ბოლო რამდენიმე დღეა ილიაუნის სტუდენტთა ერთი ნაწილი და მას აყოლილი საზოგადოების მორწმუნე ფბ-მპოსტავები აღშფოთებას გამოთქვამენ ილიაუნიში მოწყობილი გამოფენის გამო - კონკრეტულად კი ერთი ნახატისა, სადაც ორსული ღმრთისმშობლია წარმოდგენილი, რომელიც თავს იკლავს (მინდოდა დამეწერა მიდგომილი ღმრთისმშობელი, მაგრამ ვფიქრობ ამდენ ცოდნას თავად ავტორი არ ატარებს). მხატვრის სახელს პოსტის ბოლომდე და არც მის შემდეგ საგანგებოდ არ ვახსენებ და ნურც თქვენ დაწერთ კომენტარებში, რადგან როგორც აქამდე ხშირად მომხდარა ილიაუნიში, ვფიქრობ ეს შემთხვევაც არ განსხვავდება სხვებისგან - იაფასიანი პიარის რიგითი გამოვლინებაა და არ მინდა ამ პიარს ხელი შევუწყო, მით უფრო რომ ამ პოსტით უკვე ნაწილობრივ ხელს ვუწყობ.

      მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული და ახალი არ მომხდარა და ტყუილად ნუ ფორიაქობთ. ილიაუნი ლიბერალიზმის, ტოლერანტობის, საყვარლობის და სულ კაების აკვანი თუ არა, მანეჟი რომ არის ფაქტია. ოღონდ, აქ ისეთი ტოლერანტობაა, როცა ფაშისტებს ვერ იტანენ, კომუნისტებს ალმაცერად უყურებენ, მორწმუნე ადამიანებს და მეტწილად მორწმუნე მართლმადიდებლებს ეჭვისთვალით - „მმკ-ს წევრი ხომ არ ხარ?“, „აქ რატომ სწავლობ“, „ეს ბნელი გონებისა იქნება“ მზერით გათვალიერებენ, ფემინისტებს ხელ-ფეხს უკოცნიან, უმცირესობათა დამცველებს (იდეაში ხომ უმრავლესობა ისედაც დაცულია) განსაკუთრებით იცავენ და ა.შ. და ა.შ. ეს არაერთხელ მითქვამს პირად საუბრებში და აუდიტორიის ფარგლებშიც, რომ ჩვენი, ილიაუნის ლიბერალიზმი, ტოლერანტობა და მისთანი ღირებულებები იმდენად შერჩევითია, რომ აშკარად იგრძნობ ეს მხოლოდ ამავე ღირებულებების მატარებელი ადამიანების მიმართ ხორციელდება და არა, მართლაც განსახვებულებისა და უცხოების მიმართ. თუ ეს აქამდე ვერ იგრძენით:

  • ა. ტექნიკურ საგნებს სწავლობთ და შთაზეც სასხვათაშორისოდ დადიოდით;
  • ბ. სხვაგან სწავლობთ და გგონიათ რომ ილიაუნის სტუდენტი ხართ;
  • გ. ზემოხსენებული ღირებულებებით იმდენად დაბოლდით, რომ რეალობის აღქმა გიჭირთ;
  • დ. თქვენს გარშემო ერთი, ოდნავ განსხვავებული ადმიანიც არ სწავლობდ, რომ მისდამი დამოკიდებულებას დაკვირვებოდით. კიდევ მოიძებნება სხვა მიზეზები, რომელთა ჩამოთვლაც კომენტატორებისთვის მიმინდვია.

      რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას. მე ვერ ვხედავ დიდ განსხვავებას შარლი ებდოსა და ამ მხატვრის ნამუშევრებს შორის, უბრალოდ აქ ტექსტები არ არის და არც კომიკოსი გახლავთ ავტორი, ის უბრალოდ თავის დამოკიდებულებებს გადმოსცემს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ მხოლოდ ერთი ნახეთ ჩემს მიერ ნახენები, რომელსაც ორიგინალში "Virgin Suicide" ჰქვია და არა ის, რაც გაავრცელეს ინტერნეტში. დიახ, ის არც მალავს რომ მისი რელიგიური იდენტობა სხვა რელიგიას უკავშირდება და არა ქრისტიანობას (ამ სხვა რელიგიას საგანგებოდ არ ვწერ, რომ შემდეგ პარალელების გავლება არ დაიწყოთ), აქედან გამომდინარე რა გასაკვირია თუ ქრისტეს ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს კლავს. არის სხვა ნამუშევრებიც "Eve's Room" - სადაც მხოლოდ ქალის საცვალი, შემოჭმული ვაშლი, გატეხილი ბოკალი და თხელტანიანი წიგნი მოჩანს. ასევე საინტერესოა ტანგო, სასულიერო პირისა და პოლიციელის შესრულებით, რომელიც 2013 წელშია შესრულებული რიგი მიზეზების გამო. ასევე ჯვარზე მოსიარულე ტარაკნები და სხვა. არის გენდერული უთანასწორობის თემატიკაც, ნაცემ-ნაბეგვი, ფეხ და თავმოჭრილი ქალი, რომელსაც თავის ადგილას ყვავილები ამოსვლია და ქალი, რომელსაც საკუთარი ნაწლავები ახრჩობენ. ასევე ქალი, რომელიც დედის ამობრუნებულ სურათს ელოლიავება. კიდევ არის ერთი ნამუშევარი „გაზაფხული“, სადაც გამოსახული ქალი იმაზე წითელია ვიდრე გენდალფის შეწირვით დამარცხებული ბალროგი. არის კიდევ სხვა, მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივი ნახატები, „ბასანოჩკები“ რა თქმა უნდა წითელი, ჩუსტები, ქორწილი, ზომბები, სალვადორ დალის ნაკარნახები "Time in space" (ნასალვადორდალობა ჩემი პოზიციაა ნახატთან დაკავშირებით) და ა.შ.

      ახლა ამიხსენით, უნივერსიტეტში სადაც ეკლესია (დაკონკრეტებაც შეიძლება, მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელ-მრევლი) უტოლდება სიბნელეს, გენდერული და ფენიმინსტური პრობლემები ყველზე მძიმე პრობლემებია და კიდევ, უნივერსიტეტში სადაც ლიბერალიზმია და ყველაფერი შეიძლება გამოიფინოს რაც ხელოვნებასა და შემოქმედებას შეეხება, გამაგებინეთ რატომ არ უნდა გამოფენილიყო მსგავსი ნამუშევრები? თან ესეც არ იყოს, რამდენი ხანია არ მოგისმენიათ ილიაუნის შესახებ "WOW" ამბავი? ხომ ხედავთ რომ უყურადღებოდ მიტოვებული ვერც შემოქმედი ადამიანები ძლებენ, ვერც მღვდელ-პოეტები და ვერც უნივერსიტეტები? ჰოდა, გამოფენაც ზუსტად დროული და შესანიშნავი იყო! ახლა, პიარის მეორე ფაზა დაიწყება, როცა ამ გამოფენას ერთი მხრივ გალანძღავენ და მეორე მხრივ გამლანძღველებს კვლავ აბუჩად აიგდებენ და ცინიზმით შეაფასებენ ილიაუნის ლიბერალ-ისტები. გახსოვდეთ რომ ჩვენ მარადიულ წრეზე დავდივართ!

      სულ ეს იყო მთელი ავან-ჩავანი.

      P.S. კომენტარებში არ ვწერთ ნახატების ავტორის ვინაობას (არ ვაპიარებთ); არ ვწერთ რომ ღმერთმა შეუნდოს, რადგან თავად ავტორს ეს არ სურს, არც თვლის რომ შესანდობია რამე და არც კომენტარებში დაწერილი შენდობაა მაინცდამაინც ვალიდური; კიდევ რამე თუ მომაგონდა რაც არ უნდა დაწეროთ, აუცილებლად ჩავამატებ.

      P.P.S. ჩემს ტექსტში ცინიზმს თუ დაინახავთ, ნუ გაგიკვიდებათ, 5 წელია ილიაუნის სტუდენტი ვარ.

ნახვა: 630

ტეგები: Qwelly, აჟიოტაჟი, ბლოგი, გამოფენა, ილიაუნი, პიარი, სკანდალი, შარლი-ებდო

BrOliKa: ოქტომბერი 30, 2015||11:11pm
მე ვფიქრობ, რომ მსგავსი სურათები და წარწერები მაისურებზე იესო და ა.შ. მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზად იწერება ქართული შრიფტით იმის შეურაცყოფა და დაცინვაა რისიც მართლმადიდებელ ქრისტიანებს სწამთ. შენ შეიძლება იყო სხვა რელიგიის წარმომადგენელი, მაგრამ იმის აბუჩად აგდება რაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის წმინდაა არაკეთილსიმდისიერია! მაგრამ მსგავსი სურათები და ა.შ. არ იქმნება იმისთვის, რომ საკუთარ თავისუფლებას გაუსვან ხაზი არამედ იმისთვის ხდება ეს ყველაფერი, რომ ხალხის აღშფოთება და ამ გზით თავის გაპიარება შეძლონ. მაგალითად როგორც ქართულ შოუბიზნესში დამკვიდდრდა წესი თუ გაიხდი ყველა შენზე ილაპარაკებს. ქართველებსაც ხომ მეტი არ გვინდა ვინმეს გალანძღვაში ერი ვერ გვაჯობებს.
ლაშა: ნოემბერი 1, 2015||6:16pm

აქ საქმე სხვაგვარად ყოფილა, მხოლოდ PR არა, უფრო მიზანმიმართული ნახატი აღმოჩნდა. :) 

მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ ამ მიზანმიმართულობას ბევრი ჩემი ნაცნობ-მეგობარიც გამოეხმაურა მოწონებით, კომენტარით და ა.შ. 

დავიწყებ იმით, რომ გავრცელებული პოზიცია - ღმრთისმშობლის შეურაცხყოფაა პრინციპულად არ მესმის, რადგან ვფიქრობ, არავის შეუძლია ღმრთისმშობლის შეურაცხყოფა. მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მესმის იმ ადამიანების, რომლებიც შეურაცხყოფილნი არიან (მესმის რადგან მეც მათ რიგებს მივეკუთვნები). 

დიახ მეგობრებო, ეს იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, ვისთვისაც ღმრთისშობელი საკრალური პიროვნებაა. რომ მიგახვედროთ, რა ტიპის შეურაცხყოფას ვგრძნობთ დავიწყებდი თქვენი ახლობლების, თქვენი საყვარელი ადამიანების შერაცხყოფას - ვუწოდებდი მათ მკვლელებს, გონებადაბნელებულებს, ბოროტებ ადმიანებს და ვნახოთ როგორ არ იგრძნობდით თავს შერაცხყოფილად. ეს იმ ადამიანების გასაგონადაც, ვინც ხელოვნებასა და მხატვრობაში მხოლოდ ფუნჯსა და ფანქარს და მხატვრის "თავისუფლებას" ხედავთ. 

ნახატის შესახებ ახსნა-განმარტება, რომელიც წავიკითხე ინტერნეტ სივრცეში და რომელიც დიდი ალბათობით ავტორისეული უნდა იყოს, წარმოადგენს შემდეგ - "ეს ნახატი არის იმის გამოხატულება, რომ ღმრთისმშობელი ამბობს არ ხართ ღირსი გაგიჩინოთ მხსნელიო". გარდა იმისა, რომ ღმრთისმშობელი მკვლელად გამოიყვანეს - შეგახსენებთ, აბორტი მკვლელობაა, ამავდროულად ღმრთისმშობელი ავტორმა იმ ფემინისტთა პოზიციების დამცველად მოგვივლინა, რომლენიც ამ აბორტს ამართლებენ - ქალს აქვს თავისუფლება აირჩიოს - შვილი გააჩინოს თუ აბორტი გაიკეთოს და ეს ქალის უფლებააო!

აბორტის თემებზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა, უბრალოდ მინდა გითხრათ რომ დიახ - ეს ქრისტიანებისთვის შეურაცხყოფაა, როდესაც მათთვის საკრალურ პიროვნებას აბრალებთ იმას, რასაც არანაირი საერთო არ აქვს მის პიროვნებასთან, მის დამოკიდებულებას სიცოცხლის მოკვდინებასთან და ა.შ. საგანგებოდ არ ვსაუბრობ სუიციდის, როგორც უმძიმესი ცოდვის შესახებ, რომელშიც ასევე გარიეთ ღმრთისმშობელი. არ ვახსენებ, რადგან სიტყვა გამიგრძელდება და ამის წამკითხველიც არავინაა ასე მგონია.

მაგრამ ყველაფერ ამის მიუხედავად

- მხატვარს, აქვს თუ არა უფლება დახატოს მსგავსი ნამუშევრები?

- დიახ, საქართველოს კონსტიტუციით ის არ არის ამაში შეზღუდული!

- აქვს თუ არა უფლება უნივერსიტეტს გამოფინოს მსგავსი ნამუშევრები?

- დიახ აქვს, რადგან საქართველოს კონსტიტუცია მსგავსს არაფერს კრძალავს (მგონი არ კრძალავს, ზუსტად არ ვიცი, ყოველშემთხვევაში იქამდე არ აკძალავს, ვიდრე მსგავს ნამუშევარს ვისამე შეურაცხყოფის სტატუსი არ მიენიჭება). 

- უნდა გამოეფინათ თუ არა?

- არა და ორი მიმართულებით ვამბობ ამ არას.

1. პირველი არა ქრისტიანისგან.

2. მეორე არა, უნივერსიტეტის განვითარებით დაინტერესებული ადამიანისგან. აქ გაკეთდა ახსნა-განმარტებები, რომ ეს იყო დახურული კონფერენციის გაფორმება (გამოფენით). კონფერენცია რას ეხებოდა და ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა, კონფერენციის მესვეურებმა ჩათვალეს რომ ეს ნახატი იყო ადეკვატური და მისაღები კონფერენციის მსვლელობისას და არც გვაქვს უფლება ვინმეს დავუშალოთ. საქმე ისაა, რომ დახურული კონფერენცია მოეწყო შუშაბანდიან დარბაზში. დახურული კონფერენციიდან ვიღაცამ გამოიტანა ფოტო უაზრო სათაურით. დახურული კონფერენცია გახდა საბაბი ევროპის კიდევ ერთი შეძულებისა. 

მეგობრებო, ასე რომ ამაყობთ სტატისტიკებით, რომ ილიაუნი ბაკალავრების და მაგისტრანტების N1 არჩევანია და ა.შ. ამდენ ადამიანს რომ იღებთ მაგ დაწესებულებაში სწავლის მისაღებად, როდესაც იმიჯს იქმნით და გარდა დეკლარილებული ღირებულებებისა, რომელიც გერბზე გიწერიათ, ასევე გაქვთ ერთი მოარული იმიჯი - ევროპული ფასეულობები - და ამ ტონობით შეყრილ სტუდენტს შუშაბანდიან-დახურული კონფერენციიდან გამოაქვს დასკვნა - ევროპული ფასეულობები არის ღმრთისმშობლის სუიციდიო, დავიჯერო ესაა თქვენი მიზანი? 

ეს ილიაუნისთვის არც მაინცდამაინც სახარბიელოა, ასე მგონია მე და იქნებ თქვენც გეფიქრათ ამ მიმართლებით.

P.S. 

ჰო მართლა, კარგი საკონფერენციო ოთახები ვიცი ილიაუნიში, სადაც:

  • კარი იკეტება;
  • ფანჯრებს ფარდები აქვს ან სულ არ არის ფანჯრები. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters