Tamila Moshiashvili'ს ბლოგი (295)

ჰიჯაბის ბუნტი

      ბოლო კვირაა ირანში არეულობებია - ბუნტი, რევოლუციის, გადადგომის მოთხოვნები და ა.შ. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის მორალის პოლიციამ მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააპატიმრა, შემდეგ კი ამინი გარდაიცვალა. ამას მთელი ირანის მასშტაბით აქციები მოჰყვა. აქციების მონაწილეები ჰიჯაბებს წვავენ და ყვირიან: „სიკვდილი დიქტატორს!“ ამ ფონზე ინტერნეტში არაერთი ფოტო კოლაჟი მომზადდა, სადაც ქალების ფოტოებს წარწერა აქვთ - ქალები ირანში…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 25, 2022 წელი. 10:13pm — არ არის კომენტარები
_______________

კოსმოსური ემბლემები

      მას შემდეგ რაც, ჯეიმს ვებმა სამყარო ახალი თვალით გვაჩვენა, რა გასაკვირია რომ გაიზარდა მისი პოპულარობა მარკეტინგულ სამყაროშიც. ჯერ კიდევ გაფრენის წინ დამზადდა მოვლენის აღმნიშვნელი პატჩი (ჩვენებურად ალბათ უფრო ემბლემა, იარლიყი, სიმბოლო, რომელიც როგორც წესი ამოქარგულია გარკვეულ მატერიაზე და შემდეგ მაგრდება ტანისამოსზე ან სპეც ტანსაცმელზე. შეიძლება ბეიჯიც ეწოდოს და ა.შ.). ტიმ განიონის (Tim Gagnon) ემბლემებს თითქმის ყველა კოსმოსური მიღწევა ახსოვთ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 31, 2022 წელი. 11:25pm — არ არის კომენტარები
_______________

მანათობელი ხელები

      ამბობენ, თბილი ხელებით უფრო მეტი სიყვარულის გადაცემა შეიძლება, ვიდრე სიტყვებითო. არ ვიცი სინამვილეში როგორაა, მაგრამ ჩვენი დღევანდელი მასპინძელიც ასე ფიქრობს. მხატვარი ზარინა სიტუმორანგი (Zarina Situmorang) განსაკუთრებული აქცენტით ხატავს ხელებს და ხაზს უსვამს მათ გამოყვანილ, დახველი, ნატიფ სილამაზეს. როგორც თავად აღნიშნავს, კარავაჯოს სინათლე-სიბნელის თამაშის დრამატურგიითაა შთაგონებული. და გადაწყვიტა თავადაც ამ სინათლის ეფექტით…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 17, 2022 წელი. 6:33pm — არ არის კომენტარები
_______________

სამყარო ფართო ხედით

      ალბათ თვეც გავიდა რაც ბოლოს ბლოგში რამე გამოვაქვეყნე. ზაფხული თავისებური უღონობით გამოირჩევა, მაგრამ ეგ თურმე აქ, დედამიწაზეა ასე. შორეულ სამყაროში მხოლოდ ახლა შეგვახედეს და ცხადია, გვერდს ვერ ავუვლიდი, უბრალოდ არ შემეძლო არ გამომექვეყნებინა და ლოგიკურად, ვერც სხვა რამეზე მექნებოდა პოსტი, გარდა იმ უზენაესი შემოქმედის საოცარ ქმნილებაზე რასაც სამყარო, კოსმოსი ჰქვია. ორშაბათს ნასას ტელესკოპმა სახელად „ჯეიმს ვებმა“ მთელი მსოფლიო აალაპარაკა იმ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 16, 2022 წელი. 6:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ადამიანი და ბუნება ერთ სკულპტურაში

      მთელი მუზეუმია ილინოისის შტატში ამ იდეით - Morton Arboretum და დღეს ჩვენ სამხრეთ აფრიკელი ხელოვანი უნდა გავიცნოთ. დანიელ პოპერი (Daniel Popper) შთაგონებულია ადამიანის და ბუნების ერთიანობის, ემოციური თუ ბიოლოგიური ბმის გამოსახვით სკულპტურაში. 2021 წლიდან მოყოლებული, მისი გამოფენა ათასობით ჰექტარზე გადაჭიმულ მუზეუმშია გახსნილი და არაერთი შესანიშნავი სკულპტურის ავტორმა, კიდევ რამდენიმე ახალი ნამუშევარი შემჰმატა გამოფენას. სანამ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2022 წელი. 10:59pm — არ არის კომენტარები
_______________

პეპილის კაბები უფრთოდ

      „იგრძენით თქვენს ტანზე პეპლები“ ასეთია ესპანური დამოდელო ფირმის ახალი კოლექციის სლოგანი. Bibian Blue ბარსელონაში, უნიკალური კაბების კოლექციას ქმნის, კაბის მთელი იდეა ისეთია, თითქოს ისინი აწყობილია პეპლის ნაზი ფრთების სხვადასხვა ნაწილებით. მთლიანი ზედაპირის დიზაინი პეპლის სხვადასხვა სახეობებს მიბაძავით არის შექმნილი. ტანზე შეიძლება მოირგოთ მონარქი თავისი ნათელი ნარინჯისფერი ფერებით, ასევე მინდვრის პეპლები და მრავალი სხვა. პატარ-პატარა…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 21, 2022 წელი. 11:04pm — არ არის კომენტარები
_______________

კოცნის თანამედროვე ხელოვნება

      თუკი რამემ შეარყია თანამედროვე ხელოვნების სამყარო, ცხადია, დემნა გვასალიას შემდეგ ☺, ეს არის NFT-ები. NFT (Non-fungible token) თანამედროვე კულტურის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი გახდა. NTF ერთგვარი, უნიკალური ხელოვნებაა, შეუცვლელი, რომელსაც სხვა ვერაფრით ჩაანაცვლებ და თავის უნიკალურობას გიყვება და ამ უნიკალურობას ყიდის არც თუ ისე მცირე ფასად. ამ ხელოვნების მთელი იდეა მის კრიპტოობაშია. NFT არის Ethereum blockchain-ის ნაწილი. თავის მხრვი,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 9, 2022 წელი. 5:56pm — არ არის კომენტარები
_______________

ომის სხვა მხარე

      უკრაინაში ომის დაწყებიდან, არაერთი საოცარი ისტორია გავრცელდა და არაერთმა ამბავმა მონუსხა მსოფლიო. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ევრი ჩუმი და დამალული ისტორიის მოსმენა მოგვიწევს. ერთ ამბავი მაქვს მეც. ბევრი ფოტო გავრცელდა, როგორ იცავენ უკრაინელები საკუთარ შინაურ ცხოველებს, ზოგს ხელში აყვანილი მიჰყავს, ზოგი ცდილობს უსაფრთხო ადგილი უპოვოს და ა.შ. დღეს ერთ ქალბატონი უნდა გაგაცნოთ, რომელიც ცდილობს ყველა ცხოველი, რომელიც ომის ქარ-ცეცხლში დარჩა, შეიფაროს.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 7, 2022 წელი. 11:12pm — არ არის კომენტარები
_______________

კომედიგრაფია

      დღეს ბუნების მშვენიერება გვექნება სანახავი. უფრო კონკრეტულად, ბუნების სულიერი მშვენიერება. ფოტოკონკურსებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მხიარული იუმორისტიული, კომედიური კადრების კონკურსი, რომლებშიც სხვადასხვა ცხოველები არიან აღბეჭდილები. კომედიური ველური ბუნების დაჯილდოება წელსაც გაიმართა და საუკეთესო ნამუშევრებიც გამაოქვეყნეს ოფიციალურ საიტზე. მთელი იდეა ის არის, რომ კადრი ისე დაიჭირო, რაიმე ამბავს გიყვებოდეს ან უბრალოდ ღიმილს გვრიდეს მნახველს.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 10, 2022 წელი. 11:27pm — არ არის კომენტარები
_______________

ტანსაცმელი თუ სხეული?!

      დღეს ერთდროულად არა ერთი, არამედ ორი მასპინძელი გვეყოლება. არაფერი განსაკუთრებული არ არის მათში და არც მაინცდამაინც ხელოვენები არიან, ამიტომ არც უწოდე ასე. ისინი უბრალოდ ინსტაგრამზე ბლოგერობენ და მოიფიქრეს ერთი საინტერესო პროექტი - ერთნაირი სტილის ტანისამოსი სხვადასხვა სხეულზე. დენის მერსედესი (ფოტოზე პუტკუნა) და მარია კასტელანო (ფოტოზე გამხდარი) ჩვეულებრივი ბლოგერი გოგონები არიან, რომლებიც მგონი ჩემს ბლოგს ათვალიერებენ. გახოვთ ხომ, ჩემმა…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 9, 2022 წელი. 11:55pm — არ არის კომენტარები
_______________

მოდის დაბრუნება ჰოლივუდში - წითელი ხალიჩა 2022

      მართალია ყველა უილ სმიტის მუშტიკრივზე საუბრობს, მაგრამ მე მაინც მეგონა რომ დადგმული ამბავი იყო, მეგონა იმ დრომდე, ვიდრე კინოაკადემია არ დატოვა თავად მოჩხუბარმა მსახიობმა და კულისებში არ გადაინაცვლა. მაგრამ ცხადია ჩემი ბლოგი უილ სმიტს არ ეძღვნება (თუმცა მისი ფოტოც იქნება ქვემოთ). ხომ არ იფიქრეთ, ძლივს დაბრუნებულ წითელ ხალიჩას პოსტის გარეშე დავტოვებდი? ოსკარი 2022-ზე ისევ შეიკრიბნენ ჰოლივუდის ცის ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე და…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 3, 2022 წელი. 10:03pm — არ არის კომენტარები
_______________

ყველაზე უჭკუო მოდელები

      რით განსხვავდება ჩვენგან ხომ გახსოვთ? წიიინ... წიიინ... წინსწრაფვით! როგორ არ მომიმზადებია, იმერულად - წყემალში ან საწებელში, ბროწეულის წვენშიც კი; ნიორწყალში ხომ საერთოდ სუპერკერძად გამომდის, იქით რაჭულად, შქმერულს ვამზადებ ხოლმე; ფრთები და ბარკლები ხომ ქეეფსიზე უკეთ შემიძლია შებრაწო. ეს საჭმელს რაც შეეხება, ისე კიდევ მორნებალი და მებრძოლებიც მინახავს მაგრამ მოდელი, თან ფოტომოდელი ქათამი პირველად ვნახე. ფოტოგრაფი ალექს ტენ ნაპელი (Alex…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 27, 2022 წელი. 10:57pm — არ არის კომენტარები
_______________

მობულა ბამბუკების სახურავზე

      ვიდრე პუტინი უკრაინას ანადგურებს, ნგრევისა და მოსპობის პარალელურად, შენების და მშვენიერების ერთი პოსტი უნდა შემოგთავაზოთ. ვიმოგზაურებთ შორეულ მექსიკაში. ჯერ გაზაფხული კიდევ შორს არის, თოვლიც არ გაგვისტუმრებია და ახლა ქარებიც დაგვემატა, მაგრამ ზაფხული მაინც მოვა. ჰოდა, ცოტა დროს გავუსწროთ - ბამბუკების კუნძულ სამოთხეში ჩაფლული ერთი სასტუმროა უნდა გაჩვენოთ თავისი გამორჩეული არქიტექტურით. მობულა (ქართულად სახელიც ვერ მოვუძებნე) ოკეანის უდაო…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 26, 2022 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ასომთავრული ქალაქები

      ამჯერად გრაფიკული დიზაინერი გვყავს სტუმრად. იემენელი მოჰამედ ალ ჯაბადი მსოფლიოს მთავარ ნაგებობებს, საკულტო მონუმენტებს თავიდან აშენებს მხოლოდ ლათინური ასოების გამოყენებით. მისი შესრულებული წარწერები ამა თუ იმ ცნობილი შენობის არქიტექტურას იმეორებს და მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა პატარ-პატარა მანათობელ ასოებად გადაკეთების. მის ნამუშევრებშია პარიზი, ისტამბული, პრაღა, ბანგკოკი - მოკლედ, მსოფლიოს უამრავი ქალაქი, მაგრამ თბილისზე როგორც ჩანს,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 20, 2022 წელი. 9:19pm — არ არის კომენტარები
_______________

შინაურ-გარეული ცხოველები ხისგან

      უკრაინის ამბებმა ყველა სხვა ამბავი გადაფარა. საერთოდ, ასე ხდება - ომიანობის დროს ყველაფერი აზრს კარგავს, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა ემოციების გადართვა და ამ შემთხვევაში ხელოვნებას დავუბრუნდეთ ჩემს ბლოგში. დღევანდელი ხელოვანი ამერიკელია და მაიკლ ჯონსი ჰქვია. მისი ნამუშევრები განსაკუთრებული სინატიფით გამოირჩევა. ხეები მეტწილად დამუშავებულია ხელით და თითოეული დეტალი მაქსიმალურად რეალისტურად გამოიყურება და კიდევ უფრო მშვენიერდება ხელოვნება.…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 13, 2022 წელი. 11:20pm — არ არის კომენტარები
_______________

ომის ფოტოგრაფია

      უსაშინლესი დღეები უდგას კაცობრიობის ერთ-ერთ რჩეულ ხალხს - უკრაინელებს და უკრაინას. უკვე ათი დღეა მთელი მსოფლიო მათი ამბებით ცხოვრობს და სამწუხაროდ, ჯერ არ უჩანს დასრულება პირი. ომი საშინელებაა, ყველაზე დიდი საშინელება რაც შეიძლება დაემართოს საზოგადოებას და ამიტომ ემოციურადაც კი რთულია ყოველი დღე. მაგრამ არსებობენ პროფესიები და ადამიანები, რომლებიც ამ ვითარებაშიც კი მუშაობენ. ფოტოგრაფები ხშირად ომის ცხელი წერტილებიდან გვთავაზობენ კადრებს,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 5, 2022 წელი. 10:15pm — არ არის კომენტარები
_______________

მცენარის სიმაღლე

      მართალია ჩვენ ბუნება ყვავილებით, ლამაზი ბუჩქნარებით, მარადმწვანე ან სეზონური მცენარეებით, წიწვოვანი თუ ფოთლოვანი ან სულაც გამხმარი ტოტებით, დატოტილი ან აწოწილი ხეებით გიყვარს, მაგრამ როგორც ერთ ქართულ ფილმშია, ხის სიმაღლე მიწიდან კი არა, ფესვებიდან იზომებაო და დღევანდელ ჩვენს პოსტში, რამდენიმე ყველაზე ცნობილ და ფართოდგავრცელებულ მცენარეებს გაჩვენებთ სადაც თვალნათლივ დაიანხავთ, რომ მიწის ზემოთ თითქმის არაფერია იმასთან შედარებით, რაც მიწის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2022 წელი. 11:19pm — არ არის კომენტარები
_______________

დრონის ნაქარგები ანუ ჩიტის თვალი ინდოეთში

      კარგი ხელსაქმოსანი, მხატვარი და მქარგავი (ან მქარგველი) უნდა გაგაცნოთ. დიტი ბარუა (Diti Baruah), ინდოეთიდან თავისი ხელოვნებით სამშობლოს ლანდშაფტებს ეფერება. მისი ნამუშევრები ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის საჰაერო ხედებს გადმოსცემენ პატარა საქარგავ მოლბერტებზე (წრეებზე). თავის ნამუშევრებში სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, იგი აერთიანებს ტექსტურ ნაკერებს (როგორიცაა ფრანგული კვანძები), დამუშავებულ თექას და ფუნჯით ხატვასაც კი, განსაკუთრებით დიდი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 12, 2022 წელი. 5:50pm — არ არის კომენტარები
_______________

მორწმუნეების შესაკრებელი

      ჩვენთვის ცნობილი და ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელი არცერთი ნიშა არ აქვს, მაგრამ ტაძარია. არც ბაზილიკაა, არც გუმბათოანია, არც ჯვარგუმბათოვანი და არც ნავისებური და ა.შ. და ა.შ. არამედ რაღაც სხვა - სრულიად სხვა, მაგრამ მაინც ტაძარი. იტალიური კომპანია Mario Cucinella Architects არაერთი წარმატებული და საერთაშორისო აღიარების პროექტის ავტორია, მისი პორტფოლიო ათობით ნამუშევარს ითვლის და ჩვენი დღევანდელი პოსტისთვის სანტა მარია გორეტის სახელობის…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 6, 2022 წელი. 10:43pm — არ არის კომენტარები
_______________

ქარის სკულპტურები

      დღეს ისეთი ხელოვანი გვყავს სამასპინძლო რომელიც არავინ იცის როდიდან მოღვაწეობს და არც ისაა ცნობილი სად ისწავლა ვინ ასწავლა და საიდან მოდის და სად მიდის. სკულპტურები მრავლად ყოფილა ჩემს ბლოგში, მაგრამ დღევანდელი სკუპლტორი სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებულია. თავის მოტანილი თავადვე მიაქვს, მაგრამ ამ მოტანის პროცესში გამოჩნდებიან ხოლმე ფოტოგრაფები რომლებიც მის ხელოვნებას დროს უხანგრძლივებენ. დღეს ქარზე და მის ქვიშებზე უნდა გესაუბროთ. ბუნება…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 5, 2022 წელი. 10:03pm — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2014

2013

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters