Kkashei'ს ბლოგი (4)

დაცლილი ხეობა

ღმერთო ნუ მომწყვეტ იმ ველებს

რაც მიზომია მისხლითა.

ნუ დამახვედრებ ჭიუხებს

წარბებ შანაყარს რისხვითა.

ოღონდაც ნუ მამანატრებ

ქედებს დაფარულს ნისლითა.

სხვა რაც გეწადოს დამმართე

სასჯელს შავხვდები ლხინითა.

თუმცა კი ვიცი ღირსი ვარ

მთისგან ვიღებდე წყრომასა.

წამოველ გამოვერიდე

სხვაგან ვეწევი შრომასა.

გონჯი რამ ამბებ ჩამამდის

დაცლილა მთელი ხეობა.

არსაით კაცი არ სჩანსო,

აღარც ის…

გაგრძელება

დაამატა kkashei_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 22, 2016 წელი. 6:08pm — არ არის კომენტარები
_______________

დროის რაშები

აგრილებულა ზაფხულის დილა,

ხე შემოდგომის სიყვითლეს იმჩნევს.

რამდენ სიავეს შეესწრო თვალი,

გული კი მაინც სიცოცხლეს ირჩევს.

თუმცა კი გვიან მაგრამ დღეს მესმის

რაც არ მესმოდა ადრე მშობლების.

გახუნებულა ბავშვობის წლები,

როგორც სიმწვანე ამ ხის ფოთლების.

და როცა ქარი უხსოვარ დროსის

თვალწინ გაწელავს ერთ ფირად წარსულს,

გული უცრემლოდ მაშინ იტირებს

და ამოხეთქავს სიღრმეში დაფლულს.

თვალცრემლიანი…

გაგრძელება

დაამატა kkashei_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 6, 2015 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

რად მინდა საათი?

აღარ მინდა საათი,
მომაშორეთ მაჯიდან,
ზეცის სილურჟისაკენ
ქარი მიხმობს ფანჯრიდან.

და რად მინდა საათი?
რისთვის?... რაში მჭირდება.
აქ არავინ მიბარებს,
არც შეხვედრას მპირდება.

სჯობს გაატანეთ ვინმეს
აქ ტყუილად ირჯება.
მსურველს თქვენ ნუ იდარდებთ
ვიცი ბევრი იქნება.

აქ მე დრო არ მანაღცლებს,
არც უმისოდ მწყინდება,...
იმქვეყნად კი ქარი მე
უდროობას მპირდება...

დაამატა kkashei_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 29, 2012 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

ფშავლების ცხოვრება

ფშავლების მსგავსი ცხოვრება

მე ჯერ არსად არ მსმენია.

ღმერთმა გიკურთხოთ გამჩენი,

ჯიში, ჯილაგი, გენია.

ბობოქრობის და სიდინჯის

თქვენშია დიდი თანხვედრა.

მტერთან მტრობაი იცით და

ძმებთან კი ძმური დახვედრა.

ფშაველი რა ფშაველია,

პურ-მარილ დაგიმალოსა.

ძმობას შაგფიცებს, შაგასმევს

ჟიპიტაურის წყაროსა.

აზრად არავინ გაივლოს,

გულში წყენაი მალოსა.

მგონი სიხლში აქვს სუყველას

სიმართლე…

გაგრძელება

დაამატა kkashei_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 29, 2012 წელი. 12:30am — 1 კომენტარი
________________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:36pm 1 კომენტარი

                                                            აუტანელი ადამი

    ადამი სულ მთლად…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters