ლაშა'ს ბლოგი - მარტი 2016 არქივი (12)

მიტოვების პრაქტიკა

- აქ დიდხანს ვერ დავრჩებით ხომ იცით, დროებითი თავშესაფარი იყო და უკვე ორი კვირა გავიდა. თოვლიც დნეობას იწყებს.

- მარია არ წამოვა, ძალიან გულჩათხრობილია.

- სხვა გზა მაინც არ აქვს, კოლომბოს ლოდინის აზრს ვერ ვხვდები. ჯესიკამ თავისი გაიტანა.

      მიოდი და ტარაკანი ამ საუბარში იყვნენ, როდესაც მარიამ დაუძახა:

- მეგობრებო, დროა ახალი თავშესაფარი მოვნახოთ. აქ ვეღარ დავიმალებით. თოვლის ქულასაც ვეღარ გამოვკვებავთ.

- მზად…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 31, 2016 წელი. 9:30pm — 2 კომენტარი
________________

თეთრი წვიმების ღამე

      ტყუილად ვცდილობ წერაზე უარის თქმას, დავიღალე აზრიანი და უაზრო ფილმების ყურებით. ადრე თუ გვიან მაინც დავწერ და სჯობს ახლა იყოს. ალბათ, ბევრი ელოდება ჩემგან ინფორმაციას, როგორ, როდის, რატომ, სად და ა.შ. დიდი სურვილი მაქვს არაფერი ვთქვა და უბრალოდ გითხრათ, რომ შემეშვით და ნურაფერს მეკითხებით! ეს ძალიან პათეტიკური იქნება, მითუმეტეს როცა გათენდება და თავიდან წავიკითხავ ამ ტექსტს. ეგეც არ იყოს, კვლავ რჩება პრობლემა - ადრე თუ გვიან მაინც…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 28, 2016 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ძალა, რომელიც სამყაროს მართავს

      გუშინ პირველად ვნახე ვარსკვლავური ომები და რომ არ მცოდნოდა 1977 წელს იყო გადაღებული, ალბათ ვიტყოდი დრო დავკარგეთქო, მაგრამ არა - მაინც არ ვიტყვი. ამ ჟანრში უდაოდ კლასიკაა.

      თინეიჯერებისთვის ცოტა ენციკლოპედიური მონაცემები. ფილმი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. სულ არის 9 ეპიზოდი და აქედან 7 უკვე გამოსულია, დარჩენი 2 მომდევნო წლებშია დაანონსებული. გამოვიდა ტრილოგიებად, როგორც ბეჭდების…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 24, 2016 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შეუსრულებელი პირობა

- რომანტიკოსებო, იქნებ რეალობას დავუბრუნდეთ? რეალობა კი ასეთია - დროზე, მოკიდეთ თქვენს ბარგს ხელი და წავიდეთ ახალ თავშესაფარში.

- ტარაკან, შენ ხომ მშვიდობით მიიყვან ამათ?

- კოლომბო - გულამომჯდარმა შეუძახა მარიამ.

- მითხარი, შეძლებ მარია და თოვლის ქულა მშვიდობით მიიყვანო თავშესაფრამდე?

- კოლომბო, სად აპირებ წასვლას? - ცრემლებით სავსე თვალებით ჰკითხა მარიამ.

- მიოდიც რჩება? - იკითხა ტარაკანმა.

- არა, ეგეც…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 22, 2016 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სტატისტიკა დაიკარგა ინიციატივაში

      რამდენიმე თვეა აქტიური კამათი მიმდინარეობს სკოლებში ახალი საგნის შემოღებასთან დაკავშირებით. საგანს ჰქვია "მე და საზოგადოება", და როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განაცხადა ეს საგანი გახლავთ ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი. სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე, 2015 წლის 17 აგვისტოს განცხადებიდან ირკვევა, რომ "მე და საზოგადოება" - ახალ საგანში ძირითადი…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 19, 2016 წელი. 2:30pm — 5 კომენტარი
________________

უსარგებლო თავისმართლება

      დილიდან არეული დაიარებოდა და საბოლოოდ მიხვდა რომ ძალიან ეძინებოდა, ამიტომ ჩემს ოთახში შემოვიდა, გვერდით მომიწვა და დაძინება გადაწყვიტა. მაგრამ როგორც ყველა ბავშვი ჯერ ანცობისთვის ჰქონდა გონება მიმართული.

- აი, ხომ მოიგო ბარსელონამ, რომ მეუბნებოდი ვერ მოიგებსო.

- როდის მოიგო?

- მმ, 3-1 მოუგო არსენალს.

- რას ამბობ ბიჯო, შენ სიზმარი ხომ არ ნახე, არსენალმა მოიგო ზუსტად.

- რა არსენალმა? ბარსამ გაიტანა სამი გოლი. აბა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 17, 2016 წელი. 4:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მკვლელზე გათხოვების მოტივი

      დაპირებულის შეუსრულებლობა არ მეპატიება, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი ცნობილი და ჩემთვის ახლადგაცნობილი ოსკაროსანი ფილმი მოვაქციო დღიურში. ამჯერად შორეულ ვესტერნში უნდა გადავინაცვლოთ და ამ მხარის სიმბოლოს, კლინტ ისტვუდის ოსკაროსან ფილმს შევეხოთ. მისი ორიგინალი დასახლებაა "Unforgiven", ქართულად თარგმნეს როგორც "უპატიებელი", თუმცა ალბათ შეიძლებოდა შეუმწყანრებელი ყოფილიყო. ფილმს რომ ნახავთ,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 15, 2016 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დამნაშავე სიტყვები

- წავედით, ვიპოვეთ ახალი თავშესაფარი. კედლებიც გვექნება და ჭერიც. რბილი საწოლიც თოვლის ქულასთვის - სიხარულით შემოვარდა კოლომბო.

- შორს არის?

- არა, მალე მივალთ და დაცულებიც ვიქნებით.

- კოლომბო, იცი დღეს აქ ჯესიკა იყო - თოვლის ქულა თამაშ-თამაშით მივიდა კოლომბოსთან.

- ჯესიკა? - კოლომბომ მარიას გადახედა.

- ჰო, მგონი ჯესიკა ერქვა. რავიცი, მარიამ ასე დაუძახა და... მარია, ხო ჯესიკა იყო? - მიმართა თოვლის ქულამ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 12, 2016 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ანტირასისტული და სემიტური ოსკარი

      ოსკაროსან ფილმებზე გადართვა საინტერესო იდეა გამოდგა. ვიფიქრე, 90-იანებით დავიწყებ და ყველა ოქროსკაცუნააღებულ ფილმს ვნახავთქო, მაგრამ სულმა წამძლია და პირველი ვნახე "წვიმის კაცი" (1989 წელს აიღო ოსკარი) და იქიდან მოვყვები. უკვე 97-წელზე ვარ ამოსული, ვინაიდან "კრავთა დუმილი" (1992 წლის ოსკარი), "შინდლერის სია" (1994 წლის ოსკარი), "ფორესტ გამპი" (1995 წლის ოსკარი) და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 9, 2016 წელი. 9:30pm — 1 კომენტარი
________________

ალოგიკურია უფალო, ალოგიკური!

      თქვენ არ ვიცი როგორ ფიქრობთ მკითხველნო, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ალოგიკურია გინდოდეს მსოფლიო კაცობრიობის გამოხსნა და დაიბადო იმპერიის მიყრუებული პროვინციის ერთ-ერთ სოფელში, ბოსელში, ბაგაში, მაშინ როდესაც ხარ ის ერთადერთი გამონაკლისი, რომელსაც გაქვს არჩევანი - დაიბადო იქ, იმ ადგილას, სადაც გინდა და როცა გინდა. და შეგიძლია იმპერატორად აღიზარდო, იმპერატორისავე სასახლეში და მართო მსოფლიო იმავე ღირებულებებით, რომლებსაც მოგვიანებით,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 7, 2016 წელი. 6:30pm — 10 კომენტარი
________________

სიყვარულის გაურკვევლობა

      გაოცებული დიდხანს უყურებდა ქვემოდან, ვიდრე კისერი არ ეტკინა.

- პატარავ, შენ ალბათ თოვლის ქულა ხარ, ხომ?

- აქ რა გინდა ჯესი? - გამოჩნდა მარიაც.

- დავინახე კოლომბო როგორ გავიდა თქვენი ახალი თავშესაფრიდან და ვიფიქრე უნდა გველაპარაკა.

- რაზე?

- იცი მარია, არ მომწონს, რომ განაწყენებულები ხართ ჩემზე.

- არ მიკვირს, არავის მოსწონს შემცირებები, განსაკუთრებით მათ ვინც სხვების ხარჯზე უშრომლად ნებივრობენ. მაგრამ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2016 წელი. 9:00pm — 3 კომენტარი
________________

ფუნქციადაკარგულის ხსნა



სამი მღვდელთმთავრის - ბასილი დიდის, გრიგოლი ღრთისმეტყველის და იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესია, სოფ. ბობოყვათი, ქობულეთი, საქართველო

      ზღვასთან ძალიან ახლოს, სულ რაღაც 60 მეტრზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში, 1999 წელს დაიწყო და 2009 წელს დასრულდა სამი მღველთმთავრის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. ეს ის მღველთმთავრები არიან, რომელთაც ქრისტეს ეკლესია უწოდებს - მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 2, 2016 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters