blog | qwelly | walk ბლოგები | სიარული | შემოდგომა | ქველი

      იყო ლმობიერი და მოწყალე. ქსენონიც ააშენა, სხვადასხვა სენით შეპყრობილ ავადმყოფებს პირადად ნახულობდა - ამბობს დავითის ისტორიკოსი... ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს შორის უთანხმება ჩამოვარდა. რადგან უკანასკნელმა მოინდომა საადგილმამულო ბანკი ვიწრო წესდებით შეეცვალა, და გენიოსური სვლაც გააკეთა -  გაემიჯნა და ორად გაიყო თერგდალეულნი.

      ხშირად ვახსენებთ ილიას, მაგრამ ასევე დიდი სიხშირით ვივიწყებთ მას (მის ლუარსაბს). 2 საუკუნის წინ ნათქვამი ჯერ ბოლომდეც არ აღსრულებულა, თანამედროვე სამყაროს კვლავ ვერ შევუერთდით, ვიწრო ინტერესების დაჯაბნით. ნეტა რატომ არ ვართ ფეოდალიზმში? (არადა რამდენი არისტოკრატი ითხოვს ამას, ისინი ჩვენს გარშემო და ჩვენ შორის არიან) ნათლად წარმოსადგენია, რა სინათლით ჩანდა ეს ყველაფერი წინა ორ საუკუნეში, რომ დამთავრდებოდა ძირმოჭმული იმპერია და მაშინ, ჩვენ ვიქნებოდით ერთ-ერთი პირველები (ეს მარტო ოცნება არ არის, ეს რეალობა იყო და ისეთი რეალობა რომ შეგვეძლო შევხებოდი კიდეც). ახლა კი ისევ სადღაც დიდ გაურკვევლობაში ვართ (ერთი ახალი ამბავიც ნუ გვავიწყდება, სამყარო მუდამ არ იქნება (იარსებებს). როცა მივაღწევთ, ვეცადოთ, რომ ის მიღწევა გამოვიყენოთ მაინც. ეს ანდერძად დავუტოვოთ (გრანიტზე ნუ ამოვკაწრავთ) შემდეგ შთამომავლობას. ვიცხოვროთ: არცერთი დღე საღი აზრის გარეშე და არა, სხვამ იფიქროს ჩვენ მაგივრად).

დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა!

ნახვა: 649

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ისტორია, შემოდგომა, ჭავჭავაძე

khatuna zitanishvili: ნოემბერი 9, 2015||12:10am

ძალიან მიყვარს ეს დღე♥

Kakha: ნოემბერი 9, 2015||8:30am

კი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი დღეა ))

ლაშა: ნოემბერი 9, 2015||5:28pm

მეორე აბზაცისი ბოლო წინადადებისთვის კი გეკუთვნის ძეგლი, მაგრამ აბა :(( 

Kakha: იანვარი 15, 2020||2:53pm

ისევ ჩვეულებრივ "Loop"_ზე ვართ

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მეთორმეტე წელი აგვისტოს ომიდან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 7, 2020.
საათი: 11:25pm 0 კომენტარი

      როგორც ტრადიციულად აგვისტოში ხდება - დღევანდელი დღე სრულად მიეძღვნა 2008 წლის ომს, გახსენებებს, ურთიერთ ბრალდებებს, ოკუპანტის ლანძღვას, მუქარას და თითის ქნევას, ევროპელების შეგულიანებასა და სიტყვიერ მხარდაჭერას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 აგვისტო, 2020

      საკორონე ამბები - საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მარინა ეზუგბაიას…

გაგრძელება

პრემიერის ანონსები და დარიგებული ფულები, ბაჩალიაშვილის საქმე და არჩევნობანა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 6, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      პრემიერმა გადაწყვიტა ხალხს ფული დაურიგოს. ახლა 17 წლის ჩათვლით მოზარდები, ახალგაზრდები დაფინანსდებიან 200 ლარით, ამას გარდა სხვა სოციალური პაკეტებიც მუშავდება ფულის დასარიგებლად. თუმცა ეკონომიკური პროგნოზები ერთმნიშვნელოვნად მძიმეა - ზამთარსა და მომავალ წელს უარესი იქნებაო. ცხადია არჩევნები და კორონა ლიდერობენ და ბაჩალიაშვილის საქმე კვლავ მეინსტრიმულია. აგვისტოს ამბავი - ომიდან კიდევ ერთი წელი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6…

გაგრძელება

აქტივისტი

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: აგვისტო 6, 2020.
საათი: 9:30pm 0 კომენტარი

   როცა ტემპი დამოუკიდებელია შენგან( ანუ ვექტორზე დადექი, რომელიც მხოლოდ წინ მიდის ისეთი სიჩქარით რომ შენი გონება ვერ ოპერირებს და ვერ ეწევა ტემპს, ასეთი მდგომარეობა ან დაგღუპავს ან ხელმოცარული დარჩები, ის გკარნახობს ნაბიჯებს და ასე უსასრულოდ, შენ კი შეგიძლია მხოლოდ იჯდე და რომანტიზმის ფოტოები ათვალიერო, (როცა უკვე ჩამორჩი) მყუდრო კოტეჯებზე, ზღვაზე დასვენებაზე, მოგზაურობაზე და ასე შემდეგ. ადამიანი შემგუებელი არსებაა, ის ეგუება და ყოველ ჯერზე მეტ "დოზას" ითხოვს…

გაგრძელება

ჟურნალისტური სტანდარტები შეყვარებულს, ბეირუთის აფეთქება და პირველი ტურისტები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 5, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ცხელი აგვისტო ცხელი ამბებით დაიწყო - ოკუპაციის პრობლემაზე საზღვარგარეთული გამოხაურებები, კორონას ახალი შემთხვევები და კორონას ხანის მოსწავლეობა, სტუდენტობა და პოსტკორონული პირველი ტურისტები თბილისში, თბილისის ამბებში - ჭავჭავაძეზე გადაადგილების გაურკვევლობა ჭარბობდა. ცხადია სასამართლოები და გამოძიებები გაუჩინარება-დაკარგვა-გარდაცვალებაზე კვლავაც აქტუალურია. ბეირუთის ტერაქტშიც საქართველო გაჟღერდა - აფეთქებული ტანკერი ბათუმიდან…

გაგრძელება

Qwelly World

free counters