ორთქლი ასდიოდა ჭაობს და ამ ყველაფერს ნისლი დაემატა და უკვე დასველებულმა განვაგრძე გზა. იქვე რამოდენიმე მეტრში დავინახე 2 ბავშვი რომლებიც თევზაობდნენ როცა მივუახლოვდი ბავშვებმა შემომხედეს. 1 ბავშვს სახე დამწვარი ჰქონდა ნიკაპი ამომწვარი და კბილები უჩანდა საზარელი სანახავი იყო. მეორე ბავშვს საერთოდ არაფერი არ სჭირდა სუფთა და მოწესრიგებული იყო. ვკითხე დასახლება საით იყო, მითხრეს რომ 2 დღის სავალია თუ ცოცხალი მივაღწევდი. ბავშვებს ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდათ. უკვე ცუდი პერიოდი იყო ღამდებოდა, მოვუტრიალდი ბავშვებს მინდოდა შემეთავაზებინდა რომ წამოსულიყვნენ ჩეთან ერთად რადგან უკვე გვიანი იყო. ბავშვებმა მიპასუხეს რომ, აქ ბავშბი ღამით ყველაზე საშიში არსებები ვართო. ბოროტულად გაიღიმეს და სიცილით ტყისკენ გაიქცნენ საიდანაც მე მოვედი... დამეზარა გზის გაგეძელება და იქვე ცოტა ამაღლებულ ლოგინზე წამოვწექი დასასვებებლად, ჩამეძინა და სიზმარი ვნახე ასეთი... სამეფო ეზოში ვიყავი, ღამე იყო, აივანზე ჩამოკიდული ლამაზი ყვავილის შუქი ანათებდა მხოლოდ იქაურობას თეთრად... გალავანი მაღალი კოშკის გარშემო მრგვლად იყო აშენებული და არცერთი მხრიდან გასასვლეი არ ჰქონდა, ეს გალავანი კი ჰალსტუხებისგან იყო აშენებული, ძირს კი სალამურები ეყარა, კოშკის შესასვლელთან იჯდა მსუქანი დაცვა რომელსაც ეძინა და ხმამაღლა ხვრინავდა, კისრის ნაკეცები საყელოს გარეთ ჰქონდა გადმოწეული, გასაღები გახეხილ ქამარზე ეკეთა რომელიც ძალიან უჭერდა… კართან მივედი და პატარა დისპლეიზე რომელიც კარგის გასაღებად იყო დამონტაჟებული თითი მივადე და ჩემი ანაბეჭდით გავაღე... როდესაც შევედი დავინახე ლიფტი რომელიც არ მუშაობდა ჩემს გვერდით კი ტაქსი იდგა და დახეულ შარვლიან გოგონას მოცემული ხურდებით ამიყვანა ბოლო სართულზე. თეთრი კარი იყო მივედი და ფრთხილად შევაღე, მზის სხიივებისგან ოთახი გაბრდღვიალებული იყო და უეცრად თვალი მომჭრა, ფანჯრიდან საიდანაც შემოდიოდა მზის სხივები იქ იდგა წითური გოგონა რომელსაც თეთრი პიჟამო ეცვა და მწვანე კანი ჰქონდა რუხი კუდი კაბის ბოლოში ჩანდა, გარშემო კი ქილები ელაგა თაროებზე სადაც ლამაზი ფერადი სითხეები ესხა...

      გოგონა მოტრიალდა და ის იყო ვინც მე მიყვარდა რომლის სიყვარულს დღემდე ვგრძნობდი... გამიღიმა და მომეხვია მეც ანალოგიურად მოვიქეცი, უეცრად ხელი მკრა და გაბრაზებული სახით შემომხედა და მითხრა:

  - შენ მე მიმატოვე! ჩემს შესანარჩუნებლად არაფერს აკეთებდი და ამიტომ შენ ჩემს გარეშე ხარ დღეს. ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ მოგენატრები, შენს მეხსიერებაში ყოველთვის ვიცხოვრებ!

      მე ხმა არ ამომიღია, გახარებულმა თითქოს გულდაწყვეყილმა მაგრამ მაინც ბედნიერმა თავი დავხარე... გოგონამ შავი სამოსი მოიხურა აივანზე გავიდა და პატარა შავ ჩიტებად დაიშალ, ყველა პატარა ჩიტი სხვა და სხვა მხარეს გაფრინდა. სარკესთან მივედი და ვხედავდი გრძნობებს და არა ჩემს თავს... შიმშილს, შიშს, სინანულს, სიყვარულს, ტკივილს და დეჟავუს...

      შიმშილი ძალიან მახინჯი იყო დაბნეული მოძრაობებით, რვიანისმაგვარი, და უაზრო ფერით...

      შიში ცივი ბასრი და სწრაფად მოძრაობდა შავი ფერის იყო და ბოლოები უპრიალებდა სამკუთხედებად...

      სინანული მშვიდი იყო სასიამოვნო შესახედი მაგრამ წამიერად წვეტიანი ორნამენტები შეერეოდა...

      სიყვარული ლამაზი იყო, თბილი ფერი ქონდა შეხება მინდოდა მაგრამ ძალიან პატარა და ცოტა იყო...

      ტკივილი კი ამ ყველა გრძნობის გული იყო, აქედან იწყებოდა ყველა გრძნობა და აქ მთავრდებოდა...

      როცა ამ გრძნობებს ვუყურებდი სარკეში მეხსიერებაში ტივტივდებოდა პატარ პატარა გრძნობებისგან გამოწვეული გრძნობა და მეგონა რომ ეს ყველაფერი სადღაც მინახავს... დიდხანს არ ვიყურებოდი სარკეში რომ, პატარა გალიიდან მესმის ლაპარაკის ხმა... მივუახლოვდი, გალიაზე გადაფარებული ნაზი ნაჭერი ჩამოვზსენი... გალიაში კი აიფონი იჯდა და ვარდისფერი სპილოს ხორთუმს ჭამდა... აიფონმა რომ დამინახა უცხო ცოტა დაიბნა, შეეშინდა დაპანიკდა და მთხოვა არ დამეკაწრა... დავამშვიდე ვუთხარი არაფერი არ იყო საშიში და შეეძლო ჩემთან ერთად წამოსვლა. აიფონი დამთანხმდა და მძიმედ გამოძვრა გალიიდან... ჩემთან მოსაახლოვებლად კი დაახლოებით 1 მეტრი იყო მაგიდის ზედაპირზე მოაბიჯებდა აიფონი მაგიდაზე კი წიგნი იდო... როდესაც აიფონმა წიგნს დააბიჯა ამ დროს მისი ბატარია დაჯდა და უგონოდ დაეცა. გამეცინა და უკან მოვბრუნდი... გავსწორდი თუ არა ჩემს სახესთან შავი სილუეტი იდგა და მიბრძანა გავყოლოდი... მე უკან უკან დავიწყე სიარული და აივნიდან გადმოვარდი... თავი დავარტყი და გავითიშე...

      ვახელ თვალებს... ქალაქში ვარ უცნაურად ჩაცმული და ძალიან ვებრი ხალხი მოძრაობს. თოვლი მოდის თითქოს არავინ იმჩნევს ცივი სახეებით უემოციოდ დაპროგრამებულები დადიოდნენ... ქუჩის მეორე მხარეს გადავწყვიტე გადასვლა თითქოს ვერ მხედავდნენ მეჯახებოდნენ და არ იმჩნევდნენ. ჩამოვჯექი ქუჩის კუთხეში, პატარა ბავშვი მამამისს საბავშვო კალიასკით ასეირნებდა, წითელი მანქანის გარშემო მისი პატრონი უაზრო კრუგებს ურტყამდა ერთ ტემპში, მოხუცი ბებია კიბესთან იდგა ხალხისკენ იყურებოდა და ჩუმად ითხოვდა დახმარებას გაყინულ კიბეზე ასასვლელად დახმარებოდნენ, თხუნელები ხმამაღლა დასჩხაოდნენ ხეებიდან ეზოში მოთამაშე ბავშვებს რომლებიც საფლავის ქვიდან ამომძვრალ ელფებს აწვალებდნენ... ჩახლეჩილი ხმით მესმის რომ ჩემს სახელს მეძახის თან არც ისე შორიდან, გავხედე და ჭუჭყიანი მათხოვარი იჯდა რომელსაც ბუს თავი ჰქონდა მთხოვა მის გვერდით დავმჯდარიყავი, დავჯექი და სასმელი შემომთავაზა, უარი არ ვუთხარი... გატეხილ ჭიქებში ცარიელი ბოთლიდან ჩამოასხა მწვანე ფერის ბლანტი სითხე, აწია ჭიქა და თქვა: -ამ ჭიქით იმ ერთ ადამიანს გაუმარჯოს რომელიც შენ შეამჩნიე, რომელსაც ყურადღება არავინ მიაქცია და თავის შესაძლებლობით მაინც გააკეთა ის რასაც ითხოვდა.

      მე მაშინვე თითქოს შერცხვენილმა მოხუცი ქალისკენ გავიხედე მაგრამ, ის ისევ იქ იდგა ბუს თავიან მათხოვარს შევხედე დავლიე გატეხილი ჭიქიდან და მოხუცი ქალისკენ წავედი, მივედი მოხუცთან ხელი მოვკიდე და უცებ ავარბენინე თავის სახლამდე, კარი რომ გამოაღო სახლი წიგნებით იყო სავსე თან ისე რომ ფეხსაც კი ვერ შედგამდი... მოხუცმა სახლში შემიპატიჟა, ხმის ამოღება არ მაცადა ხელი მომკიდა და წიგნებში შემიყვანა... მოხუცმა მითხრა:

  - დაკარგეს ადამიანებმა თავის ფუნქცია... შენ ამჩნევ ამას? (ამ დროს ზურგით მიდგას და რაღაცას ფუსფუსებს)

  - მე მე კი ვამჩნევ...

  - რას ამჩნევ? შენ რა მისია გაქვს?

  - არ ვიცი... თქვენ ხომ ვერ მეტყვით?

      მოტრიალდა მოხუცი, აივნიდან გადმოვარდნის, თავის დარტყმის შემდეგ ნაიარევი დამიმუშვა და თავი ნაზად შემიხვია. ლოყებზე ხელი მომკიდა თვალებში ჩამხედა, გამიღიმა და წიგნი გამომიწოდა მითხრა როცა გეცლება მაშინ წაიკითხე და ბოლოს ერთი სიტყვით შენი გრძნობა მიაწერეო... გამოვართვი წიგნი დავემშვიდობე და სწრაფად ფიქრებში გართული დავეშვი კიბეზე ... როდესაც გარეთ გამოვედი ფოსფორისფერი მარტორქა იდგა, პატარა ბავშვს კისერზე თოკი შეება და ძლივს იჭერდა, მეორე ხელით კი თვითმფრინავის რელსს ეჭიდებოდა... გვერდი ავუარე და ზუსტად იმ კიბეზე სადაც მოყინული იყო და ბებო ავარბენინე, გამიცურდა ფეხი და ავსრიალდი მტკივნეულად დავეცი...

      გავახილე თვალები და აღმოვჩნდი ქალაქში სადაც ყველაფერი წყლის იყო, სახლები, ადამიანები, მთები, გზა და თვით წყალიც, ჰაერიც კი წყლის მოლეკულებით გაჯერებული იყო. თავისუფლად შეგეძლო დასველების გარეშე კედლებში გეარა გეცურა სართულიდან სართულზე და ასე შემდეგ. ქალაქში გავიარე არავინ ყურადღებას არ მაქცევდა… საინფორმაციო დავინახე და მივედი... იქ თევზი იჯდა რომელსაც ჟირაფის კისერი ქონდა ადამიანის ხელები და თევზის კუდი...

      ვკითხე:

  - აქ სად შეიძლება ღამის გათევა?

  - აქვე მეორე ქუჩაზე არის სასტუმრო "Yahoo" გეტყობათ ამ ქალაქში პირველად ხართ, ძალიან გთხოვთ ქალაქის წესებს გაეცანით აქ ყველაფერი კანოზომიერების ფარგლებშია...

  - კარგით მადლობ, აუცილებლად გავეცნობი.

      გავედი ქალაქში და სასტუმროსკენ წავედი გზაზე ნაძვის ხის სათამაშოები ეყარა, მე ფეხს ვურტყამდი და აქეთ იქეთ ვფანტავდი... პოლიციელ თევზმა დამინახა და გამაჩერა, მან ქალაქის წესების წიგნი მომცა და მითხრა რომ უნდა გავცნობოდ თუ ამ ქალაქში ცხოვრებას ვაპირებდი. მიმიყვანეს სასტუმროში და დამაბინავეს, ყველაფერი სამეფო მომართვეს საჭმელი სასმელი უმაღლესი მომსახურება მაგრამ საჭმელი მყარი იყო რომელიც არ იღეჭებოდა და გადაყლაპვის შანსიც არ იყო, ახალი პირადობის საშუალებით დავჭერი საჭმელი და ნასვამ ნაჭამი წამოვწექი ლოგინზე...

      კარებზე კაკუნი გავიგე და ვიკითხე:

  - ვინ არის?

  - ექიმი ვარ...

  - შემოდი!

  - კარი დაკეტილია

  - თევზო კედლიდან შემოდი... თავისუფლად შემოხვალ!

  - ეს ჩვენი ქალაქის წესებს კრძალავს...

      გავუღე კარი ბუზღუნით, შემოვიდა და სკამზე დამსვა და იმ კიბეზე რომელზეც ბებო ავარბენინე და რომელზეც გავსრიალდი და მწარედ დავეცი რომლის შედეგადაც ფეხი მოვიტეხე დამიმუშავეს შემიხვიეს და დაზღვევის ვაუჩერიც მომცეს. რამდენიმე წელი გავიდა, ვცხოვრობდი ამ ქალაქში, წესების წიგნი პირველივე დღიდან დავივიწყე, ყოველდღიურად წლებს განმავლობაში წესევს ვარღვევდი, ვიღებდი შენიშვნებს, მაგრამ ყურად არ ვაქცევდი.

      ერთ დღეობას რომელსაც 4 წელიწადში ერთხელ ატარებდნენ აღმოვჩნდი მეც მათ შეკრებაზე დიდ მოედანზე რომელიც შაქრისგან იყო აშენებული იდგა დიდი ტახტრევანი რომელზეც არწივი იჯდა... დღემ მშვიდად და წყნარად ჩაიარა, საღამოს როცა ყველა დაიშლა გამიჩნდა სურვილი მე ვყოფილიყავი ლიდერი, წავედი ფიქრებში, ოცნებებში და წამოვჯექი ტახტრევანზე. რამოდენიმე წამში გალღვა ტახტრევანი და მორევმა ჩამითრია...

      როდესაც თვალები გავახილიე დედამიწის ზედაპირზე ვეგდე, მიწა თბილი და დაგლეჯილი იყო, არსად ხე არსად შენობა არსად მთა… დედამიწა იდეალურად მრგვალი იყო, ერთფეროვანი. მის ზედაპირზე მცხოვრები ყველა ადამიანი ერთი მიმართულებით მოძრაობდა, დამწუხრებული აცრემლიანებული თვალებით შეწუხებულები მილასლასებდნენ. წამოვდექი ფეხზე და მეც ამ მიმართულებით წავედი... რამდენიმესთან გამოლაპარაკება ვცადე მაგრამ უშედეგოდ არცერთი ხმას არ იღებს თავიანთ ცოდვებს მოთქვამდნენ... რამდენიმე დღე ვიარე... გზაზე ურემში შებმული, შავ მანტიაში შემოსილი ადამიანები გვემატებოდნენ, ზოგის ურემში უკვე იჯდა ადამიანი ზოგში არა, მეც მოვახტი ერთ-ერთ ურემს... მანტიაში შემოსილს ვკითხე თუ შეიძლებოდა რომ გავყოლოდი, დამთანხმდა, მე ძალიან დაღლილი ვიყავი და დამეძინა. სიზმარი ვნახე, სადაც ჩემს განვლილ ცხოვრებაში ბოროტი და კეთილი საქმეები ვნახე... ცუდ ხასიათზე, ნაღვლიანმა, გულდაწყვეტილმა და წარსულზე შეწუხებულმა გავიღვიძე... ურემში შებმულ კაცს გვერდით მივუდექი ეს ყველაფერი მოვუყევი და მითხრა:

  - ეს ყველაფერი მე და შენ ერთდროულად გავაკეთეთ... კეთილიც დაბოროტიც... სულ შენს ნაკვალევს მოვყვებოდი ვაანალიზებდით ჩვენს გაკეთებულ საქციელს, ხანდახან როცა ვფიქრობდით ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებას... ჩვენ არც თუ ისე ცუდები ვართ, რაც მთავარია, გვყვარებია, გვერდში დავმდგარვართ ადამიანს კეთილი საქმისთვის, ვაღიარებთ ჭეშმარიტს, ვცხოვრობთ დღევანდელი დღით, ვიხედებით წინაც მაგრამ ვმოქმედებთ იმ მომენტით, ბევრს ვფიქრობთ და ნაკლებს ვლაპარაკობთ, ნაკლებ შეცდომას ვუშვებთ და მეტ პრობლემას ვეყრებით, ყველა პრობლემას ვაგვარებთ მაგრამ არ გველევა, ყოველ დღე გვირგვინს ვიდგამთ მაგრამ არ გვეკუთვნის, არ ვთმობთ იმას რაც ჩვენია, ვიცით ვინ გვაგიჟებს და ვაკონტროლებთ გრძნობას, ვიცით ერთმანეთთან ვინ და რა გვაკავშირებს, ჩვენ არ ვმღერით იმას რომ არ დავიხოვებით, ვიცით რისთვის ვცხოვრობთ და რას შევეწირებით, ვიცით სიმართლის ამოცნობა და ვიცით რომ ტყუილებზე უნდა გავიცინოთ, ჩვენ ყველა საჭირო იარაღი გვაქვს რომელიც თავისუფლებას გვაჩუქებს... რადგან ჩვენ თავიდანვე ვიცოდით რომ, ადამიანის შესაძლებლობების მაქსიმუმი მისი რწმენის სიძლიერეშია...

      გაჩერდა მანტიაში შემოსილი და გავჩერდი მეც, თავი ავწიე და მომავალი ვნახე...

      ბერს გავხედე ისევ ურემში შებმული უკან ბრუნდებოოდა, გამომხედა და გავოგნდი, მას ჩემი სახე ქონდა... და მომაძახა აქედან გზა მარტომ გააგრძელე ოდესღაც კიდევ ერთხელ შევხვდებითო და გზა გააგრძელა... ძირს დავიხედე, ამ უდაბურ ხრიოკ მიწას უერთდებოდა მწვანე ნამიანი ბალახი მინდორი, და შემდეგ მომავალი... გადავდგი ნაბიჯი ბალახზე და ჩავარდი...

      როდესაც თვალები გავახილე აქ ვიყავი პალატაში... უკვე შეხვეული... ჩემს ქვეცნობიერში ვირტუალურ მეგობრებს ველაპარაკებოდი და ამ დროს თქვენც მოხვედით... ყოველი თვალის დახამხამება ჩვენი მომავლის დასაწყისია, დახამხამებული თვალი უკვე წარსულია. პაციენტი ოცნებობს ლობოტომიაზე... :) რომელიც თვალის დახამხამების შემდეგ მოდის.

ნახვა: 796

ტეგები: david_jafaridze, death, gatexili, human, jafara, jafo, life, live, love, qwelly, მეტი...ადამიანი, ბლოგი, გატეხილი, დღიური, მანტია, პალატა, სიკვიდლი, სიცოცხლე, ქველი, ცხოვრება, ჯაფარა, ჯაფო

ლაშა: დეკემბერი 23, 2012||12:51pm

მდაააააააააა....

მთელი სიუჯეტი, იმდენად ზღაპრულია, მეგონა ვკითხულობდი ფილმს - ალისა საოცრებათა ქვეყანაში...

არ ვიცი გატეხილი ადამიანი რატომ ჰქვია ამ პოსტს, მაგრამ ალბათ ავტორმა ასე მოინდომა... მე კი მისი ავტორი მაინტერესებს ვინაა???

ლაშა: დეკემბერი 23, 2012||12:53pm

ოჰ და მართლა... მიუხედავად იმისა რომ ცოტა დიდი ტექსტია, წაკითხვად ღირს, მრავალ სიმბოლურ მონაკვეთს აღმოაჩენთ... შესაძლოა სამწერლობო ენა ცოტა დაუწუნოთ ავტორს, მაგრამ იმდენ რამეს "ედება" ეს მოთხრობა, რომ ღირს წაკითხვად...

David Jafaridze: დეკემბერი 23, 2012||3:00pm

ავტორი მე გახლავარ )) ეს სკოლის პერიოდში დავწერე იცი რა დრო იყო აი სააღმზრდელო საათები რო მოგვიხსნეს და დიდი ბიჭი რო მეგონა თავი )))

ლაშა: დეკემბერი 23, 2012||3:16pm

WooooooooooW აი, ახლა კი მაგრად გამაოცე დავით... :O :O :O :O მეექვსე-მეშვიდე კლასელი ბავშვისთვის, საკმაოდ დიდი ფანტაზია გქონია და ბევრი ისეთი სათქმელიც, რაც მკითხველმა თავისით უნდა მოარგოს ეპიზოდს... მაგარია... მაშ დავივიწყებ სტილისტურ და არალიტერატურულ ეპიზოდებს და უბრალოდ შეგაფასებ - 100+!!! ;) 

David Jafaridze: დეკემბერი 23, 2012||3:18pm

madloba :)*

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters