Tamila Moshiashvili'ს ბლოგი (229)

მსოფლიოს ფერი

      მათემატიკაში კარგად დამკვიდრებული სტატისტიკური მონაცემია საშუალო არითმეტიკული. მაგრამ მხოლოდ მატემატიკური სიდიდეები როდი იზომება საშუალოთი? დღეს ფერები უნდა გავზომოთ. როგორ წარმოგიგენიათ, რა უნდა იყოს საქართველოს საშუალო ფერი მთელი ტერიტორიის ფიზიკური რუკის ანალიზის საფუძველზე? თან სატელიტური მონაცემით. მოგეხსენებათ, როდესაც სატელიტიდან ათვალიერებ დედამიწას, თეთრი ფერიდან მუქ ყავისფერამდე უსასრულოდ ვრცელი პალიტრაა წარმოდგენილი, მაგრამ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 18, 2021 წელი. 6:13pm — არ არის კომენტარები
_______________

სანაპიროს ხელოვნება - ნიჟარარტი

      ქვიშიანი სანაპიროების მოყვარულებისთვის კარგი იდეები მაქვს. წელს ალბათ ზღვაზე ვერ წავალ, მე ხომ ფრანგულ რივიერას ვარ მიჩვეუელი და ქობულეთში არ ვიცი როგორ დავისვენო, საფრანგისთვის კი ორი კოვიდ აცრა მჭირდება და ვერ ვასწრებ ზაფხულში, ამიტომ ისევ ... გავბერავ და ავავსებ აუზს, დავყრი ქვიშას და მოვიმარაგებ ნიჟარებს. ამ უკანასკნელის ინსპირაცია კი ნიუ იორკელი ანა ჩანი და მისი 10 წლის გოგონა არიან. ანა დიზაინერ-დეკორატორია და ცხელ ზაფხულში, თავის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 3, 2021 წელი. 11:02pm — 1 კომენტარი
________________

გაპრანჭული ქსელი

      რაც უფრო მეტად ვერთვებით ვირტუალურ გარემოში, მით უფრო მეტად ვხდით მას რეალურს. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური ქსელები იმისთვის მოიგონეს, რომ ჩვენი რეალური სამყარო, ჩვენი აზროვნება, ჩვენი დაფარული და უფრო საინტერესო წინ წამოგვეწია, კვლავ ჩვენი ყოველდღიური ნიღბები გამოვფინეთ და ისეთივე უინტერესო გავხადეთ როგორც ცხოვრება. ბრძუნი აზრებისგან თავი რომ შევიკაოთ და საქმეზე გადავიდეთ, დღევანდელი ჩვენი მასპინძელია ფოტომოყვარული და ინსტაგრამ აქტივისტი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2021 წელი. 11:39pm — 1 კომენტარი
________________

არქიტექტურული კაზუსები

      იმდენი საუკუნეა არქიტექტურა ხელოვნების ერთ-ერთი მოწინავე დარგია რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო რთულდება რაიმე განსაკუთრებულის შექმნა ან ხილვა. ქველზე, პირადად ჩემს ბლოგში, არაერთი სანიმუშო არქიტექტურის ფოტო-ბლოგია (იხ. ტეგი არქიტექტურა), მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც გვაოცებენ თავიანთი განსაკუთრებული სისულელით. ტვიტერ ანგარისმა, რომელიც სპეციალურად ამ „დაწყევლილ არქიტექტურას“ აგროვებს, 50 საუკეთესო სისულელე ამოკრიფა, რომელთაგან,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 15, 2021 წელი. 10:51pm — 4 კომენტარი
________________

მანიპულაცია სამეფო კარის პორტრეტებით

      აპლიკაციების ეპოქაში ცხოვრობთ. განსაკუთრებული სიმრავლე მაინც ფოტოგრაფიასა და ფოტომანიპულაციაში შეინიშნება - იმდენი გაჯეტი და აპლიკაციაა შექმნილი, რომ ძნელია გაიგო რომელი ფოტოა რეალური და ნამდვილი და რომელი გაყალბებული. ადრე თუ ფოტომასალა რამეს ნიშნავდა და დოკუმენტად გამოდგებოდა, ახლა ასე მყარი არგუმენტი აღარ არსებობს. უმრავლესობა მაინც გასართობად იყენებს ამ აპლიკაციებს და დღევანდელი ჩვენი ბლოგიც, სწორედ ამ შინაარსისაა. როგორც ცნობილი გახდა,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 18, 2021 წელი. 10:04pm — 2 კომენტარი
________________

დრაკონის კოსმოსური კვერცხები

      ყველა ნამდვილ მეოცნებეს აუცილებლად უფიქრია კოსმოსში გაფრენაზე. მრავალფეროვანი, უსასრულოდ ვრცელი სამყაროსთვის თვალის შევლებაზე. ოცნება რეალისტური მას შემდეგ გახდა, რაც უკვე მარსზეც კი დავიწყეთ ადგილების შემოკავება, რაც მათი რელიეფის და მარსიდან გადაღებული ფოტოების სურათები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ნასას მისიებმა კოსმოსის ჩვენი ხელოვნების ნაწილად აქცია, ამიტომ მეოცნებე ხელოვანები ცდილობენ კოსმოსი მათ გარშემო შექმნან. ჩვენი დღევანდელი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 11, 2021 წელი. 11:27pm — 2 კომენტარი
________________

ფოსგრაფია ანუ სინათლის აღბეჭდვა

      მზის სხივზე ლამაზი რა უნდა იყოს? მაგრამ მისი აღბეჭდვა ცოტა რთულია. განსაკუთრებით სხივის მოძრაობის აღბეჭდვაა რთული, მისი ხვეულების ან სწორხაზოვნობის. მზის სხივის შემდეგ, ბუნებრიობიდან უკვე ხელოვნურ სინათლეზე უნდა გადავინაცვლოთ. აქ შედარებით მარტივად არის საქმე, მაგრამ დღეს რაც უნდა გაჩვენოთ ისეთი სინათლეა, რომელიც ფოტოაპარათითაა დახატული და არა სხივით. ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა ვიტორ შიეტიმ (Vitor Schietti) სრულად მოიცვა სინათლის ბუნება…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 10, 2021 წელი. 11:17pm — 1 კომენტარი
________________

აზიის ტექსტურა

      ის რაც ფოტოებზე გასაოცრად და უცხო სილამაზედ ჩანს, აზიისთვის ყოველდღიური ცხოვრებიდან აღბეჭდილი ერთ ჩვეულებრივი კადრია. იაპონელი ფოტოგრაფი რიოსუკე კოსუგე (Ryosuke Kosuge) მოგზაურობს აღმოსავლეთ აზიაში და ეძებს სიმარტივის, სიმეტრიის, ელეგანტურობის და რაც მთავარია, განმეორებად ნიმუშებს. პეიზაჟები ქალაქის გულიდან, ან გარეუბნებიდან. ტოკიოელი ფოტოგრაფისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნიმუშები, პატერნები განმეორდეს და ამ განმეორებაში შექმნას…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 27, 2021 წელი. 11:31pm — 1 კომენტარი
________________

მაკიაჟის ევოლუცია

      ჰოსპიტალ გრუპმა, ბრიტანეთის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კოსმეტიკურმა ორგანიზაიამ, წარმოადგინა ბოლო საუკუნის მაკიაჟის ევოლუცია. შეისწავლა სხვადასხვა ეპოქის სილამაზის ტენდენციები, ის თუ რა გავლენა ჰქონდა ეპოქას ადამიანის გამო-სახულებაზე, ჩაატარა კვლევები, გამოკითხვები, დადო საინტერესო რეპორტი და დაიწყო შედეგების ვიზუალიზაცია. ამ საქმეში კი ხელოვანი, მხატვარი იან კოუნდელა ჩაერთო. სწორედ მისი ხელოვანებით შემოგვთავაზეს საინტერესო ტრანსფორმაციული სურათი.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 14, 2021 წელი. 11:31pm — არ არის კომენტარები
_______________

სოფელი ხეზე

      ბავშვობა ჩვენ რომ ხეზე აშენებულ შტაბებზე ვოცნებობდით ან საუკეთესო შემთხვევაში, ერთ ფიცარს დავამაგრებდით და ლურჯი ან ნაცრისფერი ტენტით გადავხურავდით მოგონებებს კი დარჩათ ლამაზ ამბებად, მაგრამ აგერ ადამიანებმა მთელი სოფელი გააშენეს ხეებზე. რა თქმა უნდა ჩინეთი და მისი მრავალფეროვანი მთიანი პეიზაჟები, ამჯერად ჰანჟოუს მხარე. კომპანიამ WH Studio-მ გადაწყვიტა, ზემოთ რომ ოცნებებზე საუბრობდი, მისი ასრულების საშუალება მიეცა ადამიანებისთვის და სასტუმრო…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 13, 2021 წელი. 10:05pm — 1 კომენტარი
________________

პოპ კულტურის სკულპტურა პარიზში

      მთელი მსოფლიოს სკულპტუროლოგია ამაყოფს მრავალფეროვანი და მრავალმხირივი შედევრებით, მაგრამ როგორც წესი ძეგლებს უდგამენ საზოგადო მოღვაწეებს, მეფეებს, პრეზიდენტებს, გმირებს, სახელოვნებო დარგის წარმომადგენლებს - პოეტებ, მწერლებს, მომღერლებს, მხატვრებს, თავად სკულპტორებს. მხედართმთავრების და ჯარისმთავრების ძეგლებიც არაა იშვიათობა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი ბლოგი და მისი სტუმარი ცოტა განსხვავებულად ხედავს სამყაროს. წარმოიდგინეთ მსოფლიოს ერთ-ერთი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 21, 2021 წელი. 11:07pm — 2 კომენტარი
________________

ლოგოს განახლება როგორც განვითარება

      დრო იცვლება და ვითარდებაო, ამბობენ მარკეტოლოგები. ხოლო ცნობადობამ ამ განვითარებას უნდა აუწყოს ფეხი, თორემ სხვა მხრივ ბიზნესის სტატიკურობა საბოლოოდ მის განადგურებად გამოიწვევსო. არის სხვა მოსაზრებაც - რაც უფრო იშვიათად ცვლი ბრენდის სახეს, ე.ი. უფრო მდგრადი ხარ და ბაზარზე უფრო მეტი გავლენები გაქვს - შენ კი არ მისდევ მის მოთხოვნებს, არამედ შენ აწესებ სტანდარტს. მოკლედ, ამდენი თეორია არცერთ პოსტში არ დამიწრია. დღევანდელი თემა ლოგოტიპები და მათი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 13, 2021 წელი. 10:07pm — 1 კომენტარი
________________

შუა საუკუნეები თანამედროვე ფინჯანზე

      შუშის მხატვრობა არის უძველესი ხელოვნება, რომელსაც ტრადიციულად იყენებდნენ შუასაუკუნეების საკათედრო ტაძრების ფანჯრების გასაფორმებლად. თუმცა მაშინ, შუშის გაფერადების გარდა, ფერად შუშებსაც იყენებდნენ კიდევ უფრო მაღალი ეფექტისთვის. დღევანდელი ჩვენი ბლოგის მასპინძელია უკრაინელი მხატვარი, ხელოვანი მარია (ფსევდონიმით არტმასა (ArtMasha)). მარია ტრადიციულ ხელოვნებას მისდევს - აფერადებს შუშებს და კონტურებს ოქროს ან მოოქროვილი სპილენძი შენადნობით კრავს.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 6, 2021 წელი. 10:40pm — 1 კომენტარი
________________

ტიტანიკის რეალური მგზავრები

      ტიტანიკის ტრაგედია ჯეიმს კამერონმა თავისი უკვდავი ფილმით ტრაგედიიდან ოჯახურ, ცრემლებით სავსე დრამამდე აქცია, მაგრამ ტირილის მიუხედავად განცდა ყველას მაინც სასიამოვნო აქვს ტიტანიკის გახსენებისას და ცოტა თუ ფიქრდება იმ რეალურ, საშინელ ამბავზე რაც გაყინულ ოკეანეში მოხდა. ეკიპაჟის ჩათვლით 2240 ადამიანი ირიცხებოდა უზარმაზარ გემზე, რომელმაც 1912 წლის 15 აპრილს დატოვა საუთჰემპტონი და ატლანტიკის ოკეანის გადალახვით გაეშურა ამერიკული ოცნებისკენ, ნიუ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 30, 2021 წელი. 10:53pm — 1 კომენტარი
________________

ოვალური ოთახის საპრეზიდენტო მორთულობა

      ამერიკის პრეზიდენტის არჩევა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მთლიანი პროცესს, არჩევნებში გამარჯვებიდან მმართველობის გადაბარებამდე, მედიის თვალი არ სცილდება და მედიას მიჩერებული საზოგადოებაც ეხვევა ამ ინტერესის საბურველში. ცხადია, პრეზიდენტების სამუშაო სივრცეც იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, მითუფრო რომ ამ კაბინეტში ყოფნა 4 წლის (შესაძლოა 8 წელიც) მანძლზე მოუწევს, ამიტომ პრეზიდენტები ისე აწყობენ სამუშაო ოთახს, როგორც მათ გემოვნებასა…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 24, 2021 წელი. 10:28pm — 1 კომენტარი
________________

კაპიტოლიუმის დაცვა

      უკვე დიდი ხანია, ამერიკას ასეთი რამ არ უნახავსო, ასეთი სირცხვილი არ უგემია და ასეთი უსუსური არ ყოფილაო - ასეთი შეფასებები ისმოდა ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შეფასებებში. ეს ამბავი, მართლაც იანვრის მთავარი ნიუსი იყო და სულ მალე, შეჭრილი „აჭრილები“ მსოფლიოს ვირუსულად მოედნენ, გაპოპულარულდნენ და გავარსკვლავდნენ.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 17, 2021 წელი. 6:46pm — 1 კომენტარი
________________

გულიანი ჭიქები

      საჩუქრის არჩევა ყოველთვის დიდი პრობლემაა - რაც არ უნდა ახლობელი და საყვარელი ადამიანი იყოს, მაინც ჭირს ზუსტად განსაზღვრო საჩუქრისადმი მისი ინტერესი და ჩუქებისას სიხარული. ამასთანავე საჩუქრის პრაქტიკულობაც მნიშვნელოვანია. ბოლო წლებია, ამ ყველა პუნქტს აკმაყოფილებს ჭიქები, ფინჯანები, რომლებსაც ადრე თუ სავიტრინე დანიშნულება ჰქონდათ, ახლა უფრო პრაქტიკულნი გახდნენ - ფოტოები ჭიქებზე, ფუნჯით შესრულებული ნამუშევრები, სხვადასხვა ფორმები და მოზაიკები.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 10, 2021 წელი. 10:22pm — 1 კომენტარი
________________

ბეჭდების მბრძანებელი ძაღლები

      ახალი წლის დღეები ბევრი დალევის, წონაში მომატების და დაუსრულებელი ნაბახუსევების გარდა, ამ ყველაფრის ნაკლებმოყვარულთათვის, ფილმებთან განმარტოების დროც არის. ამიტომაა რომ წინასაახალწლოდ და ახალი წლის პერიოდშიც, გაივსება ხოლმე სატელევიზიო სივრცე ფილმებით, ქართული თუ უცხოური შედევრები არ გვაკლია. მაგრამ დღეს არა ფილმებზე, არამედ ფილმის მოდიფიკაციაზე უნდა მოგითხროთ. ტვიტერზე დაწყებული კამპანიით შეგროვებული ფოტოები უნდა წარმოგიდგინოთ.

     …

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2021 წელი. 4:19pm — 1 კომენტარი
________________

ყინვის ფორმა

      რაც არ უნდა მზის მოყვარე იყოთ და სითბოს ეშურებდეთ წელიწადის ყველა დროს, შეუძლებელია ზამთრის ის თეთრი მშვენიერება არ დააფასოთ, რომელიც ამ სეზონს ახლავს. გადათეთრებულ მინდორს არ ვგულისხმობ მხოლოდ - ზამთარი მთელი თავისი ძლიერებით. თითქოს უსიცოცხლო, მაგრამ ფორმებში შენახული და ფორმებით გამაოგნებელი თოვლი. გახსოვთ ალბათ, ამერიკა რომ ყინვაზე წუწნებდა შარდან, მაგის პოსტიც გვქონდა -…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 26, 2020 წელი. 10:18pm — 1 კომენტარი
________________

საუკეთესო საქორწილი ფოტოები

      მიუხედავად პანდემიისა, შეზღუდვებისა და აკრძალვებისა მთელი მსოფლიოს გარშემო, ქორწილობა არც ისე ადვილი ასაკრძალი გახდა. არაერთმა შეყვარებულმა წყვილმა მოახერხა მარადიული სიყვარულის ფიცის დადება და ამ ყველაფრის ფოტოზე აღბეჭდვა (ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მთელი ქორწილის იდეა, ფოტოგადაღებაა და მეტი არაფერი). საქორწილო დღესასწაულების ერთ-ერთი ცნობილი კომპანია, Junebug Wedding, აგერ უკვე მეექვსე წელია, წლის საუკეთესო საქორწილო ფოტოგადაღების…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2020 წელი. 11:07pm — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მინისტრების დღე და ქალ-ვაჟური ჭიდაობები პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 22, 2021.
საათი: 11:12pm 0 კომენტარი

      ვაქცინაცია ისეთ ძალებს იკრებს, რომ მალე ყველა აიცრება, ან ვინც არ აიცრება, მარგინალიზდება. ამიტომ დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი სწორედ ეს არის, სხვა მიმართულებებიც მრავლად იყო - თავდაცვის მინისტრის გამოსვლა, მერე ფინანსთა მინისტრისა და მისი მოადგილის საპარლამენტო ამბები, ასევე ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსია და კალაძის წინასაარჩევნო კამპანია, ცხადია, ბოკუჩავას და პაპუაშვილის ამბებიც განიხილებოდა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1191…

გაგრძელება

ასოცირებული ტრიო და მომრიგებელი დესპანი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 19, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ადრე უკევ დავწერე, როცა ევროპელები მოდიან, მთელი დღე მათია მეთქი. ამჯერადაც ასე იყო. დღეს კიდევ ერთხელ გვეწვია შარლ მიშელი და მთელი დღეს მის გარშემო დატრიალდებოდა, რომ არა კიდევ ორი უცხოელი სტუმარი - ორი პრეზიდენტი, მოლდოვისა და უკრაინის. ეს ყველანი ბათუმში შიკრიბდნენ სამიტზე და დღის მთავარი ამბები მთლიანად მათ დაისაკუთრეს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1076 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

მსოფლიოს ფერი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2021.
საათი: 6:13pm 0 კომენტარი

      მათემატიკაში კარგად დამკვიდრებული სტატისტიკური მონაცემია საშუალო არითმეტიკული. მაგრამ მხოლოდ მატემატიკური სიდიდეები როდი იზომება საშუალოთი? დღეს ფერები უნდა გავზომოთ. როგორ წარმოგიგენიათ, რა უნდა იყოს საქართველოს საშუალო ფერი მთელი ტერიტორიის ფიზიკური რუკის ანალიზის საფუძველზე? თან სატელიტური მონაცემით. მოგეხსენებათ, როდესაც სატელიტიდან ათვალიერებ დედამიწას, თეთრი ფერიდან მუქ ყავისფერამდე უსასრულოდ ვრცელი პალიტრაა წარმოდგენილი, მაგრამ…

გაგრძელება

ჩხრეკა და დაკითხვები, შეშფოთებები მსოფლიოდან და გაძვირებული პური

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      მეოთე ტალღაც მოვიდა. ამჯერად, სერფინგით ვერ ისიამოვნებთ, ეს კოვიდის ტალღების გაგრძელებაა და უკვე შესაძლო შეზღუდვებზეც საუბრობენ. მძიმე ვითარებაა. დღეს კვლავ 5 ივლისის ამბების გამოძიება იყო მთავარი თემა და ამ დღის გამოხმაურებებიც, განსაკუთრებით ევროპულ-ამერიკული შეშფოთებები და კომენტარები. დღე, სვეტიცხოველში რუსულად გალობდნენ და ესეც გახმაურდა. შესაძლოა ძალიან დაცხეს და ტემპერატურამ 39 გრადუსს გადააჭარბოს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1221…

გაგრძელება

Qwelly World

free counters