გუშინ მთვარე ადგილს მოწყდა, ქვემოთკენ დაეშვა და გაუჩინარდა. ეს ძალიან დიდი დანაკარგია და ამის გახსენებაზე გული მეფლითება. მთელს არსებულ ჩუქურთმებსა და სამშვენისებს შორის ის ყველაზე ლამაზი და სრულქმნილია. უკეთ უნდა მიემაგრებინათ. ნეტავ შეიძლებოდეს მისი დაბრუნება...
ცხადია, ძნელი გასარკვევია, სად წავიდა მთვარე, და ვინც იპოვის, უთუოდ ეცდება, სადმე შორს გადამალოს. ამაში ეჭვიც არ მეპარებება, ვინაიდან მეც ასე მოვიქცეოდი. ვფიქრობ, ყველაფერი დანარჩენში შემიძლია პატიოსნების გამოვლენა,…
გაგრძელება
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მარტი 28, 2013 წელი. 1:30am —
2 კომენტარი
________________
ჩვენ ვიბადებით სხვა ცხოვრებისათვის და ამ ცხოვრების გზაზე იმისთვის ვდგებით, რომ იმ ცხოვრებასთან მივიდეთ...
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მარტი 26, 2013 წელი. 2:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
რა სიცივეა სულში,რა სიცარიელეა,რა დამღლელი მდუმარებაა.საჭმელი დავისხი და კარგად შევჭამე...მეგონა სიყვარული მჭირდებოდა ...თურმე მშიოდა.
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მარტი 19, 2013 წელი. 11:41am —
1 კომენტარი
________________
ეს იყო ასე მგონი შვიდი თუ ექვსი წლის წინ ქარი იყო მაშინაც გლდანში ახმეტელის მეტროსთან (ესე მახსოვს) უბედური შემთხვევა მოხდა აივანი ჩამოინგრა და გოგონა დაიღუპა 18 წლის... იმ ღამეს წვიმიანი ქარი ქროდა... როცა ესე ზუზუნებს და ბურდგუნებს ქარი სულ ის გოგონა მახსენდება თუმცა არ ვიცნობდი (( ვერ ვიძინებდი მეგონა ეს ქარიც იმ გოგონაზე მელაპარაკებოდა მარა მისი ენა არ ვიცოდი და ვერ მაგებინებდა ამით უფრო და უფრო ბრაზდებოდა და უფრო და უფრო ხმამაღლა…
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მარტი 19, 2013 წელი. 1:00am —
2 კომენტარი
________________
არ მიყვარს როცა თითებით ეხებიან საჩოთირო რამეს ჩემ სულში!
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მარტი 18, 2013 წელი. 12:10am —
არ არის კომენტარები
_______________
აუ ეხლა ძალიან მინდა ვაჟა–ფშაველას ხმელი წიფელი წამიკითხოს დედაჩემმა ძილის წინ... მემგონი გავრეკე... იცით აი გუშინ წინ სამსახუში ფარსმან სპარსის საუბარი მომენატრა ერთი სული მქონდა მოვსულიყავი სახლში... მოვედი თუ არა ავიღე დიდოსტატის მარჯვენა და თვალი გადავავლე ფარსმან სპარსის საუბრებს... ხო რჩევა მომცა გაბრაზებულიც ვიყავი და ესე მითხრა ნერვებს ნუ აიშლი ხო იცი ირიბად ნასროლი ქვა მიზანს ხვდებაო... მასწავლა....…
გაგრძელება
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მარტი 12, 2013 წელი. 12:00am —
3 კომენტარი
________________
_ არა მტკივა.
_ აბა ცრემლი რა არის?
_ არ ვიცი.
_ როგორ?
_ ისე, არ ვიცი.
_ იცი, რა?
_ არა.
_ ცრემლებს ვერ ვიტან, მეცოდები.
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მარტი 9, 2013 წელი. 8:29pm —
1 კომენტარი
________________
როგორ მედზინება როგორ მინდა ეხლა ვიდზინებდე და ვინმე კარლსონის რომელიმე ტავს მიკიტხავდეს ან პეპი გრდზელი წინდსს...დედაცჰემს რომ ეგ უტხრა ხომ იმ წიგნს ცჰამარტყავს ტავსჰი...ბოლო იმედიც გადაეწურება იმისა რომ ტვინი მაქ ..არა და რა მაგრად მინდააა ესე დადზინებაააა..რა ტკბილად დავიდზინებდი..ცჰემი და ანა კარენიინას კიტხულობს გამწარებული(ჰო მგონი ეგააა )და პეპი რომ ვუხსენო დზილის წინ წამიკიტხე ტქო ერტს ამომხედავს ერტ სიტყვას ტავისტვის ცჰაილაპარაკებს უმისამარტოდ და მორცჰება გააგრრდზელებს კიტხვას...ეჰ…
გაგრძელება
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მარტი 8, 2013 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მე ვარ მარიამ ვალიგასოვა...მე ვარ 23 წლის და მე ვარსებობ!
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მარტი 8, 2013 წელი. 12:50am —
3 კომენტარი
________________
ჩემს წელიწადში ხუთი დროა: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და... დრო, რომელიც გამოვიგონე...
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მარტი 6, 2013 წელი. 11:21pm —
6 კომენტარი
________________
დაამატა mariami_მ!
თარიღი/დრო: მარტი 6, 2013 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 5, 2021.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დათბა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი გაზაფხული იგრძნობოდა დღეს, თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ამ დათბობას ვირუსებიც თან ახლავს. დღე შსს მინისტრის დღე იყო პარლამენტში, ასევე პლებისციტისა და არჩევნების, ნამახვანი ჰესისა და ერგნეთის საუბრების. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 272262, ბოლო დღე-ღამეში - 390; გამოჯანმრთელებული - 266253, ბოლო დღე-ღამეში - 172; გარდაცვლილი - 3563, ბოლო დღე-ღამეში - 10; კარანტინის რეჟიმში -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 4, 2021.
საათი: 11:00pm
3 კომენტარი
5 მოწონება
ახალი პრემიერის პირველი განკარგულებები ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ვაქცინაციის მიმართულებით. ოპოზიცია ისევ ქუჩაშია და პოზიციასთან ერთად 6 პუნქტიანი გეგმა-ვალდებულებების შესახებ საუბრობს. არჩევნები თუ პლებისციტი? ესეც დღის კითხვაა. ამინდი კი 5-6 მარტს გამოკეთდება, 20 გრადუსამდე დათბება, ხოლო 7 მარტიდან კვლავ გაუარესდებაო. ვაქცინა ისევ არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 271872, ბოლო დღე-ღამეში - 133;…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 2, 2021.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
4 მოწონება
ჯერ იყო და ევროპა საქმეს ალაგებდა და ყველაფერი მოლაპარაკებისკენ მიდიოდა, მაგრამ მერე განცხადებები გაკეთდა და ყველაფერი აირია - დღეს დაანონსებული აქციების სერია გაგრძელდა და დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. ასევე დაგვიანებული და თითქის ჩვენამდე არ მოსული ვაქცინაცია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 271379, ბოლო დღე-ღამეში - 461; გამოჯანმრთელებული - 265686, ბოლო დღე-ღამეში - 163; გარდაცვლილი - 3532, ბოლო დღე-ღამეში…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 1, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
ესეც გაზაფხული. იმედით, ვაქცინისა და გამოკეთების მოლოდინით მოსული გაზაფხული, თუმცა ჯერ-ჯერობით, საინფორმაციო ამბებში მსგავსს ვერაფერს ვკითხულობთ. ამინდმა, ძლიერი ქარია მოსალოდნელიო, პოლიტიკურ არეულობის დასალაგებლად კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოიგვევლინა და ოფიციალური შეხვედრების პირველსავე დღეს ოპოზიცია-პოზიციის ამბავი მოაგვარა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 270918, ბოლო დღე-ღამეში - 160; გამოჯანმრთელებული -…
© 2021 George.
•