Nunu qadagidze'ს ბლოგი - ნოემბერი 2018 არქივი (2)

ჭექა - ქუხილის კვალდაკვალ

 

    საკუთარი ნაბიჯების ხმა თითქმის სულ არ მესმოდა, უხვად ცვარნაპკურები ბალახბულახი ფაფუკი ნოხივით მეგებოდა ფეხქვეშ. მიწაც აფუებულიყო, ღამის სინედლით და ზაფხულის ბოლო დღეების სინოყივრით გაჟღენთილი. ამინდს კარგი პირი უჩანდა; როცა დილის ნამი უხვია, წესით არ უნდა გაავდრდეს. ცაც ისე იყო მოწმენდილი, ისეთი კაშკაში გაჰქონდა თაფლივით დამტკბარ-დაშაქრულ მზეს, კაცი იფიქრებდი, ეს დღე როგორც გათენდა, ისევე უნდა დაღამდესო.

    მივყევი ჩემს ჩვეულ ბილიკს, სადაც საკმაოდ იღბლიანად…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2018 წელი. 4:10pm — არ არის კომენტარები
_______________

მოხუცი მკურნალი

      მთის მწვერვალი რაც უფრო მაღალია, მით უფრო დიდი ჩრდილი ახლავსო, მძიმე ხვნეშით დაასკვნა მოხუცმა იაკობმა... ვერა და ვერ დააღწია თავი ამ უსაშველოდ დიდ, ზღაპრული ურჩხულივით გაფოფრილ ჩრდილს, რომელიც ზურგიდან წამოსდგომოდა, იაკობის ბებერ ძვლებს კი მზის სხივი უნდოდა, სითბო ენატრებოდა. ადრიანი დილით დაადგა ამ გზას. სიგრილე კარგია სიარულის დროს, მაგრამ დილის სუსხმა ცოტა გადამეტებულად აგრძნობინა თავი. უკვე შემოდგომის პირი იყო, მთებში კი ნაადრევად იცის…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 11, 2018 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სწავლის დასაწყისი და განათლების ეროვნულობა, პატრიოტიზმი „ანტირუსული“ ძახილით

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2019.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

      სექტემბერის მთელი ხიბლი სწორედ დღევანდელ დღეს გადმოიღვარა - სწავლა დაიწყო და ათეთრებული, აბავშვებული, ამხიარულებული და გაოცებული ქალაქი მშვენიერი სანახავი იყო. დღის ამბავიც სწორედ, განათლების და…

გაგრძელება

ველური ბუნების ფოტოისტორია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 15, 2019.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

      უკვე 5 წელია, რაც ბუნების ისტორიის მუზეუმი, ლონდონში, ყოველწლიურად მართავს „წლის ველური ბუნების ფოტოგრაფიის“ კონკურსს. კონკურსისთვის, მთელი მსოფლიოდან იგზავნება ფოტოები - 100 ქვეყნის, 50 000…

გაგრძელება

ხაზარაძის 12 მეგობარი, სამართლის მცოდნე მოსამართლეები, სპიკერი კონფერენციაზე და მოჩხუბარი დეპუტატი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 12, 2019.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

      დღეეები უფრო საინტერესოდ ვითარდება პოლიტიკურ სარბიელზე, ვიდრე ამას ჩვეულნი ვართ ახალზაფხულგამოვლილზე. ცხადია, დასვენებულები უფრო აქტიურებიც არიან, მაგრამ ... ერთი სიტყვით, ხაზარაძემ ლელოს გატანა…

გაგრძელება

მზის  დაბადება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 11, 2019.
საათი: 2:00pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ტბორში ვიბანავე, მზეს ვეფიცხებოდი. რა საამურია მზის სხივები, მათბობენ, მეალერსებიან, მზე მათ უხვად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters