Nunu qadagidze'ს ბლოგი - აგვისტო 2019 არქივი (5)

ისევ ადამი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

            ისევ გადავეყარე ადამს, ხის ფუღუროში იჯდა და თავისი თავი ალბათ ციყვი ეგონა. მე წინ გავუარე, თან ვაშლს შევექცეოდი, ორივე ხელი ლოყაწითელი ვაშლებით მქონდა სავსე.

      უცბად ადამი გამოხტა ფუღუროდან, მოკბეჩილი ვაშლი ხელიდან გამომტაცა და პირისკენ გააქანა.

      როგორც ჩანს, ამ ყმაწვილს ვაშლიც ყვარებია, თუთის გარდა.…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 31, 2019 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დაფურცლული ღერო

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ყვავილებს მოენატრეო, ნიავმა მაცნობა, თან სურნელი მომიტანა მათი, ერთიანად ამ სურნელში გამხვია. ფრთაშესხმული გავქანდი მათკენ, ნიავსაც კი გავუსწარი მგონი. მართლაც მეტად მოვნატრებივარ ყვავილებს, სანამ მე გველთან საუბარში ვიყავი გართული. თვალები ფართოდ გააღეს, თითქოს არც კი სჯეროდათ, რომ ისევ მხედავდნენ. მერე კი ისეთი სიცილ-კისკისი ატეხეს, მთელი ბაღი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 26, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ორი მზის ტბორი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ორი მზე ხვდება ერთმანეთს ამ ტბორში. ეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, როცა წყლის შროშანის მოწყვეტას ვაპირებდი და წყალში ტყაპანი მოვადინე. დავჯექი ნაპირზე, მზეს მივეფიცხე გასათბობად. მზის სხივები მაშინვე ირგვლივ შემომეხვივნენ, მათბობდნენ, მახარებდნენ, თან სიცილ-კისკისით მაჯავრებდნენ, ასეთი უგერგილო როგორ ხარო, ნაპირზე ფეხი რით ვერ მოიკიდეო.

   …

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 19, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დიდი  თვალები

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ერთ ღამეს დიდხანს ვეთამაშე ვარსკვლავებს, მათი ბრწყინვალე გირლიანდების მრავალნაირობას დასასრული არ უჩანდა. პაწია ცთომილებიც რაღაც მეტისმეტად უხვად შემოიჭრნენ ღამეული ცის თაღზე, განუწყვეტლივ მოჰქროდნენ სულ ახალახალი მბრწყინავი გუნდები. ასე მეგონა, მთელი გაჩირაღდნებული ცა მოიწევდა ჩემსკენ.

      მერე მთვარე ამოვიდა, ვარსკვლავთა ბრწყინვა…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 16, 2019 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ვარსკვლავთა მზერა

გაცოცხლებული ქარაგმა

      მრავლისმეტყველია ვარსკვლავთა მზერა; ისე აკვესებენ თვალებს, თითქოს მანიშნებენ, რომ იცოდე, რამდენი რამ გვაქვს შენთვის სათქმელიო.

      მეც მქონდა ვარსკვლავებისთვის სათქმელი. ძალიან მომწონხართ-მეთქი, ვუთხარი მათ. ღამეულ ცას მოციმციმე სხივებს აქსოვთ, კიდით კიდემდე ქარგავთ ბრწყინვალე გირლიანდებით, მაგრამ ეს როდია ყველაფერი...

     …

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 5, 2019 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters