Nunu qadagidze'ს ბლოგი (112)

სამანი

      გუმბათივით მომრგვალებული მაღალი თაღი დაინახე თავს ზემოთ, მერე ისიც შეამჩნიე, რომ ქანდაკებათა მთელი წყება გერტყა ირგვლივ.

      ასეთი იყო ნაუცბათევი, ნაწილობრივ ჯერაც გაუცნობიერებელი ხილვა, რაც შენს თვალს წარმოუდგა. შემდგომმა თვალიერებამ თავისი დამატება-შესწორებანი შეიტანეს იმ პირველ სურათში. ალბათ ტაძარში ვიმყოფებიო. ასე გაფიქრებინა გუმბათივით მომრგვალებული თაღის დანახვამ, თუმცა რაღაც მეტად მაღალი მოგეჩვენა ის თაღი. იგი თითქოს გაურბოდა…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 18, 2018 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კალეიდოსკოპი

      არაფრით გაგახსენებდა თავის ძველთუძველეს წინამორბედს. გამეცინა კიდეც, როცა სულ პირველად დამანახეს. თხელი ნისლის ბულულს ჰგავდა, მქრქალსა და სათუთნაპირებიანს. მის მიღმა ცისკიდურიც კი დავლანდე. აბა ეს რა ლაბირინთია, აქ არც ჩაბნელებული დარბაზებია, არც მაცდურად დახლართული, კლდეში ნაკვეთი ტალანები, მომაკვდინებელ მახედ რომ გარდაექცეოდა ყველას, ვინც კი მის წიაღში ფეხის შედგმას გაბედავდა. აქ მსგავსიც კი არაფერია. სარკეები და ბროლის ტიხრები, ესაა სულ.…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 28, 2018 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ფიქრი კარუსელთან

      ყველას გვიყვარს ღამეული მიწიერი ცის ჭვრეტა. მართლაც დიდებული სანახაობაა, ირმის ნახტომის მარგალიტისებური ბილიკი, ცისკიდურიდან ცისკიდურამდე გადაჭიმული... ვარსკვლავთა მირიადები, მის ორივე მხარეს მიმოფანტული... ეს ყოველივე შეუმჩნევლად ინაცვლებს ადგილს, ნელნელა ბრუნავს პოლარული ვარსკვლავის ირგვლივ. მხოლოდ ეს ერთადერთი ვარსკვლავია უძრავი, სხვა ყველაფერი მოძრაობს; ვარსკვლავები, ცთომილები, მეტეორები თუ კომეტები... მათთვის მიცემულ გარკვეულ წრეებს…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 19, 2018 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ოქროს აღმომჩენი

      პირველი ადამიანი, ვინც ოქრო აღმოაჩინა, სულით და ხორცით ნამდვილი პოეტი იყო. მხოლოდ ლექსებს არ წერდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ წერა-კითხვა არ იცოდა. ხატვით კი ხატავდა ხანდახან, როცა ხასიათზე იყო და კუჭიც მაძღარი ჰქონდა. პირველყოფილი ადამიანების გამოქვაბულების კედლებზე დღემდე შემონახულ ნახატებში უეჭველად მისი ხელიც ურევია.

      ყველაზე მეტად კი ამომავალი მზის ყურება უყვარდა.

      როგორც დღეს არ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 10, 2018 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შვიდფურცელა (ეძღვნება მარიხუანის ლეგალიზაციას)

      იყო დრო, როდესაც არ არსებობდა ჩვენთვის ხილული, მზისმიერი ქვეყანა, იყვნენ მხოლოდ მზის ღმერთი და სინათლის ანგელოზები. ირგვლივ მხოლოდ სიცარიელე სუფევდა, თვალს ვერაფერზე შეაჩერებდი.

      მობეზრდათ სინათლის ანგელოზებს გამუდმებით სიცარიელის ჭვრეტა, ეახლნენ მზის ღმერთს, სთხოვეს, შეექმნა რაიმე, სიცარიელისგან განსხვავებული. მისი ატანა აღარ შეგვიძლიაო, მეტისმეტად მოგვეწყინაო.

      დათანხმდა მზის ღმერთი, მოწყენილობა მასაც შეჰპარვოდა.…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 30, 2018 წელი. 11:30pm — 2 კომენტარი
________________

სიზმრის გათეთრება

      სიზმარი ნახა მისტერ ბანკნოტმა, ვითომ მართლა ბანკნოტი იყო, ანუ ადამიანიც და ბანკნოტიც ერთსა და იმავე დროს. ოქროს სარკეში შეჰყურებდა საკუთარ ორბუნებოვან გამოსახულებას... არც ის სარკე ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ სარკე, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, კარიბჭეც იყო, რა თქმა უნდა, ოქროსი.

      ჯერჯერობით ამაში უცნაური არაფერი ყოფილა. მისტერ ბანკნოტი სწორედ ასეთნაირად, კეწკეწა, კრიალა, ტკიცინა ქაღალდის ფულის სახით აღიქვამდა საკუთარ თავს. მეტსახელიც…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 24, 2018 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სიხარულის წყარო

      მეღორე ვარ და მიხარია. რა გიხარიაო, იკითხავთ. მაგასაც გეტყვით, ნუ ამაჩქარებთ, თორემ სათქმელი დამებნევა და ვეღარაფერს გაგაგებინებთ. დავიწყოთ იქიდან, რომ მეღორეობა ძველთაგანვე საპატიო და შემოსავლიანი საქმიანობა იყო. არაფერს ვაჭარბებ, როცა ამას ვამბობ, თუნდაც ევმაიოსი გაიხსენეთ, ყველასათვის კარგად ნაცნობი ლეგენდარული გმირი, თვით ჰომეროსის კალმით ნაქები. იქნებ ვინმე სულ სხვა აზრისაა ამ საკითხზე, გულზე დიდად არ ეხატება ღორის ღორული დინგი, და…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 15, 2018 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

რას ინატრებდით?

      გადაუღებლად წვიმდა, ზანტად, გაჭიანურებულად. ალბათ ყველაფერი სწორედ ამ წვიმის ბრალი იყო, გაწუწულს და შემცივნებულს თვალში შემეჩხირა ნეონით გაჩირაღდნებული წარწერა „ნატვირისთვალი“. ძალზე მიმზიდველად ბრკიალებდა, თითქოს აღთქმული ქვეყნის ნაპირი გამოჩნდაო.

      დიახ, ასეა. მეტად მიმზიდველი წარწერა იყო, მრავლისაღმქმელი შინაარსის მქონე. მის მიღმა ალბათ ან მაღაზია იქნებოდა ან კაზინო. კიდევ უფრო უკეთესი, კაფე ან…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 8, 2018 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გალობის ნიჭი

      თუ არა უფალს, ვის შეეძლო, გალობის ნიჭი ებოძებინა ფრინველებისთვის. ჭეშმარიტად, მშვენიერებით გამორჩეული იყო ის დრო და ჟამი, როდესაც ეს სასწაული აღსრულდა. ამ დღისთვის საგანგებოდ გაიღო სამოთხის ორფრთიანი კარიბჭე. უფალი ყვავილოვან ტახტზე დაბრძანდა, მის ფერხთით მომცრო ზარდახშა იდო, ცისარტყელას ყველა ფერებით შემკული. სწორედ მასში იყო ყოველნაირი ხმები ჩამწყვდეული. უფალი ხელს შეახებდა ზარდახშას და ფრინველს სწორედ იმ ხმას უბოძებდა, რომელსაც მისთვის…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 3, 2018 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ცემა - ტყეპის შემდეგ

      ულვაშას მარცხი შეემთხვა, თანაც ერთი კი არა, რამდენიმე ერთად. მაგიდაზე ახტა, ღვინით სავსე ბროლის ფუჟერი გადააყირავა. ღვინო ხომ დაიღვარა, ფუჟერიც დაიმსხვრა, მისი ნამსხვრევები მთელ მაგიდაზე მიმოიფანტა. ულვაშამ სასწრაფოდ ისკუპა მაგიდიდან, სიჩქარისაგან მეტისმეტად ფართო ნახტომი გამოუვიდა, ტახტს გაცდა და ფანჯრის ფარდას დაებღაუჭა. ფარდაც ჩამოგლიჯა. ამის შემდეგ გაქცევა სცადა, მაგრამ ვერ მიართვეს. გაცეცხლებულმა დიასახლისმა კუდში დროზე სტაცა ხელი.…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 28, 2018 წელი. 4:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მოძღვარი და ჯალათი

      ორნი მიუყვებოდნენ აღმართს. წინ მიმავალს თეთრი კვართი ემოსა, რომლის კალთებშიც ბორკილდადებული წვივები გამოუკრთებოდა ხოლმე ჟამიდანჟამს. ხელებიც ფართოდ გაეშალა... და არც შეეძლო ჩამოეშვა, რამეთუ ბარი და ნიჩაბი დაეკრათ მითვის ზურგზე ჯვარედინად. ხელის მტევნები მათზე ჰქონდა მიბმული. ნიჩბისა და ბარის ტარი, და ასევე ბორკილის რგოლებიც, რიკნის წვერწამახული წვეტებით იყო მოფენილი, რომლებიც ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მწარედ იჩხვლიტებოდნენ. ნაჩხვლეტებიდან…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 27, 2018 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სარკმელი

      მომავალში გადახედვა ძნელიაო, ამბობენ. სამაგიეროდ წარსული ვერსად დაგვემალება, წარსული მუდამ ჩვენს ხელთაა დატოვებული ნაკვალევის წყალობით. ვერავინ დაადგამს ფეხს ამ დალოცვილ მიწაზე, რაღაც კვალი რომ არ დაამჩნიოს. ცოტა მხედველობის დაძაბვა, ცოტა წარმოსახვის უნარი და აჰა, მე უკვე ვხედავ მას: ძალიან ღონიერი და მოქნილია. ორ ფეხზე დგას წელში ლაღად გაშლილი, უზადოთ განვითარებული ლამაზი სხეულით. თავისივე გაკეთებული უბრალო ნაჯახი ჩაუბღუჯავს. ამ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 25, 2018 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ახალი დედამიწელი

- ჩვენ აქ ვერაფერსაც ვერ ვიპოვით, - თქვა ახალგაზრდამ, ბარი მიწაში ჩაარჭო და წელში გაიმართა. ჭაღარას თავიც არ აუწევია, გულმოდგინედ ჩიჩქნიდა მიწას ხისტარიანი მომცრო ნიჩბით. რაკი პასუხს ვერ ეღირსა, ახალგაზრდამ ოქროსფერი ხელთათმანები ისე ენერგიულად დაიჭიმა თითებზე, თითქოს დაგროვლ ჯავრს გზა მისცაო და მუშაობა განაგრძო. ოქროსფერივე კომბინეზონი თევზის ქერცლივით მჭიდროდ შემოტმასნოდა ტანზე. ჭაღარას მოლურჯო ფერის სრული კომბინეზონი ემოსა, ხელთათმანები კი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 19, 2018 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყვითელი ეშმაკი

      თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ ნაღდად ასეა; იმ ქალაქში ოქროს არაფრად აგდებდნენ, არ იცოდნენ მისი ფასი, არც მისი სილამაზე სწამდათ. არადა, ბედის ირონიაც ამას ჰქვია, ოქროთი უაღრესად მდიდარი იყო იქაურობა, მდინარეს ოქროს ქვიშა ჩამოჰქონდა, მახლობელ ტყეში თვითნაბადი ოქრო პირდაპირ ღია ცის ქვეშ ეყარა.

      და აი, ერთ მშვენიერ დღეს, ერთ უბრალო ხელოსანს, უფრო ზუსტად მჭედელს, აზრად მოუვიდა ოქროსგან გაეკეთებინა…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 16, 2018 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ნოსტალგია (ფანტასტიკა)

      მურა ფერის გრილი სასმელი, სასიამოვნოდ მწკლარტე გემოსი. ქაფით უხვად თავმოდგმული, ლამის ჭიქის მესამედი რომ უჭირავს... ნება-ნება მიიტან პირთან. სულს ფრთხილად უბერავ იმ ქაფს და მოწრუპავ. დალოცვილი სიგრილე აგეღვრება სიცხისგან გაოფლიანებულ სხეულში. კანი შეიძლება ოდნავ გაგიხორკლიანდეს კიდეც, ისე მყისიერად ეხმაურება პირველივე ყლუპს. ცოტა ხნით მოიცილებ პირიდან ჭიქას, დაიცდი, რათა სხეულის ყოველმა უჯრედმა შეიგრძნოს სასმელით მოგვრილი სიგრილე და საამო…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2018 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ოქროსთავიანი და თიხისფეხებიანი კერპი

      დედოფალ ზენობიას უყვარდა თავისი ეზოს მოძღვართან, ლონგინოსთან საუბარი. ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე მასთან ერთად მარმარილოს მღვიმეში, სადაც უამრავი ეტრატი და ისტორიული ნაკეთობა იყო დახვავებული. სიამოვნებით უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ აზრებს და ხანდახან საუბრის დასასრულს, სრულიად მოულოდნელ დასკვნებამდე მიდიოდნენ.

      ერთხელ ლონგინოსმა თიხისფეხებიანი და ოქროსთავიანი კერპი ახსენა დედოფალ ზენობიასთან მუსაიფში, კარგა ხანია, ფიქრებით…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 8, 2018 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ციცინათელა

      მინდა გიამბოთ ზღაპარი ციცინათელების შესახებ. უფრო ზუსტად, იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდნენ ციცინათელები ჩვენს მშვენიერ ცთომილზე, ასევე მშვენიერი სახელი, დედამიწა რომ ჰქვია.

      ხომ ლამაზია ციცინათელები, პაწია მანათობელი არსებები, ივნისის ღამეებში რომ გამოეფინებიან ხოლმე. ზღაპრული ქვეყნის მოციქულებივით დაფარფატებენ ჰაერში, ირგვლივაც ყოველივეს ზღაპარს ამსგავსებენ, ერთიორად ალამაზებენ ისედაც მშვენიერ ივნისის ღამეს.

      ჰოდა,…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 5, 2018 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მოამაგე ფუტკრები

      უხსოვარ დროში დიდი მაღალი ხეები არ ირთვებოდნენ თურმე ყვავილებით. მხოლოდ მწვანედ მობიბინე ველ-მინდორს ანდა ტანდაბალ ბუჩქნარს თუ ეწვეოდნენ ბუნების ეს პირლამაზი შვილნი, ნაირფერებით მოკაზმავდნენ და გაალამაზებდნენ. დიდი ხეები კი იდგნენ მწვანე გუმბათებივით. მწვანე ფოთლების გარდა სხვას ვერაფერს შენიშნავდი მათ ტოტებზე.

      და აი, ერთხელაც მოფრინდა ყვავილების დედოფალი. ხელში მოწნული კალათა ეჭირა, რომელიც პირთამდე სავსე იყო ნაირფერი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 30, 2018 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მიწიერი ღმერთი

      მხატვარი რომ ვიყო, ჩაფიქრებულ ადამიანს დავხატავდი: თავი ჩაუღუნავს, მხრებზე თითქოს მძიმე ტვირთი დასწოლია, შუბლიც ერთიანად ნაოჭებით დაფარვია... ყველაზე ცხადად სწორედ შუბლზე ეტყობა, ათასგვარი საზრუნავი რომ ჯიჯგნის და აწამებს.

      მერედა, რამ დაუმძიმა შუბლი ადამიანს, რა მიუძღვის წინ უამრავ საზრუნავთა ჯაჭვს?

      კარგი კითხვაა, მართლაც.

      პასუხიც კარგი მოსდევს: ოქრო, უწინარეს ყოვლისა!

      დიახ, ყველა საზრუნავი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2018 წელი. 3:00pm — 3 კომენტარი
________________

გაბუტული ფისო

    გაგვებუტა ფისო

    თვალზე ცრემლი სდისო,

    რამდენი რამე მივართვით,

    არ აკარებს პირსო.

    ფაფას ცხვირი აუბზუა,

    სუნი ასდის რძისო,

    თევზებს თათი აუქნია,…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2018 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters