Tamo'ს ბლოგი (84)

ბევრი ფიქრიც მავნებელია

ე.ი ქუჩაში სიარულის დროს ალბათ ბევრ თქვენგანს შეგიმჩნევიათ,რომ უამრავი ადამიანი იმდენად ჩაფიქრებული დადის ,რომ მის გარშემო მყოფ საზოგადოებას ვერც კი ამჩნევს. პირადად მეც მომსვლია ასეთი რამ.ქუჩაში ყოფნის დროს არ შემიმჩნევია ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები და გვერდით ისე გამივლია არც მივსალმებივარ და ამის გამო დამსახურებული საყვედურიც მიმიღია. :) …ამ პოსტის წერის დროს გამახსენდა ერთი საინტერესო ფაქტი,რომელიც გამოცდების პერიოდში,ზაფხულში ,პაპანაქება სიცხეში,მაშინ როდესაც გარეთ გასვლა არ…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 26, 2013 წელი. 10:00pm — 1 კომენტარი
________________

წყურვილი სიცოცხლისა

      რა აღარ სცადა ცხოვრებაში, მაგრამ ბოლოს ყველაფერი სწყინდებოდა. არ მოსწყინდა მხოლოდ ხატვა... მხოლოდ მასში იპოვა თავისი თავი.

Qwelly, blog, starry night, van gogh, wyurvili sicocxlisa, ბლოგი, ვან გოგი, სიცოცხლე, ქველი, წყურვილი

      არ მოსწონდათ მისი "უსაქმურობა". ეუბნებოდნენ, რომ ვერ ხატავდა, ოჯახს არცხვენდა. მოუწოდებდნენ, რომ ძმისთვის მიებაძა. ის ოცნებობდა, რომ ოდესმე "კარგად" დახატავდა და ვინმე იყიდიდა მის ნახატს.

      რამდენიმე პარტნიორი ყავდა. მაგრამ არავისთან გამოუვიდა ურთიერთობა. ძირითადად…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 22, 2013 წელი. 2:00am — 4 კომენტარი
________________

მეოცნებენი

სიჩემეა.. ყველას ძინავს.. აივანზე ვზივარ,მთვარეს ავცქერი და მძინარე ქალაქს.

ცივა, მაგრამ სიგარეტის კვამლი მათბობს და ყავის ჭიქა. დილის 6 საათზე ყოველთვის ასეთი გარინდებაა ჩემთან. “ბუდა ბარის” ძველი სიმღერა ჟღერს მორყეული რადიოდან და შენზე ფიქრს მაიძულებს.

სადღაც შორს გძინავს შენ, ქალაქის მეორე ბოლოში და ძილშიც ჩემზე ფიქრობ. ვიცი, ასეა და ეს მათბობს და მაძლებინებს, აქ, აივანზე ქაღალდის ნაგლეჯით და სიგარეტით ხელში.

ამ წამს ზუსტად ასეთი გესიზმრები, ბავშვური, გულწრფელი და…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 22, 2013 წელი. 1:55am — არ არის კომენტარები
_______________

ეს იყო უბრალოდ სიზმარი

იგი საოცრებაა, გონების იდუმალი საჩუქარი, ქვეცნობიერის ტკივილი.

ზოგჯერ იმდენად ლამაზი, როცა იღვიძებ ირგვლივ სამყარო გეზიზღება.ზოგჯერ იმდენად მოკლე, მისი მალე დამთავრების გამო თვითმკვლელობა გინდება.

აბსოლიტური თავისუფლება, ტკივილი, ბედნიერება მხოლოდ სიზმარშია შესაძლებელი.

სიზმარი ცალკე სამყაროა, რომლის ერთადერთი შემქმნელი შენ ხარ. იქ ეშმაკიც შენ ხარ და ღმერთიც.

სიზმარი 23 ოსკაროსანი ფილმია, რომლის რეჟისორიც და მთავარი გმირიც შენში იმალება.

სიზმარში ვიცნობთ,…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 22, 2013 წელი. 1:30am — არ არის კომენტარები
_______________

გილოცავთ ყველას, უფლისა ჩვენისა წინამორბედისა იოანე ნათლისმცემლის შობას

წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა

      როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1, 5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი "იყვნეს... წინაშე ღმრთისა მართალ", მაგრამ სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. ერთხელ, როცა ზაქარია იერსუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებდა, "ეჩუენა მას ანგელოზი…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 7, 2013 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მე შემიძლია ვარსკვლავებს გავცდე, რადგან შენ მყავხარ ამ ქვეყანაზე

“მეგობრობა ერთი დიდი განძია

უმეგობროდ ყველა ტიპი ბანძია.

მახსოვს, როდის გითხარი ეს ფრაზა. ისიც მახსოვს, შენ ბანძი არასდროს იქნებიო, თვალის ჩაპაჭუნებით და ჩახუტებით რომ მიჩურჩულე, თუმცა შეცდი. შეცდი, თუ მეგობრობას მხოლოდ შენით განვსაზღვრავ. ახლა “ბანძი” ვარ, რადგან შენ აღარ მყავხარ; ჩემს ბედნიერებასა თუ უბედურებას ვეღარ გაგიზიარებ; ვეღარ ჩაგეხუტები ისე,…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 26, 2013 წელი. 11:30pm — 2 კომენტარი
________________

ბრუნი და ტუჩები

        ზაფხული კვამლივით დაიკლაკნება ჩემ ირგვლივ, მხურვალე ტუჩები მოაქვს ყურთან და მეუბნება რომ „მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა“. ნაბიჯებში დღეებს გულისხმობს, უკუღმა ათვლა დაიწყო, სულ ცოტაც და „სტარტ“–ზე ვიქნებით. რამდენიმე დღეა იღბალი არსად შემხვედრია. ალბათ ავცდით ერთმანეთს, ან მე გამოვედი ზედმეტად გვიან, ან ის გავიდა ზედმეტად ადრე. პირველად ჩემ დაბადების დღეზე გამოჩნდა, მოტეხილი ფეხით, მთვრალ მდგომარეობაში გადავეყარეთ ერთმანეთს, მაშინ დიდი ყურადღება არ…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 26, 2013 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

შემდეგი გაჩერება…

მეტროს  ბოლო ვაგონში ძვლივს მოვასწარი შეხტომა და დაიძრა კიდეც… ხალხით არ იყო გადავსებული, მაგრამ  სუნთქვა მაინც ჭირდა. ჩვეულებისამებრ, ყურსასმენები გავიკეთე  და ჩემ  წინ მდგომთა ფეხსაცმელებს დავუწყე თვალიერება. როგორც  ყოველთვის, ამჯერადაც,  ჩინური ნაწარმის სიჭარბე  აშკარა  იყო.

უცებ გამოვერკვიე, ზემოთ ავიხედე… ჩემს  წინ ის იდგა. მოკლე მანტო…. დიდი ტყავის ჩანთა….მოკლე თმა…. ჩაწითლებული თვალები… დაღლილი, მაგრამ ძალიან ლამაზი სახე…. მისვლა ვერ გავბედე, მზერას თუ გავაპარებდი…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 21, 2013 წელი. 4:07pm — არ არის კომენტარები
_______________

ცრემლებით დანამული გვირილები

ჩვენი სიყვარულის დაბადების დღე  იყო… ყველა ოცნებას ფრთები შეესხა…

ვინ თქვა რომ ადამიანს არ შეუძლია ზეცაში ფრენა?! ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი ნარკოტიკული ნივთიერებებით გაბრუება და არც ალკოჰოლით თრობა..

სწორედ ჩვენი სიყვარულის დაბადების დღე იყო ასეთი, ცხოვრება რომ გათრობს და გაბრუებს. თითქოს ყველა პოზიტიურ სიურპრიზს სათითაოდ, რიგრიგობით ჩამოდის, რომ აზარტიც გაგრძნობინოს, თუმცა ყოველთვის მომგებიან პარტის როდი  ვთავაზობს…ბოლოს შეიძლება ყველაფერი თავდაყირა…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 21, 2013 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გოდერძი ჩოხელი

"ადამიანები უერთმანეთოდ ვერა ვძლებთ, გვიყვარს ერთმანეთი და არ შეგვიძლია მარტოობის ატანა. ხშირად ამ სიყვარულს ერთად ყოფნისას ვერა ვგრძნობთ და მარტოდ დარჩენილთ სული გველევა, გვენატრება ერთმანეთი..." გოდერძი ჩოხელი

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 20, 2013 წელი. 1:04am — 5 კომენტარი
________________

გიყვარდეს სიცოცხლე..

ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ უნდა გიყვარდეს... გიყვარდეს სიცოცხლე... გიყვარდეს სიყვარული... გიყვარდეს ოცნება... გიყვარდეს ფიქრი... გიყვარდეს ბუნება... გიყვარდეს წუთი... გიყავრდეს წამი... შენი სიცოცხლე ხომ ამ წუთებისა და წამებისგან შექმნილი მარადისობაა... გიყვარდეს ცა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები... გიყვარდეს ადამიანი... გიყვარდეს ყოველთვის... გიყვარდეს ყველაფერი... გიყვარდეს არაფერი... გიყვარდეს ზღვა... გიყვარდეს უსასარულობა... გიყვარდეს ქვიშა... გიყვარდეს სიმღერა... გიყვარდეს ხატვა...…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2013 წელი. 9:00pm — 4 კომენტარი
________________

ყველაზე სასარგებლო სასმელები

სპეციალისტებმა შეადგინეს სასმელების სია, რომლებიც აუცილებლად უნდა შედიოდეს ადამიანის რაციონში.

დიდი ხანია, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დღეში ორ ლიტრამდე წყლის დალევა სასარგებლოა - ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები და ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს. თუმცა არსებობს სხვა სასმელებიც, რომლებიც ორგანიზმს დიდი რაოდენობით სასარგებლო და შეუცვლელ ნივთიერებებს…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 16, 2013 წელი. 6:00pm — 6 კომენტარი
________________

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

 ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობაი…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2013 წელი. 12:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ეგოიზმის ღრიალი

შეპყრობილი, საკუთარი წარმოდგენებით შეპყრობილი ადამიანი  – ეს ასე უნდა იყოს, ცხოვრება ასე უნდა მოეწყოს, „განსაკუთრებული“ თუ „მაგარი ტიპი“ ვარ და სხვა უამრავი რამ შეიძლება დაემატოს ამას … ანუ ყველა და ყველაფერი უნდა იყოს როგორც მე მსურს …



შეპყრობილობის მდგომარეობა როდესაც გარეთ გამოდის – ოდესღაც მოვლენები არ ვითარდება ისე, როგორც მე მაწყობს – როგორც წესი, ისმის ხოლმე ხმა, რომელსაც პირობითად შეიძლება ეგოიზმის ღრიალი…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 12, 2013 წელი. 6:58pm — არ არის კომენტარები
_______________

ზღვაზე...

თვალებს ხუჭავ, ცხელა. სხეულიც ისეა გახურებული რომ კენჭები უკვე აღარ გგონია ისეთი ცხელი როგორც მოსვლის დროს იყო. წევხარ გაუნძრევლად. ბრიზის ყოველი მოქროლვა უჩინარი, სასამო ტალღასავით გევლება სხეულზე და სახეზე ნეტარების ღიმილი გადაგირბენს.

ცხელა.

თვალები დახუჭული გაქვს, მაგრამ ქუთუთოებში მაინც იღვრება მოლურჯო-მოიისფრო შუქი და გუბეზე დაცემული წვიმის წვეთივით ტოვებს…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 12, 2013 წელი. 6:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მზის ენერგია

ყოველ დილით ვიღვიძებთ (ნუ ზოგი დილით არა და აი ღამე კი იღვიძებს) ზეცაში ვიყურებით და ერთი შეხედვით ვასკვნით, რომ ჩვენს თავზე რაღაც გავარვარებული ბურთი კიდია. ბევრი ჩვენგანისთვის ცნობილია რომ მზე „კაი ტიპია“ და გვათბობს, ერთი სიტყვით რაღაცაში გვადგება. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ დედამიწისთვის და აქედან გამომდინარე ჩვენთვისაც ყველაფერი სწორედ მზისგან დაიწყო. ჩვენ ყველა მზის შვილები ვართ და როდესაც ზეცაში ვიყურებით და თვალის მომჭრელ ბურთს მივჩერებივართ,…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 12, 2013 წელი. 6:30pm — 2 კომენტარი
________________

სიგიჟის მოფიქრებული თამაში

ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი.

სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალვა! სიმარლე არ დაიმალა, მაინც მიპოვიანო. სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე - ოკეანეში, სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა. თავისუფლება ნიავს ამოეფარა, სიკეთე კარგახანს სხვას უთმობდა ადგილებს! რწმენა ზეცაში აიჭრა, შური კი სხივში მიიმალა. სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო. ბოლოს…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: მაისი 13, 2013 წელი. 2:00pm — 5 კომენტარი
________________

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა - დიდი შაბათის სასწაული

      ჩვენ, ადამიანები, ყოველდღიური ყოფით გაწამებულები, ვეღარც კი აღვიქვამთ, რამდენი სასწაული ხდება ყოველ წუთსა და წამს ჩვენ გარშემო რომ ყოველ დილას მზის ამოსვლაც ცის ტატნობზე უდიდესი სასწაულია, რომელიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩვენთვის, ზათქითა და ზარ-ზეიმით კი არა, უჩუმრად და როგორღაც, თავისთავად ხდება. როგორც ყველაფერი სხვა, რაც მადლმოსილი და ღვთისმიერია. მაინც გულმოდგინედ ვეძებთ სასწაულს, რათა ვიწამოთ და ვაღიაროთ…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: მაისი 4, 2013 წელი. 3:00pm — 1 კომენტარი
________________

დიდი პარასკევი და დიდი შაბათი

ჯვარცმა, გარდამოხსნა და საფლავად დადება       დიდი პარასკევის მთელი მსახურება მაცხოვრის ჯვარზე ვნების გახსენებას ეძღვნება და უდიდესი მწუხარებით არის განმსჭვალული.

      ცისკრის ჟამნზე თორმეტი ვნების სახარება იკითხება. ამასთან, დღის მსახურების თითოეული ჟამნი ნათლად წარმოაჩენს მაცხოვრის ვნების სხვადასხვა სახეს, გეთსამანიის ბაღში სისხლით განზავებული ოფლით დაწყებული, გოლგოთაზე მისი ჯვარზე აღსრულებით დამთავრებული. თითოეული საგალობელი თუ საკითხავი სინანულის ცრემლითაა აღსავსე,…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: მაისი 2, 2013 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დიდი ხუთშაბათი

      ვნების შვუდელის ხუთშაბათს, რომელსაც მეორენაირად დიდ ხუთშაბათის უხოდებენ, საღმრთო ლიტურღიაზე გაიხსენებენ იმ მოვლენებზე, რომლებიც წინ უსწრებდა მაცხოვრის ვნებასა და აღდგომას. მაცხოვარი მოციქულებთან ერთად ბოლო პასექს აღასრულებს თავისი კაცობრივი ცხოვრების პერიოდში და იწინასწარმეტველებს, რომ ამიერიდგან აღარ იგებემს ვაზის ნაყოფს და ასევე, იუდა, ვერცხლისმოყვრეობით დაბნელებული, მაცხოვარს სინედრიონს გადასცემს.

      დიდ ხუთშაბათს საიდუმლო…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: მაისი 1, 2013 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters