Nunu qadagidze'ს ბლოგი - მაისი 2018 არქივი (8)

მოამაგე ფუტკრები

      უხსოვარ დროში დიდი მაღალი ხეები არ ირთვებოდნენ თურმე ყვავილებით. მხოლოდ მწვანედ მობიბინე ველ-მინდორს ანდა ტანდაბალ ბუჩქნარს თუ ეწვეოდნენ ბუნების ეს პირლამაზი შვილნი, ნაირფერებით მოკაზმავდნენ და გაალამაზებდნენ. დიდი ხეები კი იდგნენ მწვანე გუმბათებივით. მწვანე ფოთლების გარდა სხვას ვერაფერს შენიშნავდი მათ ტოტებზე.

      და აი, ერთხელაც მოფრინდა ყვავილების დედოფალი. ხელში მოწნული კალათა ეჭირა, რომელიც პირთამდე სავსე იყო ნაირფერი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 30, 2018 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მიწიერი ღმერთი

      მხატვარი რომ ვიყო, ჩაფიქრებულ ადამიანს დავხატავდი: თავი ჩაუღუნავს, მხრებზე თითქოს მძიმე ტვირთი დასწოლია, შუბლიც ერთიანად ნაოჭებით დაფარვია... ყველაზე ცხადად სწორედ შუბლზე ეტყობა, ათასგვარი საზრუნავი რომ ჯიჯგნის და აწამებს.

      მერედა, რამ დაუმძიმა შუბლი ადამიანს, რა მიუძღვის წინ უამრავ საზრუნავთა ჯაჭვს?

      კარგი კითხვაა, მართლაც.

      პასუხიც კარგი მოსდევს: ოქრო, უწინარეს ყოვლისა!

      დიახ, ყველა საზრუნავი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2018 წელი. 3:00pm — 3 კომენტარი
________________

გაბუტული ფისო

    გაგვებუტა ფისო

    თვალზე ცრემლი სდისო,

    რამდენი რამე მივართვით,

    არ აკარებს პირსო.

    ფაფას ცხვირი აუბზუა,

    სუნი ასდის რძისო,

    თევზებს თათი აუქნია,…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2018 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დროში მოგზაურების დასასრული

კიდევ ერთი ნაპოვნი

      უცბად საშინელი ჭექა გაისმა, ყველანი შიშისგან შეკრთნენ. ქოლგოსანი რაღაც ძალამ ერთ მხარეს გადააგდო, მისი ქოლგა კი მეორე მხარეს.

      ეს შავი ღრუბელი იყო.

- ვიპოვე! წვიმა ვიპოვე! - გრუხუნებდა იგი, დიდი სიხარულისგან ხმა ვეღარ მოზომა, ისე ჭექდა და ქუხდა, ლამის ყველაფერი დაენგრია. როგორც ვთქვით, სიხარულისგან ყველას ცრემლები სცვიოდა. მათ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 25, 2018 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მოგზაურობა მომავალში სადაც არავინ გეძებს. გაგრძელება

მოგზაურობა მომავალში

      რობიკოს ახსნა-განმარტება ყველამ კარგად გაიგო, განტოლებების შემოწმებაზე თავი არავის გამოუდვია, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. მანქანაში ყველამ მოიწყინა.

- ამას არაფრით არ ველოდი, - ბუტბუტებდა ქოლგოსანი.

- ეს, ჩემო წვიმავ, - ხვნეშოდა შავი ღრუბელი.

მახარეს დარდისგან ფერი სულ დაკარგოდა.

- რაღა გვეშველება, - ბუტბუტებდა იგი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2018 წელი. 1:30pm — 1 კომენტარი
________________

ქოლგოსანი და ახალი თანამგზავრი დროში მოგზაურობისას. გაგრძელება

ქოლგოსანის საოცრად ბრძნული წინადადება

- მაინც მართალი გამოდგა ნიავი, - შენიშნა ქოლგოსანმა, თან რობიკოს გადახედა, - მწვანე ტყეში არასოდეს არ ტყუიან, იქ გავრცელებული ხმები ყოველთვის სწორია.

- უკეთესი იქნება, დროზე გვითხრა, სად ვეძებოთ ალისფერი ყვავილი, - შეახსენა რობიკომ, - უნდა მოვასწროთ, სანამ დათუნა დაიღვიძებდეს.

- მაგას რა კითხვა უნდა, მწვანე ტყისკენ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 19, 2018 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მახარეს ამბით დროში მოგზაურების გაგრძელება

როგორ ცდილობდა მახარე საკუთარი სახელის გამართლებას

      მახარე ისევ გაუყვა ქალაქის ქუჩებს, რაც შეეძლო ჩქარობდა, მაგრამ მალე მიხვდა, რა სწრაფადაც არ უნდა ევლო, ძალიან დააგვიანდებოდა მწვანე ტყემდე მიღწევა, ამისთვის მანქანა იყო საჭირო. რა თქმა უნდა, ისეთ პატარა არსებას, როგორიც თვითონ იყო, მანქანას არავინ გაუჩერებდა, ამაში მწარე გამოცდილებით ბევრჯერ დარწმუნდა. ამიტომ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 17, 2018 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დროში მოგზაურები (ზღაპარი)

      დათუნამ და მახარემ ერთმანეთი თოჯინების თეატრში გაიცნეს. დათუნა დარბაზში იჯდა, მახარე სცენაზე სრულებდა საოცრად საინტერესო და თანაც სახიფათო როლს. თავზე კოკროჭინა ნაბდის ქუდი ეხურა, ლოყები წითლად უღაჟღაჟებდა. ცქვიტი, მოხერხებული და თანაც მეტად გულკეთილი გახლდათ მახარე, მუიდამ მზად იყო ვინმეს დახმარებოდა და რაიმეთი გაეხარებინა. მთელი წარმოდგენის მანძილზე ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, თავისი სახელი „მახარე“ არ გაემრთელებინა. თიტქოს ეს სახელი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 15, 2018 წელი. 3:30pm — 3 კომენტარი
________________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პარლამენტის პიკეტირება და კარვობანა რუსთაველზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 18, 2019.
საათი: 11:37pm 0 კომენტარი

      კვირით დაწყებული აქციები ორშაბათსაც გაგრძელდა და პიკეტირებული პარლამენტი სპეცრაზმით გათავისუფლდა - ცხადია დღის მთავარი თემა ეს იყო და რა თქმა უნდა, ახსენებდნენ პრორუსობისა და რუსეთუმეობის…

გაგრძელება

ცისარტყელა თურქულ არქიტექტურაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 17, 2019.
საათი: 10:38pm 0 კომენტარი

      ბევრ თურქს რომ ჰკითხოთ, სტამბულს ეს გარეუბანი უბრალოდ ჩვეულებრივ ფერადი სახლების თავშეყრის ადგილია და განაკუთრებული არც არაფერია იქ, მაგრამ ხელოვანები ხომ იმიტომ არსებობენ რომ ჩვეულებრივობა…

გაგრძელება

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters