Gvanca'ს ბლოგი (3)

"შეჩერდი წამო, რა მშვენიხარ!”

ცხოვრება პატარა წიგნს წააგავს. მისი ფურცლები ისე სწრაფად იშლება, რომ წაკითხვასაც ვერ ასწრებ. დღეები მიდიან და ფურცლებიც ნაწერით ივსება. გაივლის ჟამი, მოხუცდები და წიგნიც ბოლომდე შეივსება. აიღებ წიგნს და თვალს გადაავლებ შენს ცხოვრებას. ჯერ დაფიქრდები. სარჩევს თითს ჩააყოლებ. ნახავ გვერდს და დაიწყებ კითხვას. კითხულობ და თვალზე ცრემლი გადგება. ფიქრობ, რა უცებ გასულა სიცოცხლე, რა მალე შევსებულა ცხოვრების ფურცლები... ფურცელს გადაშლი, დაჭმუჭნული და ჩაკეცილი ფურცელი შეგხვდება. ეს ხომ შენი…

გაგრძელება

დაამატა gvanca_მ!
თარიღი/დრო: მაისი 4, 2014 წელი. 1:03pm — 1 კომენტარი
________________

რა არის სიყვარული

       სიყვარული ეს არის მოქმედი ძალა, რომელიც ადამიანთა შორის გაუცხოების კედლებს არღვევს. სიყვარული ეხმარება ადამიანს გადალახოს იზოლირებულობისა და მარტოობის განცდა და ამასთანავე საშუალებას აძლევს არ დაკარგოს საკუთარი თავი, შეინარჩუნოს თავისი მთლიანობა. სიყვარულში თავს იჩენს პარადოქსი: ორი ადამიანი ხდება ერთი მთლიანობა და ამასთანავე ნარჩუნდება ორობა.

დაამატა gvanca_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 21, 2014 წელი. 11:30am — 2 კომენტარი
________________

ნუ იამაყებ

ნუ იამაყებ, ადამიანო, როდესაც მტვერი და მიწა ხარ!რას მიიღებ შენი დიდებისაგან, როდესაც მცირე ხნის შემდეგ ყველაფერს ხრწნა წარიტაცებს? ღრუბლებზე მეტად ნუ ამაღლდები და იცოდე, რომ მიწა და ფერფლი ხარ; მიწიდან ხარ აღებული და სულ მალე მიწადვე მიიქცევი; დიდი ხარ, სუფთა და სამართლიანი, ვიდრე ღმერთი შეგეწევა; უფალმა შეგქმნა და მისით დგახარ; ნუ უარყოფ და ნუ დაივიწყებ კეთილისმყოფელს, შესაძლოა, სათნოებას აღასრულებ კიდევაც, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ უფალი დაგეხმარა.

დაამატა gvanca_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 2, 2013 წელი. 6:55pm — 1 კომენტარი
________________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ანულირებული ხელშეკრულების ხმაური

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 29, 2021.
საათი: 11:07pm 0 კომენტარი

      ალბათ, არავის გაუკვირდა რომ მთელი დღე მხოლოდ ანულირება და ხელშეკრულების გაუქმება, გადაგდება, კრიტიკა, შეშფოთება და იმედგაცრუება ისმოდა. თუკი ვინმეს ჰკითხეს აზრი ანულირების შესახებ, ყველამ მხოლოდ კრიტიკა წარმოთქვა გარდა ანულირების ავტორებისა - ისინი დარწმუნებით და თავდაჯერებით საუბრობენ საკუთარ ძლიერებასა და გადაწყვეტილების აუცილებლობაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1197 ლარია.…

გაგრძელება

გაუგებარი ანულირება და ოლიმპიური ოქრო ტოკიოში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 28, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      კარგი ამბავი გამოჩნდა - ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია. ამის პარალელურად, დღეს რომ მშვიდად არ ჩაევლო, მმართველმა გუნდა, ევროპა რომ აწვალა და დოკუმენტი აწერინა, იმ დოკუმენტის ანულირება გამოაცხადა იმიტომ რომ მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერსო. დღის ამბავი ცხადია ეს იყო. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1052 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 28 ივლისი,…

გაგრძელება

შემაშფოთებელი კოვიდსტატისტიკა, წვიმა და წყალდიდობები, არჩევნები და ევროპული დარიგებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ძლიერმა წვიმებმა მთელი საქართველო შეაწუხა და დღის მთავარ ამბად იქცა. სინოპტიკოსები კი ამბობენ, რომ მსავსი ამინდი 29 ივლისის დილამდე შენარჩუნდებაო. დღის მთავარი იყო კოვიდის უამრავი ახალი შემხვევადი და ახალი რეგულაციების მოლოდინი, ასევე აცრებსა და ვაქცინაციაზე მსურველთა რაოდენობები და აქტიურობა. დღეს ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიც მეინსტრიმული აღმოჩნდა მედიაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.0892 ლარია.…

გაგრძელება

ოლიმპიადა ყოველდღიურობაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 24, 2021.
საათი: 11:41pm 0 კომენტარი

      როგორი პოლიტიკური დღის წესრიგიც არ უნდა იყოს მსოფლიოში, როგორი პოლიტიზირებულიც არ უნდა იყოს სპორტი, ოლიმპიური თამაშები მაინც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდება. შარშანდელი ოლიმპიადა წელს ტარდება, მაგრამ ხალხის გარეშე. იაპონიამ, მხოლოდ დელეგატები და მონაწილეები მიიღო და უმასპინძლა. დღეს არა თავად ოლიმპიურ თამაშებზე, არამედ მის დახვედრაზე ვისაუბრებთ. ტოკიოში, ნაკამეგუროს რაიონში მოღვაწეობს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters