Salome'ს ბლოგი (50)

გენიოსი დათუჩა

3 წლის დავითმა იცის, რომ ჩემი ლეპტოპი მისთვის "აკრძალული ხილია". ის მუდამ ჩემი სახლიდან გასვლის მომენტს ელოდება. როგორც კი მისი მხედველობის არეს მოვშორდები, ჩემს ოთახში შევარდება და იწყებს "მუშაობას":)

ბუნებრივია ყოველდღე უამრავი "სამუშაო" აქვს. მაგალითად, დღეს იმდენი იმუშავა, რომ ძლივს ჩავრთე "გადაღლილი" ლეპტოპი :)) სამწუხაროა, რომ გაცნობიერებულად სჩადის ამას, მაგრამ აბა ბავშვს რა უნდა მოსთხოვო, როცა დიდებიც ანალოგიურად ვიქცევით. :))

ყველაზე სასაცილო დავითის რეაქციაა, როცა…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: მარტი 22, 2014 წელი. 2:00am — 3 კომენტარი
________________

არანაირი სახე VS ღიმილი

არანაირი სახე VS ღიმილი

 

უამრავ  სახეთა  შორის არის ერთი - არანაირი სახე.  

სახე, რომ შემოგხედავს და არაფერს გეტყვის...

სახე  -  წაშლილი

სახე  -  უ-გულო

სახე  -  უ-სულო

სახე  -  უ-მიზნო

სახე  -  უ-საშველო

სახე  -  უ-იმედო

სახე  -  გამორთული

.......................................

სახე  -  უ-ყველაფრო

სახე,  ღიმილს რომ გაგიქრობს და…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: მარტი 2, 2014 წელი. 1:05am — 7 კომენტარი
________________

ქარის მოტანილი საჩუქარი... ❤❤❤

მეგობრებო, ყურადღება ყურადღება!!!!!!

ამ რამდენიმე წამის წინ მეგობარმა ძალიან საინტერესო და კარგი იდეა შემომთავაზა "წარმოიდგინეთ, მიდიხართ სახლში ან თუნდაც სეირნობთ მარტო/მეგობრებთან ერთად და სადღაც მაგალითად რომელიმე პარკში სკამზე ხედავთ საჩუქარს, რომელსაც აწერია "ქარის მოტანილი საჩუქარი", მას აიღებთ რადგან ეს თქვენი საჩუქარია, გემახსოვრებათ მთელი ცხოვრება და არ გეცოდინებათ იმის ვინაობა ვინც ეს გაჩუქათ (შესაძლოა მომავალში…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 21, 2013 წელი. 9:30pm — 12 კომენტარი
________________

ჩემი ბავშვობის ფერადი სიზმარი

გაზაფხულის ერთ ჩვეულებრივ პირქუშ ღამეს მოვიდა ის, შავ მოსასხამში, წითელი თვალებით, ბოროტი ღიმილით და ცულით ხელში, გეგონებოდა საფრთხობელაზე შემოუცვავმთ მოსასხამი და ძლებზე კანი გადაუკრავთო, სახე კი თითქოსდა ჰგავდა ადამიანისას და ამავდროულად განსხვავდებოდა მისგან, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, ნახევარი სახისა სიკეთეს ასხივებდა, მეორე ნახევარი კი ბოროტებას, ეს ყველაფერი მეტად საზარელი იყო, მის დანახვაზე გამაჟრჟოლა და გულში გავიფიქრე, ნუთუ ეს ის არის-მეთქი , მან კი თავი თანხმობის ნიშნად…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 27, 2013 წელი. 3:00am — 2 კომენტარი
________________

ყველა ფერი შენი ფერობის გარდა, ან არა ფერი გარდა შენი ფერობისა....

ბუნებით ყველა ადამიანი „თავის უფალია“. ამ „თავი უფლების“ გამოხატვის შესაძლებლობა მას ნებისმიერ სიტუაციაში აქვს. თუმცა, ხშირად ადამიანი ნებით თუ იძულებით იზღუდავს „თავის უფლებობას“. იყო „თავის უფალი“ კი ნიშნავს, წინააღმდეგობების პირობებშიც კი შეგეძლოს „თავის უფლებობის“ შენარჩუნება. რა ხდება, როცა მოდის A პირი და აიძულებს B პირს, შეასრულოს X მოქმედება? აქვს თუ არა არჩევანის თავისუფლება B პირს? ჟ.ბეშლერს თუ დავუჯერებთ, B-საც აქვს არჩევანის თავისუფლება. B ირჩევს მორჩილებას და დაუმორჩილებლობას…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 18, 2013 წელი. 7:59pm — არ არის კომენტარები
_______________

რაღაც ისეთი....

       ამ ბოლოს ეს "რაღაც" დამჩემდა და დაჩემებული "რაღაც" სიყვარულს ჩემულობს (ამას მხოლოდ მე გავიგებ) შორს რომ არ წავიდე, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ რაც დღეს იყო მართლა "რაღაც" იყო, დღეს იყო სიყვარულის ზეიმი, ნამდვილი გრძნობის, ყოველგვარი ფარისევლობის და ფარული სარჩულების გარეშე.. ეს ის რაღაც იყო, როცა ორ ადამიანს მართლა უყვარს ერთმანეთი და ისინი…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 29, 2013 წელი. 11:00pm — 2 კომენტარი
________________

რაღაც შემოდგომური

sweet autumn ♥ ♥ ♥

 

 

 

 …

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 27, 2013 წელი. 2:30pm — 7 კომენტარი
________________

მინდა

სახლი მინდა ასეთი....

სახლი, კარი, ჭიშკარი, ეზო, შემოსასვლელი, წინდა, ჭიქა, ოცნება, ნატვრა, სალომეს ოცნებები, ბალუკას სურვილები, Qwelly, blog, dreams

ჭიშკარი მინდა ასეთი...

სახლი, კარი, ჭიშკარი, ეზო, შემოსასვლელი, წინდა, ჭიქა, ოცნება, ნატვრა, სალომეს ოცნებები, ბალუკას სურვილები, Qwelly, blog, dreams

ასეთი შემოსასვლელი რომ ჰქონდეს სახლში....მინდა....

სახლი, კარი, ჭიშკარი, ეზო, შემოსასვლელი, წინდა, ჭიქა, ოცნება, ნატვრა, სალომეს ოცნებები, ბალუკას სურვილები, Qwelly, blog, dreams

ასეთი საძინებელი მინდა....

სახლი, კარი, ჭიშკარი, ეზო, შემოსასვლელი, წინდა, ჭიქა, ოცნება, ნატვრა, სალომეს ოცნებები, ბალუკას სურვილები, Qwelly, blog, dreams

წინდები და ჭიქა მინდა ასეთი სახლში... : )))…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 19, 2013 წელი. 1:00am — 17 კომენტარი
________________

მე და შენ ანუ ჩვენ

      ყოველთვის როცა საათის ისრებს გავცქერი, ვფიქრობ, რა ჩქარა გადის დრო... წამის დაფიქსირებას ვერც კი ასწრებ, ისე ენაცვლება მეორე წამი პირველს და ასე უსასრულოდ.... დრო გადის და ტენდენციებიც იცვლება. ვიცვლები "მე" და სამყარო ჩემს გარშემო. ამ ახალ სამყაროში კი ჩნდება არა ერთი "შენ", რომლებიც ჩემს "მეს" უკავშირდება და ერთად ვიღებთ ახალ ცნებას - "ჩვენ", რომელიც იმაზე მეტია ვიდრე "მე" და "შენ" ცალცალკე აღებული.... მე და შენ(არა ერთი შენ) ანუ ჩვენ -…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 16, 2013 წელი. 10:00pm — 3 კომენტარი
________________

სიკვდილი არ არის დასასრული (Death Is Not The End)

When you're sad and when you're lonely

And you haven't got a friend

Just remember that death is not the end And

all that you held sacred

Falls down and dows not bend

Just remember that death is not the end.

Not the end, not the end

Just remember that death is not the end.

When you're standing on the cross-roads

That you cannot comprehend

Just remember that death is not the end And

all your dreams have…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 11, 2013 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დამლაგებელი

- წერას ვერ სწავლობ, უბრალოდ წერ. წერ, როცა გეწერება.

      წერ, როცა ფიქრი შეგიძლია ბევრი, დალაგება შეგიძლია ფიქრების და დალაგებულის ქაღალდზე "ცხლად" გადატანა...

      ყველა კარგად დალაგებული აზრი კი კარგია, სანამ ცხელია და დროული.

      და მაინც ყველა ვწერთ რაღაცას, ავად თუ კარგად....

      ყოველი ადამიანი თავისებური მწერალია. თითოეული ჩვენგანი ხომ თავად წერს თავის ცხოვრებას,

      ზოგს ეს ქაღალდზე უკეთ…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 9, 2013 წელი. 1:00am — 7 კომენტარი
________________

მე და მზე ხევში

მზე მეთამაშება...

მზე მემალება...

კლდეებს ზემოთ აღმართულ ხეებს ეფარება ...

ხავსს სთხოვს შეიხიზნოს თავისი სხივები და ნამად გადააქციოს.

ხე და ხავსი თავის სამეფოში იფარებენ მზეს. თუმცა არა! მზეს არა! მზის იმ ანარეკლს, რომელიც ჩვენამდე აღწევს... 

ჩაბნელებული და მზისგან მიტოვებული მე ისევ ველოდები მზეს... ველოდების ღიმილს თბილს და ჩასახუტებლად გამოწვდილ სხივს...

მზე კეთილია, დიდი და თბილი. მოწყენილ "მე"-ს ვერ გაუძლო და გამოიჭყიტა. ჯერ ერთი სხივი სტყორცნა,…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 9, 2013 წელი. 12:53am — 25 კომენტარი
________________

ქართული "პასუხისმგებლობა" (რეპორტაჟი)

მილანის ფანკლუბმა საჩუქარი გაუკეთა  ქართველ  ფანებს . 31 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე „FACEBOOK“ -ზე დაიპოსტა, რომ მილანის ის ფანები, რომლებიც  რეპეტიციაზე  30 მაისს დინამო არენაზე მივიდოდნენ, საჩუქრად მიიღებდნენ მილანის მაისურებსა და 31 მაისს ფეხბურთზე დასასწრებ ბილეთებს. რეპეტიციაზე  17:45-ზე დაიბარეს.

17:30-ზე უკვე დინამო არენას ეზოში ვიყავით მოგროვილი მილანის ფანები.

პატარა ბიჭები, ასე 10-12 წლის, დარბოდნენ ეზოში მილანის მაისურებში და თან გაიძახდნენ: „ვი-ვა“ ამას თან…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2013 წელი. 12:30am — 2 კომენტარი
________________

CULTURE SHOK და სხვა სამყარო ჩვენს სამყაროში....

    - გამარჯობა

    - გამარჯობა....

    კიდევ მრავალი გამარჯობა...იმდენი, რამდენი ადამიანიც იყო...

    - ახლები ხართ?

    - ჩვენ ჟურნალისტები ვართ

    - ოოოო, ძალიან სასიამოვნო....

    - თქვენ იგი, საიდან ხართ?…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: მაისი 25, 2013 წელი. 2:00am — 4 კომენტარი
________________

into the wild

"ბედნიერება მხოლოდ ურთიერთობასა და თანაზიარებაში მიიღწევა! "

ეს არის ფილმი ადამიანის ხელახალი დაბადებისა.

ხელახალი დაბადება იმისთვის, რომ უარი თქვას ყოველივე იმაზე, რაც მას წინა სამყაროში ჰქონდა, რასაც გარშემომყოფებში და თავად მშობლებშიც ხედავდა: სიცრუე, პირფერობა, მოჩვენებითი ბედნიერება.…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: მარტი 30, 2013 წელი. 10:00pm — 8 კომენტარი
________________

ხვალ ♥

ახლა ღამეა და ბნელა, მაგრამ ხვალ ისევ გათენდება და მზე მოჰფენს ნათელს ყოველივეს....

ახლა დუმილია სულში, მაგრამ ისიც მალე ახმაურდება....

ახლა ტკივილია, მაგრამ ესეც გაივლის და სიხარული დაისადგურებს....

ახლა მარტოობაა, უმიზნობა და უსაშველობა...

ახლა სიზარმაცეა და უმწეობა, მაგრამ მხოლოდ ახლა......

მხოლოდ ახლა და დღეს...მაგრამ ხვალ ყველაფერი შეიცვლება....

ხვალ შევიცვლები მე, შეიცვლები შენ და შეიცვლება სამყარო... 

ხვალ მე ვიბატონებ ჩემს თავზე…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: მარტი 20, 2013 წელი. 2:00am — 1 კომენტარი
________________

სიყვარულიცაა და სიყვარულიც

".... ცეცხლი იმიტომ კი არ გარბის წყლისგან, რომ სძულს ის, არამედ საკუთარი თავის სიყვარულის გამო,  რომ გადაარჩინოს საკუთარი თავის წყლის სიცივისგან, ხოლო წყალიც აქრობს ცეცხლს, არა სიძულვილის გამო მის მიმართ, არამედ ერთგვარი სურვილის, გაავრცელოს საკუთარი სიცივე. ასე რომ ყველანაირი სურვილი მიმართულია სიკეთისკენ და არა ბოროტებისკენ. 

ჩვენ გვშურს ყოვლისშემძლე და ძლიერი ადამიანების, არა მათ მიმართ სიძულვილის, არამედ სიყვარულის გამო…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: მარტი 19, 2013 წელი. 11:00pm — 9 კომენტარი
________________

არის!..

არის ყველაფერი და არის არაფერი...

არის თეთრი ფურცელი და არის შავი ფურცელი.... 

ორივე არის, მაგრამ თეთრი შავიც არის და შავი თეთრიც...

სიცოცხლეც არის და სიკვდილიც არის...

ჩემი "მე"-ც არის და შენი "შენც"-ც არის...

ყველგან ყველა და ყველგან ყველაფერი არის....

...მაგრამ ყველა "არის"-ი ყველა "არის"-ი არ არის!....

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 13, 2013 წელი. 9:36pm — 15 კომენტარი
________________

შემთხვევა ♥ ♥ ♥

...საფუძვლად დაედო ამბავი ველისციხელი ქალისა და ლაშა-გიორგის(თამარ მეფის ძე, რომელიც საქართველოს მართავდა XIII საუკუნის დასაწყისში) ურთიერთობის შესახებ... მინდა აღვნიშნო, რომ თხზულება მხატვრულია და ჩემი ფანტაზიით არის შექმნილი სიუჟეტიც............................

....მუდამ ის ადამიანები მიყვარდა და მაინტერესებდა, ვის შესახებაც ისტორიკოსები ან სულ მცირეოდენ ფურცელს იმეტებდნენ, ან კიდევ  ეს ფურცლები სავსე იყო მათდამი უარყოფითი დამოკიდებულებით.... ლაშა-გიორგიც ამიტომ მიყვარდა....მას ჩემი…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 2, 2013 წელი. 11:30pm — 3 კომენტარი
________________

მოდა მოდაშია ))))

მოდა მოდაშია...მე გავდივარ...

ფერები და ღიმილები მოდაშია...

"ძერსკობები" "სვეწსკობები" მოდაშია...

დიპლომები, "განათლება" და ინტელექტიც მოდაშია....

სიყვარულიც მოდაშია... სიყვარულით თამაშებიც მოდაშია...

ათეიზმი მოდაშია... არ-რწმენა და არ-ნდობაც კი მოდაშია...

ფემინიზმი მოდაშია...

გენდერზე და "ლეკვი ლომის სწორობაზე" საუბარიც მოდაშია...

ემანსიპაციობანა მოდაშია...

მეგრელებზე ღადაობა მოდაშია...

ფრაზები და მუსიკები , ფორმები და სახეები…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 31, 2013 წელი. 10:15pm — 10 კომენტარი
________________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters