Giorgi'ს ბლოგი (950)

საშობაო შეწყალება არ გამოვიდა, ლავროვის ჩამოსვლა განიხილება, ტრამპისთვის პასუხი მზადდება

      არც შობას იგეგმება თოვლი, პირიქით, გაზაფხულის საღამოს ჰგავს ამჟამინდელი ამინდი. მაგრამ სინოპტიკოსები, 8 იანვრიდან ამინდის გაუარესებას და აციებას ვარაუდობენ. საშობაოდ დიდი მოლოდინი იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებაზე, რაც ამჯერადაც არ გამართლდა - პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი განაცხადა. დღის მეორე მთავარი თემა ლავროვის შესაძლო ვიზიტი იყო, ხოლო თემა რომელიც მთელს მსოფლიოს ეხება აქტუალობას ყოველდღიურად ზრდის - ახლო აღმოსავლეთის საომარი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 6, 2020 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ახალი წელი, ახალი ათწლეული, ახალი 2020 წელი

      ქველინიუსი გილოცავთ 2020 წელს. კარგი აბების, კეთილი სიახლეების და დადებითი ნიუების წელი ყოფილიყოს. ახალი წლის შემდეგ, თითქმის არაფერი ხდებოდა გარდა ნაძვის ხის კრიტიკისა, საახალწლოდ გახარჯული მილიონების გამოძიება-გამოჩხრეკვისა და ტრადიციული კრიტიკისა, მეორეს მხრივ - მილოცვებისა, მიღწევებისა და მომავალი წლის გეგმებისა. თოვლიც კი 4 იანვრისთვის ჩაინიშნა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 იანვარი, 2020…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2020 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ვალებიანი ტელევიზიები, ალვის ხე რუსთაველზე და ახალი კანდიდატები

      როგორც ხდება ხოლმე, თუკი საქმე რომელიმე მედიას ეხება ან მათ დავალიანებას, ვალდებულებას, ჯარიმებს და სახელმწიფოს ჩარევას, მაშინ ყველა დანარჩენი მედია საშუალება მათ შესახებ საუბრობს. ამიტომ დღესაც მთავარი თემა დაინკასოებული ტვ-ები იყო. ასევე კალაძის მილიონიანი ნაძვის ხე და მოსამართლეების მომდევნო კანდიდატები, რომლებიც პარლამენტში წარსადგენად უნდა მოემზადონ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 დეკემბერი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 26, 2019 წელი. 11:42pm — არ არის კომენტარები
_______________

აღსაყდრების დღე, ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე, ცეცხლი ატენში და ინკასო ტელევიზიებს

      ტრადიციულად, 25 დეკემბერი საქართველოს პატრიარქს და საახალწლო ნაძვის ხეს მიეზღვნა - პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა, ხოლო რესპუბლიკის მოედანზე ქვეყნის მთავარი საახალწლო სიმბოლ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში აინთო, განათდა და როგორც ხდება ხოლმე - შეიქო ან გაკრიტიკდა. დღის სხვა ამბები ატენში გაჩენილ ხანძარს, ჯანდაცვის მინისტრის თავდაჯერებულობას და ინკასო დადებულ ტელეკომპანიებს უკავშირდებოდა.

საქართველოს და მსოფლიოს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 25, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მეზობლების მასპინძლობა, მედიაკირიტიკის პლატფორმა და ქუჩური თავდასხმა

      მეტნაკლებად ჭრელა-ჭრულა დღე იყო. ამინდი ერთფეროვანია და არც წვიმა ჩანს, თოვლზე ხომ არაფერს ვამბობთ და პოლიტამბებიც ასე თუ ისე გადაჭრელდა. მთავარ თემად შეიძლება სამთა შეხვედრა გამოვარჩიოთ - ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული ყრილობა, პროექტების და თანამშრომლობების განხილვა, ასევე პირველი პრეზიდენტის უმცროსი შვილის დაჭრის და ავადმყოფობის ამბავი, ცოტა შმაქსისტობა, ფინანსები და საგარეო ამბები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 23, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ტრაგედიის დღეები, ლარის ფულად დაბრუნების სურვილი და იმპიჩმენტირებული ტრამპი

      დეკემბრის კიდევ ერთი დღე მიიწურა და ტრაგედიას ტრაგედია ემატება. დღის მთავარი თემა ისევ მოზარდები და სუიციდი იყო. დღის თემებში ასევე იყო ლარის ფულად დაბრუნების ამბავი, ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ისტორია და საღამოს ამბავი - პირველი პრეზიდენტის დაჭრილი შვილი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 დეკემბერი, 2019

      გამომძიებლის დანაშაული, გამოძიების მიზეზი - 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გარდაცვლილი მოზარდი

      საახალწლო განწყობები სრულიად ქრება, როდესაც ტრაგედია მთელს ქვეყანას შეძრავს - ასეთი ამბავი იყო გუშინ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ისტორიაც. დღევანდელი დღე, თავიდან ბოლომდე ამ ამბავს მიეძღვნა, კომენტარები, დავალებები, შენიშვნები, პროტესტი და პოლიტიკური გამოსვლებიც კი ამ გარდაცვალების გარშემო ტრიალებდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 დეკემბერი, 2019

      გარდაცვლილი მოზარდი - შინაგან…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2019 წელი. 9:30pm — 2 კომენტარი
________________

თვითმკვლელობამდე მიყვანა და საზარელი შედეგი ბარბარობას

      შუაღამის ამბები უსიამოვნოდ იწყება - 15 წლის მოზარდი რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა დღეს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ამ თემამ დღის ყველა სხვა ამბავი გადაფარა. არადა, დღეს ბარბარობაა. დღის მთავარ თემებში ასევე იყო ვაჟა გაფრინდაშვილი და ამერიკელი კონგრესმენების შენიშვნები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 17 დეკემბერი, 2019

      საღამოს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 17, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მომწავლელი პარლამენტი, მოსამართლეების გადადებული საქმე, კონფერენცია რუსულად და დოლარი ქვემოთ

      ხვალინდელი აქციების მოლოდინით კიდევ ერთი კვირა მიილია - ხვალ დიდი აქციობანა გაიმართება თბილისში. დღევანდელი დღე კი მოწამლული პარლამენტის და მის შიგნით თუ გარეთ განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა - სად მაჟორიტარები, სად მოსამართლეები და სად ცუდად გამხდარი დეპუტატები. ასევე, პრემიერის რუსულენოვანი კონფერენცია გახდა რამდენიმე ნიუსის მიზეზიც. ცხადია, ლარის კურსზე 2,9-ის კლებაც არ დარჩენილა უყურადღებოდ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2019 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პარლამენტის შინ და გარეთ არეულობები, დაპირისპირებები და საბოლოოდ დამტკიცებული მოსამართლეები

      12 დეკემბერი სრულად პარლამენტმა დაისაკუთრა. დილიდან ჯერ პარლამენტის წინ იყო არეულობა და გაურკვევლობა, დაპირისპირებები, პიკეტირება და გზის პოლიციური გახსნა და მოგვიანებით, პარლამენტის შიგნით გაიმართა განკითხვა-განუკითხაობა მოსამართლეების დანიშვნი თაობაზედ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 12 დეკემბერი, 2019

      პარლამენტთან დილიდან და მთელი დღე - პარლამენტის ყველა შესასვლელთან ოპოზიციის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 12, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მთავარსარდალი მთავარ ჯარზე და გალახული ოპოზიციონერები

      დეკემბერი დადგაო და აქციების ჯერ კიდევ არ სცივათ. თვის განზოგებას, მასშტაბური აქციები და გამოსვლებიც კი იგეგმება, მაგრამ ეს მომავლისთვის. დღის მთავარი თემა პრეზიდენტის განცხადება გახდა - უჩვეულოდ, სალომე ზურაბიშვილი ნიუსების მეინსტრიმში მოხვდა. ამჯერად, ქალი მთავარსარდალი ქართულ ჯარზე და უფრო სწორად, ქართულ ძალაზე თუ უძლურებაზე ალაპარაკდა. დღის მთავარი თემა იყო გაბაშვილი-უგულავას აეროპორტის თავგადასავალიც.

საქართველოს და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 11, 2019 წელი. 9:00pm — 1 კომენტარი
________________

ევროპელებით თანდასწრებით განხილული პროპორციულობა ან ბევრი მაჟორიტარიზმი

      დავიწყოთ დეკემბრისთვის დამახასიათებელი ამბებით - ამ თვის 15 რიცხვამდე, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია პროგნოზირებული. დღის მთავარი თემა, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კამათები და შეხვედრები, ოპოზიციურ-პოზიციურ-ევროპული განხილვები და რჩევა-შენიშვნების გაცვლა-გამოცვლა იყო.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 დეკემბერი, 2019

      მოლაპარაკებები ქვეყნის მომავალზე - კარლ ჰარცელი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 9, 2019 წელი. 7:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მცხეთიდან ქუთაისში გადატანილი აქციები, ოცნების შიდა სამზარეულო და სასამართლოების საქმიანობა

      დეკემბრის სიცივეები ჯერ ახლა იწყება, მაგრამ მზიანობაც არ ეპუება ზამთარს. ქვეყანაში კი ისევ არეულობა და მიტინგებია, საპროტესტო გამოსვლები და აქციები, რუსეთთან კომფლიქტები და სასამართლო საქმეები ყოფილი ჩინოვნიკების, სასულიერო პირების, მოქმედი ტელე-გმირების და მრავალი სხვა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6 დეკემბერი, 2019

      მთავრობის ოპოზიცია ქუჩის აქციებით - დავით ბაქრაძე - გამოსავალი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 6, 2019 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ორპარტიათა აქტივისტები და ახალი განაჩენი მელიას

      დეკემბერი დადგაო და ცამ ფერის ცვლის ნაცვლად, გააგრძელა წინა დღეების სითბო-სიცივე, წვიმა-ქარი, მზე და ღრუბელი. ამბობენ, კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება ასეო (მერე ალბათ ზამთარიც დადგება). პოლიტიკურ სარბიელზე კი აქციები არ წყდება და ყოველ დღე ახალი პიკეტირება, ახალი პროტესტი, დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა და მისთანანი გრძელდება როგორც თბილისში, ასევე დედაქალაქს მიაღმა საქართველოში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 დეკემბერი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 2, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

რკინის კედლები პარლამენტთან და ბიძინას შეფასებები

      როცა ბიზნესმენი ინტერვიუს აძლევს, თურმე შიეძლება მეორე დღის მეინსტრი მთლიანად ამ ინტერვიუს მიეძღვნას, ცხადია აქციების ფონზე. რუსთაველზე, პარლამენტთან აქციები არ წყდება და ახლა პოლიციამ რკინის კედლების აღმართვა მოიფიქრა პიკეტირების საპირწონედ. პარლამენტში მაინც შევიდა მინისტრი, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 ნოემბერი, 2019

      რკინის კედლები…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 28, 2019 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ქუჩაში გამოსული სიტყვამიგების პოლიტიკა და ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა

      ნოემბრის ბოლო მონოტონურად მიედინება - ყოველ ღამით აქციები, მერე ამ აქციების დაშლა-დარბევები და მეორე დღეს ამ დარბევევზე კომენტარები, მოწოდებები, შეძახილები და ა.შ. ცხადია, ეს პოზიცია-ოპოზიციური ჭიდილიც არ სიტყვათა მიგება, არ სრულდება. დღის მთავარი თემა ალბათ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა იყო, რომელიც მომდევნო წლის განმავლობაში საქართველოს ხვდა წილად.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 ნოემბერი, 2019…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 27, 2019 წელი. 8:30pm — 1 კომენტარი
________________

ბოქლომების პერფორმანსი მაჟორიტარებს, ოქრუაშვილის მსჯავრი რობაქიძის საქმეზე და დეზინფორმაცია მედიაში

      პიკეტირებით, შეშითა და ქვიშით დაწყებული აქცია, სულ მალე ბოქლომებისა და ბიუროების აკეტვის აქციებში გადაიზარდა. თუ რევოლუციამდე მივიდა საქმე, ალბათ ბოქლომების რევოლუციას უწოდებენ და სიამაყით აღნიშნავენ კიდეც მომავალში. ვნახოთ რა მოხდება. იქამდე კი დღის თემა სწორედ მაჟორიტარებისთვის შექმინი დისკომფორტია, დეზინფორმაციობანა მედიაში და ოქრუაშვილის მსჯავრი რობაქიძის საქმეზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 22 ნოემბერი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 22, 2019 წელი. 7:30pm — 3 კომენტარი
________________

ობიექტური სასამართლოს მოლოდინის ხმაური, ექიმი საოკუპაციო ტყვეობაში და რეფინანსირება და თბილისი

      სასამართლო საინფორმაციო ობიექტივის ფოკუსში იყო. ბევრ საქმეს შორის, რომელიც დღეს იმართებოდა, განსაკუთრებით აქტუალური და ხმაურიანი იყო, მოლოდინისამებრ, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო. ასევე გიორგი რურუას დამანშავეობაც. ცხადია ქართველი ექიმის ტყვეობა ქვეყნი ერთ-ერთი N1 პრობლემაა. პრობლემებია უმრავლესობის შიდა გარკვევა-გაურკვევლობაში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 ნოემბერი, 2019

     …

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 20, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კვლევა ცხელ კვალზე, აქციის შედეგები და დაკავებულების სასამართლო, ექიმი ოკუპაციურ ტყვეობაში

      პიკეტირების, ბოქლომების, ქვიშებისა და შეშის აქციები არ აპირებენ დასრულებას, თუმცა სამუშაო კვირა უფრო მშვიდი და ნაკლებ ხმაურიანი გამოდგა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრინიპში. მაგრამ ამ სიჩუმეში, კვლევითმა ორგანიზაციებმა დრო იხელთეს და კვლევების ჩატარებას შეუდგნენ - აირაიმ კვლევა დადო. ჯერ კიდევ არ გამოგვიხსნია ოკუპაციაში დატყვევებული ექიმი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 ნოემბერი, 2019

      აქციები და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 19, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პარლამენტის პიკეტირება და კარვობანა რუსთაველზე

      კვირით დაწყებული აქციები ორშაბათსაც გაგრძელდა და პიკეტირებული პარლამენტი სპეცრაზმით გათავისუფლდა - ცხადია დღის მთავარი თემა ეს იყო და რა თქმა უნდა, ახსენებდნენ პრორუსობისა და რუსეთუმეობის ბრალდებებს შორის, ექიმს ოკუპირებულ ციხეში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 ნოემბერი, 2019

      ქვიშის ტომრებიდან წყლის ჭავლამდე - დავიწყოთ გუშინ, გვიან ღამიდან - აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შესასვლელებთან…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 18, 2019 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters